სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირი აქვს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმესთან?
რა კავშირი აქვს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმესთან?

გი­ორ­გი და და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის გი­ორ­გი კავ­სა­ძის თქმით, ძმე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის საქ­მე­ში ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ვატო ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, ასე­ვე სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ვატო ყი­ფი­ან­მა შე­უკ­ვე­თა.

"გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ უკ­რა­ი­ნა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მჭიდ­რო მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად იქნა ეს და­ნა­შა­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­ლი. პირ­და­პირ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, თუმ­ცა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი შემ­კვე­თი უკ­რა­ი­ნა­ში და­კა­ვე­ბუ­ლია, ის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

ვატო ყი­ფი­ანს რაც შე­ე­ხე­ბა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბით, რაც აქ გვაქვს, ასა­ფე­თე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ მიერ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ამო­ღე­ბუ­ლი იქნა, სწო­რედ მისი შეკ­ვე­თით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს კავ­სა­ძე.

თუ რა მო­ტი­ვი ჰქონ­დათ ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლი­ე­ბის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ში შემ­კვე­თებს, ან შემ­სრუ­ლებ­ლებს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რო­რი არ სა­უბ­რობს.

„რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­თან, ვინ იყო შემ­კვე­თი, რა იყო ამის მო­ტი­ვი, ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, ერ­თობ­ლი­ვად ვმუ­შა­ობთ უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­თან. ყვე­ლა­ფე­რი დად­გე­ნი­ლია, თა­ვის დრო­ზე, როცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტი შე­იქ­მნე­ბა, ყვე­ლას მი­მართ, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფე­ბის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფე­ბის მი­მარ­თაც და­ი­წყე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ყი­ფი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, და­ი­წყე­ბა თუ არა ვატო ყი­ფი­ა­ნის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, კავ­სა­ძე აცხა­დებს, რომ „ყვე­ლას მი­მართ, ვატო ყი­ფი­ა­ნი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვის მი­მარ­თაც საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყე­ბა“.

რაც შე­ე­ხე­ბა ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­თან ყი­ფი­ა­ნის კავ­შირს, მათი გზე­ბი წლე­ბის წინ ე.წ მა­ზავ­ში­კე­ბის საქ­მე­ზე გა­და­იკ­ვე­თა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე 2010 წელს და­ვით გაგ­ნი­ძე, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე და კახა მი­სი­რე­ლი და­ა­კა­ვეს.

და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ე.წ "მა­ზით" 140 000 დო­ლა­რი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი. თან­ხის გა­დახ­და მის მო­ვა­ლეს გა­უ­ჭირ­და და დახ­მა­რე­ბის­თვის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს "ავ­ტო­რი­ტეტს" ვახ­ტანგ (ვატო) ყი­ფი­ანს მი­მარ­თა.

ყი­ფი­ა­ნი უკ­რა­ი­ნი­დან თბი­ლის­ში და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მა­შინ გავ­რცელ­და ყი­ფი­ა­ნი­სა და ფე­იქ­რიშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რიც, სა­დაც ისი­ნი თან­ხა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ყი­ფი­ა­ნი ფე­იქ­რიშ­ვილს ეუბ­ნე­ბო­და, "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით", ასეთ დროს მო­გე­ბუ­ლი თან­ხის 20 პრო­ცენ­ტი სად უნდა წა­სუ­ლი­ყო. ფე­იქ­რიშ­ვი­ლი კი ყი­ფი­ანს პა­სუ­ხობ­და, რომ ეს წე­სე­ბი უკვე აღარ არ­სე­ბობს.

ძა­ლოვ­ნებ­მა გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე, და­ვით გაგ­ნი­ძე და კახა მი­სი­რე­ლი 2010 წლის ივ­ლის­ში, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და­ა­კა­ვეს. მან­ქა­ნა სამ­რე­ცხა­ოს­თან რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ა­ჩე­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­იქ­რიშ­ვილს ელოდ­ნენ, რომ­ლის­თვი­საც თან­ხა უნდა გა­და­ე­ცათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­გან 40 700 დო­ლა­რი ამო­ი­ღეს და ეს თან­ხა, გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ვატო ყი­ფი­ანს კი და­მა­ტე­ბით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მო­გე­ბუ­ლი თან­ხა, 30 000 დო­ლა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი.

მა­შინ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას დას­თან­ხმდა და ცი­ხი­დან მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vi-rus
21

ხო მიდით დაიცავით,წილში ხართ ალბათ თქვენც,

კოტე
7

სამართალდამცავებს! - წესირი ხალხი დაიცავით ის ჯობია; კრიმინალური სამყაროს წევრები, თუ ერთმანეთს მიასიკვდილებენ, ამათ ერიც დაივენებს და ბერიც!.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რა კავშირი აქვს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმესთან?

რა კავშირი აქვს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმესთან?

გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმის პროკურორის გიორგი კავსაძის თქმით, ძმების ლიკვიდაციის საქმეში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანის სახელი ფიგურირებს.

როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა.

"გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში. მოგეხსენებათ, რომ უკრაინელი და ქართველი სამართალდამცავების მჭიდრო მუშაობის შედეგად იქნა ეს დანაშაული გამოვლენილი. პირდაპირ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი შემკვეთი უკრაინაში დაკავებულია, ის უკრაინის მოქალაქეა.

ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ საქმის მასალებით, რაც აქ გვაქვს, ასაფეთებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული“, - აცხადებს კავსაძე.

თუ რა მოტივი ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილიების მკვლელობის მომზადების საქმეში შემკვეთებს, ან შემსრულებლებს, ამასთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

„რა ინტერესი ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებს ძმებ ფეიქრიშვილებთან, ვინ იყო შემკვეთი, რა იყო ამის მოტივი, ამაზე გამოძიება გრძელდება, ერთობლივად ვმუშაობთ უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ყველაფერი დადგენილია, თავის დროზე, როცა მტკიცებულებითი სტანდარტი შეიქმნება, ყველას მიმართ, როგორც უკრაინაში მყოფების, ასევე საქართველოში მყოფების მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა ყიფიანმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, დაიწყება თუ არა ვატო ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, კავსაძე აცხადებს, რომ „ყველას მიმართ, ვატო ყიფიანიდან დამთავრებული, ვის მიმართაც საკმარისი მტკიცებულებები იქნება, სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყება“.

რაც შეეხება ფეიქრიშვილებთან ყიფიანის კავშირს, მათი გზები წლების წინ ე.წ მაზავშიკების საქმეზე გადაიკვეთა. აღნიშნულ საქმეზე 2010 წელს დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს.

დავით ფეიქრიშვილს საფეხბურთო ჩემპიონატზე, ე.წ "მაზით" 140 000 დოლარი ჰქონდა მოგებული. თანხის გადახდა მის მოვალეს გაუჭირდა და დახმარებისთვის ქურდული სამყაროს "ავტორიტეტს" ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მიმართა.

ყიფიანი უკრაინიდან თბილისში დავით ფეიქრიშვილს დაუკავშირდა. მაშინ გავრცელდა ყიფიანისა და ფეიქრიშვილის საუბრის ჩანაწერიც, სადაც ისინი თანხაზე საუბრობდნენ. ყიფიანი ფეიქრიშვილს ეუბნებოდა, "ქურდული წესებით", ასეთ დროს მოგებული თანხის 20 პროცენტი სად უნდა წასულიყო. ფეიქრიშვილი კი ყიფიანს პასუხობდა, რომ ეს წესები უკვე აღარ არსებობს.

ძალოვნებმა გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და კახა მისირელი 2010 წლის ივლისში, თბილისში, ჭავჭავაძეზე დააკავეს. მანქანა სამრეცხაოსთან რამდენიმე წუთით გააჩერეს და სავარაუდოდ, ფეიქრიშვილს ელოდნენ, რომლისთვისაც თანხა უნდა გადაეცათ. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან 40 700 დოლარი ამოიღეს და ეს თანხა, გამოძიების მტკიცებით, ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა. ვატო ყიფიანს კი დამატებით, ფეიქრიშვილის მოგებული თანხა, 30 000 დოლარი უკრაინაში ჰქონდა ამოღებული.

მაშინ დავით ფეიქრიშვილი პროკურატურის საპროცესო გარიგებას დასთანხმდა და ციხიდან მალევე გათავისუფლდა.

ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია

"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს

რას ყვება ვახტანგ გომელაური ურეკში მომხდარ ინციდენტზე