სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსები კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, მაგრამ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და აი, რატომ არ წერია ეს სიტყვები დოკუმენტში" - უკრაინელი დეპუტატი
"რუსები კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, მაგრამ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და აი, რატომ არ წერია ეს სიტყვები დოკუმენტში" - უკრაინელი დეპუტატი

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ 70 მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­ხა­და, კარ­გი ფა­სია სიკ­ვდი­ლის ლი­ცენ­ზი­ის­თვის და ისი­ნი კვლავ კლა­ვენ. ისი­ნი კლა­ვენ უკ­რა­ი­ნე­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში, ქარ­თვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრი­ტა­ნე­ლებს სოლ­ბე­რი­ში, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა ოლეკ­სეი გონ­ჩა­რენ­კომ ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

„გა­და­ხე­დეთ ამ დო­კუ­მენტს, თქვენ მას­ში ვერ იპოვ­ნით ყი­რიმს, ვერ ნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ ნა­ხავთ დიდ „მიღ­წე­ვას“, - რუ­სეთ­მა გა­და­უ­ხა­და ფული ევ­რო­საბ­ჭოს, აი, ამი­ტო­მაც არ ჩა­წე­რეს ეს სი­ტყვე­ბი. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ იყი­დეს მთე­ლი ასამ­ბლეა და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ 70 მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­ხა­და, ძვი­რი არ არის. 25 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის, 25 მი­ლი­ო­ნი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის და 25 მი­ლი­ო­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. რო­გო­რი ფას­დაკ­ლე­ბაა, სა­შო­ბაო ფას­დაკ­ლე­ბა. მათ 13 000 უკ­რა­ი­ნე­ლი მოკ­ლეს - 5 ათა­სი თითო მოკ­ლუ­ლის­თვის. კარ­გი ფა­სია მკვლე­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­ის­თვის და ისი­ნი კვლავ კლა­ვენ. ისი­ნი კლა­ვენ უკ­რა­ი­ნე­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში, ქარ­თვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრი­ტა­ნე­ლებს სოლ­ბე­რი­ში, ჰო­ლან­დი­ე­ლებს და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ჰო­ლან­დი­ე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი აქ ასეთ რა­ღა­ცებს აძ­ლე­ვენ ხმას“, - გა­ნა­ცხა­და გონ­ჩა­რენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მიერ ბა­ტო­ნი ტოლსტო­ის არ­ჩე­ვა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად „ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია“.

„გინ­და გი­თხრათ რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ? ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ჩვენ, ასამ­ბლე­ამ ბა­ტო­ნი ტოლსტოი ავირ­ჩი­ეთ, რომ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო. თქვენ იცით, დიდი რუსი მწე­რა­ლი, მარ­თლაც დიდი მწე­რა­ლი ლევ ტოლსტოი? ამ მწე­რალ­მა დი­დე­ბუ­ლი რო­მა­ნი, ანა კა­რე­ნი­ნა და­წე­რა და ჩვე­ნი ასამ­ბლე­აც, ისე­ვე რო­გორც ანა კა­რე­ნი­ნა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და რუ­სულ ფულს შო­რის არის მოქ­ცე­უ­ლი და ისე სჩანს, რომ რუ­სუ­ლი ფული იმარ­ჯვებს და ჩვენც ანა კა­რე­ნი­ნა­სა­ვით თავს ვიკ­ლავთ და მა­ტა­რებ­ლის ან ავ­ტო­ბუ­სის ქვეშ ვწვე­ბით. აი, ეს გვჭირს დღეს. არა რო­გორც რუს­მა პრო­პა­გან­დის­ტმა ტოლსტო­იმ, არა­მედ დი­დე­ბულ­მა რუს­მა მწე­რალ­მა ტოლსტო­იმ თქვა: „ჩვენ აქ ვართ, რომ ომის წი­ნა­აღ­დეგ ვიბ­რძო­ლოთ და იმე­დი გვაქვს, გა­ვი­მარ­ჯვებთ იმ მთავ­რო­ბებ­ზე, რო­მელ­თაც უდი­დე­სი ფული აქვთ, მი­ლი­ო­ნო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბა. ჩვენ ერ­თა­დერ­თი, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ია­რა­ღი გვაქვს - სი­მარ­თლე. ყვე­ლა თქვენ­გან­მა, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ეს სი­მარ­თლის ია­რა­ღი აქვს, ხმა მი­ე­ცით რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, - გა­ნა­ცხა­და გონ­ჩა­რენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
10

ჩვენები სად არიან? თუ ერგოთ წილი ამ მილიონებიდან? სიტყვა მაინც ვთქვათ გამჭრიახი, სხვა არაფრის თავი მაინც არ გვაქვს სამწუხაროდ და სიტყვასაც თუ არ ვამბობთ, მაშინ რა გვინდა საერთოდ იქ?

nini
6

ნეტავ ჩვენც გვყავდეს ასეთი დეპუტატები. ჩვენებმა მარტო გინება იციან, ისიც მარტო ქართულად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რუსები კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, მაგრამ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და აი, რატომ არ წერია ეს სიტყვები დოკუმენტში" - უკრაინელი დეპუტატი

"რუსები კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, მაგრამ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და აი, რატომ არ წერია ეს სიტყვები დოკუმენტში" - უკრაინელი დეპუტატი

რუსეთის ფედერაციამ 70 მილიონი გადაიხადა, კარგი ფასია სიკვდილის ლიცენზიისთვის და ისინი კვლავ კლავენ. ისინი კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, ბრიტანელებს სოლბერიში, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლეკსეი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ.

„გადახედეთ ამ დოკუმენტს, თქვენ მასში ვერ იპოვნით ყირიმს, ვერ ნახავთ საქართველოს, მაგრამ ნახავთ დიდ „მიღწევას“, - რუსეთმა გადაუხადა ფული ევროსაბჭოს, აი, ამიტომაც არ ჩაწერეს ეს სიტყვები. ისინი ფიქრობენ, რომ მათ იყიდეს მთელი ასამბლეა და უმნიშვნელოვანესი ღირებულებები. რუსეთის ფედერაციამ 70 მილიონი გადაიხადა, ძვირი არ არის. 25 მილიონი ადამიანის უფლებებისთვის, 25 მილიონი კანონის უზენაესობისთვის და 25 მილიონი დემოკრატიისთვის. როგორი ფასდაკლებაა, საშობაო ფასდაკლება. მათ 13 000 უკრაინელი მოკლეს - 5 ათასი თითო მოკლულისთვის. კარგი ფასია მკვლელობის ლიცენზიისთვის და ისინი კვლავ კლავენ. ისინი კლავენ უკრაინელებს უკრაინაში, ქართველებს საქართველოში, ბრიტანელებს სოლბერიში, ჰოლანდიელებს და რა გასაკვირია, რომ ჰოლანდიელი პარლამენტარები აქ ასეთ რაღაცებს აძლევენ ხმას“, - განაცხადა გონჩარენკომ.

მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის მიერ ბატონი ტოლსტოის არჩევა ვიცე-პრეზიდენტად „ძალიან სიმბოლურია“.

„გინდა გითხრათ რა იქნება შემდეგ? ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენ, ასამბლეამ ბატონი ტოლსტოი ავირჩიეთ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ყოფილიყო. თქვენ იცით, დიდი რუსი მწერალი, მართლაც დიდი მწერალი ლევ ტოლსტოი? ამ მწერალმა დიდებული რომანი, ანა კარენინა დაწერა და ჩვენი ასამბლეაც, ისევე როგორც ანა კარენინა ევროპული ღირებულებებისა და რუსულ ფულს შორის არის მოქცეული და ისე სჩანს, რომ რუსული ფული იმარჯვებს და ჩვენც ანა კარენინასავით თავს ვიკლავთ და მატარებლის ან ავტობუსის ქვეშ ვწვებით. აი, ეს გვჭირს დღეს. არა როგორც რუსმა პროპაგანდისტმა ტოლსტოიმ, არამედ დიდებულმა რუსმა მწერალმა ტოლსტოიმ თქვა: „ჩვენ აქ ვართ, რომ ომის წინააღდეგ ვიბრძოლოთ და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ იმ მთავრობებზე, რომელთაც უდიდესი ფული აქვთ, მილიონობით შეიარაღება. ჩვენ ერთადერთი, ყველაზე ძლიერი იარაღი გვაქვს - სიმართლე. ყველა თქვენგანმა, ვისაც მიაჩნია, რომ ეს სიმართლის იარაღი აქვს, ხმა მიეცით რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებების წინააღმდეგ“, - განაცხადა გონჩარენკომ.

ერდოღანი: "თურქეთი გეგმავს  2023 წლისთვის რაკეტის მთვარეზე გაშვებას"

"მე არ შემშინებია ვირუსის" - რას ამბობს ევროპის უხუცესი ადამიანი, 117 წლის მონაზონი, რომელმაც Covid-19 დაამარცხა

სომხეთში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაშინიანი არსად მიდის - "ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან არ არსებობს"