სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ნომერ პირველი უნივერსიტეტის MIT-ის მიერ ჩატარებული ჰაკათონი BTU-ში და ახალი ციფრული პროდუქტი სტუდენტებისგან
მსოფლიოს ნომერ პირველი უნივერსიტეტის MIT-ის მიერ ჩატარებული ჰაკათონი BTU-ში და ახალი ციფრული პროდუქტი სტუდენტებისგან

მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ჰა­კა­თო­ნი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კომ­პა­ნია „სილ­ქნეტ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩა­ტარ­და. ჰა­კა­თონ­ში, რო­მე­ლიც 48 სა­ა­თი გაგ­რძელ­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ MIT (მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის) Global Startup Lab პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბი. მათ მი­ი­ღეს კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, რომ ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ემუ­შა­ვათ.

ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლინ­და 1 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი, რო­მელ­მაც „სილ­ქნეტს“ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია შეს­თა­ვა­ზა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი ნიკა ბრეგ­ვა­ძე, გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლი და სე­სი­ლი წი­ქა­რი­ძე არი­ან.

რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, სტუ­დენ­ტებ­მა ძა­ლი­ან კარ­გი იდე­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ გუნდს ინო­ვა­ცი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ჰქონ­და შეყ­ვა­ნი­ლი თა­ვი­ანთ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში, ასე­ვე, იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი აპ­ლი­კა­ცია, რა­მაც გა­და­ა­წყვე­ტი­ნა „სილ­ქნეტს“, რომ ისი­ნი და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად.

BTU-მ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი ფუ­ლა­დი პრი­ზით და­ა­ჯილ­დო­ვა, ხოლო „სილ­ქნე­ტის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რებს მათ­თან სა­მო­მავ­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა, მათ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იდე­ე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში და­ნერგვის მიზ­ნით.

რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ნინო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი­დევ ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მი­სა და ჰა­კა­თო­ნის მას­პინ­ძე­ლი გახ­და.

„BTU სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გახ­და ის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი, რო­მელ­თა­ნაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ამ­ჯე­რად მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პროგ­რა­მას სწო­რედ ჩვენს ბა­ზა­ზე ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტში 28 სტუ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს, 18 ბიზ­ნე­სი­სა და ტექნლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, 10 სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან შერ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. სწო­რედ მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­და მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ჰა­კა­თო­ნი,“ - გა­ნა­ცხა­და ნინო ენუ­ქი­ძემ.

მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ჰა­კა­თო­ნი 24-25 იან­ვარს ჩა­ტარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მსოფლიოს ნომერ პირველი უნივერსიტეტის MIT-ის მიერ ჩატარებული ჰაკათონი BTU-ში და ახალი ციფრული პროდუქტი სტუდენტებისგან

მსოფლიოს ნომერ პირველი უნივერსიტეტის MIT-ის მიერ ჩატარებული ჰაკათონი BTU-ში და ახალი ციფრული პროდუქტი სტუდენტებისგან

მობილური აპლიკაციების ჰაკათონი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობით ჩატარდა. ჰაკათონში, რომელიც 48 საათი გაგრძელდა, მონაწილეობდნენ MIT (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის) Global Startup Lab პროგრამაში მონაწილე სტუდენტები. მათ მიიღეს კონკრეტული დავალებები და 2 დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ, რომ ციფრული პროდუქტების განვითარებაზე ემუშავათ.

ჰაკათონის ფარგლებში გამოვლინდა 1 გამარჯვებული გუნდი, რომელმაც „სილქნეტს“ გამარტივებული და მომხმარებელზე ორიენტირებული მობილური აპლიკაცია შესთავაზა. გამარჯვებული გუნდის წევრები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტები ნიკა ბრეგვაძე, გეგა თათულიშვილი და სესილი წიქარიძე არიან.

როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, სტუდენტებმა ძალიან კარგი იდეები წარმოადგინეს და გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო. თუმცა აღნიშნულ გუნდს ინოვაციური კომპონენტები ჰქონდა შეყვანილი თავიანთ პრეზენტაციაში, ასევე, იყო ძალიან მარტივი აპლიკაცია, რამაც გადააწყვეტინა „სილქნეტს“, რომ ისინი დაესახელებინა გამარჯვებულად.

BTU-მ გამარჯვებული გუნდი ფულადი პრიზით დააჯილდოვა, ხოლო „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა, გამარჯვებული გუნდის წევრებს მათთან სამომავლოდ თანამშრომლობა შესთავაზა, მათ მიერ შემოთავაზებული იდეების კომპანიაში დანერგვის მიზნით.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი კიდევ ერთი საერთაშორისო პროგრამისა და ჰაკათონის მასპინძელი გახდა.

„BTU საქართველოში უკვე გახდა ის მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომელთანაც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტები თანამშრომლობენ. ამჯერად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამას სწორედ ჩვენს ბაზაზე ახორციელებს. პროექტში 28 სტუდენტი მონაწილეობს, 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია, 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტები. სწორედ მათი მონაწილეობით ჩატარდა მობილური აპლიკაციების ჰაკათონი,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

მობილური აპლიკაციების ჰაკათონი 24-25 იანვარს ჩატარდა.