სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის - "სამწუხაროდ, ამ ობიექტმა დღემდე ვერ იპოვა თავისი ფუნქცია"
მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის - "სამწუხაროდ, ამ ობიექტმა დღემდე ვერ იპოვა თავისი ფუნქცია"

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბა ე.წ. რი­ყის დო­ქებს ყი­დის. ამის შე­სა­ხებ თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შე­ნო­ბის სა­წყი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 95 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

„ვა­პი­რებთ, 100 სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბიზ­ნე­სის ფარ­გლებ­ში შე­ვი­ტა­ნოთ ე.წ. რი­ყის დო­ქე­ბი. გარ­კვე­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა დას­ჭირ­და ამ ობი­ექტს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა ამ პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ამ ობი­ექ­ტმა ვერ იპო­ვა თა­ვი­სი სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, ვერ იპო­ვა თა­ვი­სი ფუნ­ქცია, არა­და ობი­ექ­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლას არის. ამ ად­გილს ბევ­რი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობს. შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც გა­კეთ­და არის 95 მი­ლი­ო­ნი ლარი, რაც რა თქმა უნდა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზეც, რომ თა­ვის დრო­ზე საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა ამის აშე­ნე­ბა­ში.

ჩვენ სწო­რე­დაც ამ გამჭვირ­ვა­ლე აუქ­ცი­ო­ნის გზით შევ­ძლებთ გავ­ტეს­ტოთ რამ­დე­ნად რე­ლე­ვან­ტუ­რია ეს ფასი დღე­ვან­დე­ლი სა­ბაზ­რო მო­თხოვ­ნე­ბის მი­მართ. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ღია სა­ჯა­რო აუქ­ცი­ო­ნის გზით სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ვუ­პო­ვოთ „რი­ყის დო­ქებს", - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ და დას­ძი­ნა, რომ ობი­ექ­ტი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ამას­თან, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნესს მთავ­რო­ბა წი­ნას­წარ არ კარ­ნა­ხობს თუ რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ე.წ. რი­ყის დო­ქებს.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, „აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა კო­მერ­ცი­ულ და მი­ზან­შე­წო­ნილ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე“.

მი­სი­ვე თქმით, აუქ­ცი­ო­ნის და­წყე­ბა მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
22

მოაშორეთ ეს სიმახინჯე! დოქებს კი არა გულივერის ერთ ადგილს უფრო გავს!

tngh
20

ვეჭვობ, რომ ვინმემ დიდი ფული გადაიხადოს ამ უაზრო ქმნილებაში. იქნებ იაფად მივცეთ ვინმე ინვესტორს, იქ მსოფლიოს სიმახინჯეების მაკეტების მუზეუმის გაკეთებისათვის. ვფიქრობ, ასეთ მუზეუმს დამთვალიერებელი ეყოლება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის - "სამწუხაროდ, ამ ობიექტმა დღემდე ვერ იპოვა თავისი ფუნქცია"

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის - "სამწუხაროდ, ამ ობიექტმა დღემდე ვერ იპოვა თავისი ფუნქცია"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შენობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარია.

„ვაპირებთ, 100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. გარკვეული მომზადება დასჭირდა ამ ობიექტს. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, ვერ იპოვა თავისი ფუნქცია, არადა ობიექტი ძალიან საინტერესო ადგილას არის. ამ ადგილს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. შეფასება, რომელიც გაკეთდა არის 95 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზეც, რომ თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამის აშენებაში.

ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით სწორი გამოყენება ვუპოვოთ „რიყის დოქებს", - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ობიექტი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის შეფასებული.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ბიზნესს მთავრობა წინასწარ არ კარნახობს თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ე.წ. რიყის დოქებს.

როგორც მან განმარტა, „აქცენტი გაკეთდება კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე“.

მისივე თქმით, აუქციონის დაწყება მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი.

საქართველოდან პირბადეების ფოსტით გაგზავნა იკრძალება

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციები გამარტივდება - "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი