სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო
„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

„პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე ახა­ლი ნა­კა­დის მი­ღე­ბა და­ი­წყო. კურ­სის სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რი ქე­ი­სე­ბის გან­ხილ­ვის შე­დე­გად, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი შე­ის­წავ­ლონ და პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ.

2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დი­ზა­ი­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს 4 სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში შე­ის­წავ­ლი­ან: სა­გა­მომ­ცემ­ლო, სა­რეკ­ლა­მო, ბეჭ­დუ­რი და ვებ-დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი დღეს ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია, ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნი მათ­ზე შე­ა­ჩე­რეს.

ამას­თან, გა­სულ წელს „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის ნა­წი­ლი „პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში“ და­საქმდა. ერთ-ერთი მათ­გა­ნის, ნა­თია მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, წინა ნა­კა­დის მსმე­ნე­ლე­ბი­დან 4 მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ნა­წილ­და. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, სურ­ვი­ლი­სა და მონ­დო­მე­ბის მი­ხედ­ვით, ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ი­ნიშ­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნალ გა­ზე­თებ­ში გან­თავ­სე­ბულ რეკ­ლა­მებ­სა და წიგ­ნე­ბის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ობს.

„ეს კურ­სი გაძ­ლევს არამ­ხო­ლოდ სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნას, არა­მედ მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, შე­გიძ­ლია, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­და­ი­ტა­ნო პრაქ­ტი­კა­ში, იქ­ნე­ბა ეს წიგ­ნე­ბის, რეკ­ლა­მე­ბის თუ სა­გა­ზე­თო მი­მარ­თუ­ლე­ბა და ა.შ“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თი­ამ.

პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა შე­უძ­ლი­ათ პი­რებს, რომ­ლებ­საც უკვე შე­უს­რულ­დათ 18 წელი და სა­წყის დო­ნე­ზე ფლო­ბენ ისეთ დი­ზა­ი­ნე­რულ პროგ­რა­მებს, რო­გო­რიც არის Adobe Photoshop, Adobe Illustrator და სხვა.

მენ­ტო­რებ­თან, რომ­ლებ­საც გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, კურ­სის სტუ­დენ­ტებს 5 სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე, რე­ა­ლურ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. რო­გორც „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქმდნენ: წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”, სტამ­ბა „კო­ლო­რი“ და სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი.

წელს, „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ მე­ო­რე ნა­კადს მი­ი­ღებს, სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი შე­ზღუ­დუ­ლია და 10 მსმე­ნე­ლის­გან შედ­გე­ბა.

გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ ვებ-გვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი https://bit.ly/37BSmnb.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც 2014 წელს და­ფუძნ­და. მისი კონ­ცეფ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა­სა და მათი და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი მო­ი­ცავს რო­გორც თე­ო­რი­ულ, ისე პრაქ­ტი­კულ კურ­სებს. „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რო­გორც კომ­პლექ­სუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, ისე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. კურსის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და რეალური ქეისების განხილვის შედეგად, გრაფიკული დიზაინი შეისწავლონ და პრაქტიკაში გამოიყენონ.

2 თვის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეები დიზაინის თავისებურებებს 4 სხვადასხვა სფეროში შეისწავლიან: საგამომცემლო, სარეკლამო, ბეჭდური და ვებ-დიზაინის მიმართულებით. როგორც „პრაქტიკულ აკადემიაში“ განმარტავენ, აღნიშნული მიმართულებები დღეს ყველაზე მოთხოვნადია, ამიტომ არჩევანი მათზე შეაჩერეს.

ამასთან, გასულ წელს „პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული პირების ნაწილი „პალიტრა მედიაში“ დასაქმდა. ერთ-ერთი მათგანის, ნათია მაჭავარიანის განმარტებით, წინა ნაკადის მსმენელებიდან 4 მათგანი სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილდა. როგორც თავად აღნიშნა, სურვილისა და მონდომების მიხედვით, ის გამომცემლობა „პალიტრა L”-ის გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე დაინიშნა და საქართველოს ჟურნალ გაზეთებში განთავსებულ რეკლამებსა და წიგნების დიზაინზე მუშაობს.

„ეს კურსი გაძლევს არამხოლოდ საბაზისო ცოდნას, არამედ მისი მიღების შემდეგ, განვითარების საშუალებას. უფრო კონკრეტულად, შეგიძლია, მიღებული ცოდნა გადაიტანო პრაქტიკაში, იქნება ეს წიგნების, რეკლამების თუ საგაზეთო მიმართულება და ა.შ“, - აღნიშნა ნათიამ.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და საწყის დონეზე ფლობენ ისეთ დიზაინერულ პროგრამებს, როგორიც არის Adobe Photoshop, Adobe Illustrator და სხვა.

მენტორებთან, რომლებსაც გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ, კურსის სტუდენტებს 5 სხვადასხვა პლატფორმაზე, რეალურ გარემოში მუშაობის საშუალება ექნებათ. როგორც „პრაქტიკულ აკადემიაში“ აღნიშნავენ, კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შემდეგ ორგანიზაციებში დასაქმდნენ: წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, გამომცემლობა „პალიტრა L”, სტამბა „კოლორი“ და სარეკლამო სააგენტოები.

წელს, „პრაქტიკული აკადემია“ მეორე ნაკადს მიიღებს, სტუდენტების რაოდენობა კი შეზღუდულია და 10 მსმენელისგან შედგება.

გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა „პრაქტიკული აკადემიის“ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი https://bit.ly/37BSmnb.

„პრაქტიკული აკადემია“ სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. „პრაქტიკულ აკადემიაში“ ფუნქციონირებს როგორც კომპლექსური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები.

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა