სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი
როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თის ორ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ექი­მე­ბი ბა­თუმ­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა არ და­უ­ფიქ­სირ­დათ და თავს კარ­გად გრძნო­ბენ. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ვი­თა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­მო­ტა­ნის არ უნდა იყოს.

"მე რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­სუ­ლე­ბი არი­ან 26 იან­ვარს და მოგ­ზა­უ­რო­ბენ. ბა­თუმ­ში გუ­შინ სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სე­ბი­სას, რე­გის­ტრა­ცი­ი­სას შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ვერ იყო ერთ-ერთი სტუ­მა­რი კარ­გად, შეს­თა­ვა­ზეს მას სი­ცხის გა­ზომ­ვა და 37 გრა­დუ­სი ჰქონ­და. რად­გან ისი­ნი ჩი­ნე­თი­დან იყ­ვნენ, მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ და სა­გან­გე­ბო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს. გუ­შინ­ვე ნა­ხეს ჩვე­ნებ­მა და სა­გან­გე­ბომ ერ­თად. არა­ნა­ი­რი კლი­ნი­კუ­რი ნი­შა­ნი, გარ­და 37 გრა­დუ­სი სი­ცხი­სა არ ყო­ფი­ლა, არც ხვე­ლა, არც სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. ერ­თა­დერ­თი ის იყო, რომ ისი­ნი იყ­ვნენ პრო­ვინ­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც მო­მიჯ­ნა­ვეა იმ პრო­ვინ­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც დღეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

ამი­ტო­მაც, ჩა­ით­ვა­ლა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად დღეს კი­დევ გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ და აი­ღეს ნა­ცხიც შემ­დგო­მი კვლე­ვის­თვის. კვლე­ვის პა­სუ­ხი ხვალ იქ­ნე­ბა. გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­სინ­ჯვის შემ­დეგ დღეს სი­ცხე არ­ცერ­თს არ და­უ­ფიქ­სირ­და, თავს კარ­გად გრძნო­ბენ და არა­ვი­თა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­მო­ტა­ნის არ უნდა იყოს. ისი­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­დაც გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი ყველ­გან აკ­ვირ­დე­ბი­ან და ექ­ნე­ბათ მათ­თან კონ­ტაქ­ტი. გარ­და ამი­სა, ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იყო ერთი ბავ­შვი, ჩი­ნე­თი­დან შე­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქის შვი­ლი, რო­მელ­საც და­უ­დას­ტურ­და B გრი­პის ვირუ­სი და არა კო­რო­ნა­ვირუ­სი. ის თბი­ლის­ში ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია გა­მოვ­ლინ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა მზად არის, პა­ცი­ენ­ტებს იმ მე­თო­დე­ბით უმ­კურ­ნა­ლოს, რი­თაც მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ. თუმ­ცა, გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არც ვაქ­ცი­ნა და არც მკურ­ნა­ლო­ბის ზუს­ტი მე­თო­დი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

"საფრ­თხის ქვეშ დღეს არის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩი­ნე­თი­დან ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია ვირუ­სი 16 ქვე­ყა­ნა­ში და ეს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაა, სულ 78 შემ­თხვე­ვაა. და­ნარ­ჩე­ნი, 6 ათა­სამ­დე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, 97-98% აქვს ჩი­ნეთს და მისი უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­ლაქ უხან­შია.

ჩვენ­თან თუ და­ფიქ­სირ­და ვირუ­სის შემ­თხვე­ვა, გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი 4 ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა მათ მკურ­ნა­ლო­ბას, მისი სპე­ცი­ფი­უ­რი მე­თო­დი არ არ­სე­ბობს, არც პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ვაქ­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაზე სა­უ­ბა­რიც ნა­ად­რე­ვია. თუ ეს შე­იქ­მნა, 1 წელი, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა. შტა­მი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას აქვს გა­შიფ­რუ­ლი, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბა არ არის მარ­ტი­ვი და გა­მოც­დის ხან­გრძლივ პრო­ცესს გა­დის. ამი­ტომ ეს არ არის უახ­ლო­ე­სი დრო­ის სა­გა­ნი. თა­ვად ჩი­ნე­ლე­ბი აწარ­მო­ე­ბენ შიდსის პრე­პა­რა­ტე­ბით ამ ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, მაგ­რამ შე­დე­გი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ამი­ტომ მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სიმპტო­მუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით, რაც ჩვენც ვი­ცით და გვაქვს. ჩვე­ნი სამ­კურ­ნა­ლო სექ­ტო­რი მზად არის ამ ადა­მი­ა­ნებს უმ­კურ­ნა­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტი­ო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის და დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰქონ­დეს.

"მომ­დევ­ნო კვი­რას, ორ­შა­ბათს ან სამ­შა­ბათს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იქ­ნე­ბა ამ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პრა­ი­მე­რიც. 3-4 წყა­რო­ზე ვმუ­შა­ობთ, რომ თბი­ლის­ში გვქონ­დეს ამ ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბა. დღეს ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნა მხო­ლოდ გა­მო­რი­ცხვის სა­შუ­ა­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია"“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
2

გამყრელიძემ ისიც არ იცის, რომ ჩინელმა მიკრობიოლოგებმა უკვე მიიღეს ანტისხეული

მედეა
0

რატომ შემოუშვით ამ საშინელი ვირუსის პერიოდში.ხალხს უნდა გაუფრთხილდეთ.ისეც რა რაოდენობა ვართ ქართველები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელსაც ექიმები ბათუმში აკვირდებოდნენ, დღეს ტემპერატურა არ დაუფიქსირდათ და თავს კარგად გრძნობენ. როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათთან დაკავშირებით, არავითარი საშიშროება ახალი კორონავირუსის შემოტანის არ უნდა იყოს.

"მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულები არიან 26 იანვარს და მოგზაურობენ. ბათუმში გუშინ სასტუმროში განთავსებისას, რეგისტრაციისას შეამჩნიეს, რომ ვერ იყო ერთ-ერთი სტუმარი კარგად, შესთავაზეს მას სიცხის გაზომვა და 37 გრადუსი ჰქონდა. რადგან ისინი ჩინეთიდან იყვნენ, მოგვაწოდეს ინფორმაცია ჩვენ და საგანგებო დახმარების სამსახურს. გუშინვე ნახეს ჩვენებმა და საგანგებომ ერთად. არანაირი კლინიკური ნიშანი, გარდა 37 გრადუსი სიცხისა არ ყოფილა, არც ხველა, არც სუნთქვის გაძნელება. ერთადერთი ის იყო, რომ ისინი იყვნენ პროვინციიდან, რომელიც მომიჯნავეა იმ პროვინციასთან, რომელიც დღეს დაზიანებულია.

ამიტომაც, ჩაითვალა მიზანშეწონილად დღეს კიდევ გაეკონტროლებინათ და აიღეს ნაცხიც შემდგომი კვლევისთვის. კვლევის პასუხი ხვალ იქნება. განმეორებითი გასინჯვის შემდეგ დღეს სიცხე არცერთს არ დაუფიქსირდა, თავს კარგად გრძნობენ და არავითარი საშიშროება ახალი კორონავირუსის შემოტანის არ უნდა იყოს. ისინი მოგზაურობენ საქართველოში და სადაც გადაადგილდებიან, ჩვენი სამსახურები ყველგან აკვირდებიან და ექნებათ მათთან კონტაქტი. გარდა ამისა, ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო ერთი ბავშვი, ჩინეთიდან შემოსული მოქალაქის შვილი, რომელსაც დაუდასტურდა B გრიპის ვირუსი და არა კორონავირუსი. ის თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კორონავირუსის ინფექცია გამოვლინდება, ქვეყანა მზად არის, პაციენტებს იმ მეთოდებით უმკურნალოს, რითაც მსოფლიოს სხვა ქვეყნები მკურნალობენ. თუმცა, გამყრელიძე განმარტავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არც ვაქცინა და არც მკურნალობის ზუსტი მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს.

"საფრთხის ქვეშ დღეს არის ყველა ქვეყანა. დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთიდან ექსპორტირებულია ვირუსი 16 ქვეყანაში და ეს მცირე რაოდენობაა, სულ 78 შემთხვევაა. დანარჩენი, 6 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა, 97-98% აქვს ჩინეთს და მისი უმრავლესობა ქალაქ უხანშია.

ჩვენთან თუ დაფიქსირდა ვირუსის შემთხვევა, გვაქვს გამოყოფილი 4 ინფექციური საავადმყოფო, სადაც სპეციალური განყოფილებებია. რაც შეეხება მათ მკურნალობას, მისი სპეციფიური მეთოდი არ არსებობს, არც პროფილაქტიკის ვაქცინის საშუალებით, რაზე საუბარიც ნაადრევია. თუ ეს შეიქმნა, 1 წელი, წელიწადნახევარი მაინც დასჭირდება. შტამი რამდენიმე ქვეყანას აქვს გაშიფრული, მაგრამ ვაქცინის დამზადება არ არის მარტივი და გამოცდის ხანგრძლივ პროცესს გადის. ამიტომ ეს არ არის უახლოესი დროის საგანი. თავად ჩინელები აწარმოებენ შიდსის პრეპარატებით ამ ავადმყოფების მკურნალობაზე დაკვირვებას, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ არის. ამიტომ მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომური პრეპარატებით, რაც ჩვენც ვიცით და გვაქვს. ჩვენი სამკურნალო სექტორი მზად არის ამ ადამიანებს უმკურნალოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატიორიაში მუშაობენ იმისთვის, რომ კორონავირუსის გამოვლენის და დიაგნოსტიკის საშუალება საქართველოსაც ჰქონდეს.

"მომდევნო კვირას, ორშაბათს ან სამშაბათს ლუგარის ლაბორატორიაში იქნება ამ ახალი კორონავირუსის პრაიმერიც. 3-4 წყაროზე ვმუშაობთ, რომ თბილისში გვქონდეს ამ ვირუსის დიაგნოსტიკის საშუალება. დღეს ვირუსის გამოვლენა მხოლოდ გამორიცხვის საშუალებით შეგვიძლია"“, - განაცხადა გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს