სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ფონდი ნატახტარი“ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა
„ფონდი ნატახტარი“ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა

"ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი“ და­ჯილ­დოვ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე უკ­რა­ი­ნა­ში. კონ­კურ­სი „პარტნი­ო­რო­ბა მდგრა­დო­ბის­თვის ჯილ­დო 2019“ გა­ე­როს გლო­ბალ კომ­პაქ­ტი უკ­რა­ი­ნის (UN Global Compact Ukraine) ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. წელს კონ­კურ­სში 80 პრო­ექ­ტი იყო წარ­დგე­ნი­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს გა­ე­როს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი“ 2011 წლი­დან ეხ­მა­რე­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ მო­ზარ­დებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა­ში. 2011 წლი­დან დღემ­დე ფონ­დი 892.593 ლა­რით 550-ზე მეტ ბე­ნე­ფი­ცი­არს და­ეხ­მა­რა. ეს დახ­მა­რე­ბა მო­ი­ცავ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ას, საგ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბას, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბას, პრო­ფე­სი­ის­თვის სა­ჭი­რო ია­რა­ღე­ბის/მა­სა­ლის შე­ძე­ნას, სტი­პენ­დი­ის და­ნიშ­ვნას (ბი­ნის ქირა, კვე­ბა, გზა) და სხვა.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფონ­დის 320-ზე მეტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­საქმდა, ხოლო 280-ზე მეტ­მა ახალ­გაზ­რდამ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო.

„ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რის“ თი­თო­ე­უ­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის თან­ხა მისი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყო­ფა. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის თა­ნად­გო­მი­თა და ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ასო­ცი­ა­ცია „ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თან­ხე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

„ფონდი ნატახტარი“ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა

„ფონდი ნატახტარი“ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა

"ფონდი ნატახტარი“ დაჯილდოვდა საერთაშორისო კონკურსზე უკრაინაში. კონკურსი „პარტნიორობა მდგრადობისთვის ჯილდო 2019“ გაეროს გლობალ კომპაქტი უკრაინის (UN Global Compact Ukraine) ორგანიზებით ჩატარდა.

აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო დონეზე. წელს კონკურსში 80 პროექტი იყო წარდგენილი. ღონისძიების მიზანია საუკეთესო პარტნიორული პროექტების დაჯილდოება, რომლებიც ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

შეგახსენებთ, რომ „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში. 2011 წლიდან დღემდე ფონდი 892.593 ლარით 550-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა. ეს დახმარება მოიცავდა ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, საგნებში მომზადებას, პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღებას, პროფესიისთვის საჭირო იარაღების/მასალის შეძენას, სტიპენდიის დანიშვნას (ბინის ქირა, კვება, გზა) და სხვა.აღსანიშნავია, რომ ფონდის 320-ზე მეტი ბენეფიციარი დასაქმდა, ხოლო 280-ზე მეტმა ახალგაზრდამ პროფესიული განათლება მიიღო.

„ფონდი ნატახტარის“ თითოეული ბენეფიციარისთვის თანხა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოიყოფა. პროექტი საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თანხების გამჭვირვალობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.

როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის  ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?

მურაბა რომ სასარგებლო იყოს - ყველაფერი, რაც ხილის კონსერვაციაზე უნდა იცოდეთ

კლინიკა „რეპროარტი“ ინ ვიტრო განაყოფიერებით დაინტერესებულ პირებს, სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს