პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ თე­ბერ­ვლის ნო­მე­რი #2(110), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ქარ­თველ­თა კვა­ლი ელა­დის გულ­ში - ტაო პენ­ტე­ლის მო­ნას­ტრის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი

სა­ბერ­ძნეთ­ში, ქა­ლაქ ათე­ნის ცენ­ტრი­დან 20 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, პენ­ტე­ლი­კის მთე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს მდე­ბა­რე ქედ­ზე, მყუდ­რო გა­რე­მო­ში გან­მარ­ტო­ე­ბით დგას ქვის გა­ლავ­ნით შე­მო­ზღუ­დუ­ლი დე­და­თა სა­ვა­ნე - “პან­ტოკ­რა­ტო­რის მო­ნას­ტე­რი ტაო პენ­ტე­ლი (დაუ პენ­დე­ლი)” ანუ “მო­ნას­ტე­რი ტაო”.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა სა­ერ­თო აზ­რით, ტაო პენ­ტე­ლის მო­ნას­ტრის მთა­ვა­რი ტაძ­რის (კა­თო­ლი­კო­ნი) ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა აშ­კა­რად გან­სხვავ­დე­ბა ბერ­ძნუ­ლი სივ­რცის სა­ზო­გა­დოდ მი­ღე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის­გან, რის შე­დე­გა­დაც ეს შე­ნო­ბა არ ჰგავს არც ერთ სხვა ბერ­ძნულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აზრი მო­ნას­ტრის მთა­ვა­რი ტაძ­რის ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა­ში ქარ­თუ­ლი კვა­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ბერ­ძენ მეც­ნი­ერ­თა წრე­ში საკ­მაო ხა­ნია არ­სე­ბობს. ისე­ვე რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ტრა­დი­ცია მო­ნას­ტრის კა­რიბ­ჭეს­თან აღ­მარ­თუ­ლი, ქვით ნა­შე­ნი მა­სი­უ­რი კოშ­კის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხაზს უს­ვა­მენ კოშ­კი­სა და მთა­ვა­რი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ტი­პო­ლო­გი­ურ ერ­თგვა­როვ­ნე­ბას და მათ მო­ნას­ტრის და­არ­სე­ბის თა­ნად­რო­ულ ნა­გე­ბო­ბე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. იყო თუ არა ეს მო­ნას­ტე­რი თა­ვის დრო­ზე ქარ­თველ­თა­გან და­არ­სე­ბუ­ლი, თუ ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის გავ­ლე­ნას­თან გვაქვს, ამ კი­თხვებ­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი სა­ვა­ნის მკვლე­ვარ­თა წრე­ში დღემ­დე არ არ­სე­ბობს.

ხაზ­გა­სას­მე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ დის­კუ­სია ამ თე­მა­ზე ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. არა­და, ად­გილ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გად­მო­ცე­მა დღემ­დე ჯი­უ­ტად ამ­ტკი­ცებს, რომ ტაო პენ­ტე­ლის მო­ნას­ტერს სა­ფუძ­ვე­ლი უც­ნობ­მა შეძ­ლე­ბულ­მა ქარ­თველ­მა წარ­ჩი­ნე­ბულ­მა ჩა­უ­ყა­რა...

ქარ­თუ­ლი გერ­ბის უძ­ვე­ლე­სი ნი­მუ­შე­ბი უცხო­ურ წყა­რო­ებ­ში

ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ უძ­ვე­ლეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­ცუ­ლია უცხო­ე­ნო­ვან წყა­რო­ებ­ში. მათ­გან ყვე­ლა­ზე ძვე­ლი თა­რიღ­დე­ბა XV სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სით და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნი სა­მე­ფოს დაშ­ლის პე­რი­ოდს, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად 1466 წელს მოხ­და, თუმ­ცა იუ­რი­დი­უ­ლად - 1490 წელს გა­ფორმ­და.

გერ­მა­ნელ რა­ინდსა და მკვლე­ვარს, ქა­ლაქ კონ­სტან­ცის ბურ­გო­მის­ტრ კონ­რად ფონ გრი­უ­ნენ­ბერგს ეკუთ­ვნის 1483 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი, ე.წ. სა­გერ­ბე, სა­დაც შე­ტა­ნი­ლია იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და არის­ტოკ­რა­ტი­ის გერ­ბე­ბის 2293 ვა­რი­ან­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს გერ­ბის ერთ-ერთ ნი­მუ­შ­ზე, მე­წა­მულ (მუქ წი­თელ) ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ოქ­როს სა­მე­ფო გვირ­გვი­ნი, რო­მე­ლიც ორ ხელს უპყრია. სა­ქარ­თვე­ლოს გერ­ბის მე­ო­რე ნი­მუ­შ­ზე - ოქ­როს­ფერ ფონ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია შავი ფე­რის ლომი მე­წა­მუ­ლი გვირ­გვი­ნით, რო­მე­ლიც მე­წა­მუ­ლი ქარ­ქა­ში­დან ვერ­ცხლის­ფერ ხმალს იღებს. სა­გერ­ბე­ში ასე­ვე შე­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ტო­რი­უ­ლად შე­მა­ვა­ლი მხა­რის, აფხა­ზე­თის გერ­ბის ორი, ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნი­მუ­ში: 1) მე­წა­მულ ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ოქ­როს გვირ­გვი­ნი ზე­მო­დან დად­გმუ­ლი ე.წ. “თათ­რუ­ლი ქუ­დით” (მწვა­ნე ფე­რის და­ბო­ლო­ე­ბით); 2) ოქ­როს­ფერ ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი, ქვე­მოთ დახ­რი­ლი, გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი შავი და თეთ­რი ფე­რის შუ­ბის პი­რე­ბი.

იტა­ლი­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლის, მხატ­ვრის, გრა­ვი­ო­რი­სა და კარ­ტოგ­რაფ ჯო­ვა­ნი ორ­ლან­დის (XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა) და­ხა­ტულ ქრის­ტი­ან მო­ნარ­ქთა გა­ლე­რე­ა­ში სა­პა­ტიო ად­გი­ლი უკა­ვია ქარ­თლის მე­ფის სვი­მონ I-ის პორ­ტრეტს. მას ზედა კუ­თხე­ში მი­ხა­ტუ­ლი აქვს გერ­ბი - სპი­ლო, რო­მელ­საც ზურ­გზე სამ­ხედ­რო ნა­გე­ბო­ბა - ციხე ად­გას. დღეს ძნე­ლი და­სად­გე­ნია, რამ­დე­ნად იყე­ნებ­და ხსე­ნე­ბულ გერბს სვი­მონ I, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ევ­რო­პელ­მა მხატ­ვარ­მა ეს სიმ­ბო­ლო სწო­რედ ამ ბაგ­რა­ტო­ვან ხელ­მწი­ფეს და­უ­კავ­ში­რა.

ვი­ეტ­ნა­მის ომის უც­ნო­ბი მხა­რე

კა­ცობ­რი­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის ვი­ეტ­ნა­მის ომი რამ­დე­ნი­მე სა­კულ­ტო ფო­ტო­სუ­რათ­თან არის გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლელ­მა ფო­ტოგ­რა­ფებ­მა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა გა­და­ი­ღეს. მაგ­რამ ჩრდი­ლო­ეთ ვი­ეტ­ნა­მე­ლებ­სა და ვი­ეტ­კონ­გე­ლებს ასო­ბით თა­ვი­სი ფო­ტოგ­რა­ფი ჰყავ­დათ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც ომის ყვე­ლა ას­პექ­ტის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

და­ბომბვის, სრო­ლის, გა­მუდ­მე­ბით და­ღუპ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე მყო­ფი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი აფიქ­სი­რებ­დნენ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს, სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბას, ჯა­რე­ბის მა­ნევ­რებს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბას მე­კონ­გის დელ­ტა­ში თუ ომის სა­ში­ნე­ლე­ბებს. ამ ფო­ტო­ე­ბი­დან ბევ­რი თვით ვი­ეტ­ნამ­შიც არ უნა­ხავთ.

1990-იან წლებ­ში ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ტიმ პე­ი­ჯ­მა და დაგ ნი­ვენ­მა გა­დარ­ჩე­ნი­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს. ზოგს მთე­ლი პა­კე­ტი აღ­მო­აჩ­ნდა გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ნე­გა­ტი­ვე­ბით, შე­ნა­ხუ­ლი ფი­რე­ბი სხვებ­მაც გა­მო­ა­ჩი­ნეს...

ასი­ზის წმინ­და ფრან­ჩეს­კოს ბა­ზი­ლი­კა

ასი­ზის წმინ­და ფრან­ჩეს­კოს ბა­ზი­ლი­კა წმინ­და­ნის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დგას და მა­მა­თა მო­ნას­ტრის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ან­სამ­ბლის ნა­წი­ლია. ბა­ზი­ლი­კა აგ­რეთ­ვე არის ფრან­ცის­კა­ნელ­თა მთა­ვა­რი ტა­ძა­რი და იტა­ლი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქრის­ტი­ან­თა მო­სა­ლო­ცი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კომ 2000 წელს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.

ბა­ზი­ლი­კა ზედა და ქვე­და ეკ­ლე­სი­ე­ბის­გან შედ­გე­ბა. ზედა ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რი­ე­რი იტა­ლი­უ­რი ად­რე­უ­ლი გო­ტი­კის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­მუ­შია. მშე­ნებ­ლო­ბა წმინ­და ფრან­ჩეს­კო ასი­ზე­ლის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ი­წყო, პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თდრო­უ­ლად. პირ­ვე­ლი ქვა სა­ძირ­კველ­ში 1228 წლის 17 ივ­ლისს სა­ზე­ი­მოდ ჩა­ი­დო. ბა­ზი­ლი­კა რო­მა­ნუ­ლი და გო­ტი­კუ­რი სტი­ლე­ბის სინ­თე­ზია, თუმ­ცა, იტა­ლი­უ­რი სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რის მთა­ვა­რი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ღირ­სე­ბა ფრეს­კე­ბია. ორი­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ფრეს­კე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია რო­მა­უ­ლი თუ ტოს­კა­ნუ­რი სკო­ლე­ბის გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვრე­ბის, მათ შო­რის ჯო­ტოს, სი­მო­ნე მარ­ტი­ნის, ჩი­მა­ბუ­ეს, პი­ეტ­რო ლო­რენ­ცე­ტი­სა და სხვა­თა მიერ.

ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ფრეს­კე­ბი ქვე­და ეკ­ლე­სი­ა­შია, სა­დაც ჩი­მა­ბუე და ჯოტო (მო­წა­ფე­ე­ბით) ჯერ კი­დევ მშე­ნებ­ლო­ბის დროს მუ­შა­ობ­დნენ. მაგ­რამ მათ გვერ­დით სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტზე მრა­ვა­ლი სხვა მხატ­ვა­რიც მუ­შა­ობ­და, რო­მელ­თა­გან ბევ­რის ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია. ასი­ზი­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი “ფრეს­კუ­ლი ციკ­ლის” შექ­მნას, რო­მე­ლიც 1260 წლი­დან და­ი­წყო, სა­უ­კუ­ნე-ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და. ქვე­და ეკ­ლე­სი­ი­დან მხატ­ვრებ­მა ზედა ეკ­ლე­სი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და მისი მო­ხატ­ვის შემ­დეგ, ქვე­და ეკ­ლე­სი­ას, მის კა­პე­ლებ­სა და კრიპ­ტას მი­უბ­რუნ­დნენ...

დიდი მხატ­ვრე­ბის უამ­რა­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი წმინ­და ფრან­ჩეს­კოს ბა­ზი­ლი­კას იტა­ლი­ურ ხე­ლოვ­ნე­ბის­თვი­საც უნი­კა­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ქა­რე­ბის კოშ­კის სა­ი­დუმ­ლო / მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი
  • უახ­ლე­სი ის­ტო­რია. ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა და “უკ­ვდა­ვი” ილუ­ზი­ე­ბი / ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი სტა­ტია და მისი გა­მო­ძა­ხი­ლი
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი. ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი - კუნ­წუ­ლე­ბი­ა­ნი ქუ­დე­ბი
  • პერ­სო­ნა. კაცი, რო­მე­ლიც და­აკ­ლდა ქარ­თულ მუ­სი­კას
  • ეთ­ნო­ლო­გია, ქარ­თუ­ლი ხი­თხუ­რო­ო­ბის დი­დოს­ტა­ტე­ბი
  • უც­ნო­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ბოლ­შე­ვი­კუ­რი ორ­პი­რო­ბით ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. ნი­კო­ლა გე­შე­ვი­სა და ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას და­უს­წრე­ბე­ლი ომი / ბულ­გა­რე­ლი ფუშე მა­სო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ (და­სას­რუ­ლი)
  • კი­ნოს ის­ტო­რი­ი­დან. პა­ტა­რა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი, რო­მე­ლიც მთელ საფ­რან­გეთს აცი­ნებ­და!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომერი #2(110), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართველთა კვალი ელადის გულში - ტაო პენტელის მონასტრის საიდუმლოებანი

საბერძნეთში, ქალაქ ათენის ცენტრიდან 20 კილომეტრის დაშორებით, პენტელიკის მთების აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ქედზე, მყუდრო გარემოში განმარტოებით დგას ქვის გალავნით შემოზღუდული დედათა სავანე - “პანტოკრატორის მონასტერი ტაო პენტელი (დაუ პენდელი)” ანუ “მონასტერი ტაო”.

სპეციალისტთა საერთო აზრით, ტაო პენტელის მონასტრის მთავარი ტაძრის (კათოლიკონი) ხუროთმოძღვრება აშკარად განსხვავდება ბერძნული სივრცის საზოგადოდ მიღებული სტანდარტების არქიტექტურისგან, რის შედეგადაც ეს შენობა არ ჰგავს არც ერთ სხვა ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარს.

საინტერესოა, რომ აზრი მონასტრის მთავარი ტაძრის ხუროთმოძღვრებაში ქართული კვალის არსებობის შესახებ ბერძენ მეცნიერთა წრეში საკმაო ხანია არსებობს. ისევე როგორც ადგილობრივი ტრადიცია მონასტრის კარიბჭესთან აღმართული, ქვით ნაშენი მასიური კოშკის ქართული წარმომავლობის შესახებ.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ კოშკისა და მთავარი ტაძრის მშენებლობის ტიპოლოგიურ ერთგვაროვნებას და მათ მონასტრის დაარსების თანადროულ ნაგებობებად განიხილავენ. იყო თუ არა ეს მონასტერი თავის დროზე ქართველთაგან დაარსებული, თუ ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების გავლენასთან გვაქვს, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი სავანის მკვლევართა წრეში დღემდე არ არსებობს.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ დისკუსია ამ თემაზე ქართველი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. არადა, ადგილზე გავრცელებული გადმოცემა დღემდე ჯიუტად ამტკიცებს, რომ ტაო პენტელის მონასტერს საფუძველი უცნობმა შეძლებულმა ქართველმა წარჩინებულმა ჩაუყარა...

ქართული გერბის უძველესი ნიმუშები უცხოურ წყაროებში

ქართული სახელმწიფო გერბის ჩვენამდე მოღწეულ უძველეს გამოსახულებათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია უცხოენოვან წყაროებში. მათგან ყველაზე ძველი თარიღდება XV საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისით და ქრონოლოგიურად ემთხვევა საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის პერიოდს, რაც ფაქტობრივად 1466 წელს მოხდა, თუმცა იურიდიულად - 1490 წელს გაფორმდა.

გერმანელ რაინდსა და მკვლევარს, ქალაქ კონსტანცის ბურგომისტრ კონრად ფონ გრიუნენბერგს ეკუთვნის 1483 წლით დათარიღებული ნაშრომი, ე.წ. საგერბე, სადაც შეტანილია იმდროინდელი სახელმწიფოებისა და არისტოკრატიის გერბების 2293 ვარიანტი.

საქართველოს გერბის ერთ-ერთ ნიმუშზე, მეწამულ (მუქ წითელ) ფონზე გამოსახულია ოქროს სამეფო გვირგვინი, რომელიც ორ ხელს უპყრია. საქართველოს გერბის მეორე ნიმუშზე - ოქროსფერ ფონზე აღბეჭდილია შავი ფერის ლომი მეწამული გვირგვინით, რომელიც მეწამული ქარქაშიდან ვერცხლისფერ ხმალს იღებს. საგერბეში ასევე შეტანილია საქართველოში ისტორიულად შემავალი მხარის, აფხაზეთის გერბის ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნიმუში: 1) მეწამულ ფონზე გამოსახული ოქროს გვირგვინი ზემოდან დადგმული ე.წ. “თათრული ქუდით” (მწვანე ფერის დაბოლოებით); 2) ოქროსფერ ფონზე გამოსახული, ქვემოთ დახრილი, გადაჯვარედინებული შავი და თეთრი ფერის შუბის პირები.

იტალიელი გამომცემლის, მხატვრის, გრავიორისა და კარტოგრაფ ჯოვანი ორლანდის (XVI-XVII საუკუნეთა მიჯნა) დახატულ ქრისტიან მონარქთა გალერეაში საპატიო ადგილი უკავია ქართლის მეფის სვიმონ I-ის პორტრეტს. მას ზედა კუთხეში მიხატული აქვს გერბი - სპილო, რომელსაც ზურგზე სამხედრო ნაგებობა - ციხე ადგას. დღეს ძნელი დასადგენია, რამდენად იყენებდა ხსენებულ გერბს სვიმონ I, თუმცა ფაქტია, რომ ევროპელმა მხატვარმა ეს სიმბოლო სწორედ ამ ბაგრატოვან ხელმწიფეს დაუკავშირა.

ვიეტნამის ომის უცნობი მხარე

კაცობრიობის უდიდესი ნაწილისთვის ვიეტნამის ომი რამდენიმე საკულტო ფოტოსურათთან არის გაიგივებული, რომლებიც დასავლელმა ფოტოგრაფებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა გადაიღეს. მაგრამ ჩრდილოეთ ვიეტნამელებსა და ვიეტკონგელებს ასობით თავისი ფოტოგრაფი ჰყავდათ, რომლებიც ყველაზე საშიშ სიტუაციებშიც ომის ყველა ასპექტის დოკუმენტირებას ცდილობდნენ.

დაბომბვის, სროლის, გამუდმებით დაღუპვის საშიშროების წინაშე მყოფი ფოტოგრაფები აფიქსირებდნენ საბრძოლო მოქმედებებს, სამოქალაქო ცხოვრებას, ჯარების მანევრებს, წინააღმდეგობის მოძრაობას მეკონგის დელტაში თუ ომის საშინელებებს. ამ ფოტოებიდან ბევრი თვით ვიეტნამშიც არ უნახავთ.

1990-იან წლებში ფოტოჟურნალისტებმა ტიმ პეიჯმა და დაგ ნივენმა გადარჩენილი ფოტოგრაფების მოძიება დაიწყეს. ზოგს მთელი პაკეტი აღმოაჩნდა გამოუყენებელი ნეგატივებით, შენახული ფირები სხვებმაც გამოაჩინეს...

ასიზის წმინდა ფრანჩესკოს ბაზილიკა

ასიზის წმინდა ფრანჩესკოს ბაზილიკა წმინდანის მშობლიურ ქალაქში დგას და მამათა მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილია. ბაზილიკა აგრეთვე არის ფრანცისკანელთა მთავარი ტაძარი და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანთა მოსალოცი ადგილი, რომელიც იუნესკომ 2000 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ბაზილიკა ზედა და ქვედა ეკლესიებისგან შედგება. ზედა ეკლესიის ინტერიერი იტალიური ადრეული გოტიკის გამორჩეული ნიმუშია. მშენებლობა წმინდა ფრანჩესკო ასიზელის კანონიზაციის შემდეგ მალევე დაიწყო, პრაქტიკულად ერთდროულად. პირველი ქვა საძირკველში 1228 წლის 17 ივლისს საზეიმოდ ჩაიდო. ბაზილიკა რომანული და გოტიკური სტილების სინთეზია, თუმცა, იტალიური საეკლესიო არქიტექტურის მთავარი დეკორატიული ღირსება ფრესკებია. ორივე ეკლესიაში მრავალრიცხოვანი ფრესკები შესრულებულია რომაული თუ ტოსკანური სკოლების გვიანი შუა საუკუნეების გამოჩენილი მხატვრების, მათ შორის ჯოტოს, სიმონე მარტინის, ჩიმაბუეს, პიეტრო ლორენცეტისა და სხვათა მიერ.

ყველაზე ადრეული ფრესკები ქვედა ეკლესიაშია, სადაც ჩიმაბუე და ჯოტო (მოწაფეებით) ჯერ კიდევ მშენებლობის დროს მუშაობდნენ. მაგრამ მათ გვერდით სხვადასხვა პროექტზე მრავალი სხვა მხატვარიც მუშაობდა, რომელთაგან ბევრის ვინაობა უცნობია. ასიზიში სახელგანთქმული “ფრესკული ციკლის” შექმნას, რომელიც 1260 წლიდან დაიწყო, საუკუნე-ნახევარი დასჭირდა. ქვედა ეკლესიიდან მხატვრებმა ზედა ეკლესიაში გადაინაცვლეს და მისი მოხატვის შემდეგ, ქვედა ეკლესიას, მის კაპელებსა და კრიპტას მიუბრუნდნენ...

დიდი მხატვრების უამრავი ნამუშევარი წმინდა ფრანჩესკოს ბაზილიკას იტალიურ ხელოვნებისთვისაც უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ქარების კოშკის საიდუმლო / მსოფლიოს უძველესი მეტეოროლოგიური სადგური
  • უახლესი ისტორია. ეროვნული ღირსება და “უკვდავი” ილუზიები / ნიკო ნიკოლაძის საუკუნის წინანდელი სტატია და მისი გამოძახილი
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - კუნწულებიანი ქუდები
  • პერსონა. კაცი, რომელიც დააკლდა ქართულ მუსიკას
  • ეთნოლოგია, ქართული ხითხუროობის დიდოსტატები
  • უცნობი დოკუმენტები. ბოლშევიკური ორპირობით ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ
  • სადაზვერვო თამაშები. ნიკოლა გეშევისა და ლავრენტი ბერიას დაუსწრებელი ომი / ბულგარელი ფუშე მასონების წინააღმდეგ (დასასრული)
  • კინოს ისტორიიდან. პატარა, ძალიან სერიოზული კაცი, რომელიც მთელ საფრანგეთს აცინებდა!

"პალიტრა L" საიუბილეო წელს სიახლეებით ხვდება - გამომცემლობის რებრენდინგი

მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება

ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა! – "ბიბლია განმარტებებით" პროექტის ავტორის ბლოგი