პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაიორი, რომელიც კიტა იზორიას დაკავების ვიდეოში ფიგურირებს, სუს-ის უფროსს მიმართავს - "დაანებეთ თავი ჩემი ოჯახის თვალთვალს"
მაიორი, რომელიც კიტა იზორიას დაკავების ვიდეოში ფიგურირებს, სუს-ის უფროსს მიმართავს - "დაანებეთ თავი ჩემი ოჯახის თვალთვალს"

მე ვარ პო­ლი­ცი­ე­ლი და ნუ ქმნი­ან ჩემ­გან მტრის ხატს, მზად ვარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლო ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სუს-ის შე­ნო­ბას­თან მა­ი­ორ­მა გი­ორ­გი დვა­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ „მთა­ვა­რის“ მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ვი­დე­ო­ში ლე­ვან იზო­რი­ას ძმას კიტა იზო­რი­ას აკა­ვებს.

გი­ორ­გი დვა­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, თვალ­თვა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი მუდ­მი­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ არი­ან.

“მინ­და მივ­მარ­თო ბა­ტონ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს, და­ა­ნე­ბეთ თავი ჩემს ოჯახ­ზე თვალ­თვალს. ჩემ­ზე თვალ­თვა­ლი არ არის პრობ­ლე­მა, მე და­სა­მა­ლი არა­ფე­რი არ მაქვს. მზად ვარ ახ­ლაც, შე­ვი­დე და ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხო, თუ რამე აინ­ტე­რე­სებთ. მე ვარ პო­ლი­ცი­ე­ლი და ნუ ქმნი­ან ჩემ­გან მტრის ხატს. მზად ვარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლო ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მყავს სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ტუ­რად იმ­ყო­ფე­ბი­ან ზე­წო­ლის ქვეშ, თვალ­თვა­ლი მათ­ზე, ყოფ­ნა სა­დარ­ბა­ზო­ში ეს უკვე ძა­ლი­ან ზედ­მე­ტია. სა­დარ­ბა­ზო­შიც არი­ან და ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რას აკე­თე­ბენ სა­დარ­ბა­ზო­ში.

ვე­ღარ ვი­ცავ ვერც ჩემს ბავ­შვებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არი­ან უდი­დე­სი წნე­ხის ქვეშ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ, შე­წყდეს ეს უკა­ნო­ნო­ბა, მზად ვარ, ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვა­ზე გავ­ცე პა­სუ­ხი. აქ ვარ არ­სად არ მივ­დი­ვარ. ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია, ვი­ფიქ­რო, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თე­ბენ, რომ ზე­წო­ლა მოხ­დეს ჩემს ოჯახ­ზე და ამის მერე ჩემ­ზე არის ეს დარ­ტყმა. ძა­ლი­ან ძნე­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერს ებ­რძო­ლო, ყვე­ლა­ფერს გა­უ­წიო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თარ შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც დახ­მა­რე­ბას გთხო­ვენ, ეს არის აუ­ტა­ნე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მა­ი­ორ­მა გი­ორ­გი დვა­ლიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან მას ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ არა­ვინ და­კავ­ში­რე­ბია.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს,-ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სუს-ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხვა­დას­ხვა დროს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი­სა და მათი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­სა­მარ­თით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბი არ ეფუძ­ნე­ბა ფაქ­ტებ­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და მხო­ლოდ უწყე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

ცნო­ბის­თვის, 23 იან­ვარს „მთა­ვა­რის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ პო­ლი­ცი­ამ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ლე­ვან იზო­რი­ას ძმა და­ა­კა­ვა, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის ჩა­რე­ვის შემ­დეგ ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ვი­დეო 2014 წლით თა­რიღ­დე­ბა. მა­შინ იზო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო. სი­უ­ჟეტ­ში პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი, გი­ორ­გი დვა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ვახო (კიტა) იზო­რია და­ა­კა­ვა, მომ­ხდა­რის შემ­დეგ და­წყე­ბულ დევ­ნა­ზე სა­უბ­რობს. მი­სი­ვე თქმით, კად­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია. ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ დას­ჯი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
104

გამოვიდა მართალი კაცი ,აქამდე გეცინა თუ გზა აგებნა?

777
1

hen eg ufro gainteresebs ezina tu egviza? fakti naxe heni tvalit? certili.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

მაიორი, რომელიც კიტა იზორიას დაკავების ვიდეოში ფიგურირებს, სუს-ის უფროსს მიმართავს - "დაანებეთ თავი ჩემი ოჯახის თვალთვალს"

მაიორი, რომელიც კიტა იზორიას დაკავების ვიდეოში ფიგურირებს, სუს-ის უფროსს მიმართავს - "დაანებეთ თავი ჩემი ოჯახის თვალთვალს"

მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს, მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სუს-ის შენობასთან მაიორმა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „მთავარის“ მიერ გასაჯაროებულ ვიდეოში ლევან იზორიას ძმას კიტა იზორიას აკავებს.

გიორგი დვალიშვილის განმარტებით, თვალთვალიდან გამომდინარე, მისი არასრულწლოვანი შვილები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან.

“მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, დაანებეთ თავი ჩემს ოჯახზე თვალთვალს. ჩემზე თვალთვალი არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი არ მაქვს. მზად ვარ ახლაც, შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს. მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით. მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, თვალთვალი მათზე, ყოფნა სადარბაზოში ეს უკვე ძალიან ზედმეტია. სადარბაზოშიც არიან და ყოვლად წარმოუდგენელია, რას აკეთებენ სადარბაზოში.

ვეღარ ვიცავ ვერც ჩემს ბავშვებს ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ, შეწყდეს ეს უკანონობა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვაზე გავცე პასუხი. აქ ვარ არსად არ მივდივარ. ერთადერთი შემიძლია, ვიფიქრო, რომ შეგნებულად აკეთებენ, რომ ზეწოლა მოხდეს ჩემს ოჯახზე და ამის მერე ჩემზე არის ეს დარტყმა. ძალიან ძნელია. შეიძლება, ყველაფერს ებრძოლო, ყველაფერს გაუწიო წინააღმდეგობა, მაგრამ საკუთარ შვილებს, რომლებიც დახმარებას გთხოვენ, ეს არის აუტანელი“, - განაცხადა მაიორმა გიორგი დვალიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მას ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ არავინ დაკავშირებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.

"აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - ნათქვამია ინფორმაციაში

ცნობისთვის, 23 იანვარს „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე

ჯოზეფ ბორელი და მიშელ ბარნიე განმარტავენ, რას ნიშნავს ბრექსითი ევროკავშირისა და ბრიტანეთის პარტნიორებისთვის

დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური ანგარიში