კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ
25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, 25 იან­ვარს ახა­ლი წელი დგე­ბა, 4 თე­ბერ­ვლი­დან კი ვირ­თხის წელი შე­მო­დის. მათ, ვინც ახალ წელს ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრი­თაც აღ­ნიშ­ნავს, ფენ შუის მას­ტე­რი თიკა ქო­ქაშ­ვი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებს სთა­ვა­ზობთ.

აქვე გე­ტყვით, რომ ჩი­ნეთ­ში ახა­ლი წელი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია და ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე ახალმთვა­რე­ო­ბას ემ­თხვე­ვა. ჩი­ნეთ­ში ახა­ლი წელი 15 დღეს გრძელ­დე­ბა და სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთელ სე­რი­ას მო­ი­ცავს.

AMBEBI.GE-ს თიკა ქო­ქაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

"25 იან­ვარს მთვა­რის პირ­ვე­ლი დღეა და სამ­ყა­როს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ახა­ლი წელი ამ დღეს იწყე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ­ში თვლი­ან, რომ მთვა­რის პირ­ვე­ლი დღე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რა გან­წყო­ბი­თა და სურ­ვი­ლე­ბი­თაც შევ­ხვდე­ბით, შემ­დეგ მთელ წელ­ზე იმუ­შა­ვებს, რად­გან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დღეა ენერ­გე­ტი­კუ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა 4 თე­ბერ­ვალს, მზის პირ­ვე­ლი დღეა და ვირ­თხის წელი შე­მო­დის. სა­ერ­თოდ, სამ­ყა­რო­ში იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რომ ჯერ მთვა­რის პირ­ვე­ლი დღე დგე­ბა და მერე მზის, პი­რი­ქით არის ხოლ­მე, მაგ­რამ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და ამ შემ­თხვე­ვას ჩი­ნე­ლე­ბი "ლაფ­შუნს" ეძა­ხი­ან.

- რო­გორ უნდა შეხ­ვდეს 25 იან­ვარს ის, ვი­საც სურს რომ ჩი­ნუ­რი ახა­ლი წე­ლიც იზე­ი­მოს?

- 24 იან­ვრის 22:00 სა­ა­თი­დან 25 იან­ვრის ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე აკ­რძა­ლუ­ლია ია­ტა­კის მოწ­მენ­და, რად­გან ამ დროს სახ­ლში ენერ­გია შე­მო­დის. 25 იან­ვარს არ არის სა­სურ­ვე­ლი თა­ვის და­ბა­ნა, უსაგ­ნო სი­ცი­ლი, სიმ­თვრა­ლე, მხო­ლოდ მცი­რე­ო­დე­ნი ალ­კოჰო­ლი მი­ი­ღეთ. კარ­გია, თუ ამ დღეს ახალ ტან­საც­მელს ჩა­იც­ვამთ, წახ­ვალთ სამ­სა­ხურ­ში.

ამ დღეს, ერთ-ერთი მთა­ვა­რი რი­ტუ­ა­ლია ჩაის მომ­ზა­დე­ბა: აი­ღეთ რვა ჭიქა წყა­ლი, რვა ცალი შაქ­რის ნა­ტე­ხი და შვი­დი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ჩირი: შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­ზამ­თროს ჩირი ან მუ­რა­ბა, ფი­ნი­კი, მშრა­ლი ფორ­თოხ­ლის ფირ­ფი­ტე­ბი, ქლი­ა­ვის, ლეღ­ვის, ვაშ­ლი­სა და მსხლის ჩირი, ქიშ­მი­ში... მათ ვინც უშაქ­რო ჩაის სვამს, ჩაი უნდა მო­ამ­ზა­დონ რვა სა­ხე­ო­ბის ჩი­რის­გან, ხოლო თუ შაქ­რით სვამთ 7 სა­ხე­ო­ბის ჩირი აი­ღეთ და მერ­ვე ინ­გრე­დი­ენ­ტად შა­ქა­რი ით­ვლე­ბა.

წყა­ლი და­ას­ხით ჩი­რებს და ადუ­ღეთ ხუთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და გა­ა­ნა­წი­ლეთ რვა ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მის ჭი­ქა­ში. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩაის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყოს ფორ­თოხ­ლის ჩირი.

ამ ჩაით გა­უ­მას­პინ­ძლდით ოჯა­ხის წევ­რებს, სა­სურ­ვე­ლია თუ რვა ყლუპს მა­ინც და­ლე­ვენ

25 იან­ვარს დი­ლის 11-დან შუ­ა­დღის ორ სა­ა­თამ­დე ხორ­ცე­უ­ლი არ მი­ირ­თვათ. ამ დღეს კარ­გია ოჯა­ხის წევ­რებ­მა ერ­თმა­ნეთს 20-იანი კუ­პი­უ­რე­ბი აჩუ­ქონ, რო­მელ­საც მთე­ლი წელი სა­ფუ­ლით ატა­რე­ბენ, შე­გიძ­ლი­ათ ეს იყოს 20 თეთ­რი­ა­ნე­ბიც.

სახ­ლის კა­რის და­კეტ­ვა და გა­ღე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია დი­ლის ცხრი­დან სა­ღა­მოს ცხრა სა­ა­თამ­დე. კარ­გია ასე­ვე სურ­ნე­ლო­ვა­ნი ჩხი­რე­ბის ან­თე­ბა.

- რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა?

- სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ რვა სა­ხე­ო­ბის მსუ­ბუ­ქი კერ­ძი. ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან შე­გიძ­ლი­ათ რვა სა­ხე­ო­ბა შე­არ­ჩი­ოთ და იყი­დოთ ან მო­ამ­ზა­დოთ:

ყვე­ლი, სოკო, რძის ნა­წარ­მი, ბოსტნე­უ­ლი, მო­ხარ­შუ­ლი ბრინ­ჯი, ატ­რია, თევ­ზი, ქა­თა­მი (შემ­წვა­რი ან მო­ხარ­შუ­ლი) - ეს ოჯა­ხურ ბედ­ნი­ე­რე­ბას ნიშ­ნავს. ერთი სა­ხე­ო­ბა უნდა იყოს ტკბი­ლი საკ­ვე­ბი, რომ­ლის გულ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა თხი­ლე­უ­ლი. ხი­ლი­დან ყუ­რძე­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, გრე­იფ­რუ­ტი ან მან­და­რი­ნი, ციტ­რუ­სე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძა­ლი­ან. აუ­ცი­ლებ­ლად და­დეთ სუფ­რა­ზე წყა­ლი და ჩაი. ყუ­რძნის ნაც­ვლად შე­გიძ­ლი­ათ ქიშ­მი­ში. სა­ჭი­როა თხი­ლე­უ­ლიც.

ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ დღეს მეკვლე შე­მო­ვი­დეს, ისე­ვე რო­გორც ეს ახალ წელს მოხ­და.

- რა­ი­მე რი­ტუ­ა­ლე­ბი თუ არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც ახალ წლამ­დე უნდა ჩა­ვა­ტა­როთ?

- სახ­ლის მი­სა­ღებ­ში პა­ტა­რა ფი­ა­ლით დად­გით ბრინ­ჯი. გა­და­ხე­დეთ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ხომ არ გაქვთ გაბ­ზა­რუ­ლი ჭურ­ჭე­ლი და გა­და­ყა­რეთ. ასე­ვე ტან­საც­მე­ლი, რო­მელ­საც არ იც­ვამთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცით ჩი­ნურ ახალ წლამ­დე. მო­ი­შო­რეთ გარ­დე­რო­ბი­დან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წინ­დე­ბი და ფეხ­საც­მე­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფეხ­საც­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის­თვის, ეცა­დეთ, რომ ყო­ველ­თვის სუფ­თა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გქონ­დეთ.

ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა და შე­მიძ­ლია დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით გირ­ჩი­ოთ, რო­დის, რისი გა­კე­თე­ბა არის სა­სურ­ვე­ლი.

  • 26 იან­ვა­რი - ძა­ლი­ან კარ­გია ახ­ლობ­ლე­ბის მო­სა­კი­თხად, მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. გა­იხ­სე­ნეთ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წელი გახ­სოვ­დათ და ვერ ნა­ხეთ.
  • 27 იან­ვა­რი - შე­და­რე­ბით რთუ­ლია, მაგ­რამ ეცა­დეთ, რომ სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს სახ­ლი­დან არ გახ­ვი­დეთ.
  • 28 იან­ვარს - შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­მე­ო­როთ ჩაის რი­ტუ­ა­ლი, და­პა­ტი­ჟოთ მე­გობ­რე­ბი. ეს პე­რი­ო­დი სა­სურ­ვე­ლია გქონ­დეთ მა­გი­და­ზე თხი­ლე­უ­ლი, რო­მე­ლიც ვირ­თხას ძა­ლი­ან უყ­ვარს.
  • 1 თე­ბერ­ვალს - კარ­გია ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვახ­შა­მი, არ და­გა­ვი­წყდეთ ხი­ლის ჩაი მი­ირ­თვათ.
  • 3 თე­ბერ­ვალს - კარ­გია თუ ბოსტნე­უ­ლის დი­ე­ტას და­ი­ცავთ, ზო­გა­დად ენერ­გე­ტი­კუ­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბია 3-4-5 თე­ბერ­ვა­ლი.
  • 4 თე­ბერ­ვალს - შე­გიძ­ლი­ათ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყოთ, მო­ი­ნა­ხუ­ლოთ კლა­სე­ლე­ბი, ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი.
  • 5 თე­ბერ­ვალს - ეცა­დეთ, რომ კონ­ფლიქ­ტში არ შეხ­ვი­დეთ არა­ვის­თან.
  • 6 თე­ბერ­ვა­ლი - ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ივახ­შმეთ, ეცა­დეთ, რომ საკ­ვე­ბად რძის ნა­წარ­მი და ბოსტნე­უ­ლი გქონ­დეთ.
  • 7 თე­ბერ­ვალს - მო­ამ­ზა­დეთ ბრინ­ჯის საკ­ვე­ბი. ეს გახ­ლავთ ჩი­ნუ­რი ახა­ლი წლი­დან მე­თო­თხმე­ტე დღე და გა­აქ­ტი­უ­რეთ სიმ­დიდ­რე.
  • 8 თე­ბერ­ვა­ლი - ეს გახ­ლავთ ჩი­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის დღე და ძა­ლი­ან კარ­გია ამ დღეს სიყ­ვა­რუ­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა და მე­უღ­ლე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რე­ბი გა­უ­კე­თონ. და­ან­თეთ სა­ძი­ნე­ბელ­ში წი­თე­ლი სან­თლე­ბი. თუ ჯერ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ხართ, უყი­დეთ სა­კუ­თარ თავს ყვა­ვი­ლე­ბი.

ამ 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არის სა­სურ­ვე­ლი სა­საფ­ლა­ო­ზე და გას­ვე­ნე­ბა­ში წას­ვლა. ნუ მიხ­ვალთ იმ ოჯა­ხებ­ში სტუმ­რად, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ჰყავ­დათ, თუნ­დაც ორი თვის წინ...

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
1

ნეტა არ გაჟრიალებდეთ რაა...

!!!!!!!!!!!!!
1

ადამიანი როგორც მოქმედებს, როგორც იქცევა ღვთისა და მოყვასის წინაშე, ისე მისდის ცხოვრებაც. რა ვირთხა, და რის მაიმუნი რა სისულელეებია.

ავტორი:

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

ჩინური კალენდრის მიხედვით, 25 იანვარს ახალი წელი დგება, 4 თებერვლიდან კი ვირთხის წელი შემოდის. მათ, ვინც ახალ წელს ჩინური კალენდრითაც აღნიშნავს, ფენ შუის მასტერი თიკა ქოქაშვილი საინტერესო რჩევებს სთავაზობთ.

აქვე გეტყვით, რომ ჩინეთში ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და ზამთრის ბუნიობის შემდეგ, მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა. ჩინეთში ახალი წელი 15 დღეს გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების მთელ სერიას მოიცავს.

AMBEBI.GE-ს თიკა ქოქაშვილი ესაუბრება:

"25 იანვარს მთვარის პირველი დღეა და სამყაროს კანონის მიხედვით, ახალი წელი ამ დღეს იწყება. აღმოსავლეთში თვლიან, რომ მთვარის პირველი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია და რა განწყობითა და სურვილებითაც შევხვდებით, შემდეგ მთელ წელზე იმუშავებს, რადგან ძალიან ძლიერი დღეა ენერგეტიკულად.

რაც შეეხება 4 თებერვალს, მზის პირველი დღეა და ვირთხის წელი შემოდის. საერთოდ, სამყაროში იშვიათად ხდება, რომ ჯერ მთვარის პირველი დღე დგება და მერე მზის, პირიქით არის ხოლმე, მაგრამ წელს განსაკუთრებულია და ამ შემთხვევას ჩინელები "ლაფშუნს" ეძახიან.

- როგორ უნდა შეხვდეს 25 იანვარს ის, ვისაც სურს რომ ჩინური ახალი წელიც იზეიმოს?

- 24 იანვრის 22:00 საათიდან 25 იანვრის ღამის 11 საათამდე აკრძალულია იატაკის მოწმენდა, რადგან ამ დროს სახლში ენერგია შემოდის. 25 იანვარს არ არის სასურველი თავის დაბანა, უსაგნო სიცილი, სიმთვრალე, მხოლოდ მცირეოდენი ალკოჰოლი მიიღეთ. კარგია, თუ ამ დღეს ახალ ტანსაცმელს ჩაიცვამთ, წახვალთ სამსახურში.

ამ დღეს, ერთ-ერთი მთავარი რიტუალია ჩაის მომზადება: აიღეთ რვა ჭიქა წყალი, რვა ცალი შაქრის ნატეხი და შვიდი სხვადასხვა სახეობის ჩირი: შეგიძლიათ გამოიყენოთ საზამთროს ჩირი ან მურაბა, ფინიკი, მშრალი ფორთოხლის ფირფიტები, ქლიავის, ლეღვის, ვაშლისა და მსხლის ჩირი, ქიშმიში... მათ ვინც უშაქრო ჩაის სვამს, ჩაი უნდა მოამზადონ რვა სახეობის ჩირისგან, ხოლო თუ შაქრით სვამთ 7 სახეობის ჩირი აიღეთ და მერვე ინგრედიენტად შაქარი ითვლება.

წყალი დაასხით ჩირებს და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში და გაანაწილეთ რვა ნებისმიერი ზომის ჭიქაში. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ჩაის შემადგენლობაში იყოს ფორთოხლის ჩირი.

ამ ჩაით გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს, სასურველია თუ რვა ყლუპს მაინც დალევენ

25 იანვარს დილის 11-დან შუადღის ორ საათამდე ხორცეული არ მიირთვათ. ამ დღეს კარგია ოჯახის წევრებმა ერთმანეთს 20-იანი კუპიურები აჩუქონ, რომელსაც მთელი წელი საფულით ატარებენ, შეგიძლიათ ეს იყოს 20 თეთრიანებიც.

სახლის კარის დაკეტვა და გაღება ძალიან კარგია დილის ცხრიდან საღამოს ცხრა საათამდე. კარგია ასევე სურნელოვანი ჩხირების ანთება.

- როგორ უნდა გამოიყურებოდეს საახალწლო სუფრა?

- საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ რვა სახეობის მსუბუქი კერძი. ამ ჩამონათვალიდან შეგიძლიათ რვა სახეობა შეარჩიოთ და იყიდოთ ან მოამზადოთ:

ყველი, სოკო, რძის ნაწარმი, ბოსტნეული, მოხარშული ბრინჯი, ატრია, თევზი, ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) - ეს ოჯახურ ბედნიერებას ნიშნავს. ერთი სახეობა უნდა იყოს ტკბილი საკვები, რომლის გულშიც აუცილებლად იქნება თხილეული. ხილიდან ყურძენი, ფორთოხალი, გრეიფრუტი ან მანდარინი, ციტრუსები მნიშვნელოვანია ძალიან. აუცილებლად დადეთ სუფრაზე წყალი და ჩაი. ყურძნის ნაცვლად შეგიძლიათ ქიშმიში. საჭიროა თხილეულიც.

ასევე აუცილებელია ამ დღეს მეკვლე შემოვიდეს, ისევე როგორც ეს ახალ წელს მოხდა.

- რაიმე რიტუალები თუ არსებობს, რომლებიც ახალ წლამდე უნდა ჩავატაროთ?

- სახლის მისაღებში პატარა ფიალით დადგით ბრინჯი. გადახედეთ, სამზარეულოში ხომ არ გაქვთ გაბზარული ჭურჭელი და გადაყარეთ. ასევე ტანსაცმელი, რომელსაც არ იცვამთ, აუცილებლად გაეცით ჩინურ ახალ წლამდე. მოიშორეთ გარდერობიდან დაზიანებული წინდები და ფეხსაცმელი. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი ადამიანებისთვისთვის, ეცადეთ, რომ ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული გქონდეთ.

ჩინური ახალი წელი ორი კვირის განმავლობაში გრძელდება და შემიძლია დღეების მიხედვით გირჩიოთ, როდის, რისი გაკეთება არის სასურველი.

  • 26 იანვარი - ძალიან კარგია ახლობლების მოსაკითხად, მოსანახულებლად. გაიხსენეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მთელი წელი გახსოვდათ და ვერ ნახეთ.
  • 27 იანვარი - შედარებით რთულია, მაგრამ ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ხარის წელში დაბადებულები, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს სახლიდან არ გახვიდეთ.
  • 28 იანვარს - შეგიძლიათ გაიმეოროთ ჩაის რიტუალი, დაპატიჟოთ მეგობრები. ეს პერიოდი სასურველია გქონდეთ მაგიდაზე თხილეული, რომელიც ვირთხას ძალიან უყვარს.
  • 1 თებერვალს - კარგია ოჯახის წევრებთან ერთად ვახშამი, არ დაგავიწყდეთ ხილის ჩაი მიირთვათ.
  • 3 თებერვალს - კარგია თუ ბოსტნეულის დიეტას დაიცავთ, ზოგადად ენერგეტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია 3-4-5 თებერვალი.
  • 4 თებერვალს - შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად იყოთ, მოინახულოთ კლასელები, ძველი მეგობრები.
  • 5 თებერვალს - ეცადეთ, რომ კონფლიქტში არ შეხვიდეთ არავისთან.
  • 6 თებერვალი - ოჯახის წევრებთან ერთად ივახშმეთ, ეცადეთ, რომ საკვებად რძის ნაწარმი და ბოსტნეული გქონდეთ.
  • 7 თებერვალს - მოამზადეთ ბრინჯის საკვები. ეს გახლავთ ჩინური ახალი წლიდან მეთოთხმეტე დღე და გააქტიურეთ სიმდიდრე.
  • 8 თებერვალი - ეს გახლავთ ჩინური სიყვარულის დღე და ძალიან კარგია ამ დღეს სიყვარულის გააქტიურება. კარგი იქნება შეყვარებულებმა და მეუღლეებმა ერთმანეთს საჩუქრები გაუკეთონ. დაანთეთ საძინებელში წითელი სანთლები. თუ ჯერ დაოჯახებული არ ხართ, უყიდეთ საკუთარ თავს ყვავილები.

ამ 15 დღის განმავლობაში არ არის სასურველი სასაფლაოზე და გასვენებაში წასვლა. ნუ მიხვალთ იმ ოჯახებში სტუმრად, სადაც მიცვალებული ჰყავდათ, თუნდაც ორი თვის წინ...

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ახალი საფეხბურთო მოედნიდან, სადაც ბიჭმა საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა

როგორ უნდა უპასუხოთ გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს იმისთვის, რომ ოცნების სამსახური დაიწყოთ

ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია