სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა - მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა - მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, თორ­ნი­კე ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნა­დი­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა.

თუ რა პი­რო­ბე­ბით გა­უ­ფორმ­და მსჯავ­რდე­ბულს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რო­რი არ სა­უბ­რობს.

ცნო­ბის­თვის, 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია და გუგა ბარ­ბა­ქა­ძე არი­ან მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი. და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე მი­ხე­ილ კა­ლან­დია, რომ­ლის საქ­მე­საც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს.

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას 9 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გუგა ბარ­ბა­ქა­ძეს 10 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გი­ორ­გი ჯა­ნა­შია ცნო­ბილ იქნა და­ვით სა­რა­ლი­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ხოლო, გუგა ბარ­ბა­ქა­ძე ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორც დაც­ვის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ა­სა­ჩივ­რა.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა პა­ლა­ტამ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ შეც­ვა­ლა. კერ­ძოდ კი, გი­ორ­გი ჯა­ნა­შია დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად, სხვა პირ­თან ერ­თად. მას სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით შე­ე­ფარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა გუგა ბარ­ბა­ქა­ძეს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დამ­ნა­შა­ვედ ცნო გუგა ბარ­ბა­ქა­ძე. მას სას­ჯე­ლი და­უმ­ძიმ­და და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა რო­გორც დაც­ვის მხა­რემ, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnnnnn
6

მკვლელობაზე 11 ან 9 წელი,სირცხვილი არ არის,მკვლელობაზე უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს მკვლელს.

თამარი
24

ჯერ საპროცესო, მერე შეწყალება და ცოტა ხანში გარეთ იქნება. პატრონიანი დამნაშავეები ყველა ასეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა - მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა - მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

თუ რა პირობებით გაუფორმდა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

რა განცხადებას ავრცელებს შსს ავლაბარში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულზე?

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა

არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი პირებიდან ორი გაათავისუფლეს