სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა - დაღუპულია ექვსი ადამიანი (ვიდეო)
ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა - დაღუპულია ექვსი ადამიანი (ვიდეო)

ერაყ­ში, ბაღ­დადსა და ქვეყ­ნის სხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ანტი-სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ა­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. და­ღუ­პუ­ლია აქ­ცი­ის 4 მო­ნა­წი­ლე და 2 პო­ლი­ცი­ე­ლი, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კი - დაჭ­რი­ლია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „რო­ი­ტერ­სი“ ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ამ ალ-ტა­ი­ა­რა­ნის მო­ე­დან­ზე მო­მი­ტინ­გე­ებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა, ორი ადა­მი­ა­ნი ტყვი­ით, ერთი კი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის კას­რის დარ­ტყმის­გან მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­თხე დე­მონ­სტრან­ტი კი პო­ლი­ცი­ის ტყვი­ას ქა­ლაქ კერ­ბა­ლა­ში ემსხვერ­პლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ გარ­დაც­ვლილ პო­ლი­ცი­ელს, მათ ქა­ლაქ ბას­რა­ში ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხათ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტაჰ­რი­რის მო­ე­დან­თან ახ­ლოს მო­მი­ტინ­გე­ებ­მა 14 პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი გზე­ბი გა­და­კე­ტეს. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ადელ აბ­დულ მაჰდიმ და­ნა­პი­რე­ბი არ შე­ას­რუ­ლა და ერა­ყე­ლე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი ახა­ლი მთავ­რო­ბა არ წა­რად­გი­ნა.

აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ბაღ­დად­ში, ე.წ. „მწვა­ნე ზო­ნა­ში“, სამი „კა­ტი­უ­შას“ ტი­პის რა­კე­ტა ჩა­მო­ვარ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი რა­კე­ტა აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან ახ­ლოს და­ე­ცა.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­სობ­რი­ვი ანტი-სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ერაყ­ში 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო. აქ­ცი­ებს დღემ­დე 450 -ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

00:00 / 00:00
არა ტროლი
8

მეტის ღირსნი არიან ცხოვრობდნენ ფუფუნებაში და დემოკრატიის თამაში მოინდომეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა - დაღუპულია ექვსი ადამიანი (ვიდეო)

ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა - დაღუპულია ექვსი ადამიანი (ვიდეო)

ერაყში, ბაღდადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში განახლებული ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. დაღუპულია აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი, რამდენიმე ადამიანი კი - დაჭრილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციამ ალ-ტაიარანის მოედანზე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, ორი ადამიანი ტყვიით, ერთი კი ცრემლსადენი გაზის კასრის დარტყმისგან მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა.

მეოთხე დემონსტრანტი კი პოლიციის ტყვიას ქალაქ კერბალაში ემსხვერპლა.

რაც შეეხება ორ გარდაცვლილ პოლიციელს, მათ ქალაქ ბასრაში ერთ-ერთი მოქალაქის მანქანა დაეჯახათ. სამართალდამცავების ინფორმაციით, ტაჰრირის მოედანთან ახლოს მომიტინგეებმა 14 პოლიციელი დაჭრეს.

აქციის მონაწილეებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცენტრალური გზები გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ დანაპირები არ შეასრულა და ერაყელებისთვის მისაღები ახალი მთავრობა არ წარადგინა.

აქციების პარალელურად ბაღდადში, ე.წ. „მწვანე ზონაში“, სამი „კატიუშას“ ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი რაკეტა აშშ-ის საელჩოსთან ახლოს დაეცა.

შეგახსენებთ, მასობრივი ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო. აქციებს დღემდე 450 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ახალი ცნობები თურქეთიდან - დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, 30 მოქალაქე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი

"უკულტურო და და ესთეტიკისგან შორს მყოფი..." - ვინ არის რუსეთის ახალი სკანდალური კულტურის მინისტრი

საგარეო უწყება - თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან