სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია
"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია

ცოტ­ნე გე­ლო­ვა­ნი მე­გაპ­რო­ექ­ტის „დიდი სცე­ნა“ კონ­კურ­სან­ტია. ის პირ­ველ ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე ლი­დე­რი გახ­და: „ოჯა­ხის, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი მქონ­და, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით რთუ­ლი იყო მა­ნამ­დე იმის თქმა, რამ­დე­ნად შევ­ძლებ­დი ამას. ამი­ტომ, ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს წარ­მა­ტე­ბა. გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ იმა­საც ვი­ტყვი, რომ ღელ­ვის გამო ჩემი გა­მოს­ვლა არ იყო ისე­თი, რო­გო­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ცოტა „სა­უნ­დის“ პრობ­ლე­მაც იყო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გით დას­რულ­და,“ - გვე­უბ­ნე­ბა ცოტ­ნე და აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ათე­ულ­შია და პირ­ვე­ლი ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­ცაა, სუ­ლაც არ აქვს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობს, ჯერ ვერ გა­ი­თა­ვი­სა. „თუმ­ცა ემო­ცი­უ­რად მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხდე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ჩემი ქა­ლა­ქი და­მიდ­გა გვერ­დით. რუს­თა­ვი ასეთ მო­წი­ნა­ვე მუ­სი­კა­ლურ პო­ზი­ცი­ებ­ზე აქამ­დე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძეც რუს­თა­ვი­და­ნაა. მად­ლო­ბა ჩვენს ქა­ლაქს, რომ ასე­თი მხარ­და­ჭე­რა გვავ­რძნო­ბი­ნა. მად­ლო­ბა ასე­ვე ჩემს „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს“, გვერ­დში და­მიდ­გა, სკო­ლას, რო­მე­ლიც და­ვამ­თავ­რე და, რა თქმა უნდა, უცხო ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჩემი ნამ­ღე­რი მო­ე­წო­ნა და და­მი­რე­კა“ - გვე­უბ­ნე­ბა ცოტ­ნე.

- ჟი­უ­რის რო­გორ აფა­სებ?

- რა შე­ფა­სე­ბე­ბიც მათ­გან ჩემი მი­სა­მარ­თით მო­ვის­მი­ნე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი იყო. ის შე­ნიშ­ვნე­ბი მომ­ცეს, რა შეც­დო­მე­ბიც ვი­ცო­დი, რომ და­ვუშ­ვი - ძა­ლი­ან ზუს­ტი და სწო­რი. უფრო ნაკ­ლებ ქუ­ლებ­საც მო­ვე­ლო­დი, მაგ­რამ 36 ქულა ავი­ღე. ალ­ბათ მთლი­ა­ნო­ბა­ში შეს­რუ­ლე­ბაც არ იყო ისე­თი, რომ და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი და­ე­წე­რათ...

- შო­უ­ში რა­ტომ მოხ­ვე­დი?

- მინ­და, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა გა­ვაგ­რძე­ლო, მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბი ამ საქ­მეს ხელს უწყობს. მაქვს რამ­დე­ნი­მე სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რაც და მათი დღის შუქ­ზე გა­მო­ტა­ნაც მინ­და. ასე რომ, ეს პრო­ექ­ტი იმის­თვის მჭირ­დე­ბა, რომ პირ­ველ რიგ­ში გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო, უპირ­ვე­ლე­სად კი, სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა. ბენდთან მუ­შა­ო­ბაც სე­რი­ო­ზუ­ლი სკო­ლაა, თან, რე­ჟიმ­ში მი­წევს ყოფ­ნა, ესეც მად­გე­ბა, რად­გა­ნაც ამ მხრივ დი­დად არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი. ასე რომ, ამ მუ­სი­კა­ლურ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ?

- კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯან­დაც­ვის მე­ნე­ჯმენტზე ვსწავ­ლობ, თუმ­ცა თა­ვი­დან ეკო­ნო­მი­კა­ზე ვსწავ­ლობ­დი. წელს გად­მო­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი ამ ფა­კულ­ტეტ­ზე იმი­ტომ, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ჯან­დაც­ვის სფე­რო გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­როა, სა­დაც ბევ­რი პრობ­ლე­მაა. მო­მა­ვალ­ში ამ ორი სფე­როს ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბას ვა­პი­რებ და უფრო მარ­კე­ტინ­გის კუ­თხით წას­ვლას.

- პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში და­ი­წყე სიმ­ღე­რა?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა­ო­ბა­ში. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში „ბას­ტი-ბუ­ბუს“ ბუმი იყო და დედა მე­უბ­ნე­ბა, რომ სიმ­ღე­რე­ბი ზე­პი­რად ვი­ცო­დი. მერე რუს­თავ­ში ხალ­ხურ ან­სამ­ბლში შე­ვე­დი, სა­დაც ხმებ­ში გაშ­ლა და სიმ­ღე­რა პრაქ­ტი­კუ­ლად ვის­წავ­ლე.

- ვი­დე­ო­ში აღ­ნიშ­ნავ, რომ ადრე წო­ნის პრობ­ლე­მა გქო­ნია, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლად ებ­რძო­დი...

- მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, რომ წო­ნის პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა, მა­ტე­ბა და­ვი­წყე, რა­მაც თან­და­თან გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სე­ბი გა­მი­ჩი­ნა. 30 კი­ლოგ­რა­მით მეტი ვი­ყა­ვი. სახ­ლში ჩა­ვი­კე­ტე, გა­რეთ გა­მოს­ვლა არ მინ­დო­და, არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მინ­დო­და, იმ პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რე­ბა ერ­თფე­რო­ვა­ნი გახ­და. ამ კომ­პლექ­სებ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს კა­რი­ე­რას დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. ვე­ღარ ვმღე­რო­დი, სახ­ლში ყვე­ლა რომ და­ი­ძი­ნებ­და, ჩა­ვი­კე­ტე­ბო­და ოთახ­ში და ჩემ­თვის ჩუ­მად მხო­ლოდ მა­შინ ვმღე­რო­დი. სა­ბო­ლო­ოდ მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, რომ ცხოვ­რე­ბა ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­მე­წყო. წო­ნის პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა და­ვი­წყე დი­ე­ტით. 14 წლის ასაკ­ში მკაც­რი დი­ე­ტა და­ვი­წყე. 16 წლი­სა უკვე ისეთ წო­ნა­ზე დავ­დე­ქი, რომ უკვე სიმ­ღე­რაც და­ვი­წყე, ხა­სი­ათ­ზე მო­ვე­დი. მოკ­ლედ, 8 წლი­დან 14 წლამ­დე რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და.

- რა ემო­ცია მო­აქვს შენ­თვის მუ­სი­კას?

- მუ­სი­კას ის ემო­ცია მო­აქვს, რომ მუდ­მი­ვად ბედ­ნი­ე­რი ვიყო. ქა­ვე­რებს ვას­რუ­ლებ თუ სა­ავ­ტო­რო­ებს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს (სა­ავ­ტო­რო­ებს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს), სა­ო­ცარ ემო­ცი­ას გან­ვიც­დი. არის ისე­თი სიმ­ღე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ახ­ლო­საა. მსმე­ნე­ლის­თვის იმა­ვე ემო­ცი­ით მი­წო­დე­ბას, რა ემო­ცი­ი­თა­ცაა და­წე­რი­ლი, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ. მას ხალ­ხი უს­მენს და ჩემ­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­ნიც­დის.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს პრო­ექ­ტი­დან?

- გა­მარ­ჯვე­ბა კარ­გია, მაგ­რამ ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პრო­ექ­ტში იმ ბავ­შვებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, ვის­თა­ნაც ვარ. ამ ეტაპ­ზე ერ­თმა­ნეთს კონ­კუ­რენ­ტე­ბად არ აღ­ვიქ­ვამთ. „დიდ სცე­ნა­ში“ მოს­ვლით კარ­გი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ წინ და წინ წა­ვალ და მსმე­ნელს თავს უკეთ გა­ვაც­ნობ, რომ და­ი­ნა­ხონ ჩემი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვეც­დე­ბი, მა­ყუ­რე­ბელ­მა კარ­გი კუ­თხით გა­მიც­ნოს - რო­გორც კარ­გი ვო­კა­ლის­ტი და კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია

ცოტნე გელოვანი მეგაპროექტის „დიდი სცენა“ კონკურსანტია. ის პირველ ლაივკონცერტზე ლიდერი გახდა: „ოჯახის, ახლობლების, მეგობრების მხარდაჭერის იმედი მქონდა, მაგრამ დაზუსტებით რთული იყო მანამდე იმის თქმა, რამდენად შევძლებდი ამას. ამიტომ, ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს წარმატება. გამიხარდა, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ღელვის გამო ჩემი გამოსვლა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ცოტა „საუნდის“ პრობლემაც იყო, მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ჩემთვის საუკეთესო შედეგით დასრულდა,“ - გვეუბნება ცოტნე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათეულშია და პირველი ტურის გამარჯვებულიცაა, სულაც არ აქვს იმის შეგრძნება, რომ კონკურსში მონაწილეობს, ჯერ ვერ გაითავისა. „თუმცა ემოციურად მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ხალხის რჩეული ხდები. პირველ რიგში, ჩემი ქალაქი დამიდგა გვერდით. რუსთავი ასეთ მოწინავე მუსიკალურ პოზიციებზე აქამდე ნამდვილად არ ყოფილა. მეორე ადგილზე გასული ირაკლი კაპანაძეც რუსთავიდანაა. მადლობა ჩვენს ქალაქს, რომ ასეთი მხარდაჭერა გვავრძნობინა. მადლობა ასევე ჩემს „კავკასიის უნივერსიტეტს“, გვერდში დამიდგა, სკოლას, რომელიც დავამთავრე და, რა თქმა უნდა, უცხო ადამიანებს, ვისაც ჩემი ნამღერი მოეწონა და დამირეკა“ - გვეუბნება ცოტნე.

- ჟიურის როგორ აფასებ?

- რა შეფასებებიც მათგან ჩემი მისამართით მოვისმინე, აბსოლუტურად სწორი იყო. ის შენიშვნები მომცეს, რა შეცდომებიც ვიცოდი, რომ დავუშვი - ძალიან ზუსტი და სწორი. უფრო ნაკლებ ქულებსაც მოველოდი, მაგრამ 36 ქულა ავიღე. ალბათ მთლიანობაში შესრულებაც არ იყო ისეთი, რომ დაბალი ქულები დაეწერათ...

- შოუში რატომ მოხვედი?

- მინდა, რომ მუსიკალური კარიერა გავაგრძელო, მეგაპროექტები ამ საქმეს ხელს უწყობს. მაქვს რამდენიმე საავტორო სიმღერაც და მათი დღის შუქზე გამოტანაც მინდა. ასე რომ, ეს პროექტი იმისთვის მჭირდება, რომ პირველ რიგში გამოცდილება მივიღო, უპირველესად კი, სასცენო გამოცდილება. ბენდთან მუშაობაც სერიოზული სკოლაა, თან, რეჟიმში მიწევს ყოფნა, ესეც მადგება, რადგანაც ამ მხრივ დიდად არ გამოვირჩევი. ასე რომ, ამ მუსიკალურ მოწესრიგებულობაში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- უნივერსიტეტში რა მიმართულებით სწავლობ?

- კავკასიის უნივერსიტეტში ჯანდაცვის მენეჯმენტზე ვსწავლობ, თუმცა თავიდან ეკონომიკაზე ვსწავლობდი. წელს გადმოვიტანე საბუთები ამ ფაკულტეტზე იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში ხალხს ძალიან სჭირდება დახმარება. ჯანდაცვის სფერო განათლებასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, სადაც ბევრი პრობლემაა. მომავალში ამ ორი სფეროს ერთმანეთთან შეთავსებას ვაპირებ და უფრო მარკეტინგის კუთხით წასვლას.

- პირველად რა ასაკში დაიწყე სიმღერა?

- ძალიან პატარაობაში. ჩემს ბავშვობაში „ბასტი-ბუბუს“ ბუმი იყო და დედა მეუბნება, რომ სიმღერები ზეპირად ვიცოდი. მერე რუსთავში ხალხურ ანსამბლში შევედი, სადაც ხმებში გაშლა და სიმღერა პრაქტიკულად ვისწავლე.

- ვიდეოში აღნიშნავ, რომ ადრე წონის პრობლემა გქონია, რომელსაც სერიოზულად ებრძოდი...

- მეორე კლასში ვიყავი, რომ წონის პრობლემა შემექმნა, მატება დავიწყე, რამაც თანდათან გარკვეული კომპლექსები გამიჩინა. 30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა, არავისთან ურთიერთობა არ მინდოდა, იმ პერიოდში ცხოვრება ერთფეროვანი გახდა. ამ კომპლექსებმა წლების განმავლობაში ჩემს კარიერას დიდი ზიანი მიაყენა. ვეღარ ვმღეროდი, სახლში ყველა რომ დაიძინებდა, ჩავიკეტებოდა ოთახში და ჩემთვის ჩუმად მხოლოდ მაშინ ვმღეროდი. საბოლოოდ მუსიკის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო. წონის პრობლემასთან ბრძოლა დავიწყე დიეტით. 14 წლის ასაკში მკაცრი დიეტა დავიწყე. 16 წლისა უკვე ისეთ წონაზე დავდექი, რომ უკვე სიმღერაც დავიწყე, ხასიათზე მოვედი. მოკლედ, 8 წლიდან 14 წლამდე რთული პერიოდი მქონდა.

- რა ემოცია მოაქვს შენთვის მუსიკას?

- მუსიკას ის ემოცია მოაქვს, რომ მუდმივად ბედნიერი ვიყო. ქავერებს ვასრულებ თუ საავტოროებს, მნიშვნელობა არ აქვს (საავტოროებს თავისი დატვირთვა აქვს), საოცარ ემოციას განვიცდი. არის ისეთი სიმღერებიც, რომლებიც ჩემთან ახლოსაა. მსმენელისთვის იმავე ემოციით მიწოდებას, რა ემოციითაცაა დაწერილი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მას ხალხი უსმენს და ჩემთან ერთად ბედნიერებას განიცდის.

- რა მოლოდინი გაქვს პროექტიდან?

- გამარჯვება კარგია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, პროექტში იმ ბავშვებთან ერთად ყოფნა, ვისთანაც ვარ. ამ ეტაპზე ერთმანეთს კონკურენტებად არ აღვიქვამთ. „დიდ სცენაში“ მოსვლით კარგი მეგობრები შევიძინე. მოლოდინი მაქვს, რომ წინ და წინ წავალ და მსმენელს თავს უკეთ გავაცნობ, რომ დაინახონ ჩემი რეალური შესაძლებლობები. ვეცდები, მაყურებელმა კარგი კუთხით გამიცნოს - როგორც კარგი ვოკალისტი და კარგი შემსრულებელი.

83 წლის არიადნა შენგელაიას კინო "რუსთაველის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს

"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ყვება ოჯახურ ცხოვრებაზე

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარ გმირს, საყვარელმა გოგონამ ხელის ნაცვლად "ყური სთხოვა"