პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დატოვებს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს - ყოფილ შს მინისტრს 7-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა
როდის დატოვებს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს - ყოფილ შს მინისტრს 7-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, მსჯავ­რდე­ბუ­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი თით­ქმის 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხეს 20 თე­ბერ­ვალს და­ტო­ვებს. მე­რა­ბიშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის ვადა სწო­რედ ამ დღეს ეწუ­რე­ბა.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი 2013 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს. ის სას­ჯელს რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე იხ­დის, მათ შო­რის, 2011 წლის 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვის, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის, კვა­რი­ა­თის აგა­რა­კი­სა და ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის საქ­მე­ზე.

სას­ჯე­ლის შთან­ქმის პრინ­ცი­პით, მე­რა­ბიშ­ვილს სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

ამ­ჟა­მად სა­სა­მარ­თლო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და „ტე­ლე­ი­მედ­ში“ შეჭ­რის საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მე­რა­ბიშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
haa?
41

გაუშვით მერე ეს კაც სახლში, თუ მოიხადა სასჯელი. კანონი არ არსებობს საერთოდ?

მარიამი
38

კიდევ დაუმატებენ და არ გამოუშვებენ, რა ხამუშ ხამუშ ასამართლებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როდის დატოვებს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს - ყოფილ შს მინისტრს 7-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა

როდის დატოვებს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს - ყოფილ შს მინისტრს 7-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

დედა და დეიდა, რომლებიც 4 არასრულწლოვანს იძულებით ამათხოვრებდნენ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ფოტოები ე.წ მატროსოვის ციხიდან - როგორ დახვდა ათობით გულშემატკივარი ვანო მერაბიშვილს

ვანო მერაბიშვილმა "მატროსოვის" ციხე დატოვა - ყოფილ შს მინისტრს ტაშით შეხვდნენ