სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობა - პრემიერმა და მინისტრებმა პრობლემა საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს
რამ გამოიწვია გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობა - პრემიერმა და მინისტრებმა პრობლემა საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მთის კუ­რორ­ტებ­ზე წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­ფერ­ხე­ბის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფის სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­თან შეხ­ვედ­რა­ზე წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხით შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და ის ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრობ­ლე­მის და­ფიქ­სი­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან დგა­მენ.

"სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ წყა­ლი შე­ფერ­ხე­ბით გუ­და­ურ­ში მხო­ლოდ „რედ­კოს“ კომ­პლექსს, ხოლო ბა­კუ­რი­ა­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ს მი­ე­წო­დე­ბა, რის აღ­მო­სა­ფხვრე­ლა­დაც მუ­შა­ო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­მარ­ტე­ბით, პრობ­ლე­მა გა­მო­იწ­ვია უმე­ტე­სად მშრალ­მა, უნა­ლე­ქო კლი­მატ­მა, რის შე­დე­გაც წყლის რე­სურ­სი მკვეთ­რად შემ­ცირ­და. ასე­ვე, სწო­რედ წყლის არა­საკ­მა­რი­სი რე­სურ­სის გამო ვერ მო­ხერ­ხდა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბაც.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით შექ­მნი­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მა, ასე­ვე - საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - დას­რუ­ლე­ბუ­ლია შე­მოვ­ლი­თი გზის მშე­ნებ­ლო­ბა, წრი­უ­ლი გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და შექ­მნი­ლია და­მა­ტე­ბი­თი სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ე­ბი.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კვლავ ად­გილ­ზე, ბა­კუ­რი­ან­სა და გუ­და­ურ­ში გა­ემ­გზავრნენ, სა­დაც კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ, რათა შე­საძ­ლო ხარ­ვე­ზე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

ვერ გავა ეს ტყუილი. ეხლა რატომ არის, თოვლი მოვიდა?

ჟანა დარკი.
6

ვერ გავიგე, ეს, სანტეხნიკების შეკრებაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რამ გამოიწვია გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობა - პრემიერმა და მინისტრებმა პრობლემა საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს

რამ გამოიწვია გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობა - პრემიერმა და მინისტრებმა პრობლემა საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები განიხილეს, რომელსაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები პრობლემის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დგამენ.

"სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10%-ს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელადაც მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე, სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.

საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე - საგზაო ინფრასტრუქტურა - დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები.

შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურიაში ჩასულ პრეზიდენტს ლობიო და პრასი დაახვედრეს

მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს

მოსთხოვა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი