კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტს თავად პატრიარქმა სთხოვა, გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა" - როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზის ოჯახის წევრები
"პრეზიდენტს თავად პატრიარქმა სთხოვა, გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა" - როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზის ოჯახის წევრები

თა­ვად კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II-მ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პი­რად სა­უბ­რებ­ში უარი უთხრა შე­წყა­ლე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმამ, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ მე­დი­ას­თან მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც პრე­ზი­დენ­ტმა დე­კა­ნო­ზის შე­წყა­ლე­ბა­ზე უარი თქვა.

მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქმა წმინ­და სი­ნო­დი და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ტყუა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა სცა­და.

„რა თქმა უნდა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რაც თქვა, ეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის. წინა დღე­ებ­ში ის პატ­რი­არ­ქს შეხ­ვდა და მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა ამ წუ­თამ­დე თავს ვი­კა­ვებ­დი ამ კო­მენ­ტა­რის­გან, რომ თა­ვად კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პი­რად სა­უბ­რებ­ში უარი უთხრა. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, წმინ­და სი­ნო­დის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ეგ­ზავ­ნათ, იყო ფარ­სი, კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბიც კი მო­ა­ტყუა და თი­თო­ე­ულ მათ­განს ლაფი და­ას­ხა თავ­ზე, მან მო­ა­ტყუა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ეცა­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და დად­გეს სპექ­ტაკ­ლი, რა სპექ­ტაკლშიც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა და პრე­ზი­დენ­ტმა“, - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

"ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვერ გა­უძ­ლო ზე­წო­ლას, რომ ამ­ბობს პატ­რი­არ­ქზე თავ­დას­ხმა იგეგ­მე­ბო­დაო, სად უწე­რი­ათ პატ­რი­არ­ქზე თავ­დას­ხმა?! - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მა­მამ ავ­თან­დილ მა­მა­ლა­ძემ. პრე­ზი­დენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მა­მამ შე­ა­ფა­სა. იგი პრე­ზი­დენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ელო­და.

„ხან ერთს თა­მა­შო­ბენ, ხან - მე­ო­რეს. პრე­ზი­დენტზე ზე­წო­ლა მოხ­და. სა­პატ­რი­არ­ქო­სა და მთავ­რო­ბა­ში და­ბუ­დე­ბუ­ლი არი­ან ბო­ბო­ლა ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს არის და ეს“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მა­მამ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, წმინ­და სი­ნო­დი არა­ფერს წარ­მო­ად­გენს.

„ეს დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლია. თით­ქოს პრე­ზი­დენტს სთხო­ვეს შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ე­ღო, რე­ა­ლუ­რად ეს იყო სპექ­ტაკ­ლი. პრე­ზი­დენტზე ზე­წო­ლა მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ მა­მა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბა­ზე უარი თქვა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
41

ამ ოჯახის ფანტაზიები ყველა ზღვარს გაცდა... სად მოისმინეს პატრიარქის და პრეზიდენტის პირადი საუბარი???

ფუ
68

ყველაზე გარეწრების ოჯახი! 

ავტორი:

"პრეზიდენტს თავად პატრიარქმა სთხოვა, გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა" - როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზის ოჯახის წევრები

"პრეზიდენტს თავად პატრიარქმა სთხოვა, გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა" - როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზის ოჯახის წევრები

თავად კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა შეწყალებაზე, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

მისივე თქმით, პატრიარქმა წმინდა სინოდი და მთელი საზოგადოება მოატყუა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სცადა.

„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. წინა დღეებში ის პატრიარქს შეხვდა და მე მაქვს ინფორმაცია, თუმცა ამ წუთამდე თავს ვიკავებდი ამ კომენტარისგან, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა. გამომდინარე აქედან, წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისადმი შუამდგომლობა გაეგზავნათ, იყო ფარსი, კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა და თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე, მან მოატყუა მთელი საზოგადოება და ეცადა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას და დადგეს სპექტაკლი, რა სპექტაკლშიც მიიღეს მონაწილეობა კათოლიკოს პატრიარქმა და პრეზიდენტმა“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

"ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომ ამბობს პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო, სად უწერიათ პატრიარქზე თავდასხმა?! - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ ავთანდილ მამალაძემ. პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ შეაფასა. იგი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„ხან ერთს თამაშობენ, ხან - მეორეს. პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა. საპატრიარქოსა და მთავრობაში დაბუდებული არიან ბობოლა ადამიანები. ეს არის და ეს“, - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ.

მისივე შეფასებით, წმინდა სინოდი არაფერს წარმოადგენს.

„ეს დადგმული სპექტაკლია. თითქოს პრეზიდენტს სთხოვეს შეწყალების გადაწყვეტილება თავად მიეღო, რეალურად ეს იყო სპექტაკლი. პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა“, - განაცხადა ავთანდილ მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე

"დედაჩემმა ხელი ჰკრა და შეაგინა... არ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი" - მარტვილში 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის უნივერსიტეტის პროფესორი მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს - "ვფიქრობ, ეს ყველაფერი მერის განწყობას უკავშირდება"