დეკემბერი - წლის ბოლო და ყველაზე მხიარული თვეა, რომელიც სავსეა პოზიტიური ენერგიით. ვემზადებით შობისა და ახალი წლის შესახვედრად, ვარჩევთ საჩუქრებს, ვთამაშობთ საიდუმლო სანტას, შესაბამისად, ეს თვე დატვირთულია დადებითი ემოციებით. ყველა ახლის, ბედნიერი დასაწყისის, ცვლილებების მოლოდინშია.
და ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გარშემო არიან დეკემბერში დაბადებული ადამიანები, რომლებსაც ზეიმის კიდევ ერთი, ფანტასტიკური მიზეზი აქვთ და ეს დაბადების დღეა. დიახ, ისინი მსოფლიოში ყველაზე მხიარული ადამიანები არიან.
ცოტა გავხალისდეთ და გავეცნოთ 10 ფაქტს, რომელთა გამოც დეკემბრის ადამიანები განსაკუთრებულები და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები არიან.
1. პირველ რიგში, დეკემბერში მთელი მსოფლიო კარგ ხასიათზეა - ეს ახალი წლის წინა პერიოდია და დაბადების დღის გარდა, მხიარულების არაერთი მიზეზი აქვთ.
2. ამავდროულად, მათი დაბადების დღე გარშემომყოფებისთვისაც არის კიდევ უფრო კარგი განწყობის შექმნის მიზეზი. ირგვლივ მხოლოდ პოზიტიური ვიბრაციებია.
3. ყველაფერი განათებულია, ყველგან ულამაზესი დეკორაციებია - თითქოს მთელი მსოფლიო მათი დაბადების დღისთვის მოირთო.
4. ისინი ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე საჩუქრებს იღებენ და საჩუქრებს იღებენ ახალ წელსაც - როგორ შეიძლება ორმაგი საჩუქრები არ გიხაროდეს?!
5. წელიწადის ამ დროს ბევრი საინტერესო და სახალისო რამ ხდება, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული ძალისხმევა საზეიმო განწყობის შესაქმნელად - თითქოს ყველა მათ დაბადების დღეს აღნიშნავს.
6. ადამიანების უმეტესობა სადღესასწაულო განწყობაზეა და მათი დაბადების დღეც განსაკუთრებულად უხარიათ.
7. ახალი წლის მოლოდინში სამსახურშიც ყველა ბედნიერია და ეს ბედნიერება გადამდებია.
8. ისინი შესანიშნავ საჩუქრებს იღებენ, რადგანაც წელიწადის ამ დროს ყველგან ფასდაკლებებია.
9. მაღაზიებში საჩუქრების წარმოუდგენლად დიდი არჩევანია, ამიტომაც დეკემბერში დაბადებული ადამიანები თითქმის ყოველთვის შესანიშნავ საჩუქრებს იღებენ.
10. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამ პერიოდში მშვილდოსნებსა და თხის რქებს აქვთ დაბადების დღე, ყველაზე მხიარულ და თავქარიან ზოდიაქოს ნიშნებს. მხოლოდ ეს არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ დეკემბერში დაბადებული ადამიანები დედამიწაზე ყველაზე ბედნიერებად მივიჩნიოთ.
მთავარი დაგავიწყდა! იოსე ქრისტეც დეკემბერში მოევლინა კაცობრიობას დედამიწაზე სწორეთაც ამიტომ არიან დეკემბერში დაბადებულები ყველაზე ბედნიერები!