კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ პროდუქტის შეძენისას - სურსათის სააგენტოს და FAO-ს რეკომენდაციები მოსახლეობას
რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ პროდუქტის შეძენისას - სურსათის სააგენტოს და FAO-ს რეკომენდაციები მოსახლეობას

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და FAO (გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, არ შე­ი­ძი­ნონ არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მალ­ფუ­ჭე­ბა­დი სურ­სა­თი.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, უწყე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს კონ­ტროლს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა, სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სურ­სათ­ზე გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის გამო გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­წო­დე­ბენ:

  • არ შე­ი­ძი­ნოს მა­ღა­ლი რის­კის სურ­სა­თი - ხორ­ცის, თევ­ზი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბი ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი;
  • სურ­სა­თის შე­ძე­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნოს ეტი­კეტს, სა­დაც, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, მი­თი­თე­ბუ­ლია ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვა­დე­ბის, შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი­სა და შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბებს:

  • ხორ­ცი უნდა ინა­ხე­ბო­დეს სუფ­თა, და­ხუ­რულ მა­ცი­ვარ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია არა­უ­მე­ტეს +6 გრა­დუ­სი­სა, ხოლო შე­ნახ­ვის ვა­დაა 48 სა­ა­თი.
  • გა­სა­ყი­დი ხორ­ცის ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: მწარ­მო­ებ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, სა­საკ­ლა­ოს აღი­ა­რე­ბის ან პი­რო­ბი­თი აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი (სა­დაც და­იკ­ლა ცხო­ვე­ლი); ასე­ვე დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი და სა­ა­თი; სურ­სა­თის და­სა­ხე­ლე­ბა - მა­გა­ლი­თად, მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის (ძრო­ხის, კა­მე­ჩის) ხორ­ცი გა­ცი­ვე­ბუ­ლი;
  • თუ ხორ­ცი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის­გან („წარ­მო­შო­ბა − სა­ქარ­თვე­ლო“), ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ცხო­ვე­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ყუ­რე ნიშ­ნის ნო­მე­რი;
  • თუ ხორ­ცი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა;
  • ცხო­ველ­თა სა­საკ­ლა­ო­ზე ვე­ტე­რი­ნა­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით დაკ­ლუ­ლი ცხო­ვე­ლის ხორ­ცზე უნდა იყოს დას­მუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის ნი­შან­დე­ბა;
  • სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ცი (სა­ქო­ნე­ლი, ცხვა­რი, ღორი, თხა) მა­ცი­ვარ­ში გან­ცალ­კე­ვე­ბით უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, ცალ-ცალ­კე უნდა გან­თავ­სდეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან (ბრა­ზი­ლია, უკ­რა­ი­ნა და სხვა) იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ციც

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეტი­კე­ტი გა­მოკ­რუ­ლი უნდა იყოს თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას იმ მა­ცი­ვარ­ზე, რო­მელ­შიც პრო­დუქ­ტი ინა­ხე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, FAO და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­ვაჭ­რო ად­გი­ლებ­ში ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ფასი, შე­საძ­ლოა, მცი­რე­დით გან­სხვავ­დე­ბო­დეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ებ­სა და ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­სა­გან, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას ახ­სოვ­დეს, რომ ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე დაკ­ლუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ხორ­ცი­სა და ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი­სა­გან (რძე, ყვე­ლი, თევ­ზი და ა.შ) ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბის რის­კი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი­სა­გან ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვად­დეს და რის­კი შე­ექ­მნას მის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

„გა­უფრ­თხილ­დით თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას! სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე და­უ­კავ­შირ­დით გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზს - 15 01“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
soso
0

შარშან ვაგზალზე ე.წ. "დეზერტირების ბაზრის" მეორე სართულზე საღამოს 6 ზე შებინდებულზე ვიყიდე 3 კილოგრამი ღორის ხორცი ბარბარობა დღეს, სახლში რომ მივიტანე აღმოჩნდა ნახევარი კილო ღორის და დანარჩენი ცხენის ხორცი, სქელი ძვლებით, წითელი ,მაგარი და უგემური. მეორე დღეს სამსახურში მივდიოდი და ვეღარ მოვახერხე მისვლა თავში ჩარტყმა ამ ხორცის სამწუხაროდ.ასე რომ გაფრთხილდით

dato
0

არაა საშეველი მაინც სადაა მაშველი?

ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ პროდუქტის შეძენისას - სურსათის სააგენტოს და FAO-ს რეკომენდაციები მოსახლეობას

რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ პროდუქტის შეძენისას - სურსათის სააგენტოს და FAO-ს რეკომენდაციები მოსახლეობას

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეიძინონ არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყება მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, სურსათზე გაზრდილი მოთხოვნის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მომხმარებელს მოუწოდებენ:

  • არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი - ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები;
  • სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს, სადაც, ახალი რეგულაციის შესაბამისად, მითითებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ვადების, შენახვის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ.

ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს:

  • ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.
  • გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; სურსათის დასახელება - მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის (ძროხის, კამეჩის) ხორცი გაცივებული;
  • თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
  • თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
  • ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკლული ცხოველის ხორცზე უნდა იყოს დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება;
  • სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

მათივე ცნობით, FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.

ინფიცირებული ცხოველისაგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს და რისკი შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას! საეჭვო შემთხვევების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორია ევროპის ყველაზე ტრენდული ნაძვის ხეები და როგორ გამოიყურება თბილისის ნაძვის ხე - "დოლარებით მაინც გაგეფორმებინათ ეს ჯონჯოლის ხე..."

"ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან" - კალაძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო (ფოტო)