საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა სპეცრაზმელებმა მეხუთე კლასელებს აქციის ხელკეტებით დაშლა "ასწავლეს" -   სკანდალური ვიდეო  და რუსების უმწვავესი გამოხმაურება
რუსმა სპეცრაზმელებმა მეხუთე კლასელებს აქციის ხელკეტებით დაშლა "ასწავლეს" -   სკანდალური ვიდეო  და რუსების უმწვავესი გამოხმაურება

ინ­ტერ­ნეტ­ში სკან­და­ლუ­რი ვი­დეო ვრცელ­დე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ერთ-ერთ სკო­ლა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. და­წყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ად­გი­ლობ­რი­ვი სპეც­რაზ­მი ახალ წელს "ულო­ცავს". სპეც­რაზ­მი "სპე­ცი­ა­ლურ სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა­ში" ბავ­შვებს აქ­ცი­ის ხელ­კე­ტე­ბით დაშ­ლის ილე­თებს უჩ­ვე­ნებს. შე­სა­ბა­მი­სი ეკი­პი­რე­ბა, ჩა­ფხუ­ტე­ბი, ფა­რე­ბი... და შე­ძა­ხი­ლე­ბი: "ჯოხი ზე­მოთ! ერთი, ორი! და­არ­ტყი! - ჯოხი ქვე­მოთ, და­არ­ტყი", - კარ­ნა­ხობს ინ­სტრუქ­ტო­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის სპეც­რაზ­მე­ლებს, რომ­ლებ­მაც მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლე­ბის­თვის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ჩვე­ნე­ბა სკო­ლა­ში მო­ა­წყვეს.

შემ­თხვე­ვა ჩე­ლი­ა­ბინ­სკის ოლ­ქის ქა­ლაქ ზლა­ტო­უს­ტში მოხ­და. კად­რებ­ში ჩანს გა­ო­ცე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სა­ხე­ე­ბი, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის სი­უ­ჟე­ტის ავ­ტორს ეს სუ­ლაც არ უშ­ლის ხელს სკო­ლის დარ­ბაზ­ში მიმ­დი­ნა­რე ჩვე­ნე­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­როს. ამის შე­სა­ხებ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებ­მა სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­ი­გეს, ნა­წილ­მა ფაქ­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, რის შემ­დე­გაც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მე­რი­ა­ში და­ი­ბა­რეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი დე­პუ­ტა­ტის ოლგა მუ­ხო­მე­ტი­ა­რო­ვას თქმით, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით აქ­ცი­ის დაშ­ლა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცე­მას, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მთან სა­ერ­თო არ აქვს.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის მო­ა­ფიქ­რდა მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლე­ბის­თვის ამის ჩვე­ნე­ბა. თან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მშობ­ლე­ბი არ მო­უწ­ვე­ვი­ათ", - აცხა­დებს დე­პუ­ტა­ტი.

სკო­ლა­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "ყვე­ლა ძლი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა მუდ­მი­ვად დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა, ბავ­შვებს პა­ტა­რა ასა­კი­დან ას­წავ­ლი­ან ბრძო­ლას და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს, ამი­ტომ ამა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი არა­ფე­რია. პი­რი­ქით! წა­ი­კი­თხეთ სა­მუ­რა­ე­ბის ის­ტო­რია".

"ახლა ყვე­ლა­ფერს ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლე­ბი აფა­სე­ბენ და კა­ნონ­დარ­ღვე­ვას უწო­დე­ბენ, არა­და ახალ­გაზ­რდუ­ლი გვარ­დია, რომ­ლის წევ­რე­ბიც 8 წლის ბი­ჭე­ბიც იყ­ვნენ, მა­მა­ცურ საქ­მე­ებ­საც აკე­თებ­და სამ­შობ­ლოს­თვის", - წე­რენ სხვე­ბი.

არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პერ­ფორ­მან­სი იყო, სა­დაც სპეც­რაცზ­მე­ლებ­მა ბავ­შვებს გა­უ­აზ­რებ­ლად აჩ­ვე­ნეს აქ­ცი­ის დაშ­ლა და ამა­ში ტრა­გე­დია არა­ფე­რია, რად­გან ისი­ნი ინ­ტერ­ნე­ტით ბევ­რად სა­შიშ რა­მე­ებ­საც უყუ­რე­ბენ.

ნა­წი­ლის თქმით, ეს არის ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლი, რად­გან და­უშ­ვე­ბე­ლია მე­ხუ­თეკ­ლა­სელ ბავ­შვს ძა­ლა­დო­ბის იმი­ტა­ცი­ას აჩ­ვე­ნებ­დე.

"აქე­დან­ვე აჩ­ვე­ვენ ბავ­შვებს, რომ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ხელ­კე­ტი არ ას­ცდე­ბათ. შიშს უნერ­გა­ვენ - მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ ხმას თუ ამო­ი­ღებთ, ასე გა­და­გივ­ლი­თო. რა კარ­გია, თა­ვი­სუ­ფალ თა­ო­ბას ვზრდით!", - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვლა­დი­მერ ლგუ­ნო­ვი.

"ამის შემ­დეგ უკ­ვირთ, რა­ტომ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი აგ­რე­სი­უ­ლი კულ­ტუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რაც სწო­რედ საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლო­ბის სკო­ლი­დან მო­დის. არას­წო­რი მე­თო­დე­ბით აღ­ზრდილ ბავ­შვებს გარ­შე­მო ყვე­ლა ეზი­ზღე­ბათ, ქვე­ყა­ნაც სძულთ, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ... სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან გაქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ", - მი­აჩ­ნია კონ­სტან­ტი­ნე სუ­როვ­ცევს.

"პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი მო­ზარ­დის მიერ და­წე­რილ ფრა­ზას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა, ანუ მიხ­ვდნენ, რომ ასე, იმ­პულ­სუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტით ახალ თა­ო­ბა­ში ნი­ჰი­ლიზმს და­თე­სავ­დნენ და პრო­ტეს­ტის ფორ­მა შეც­ვა­ლეს, ჩვენ­თან 9 მა­ი­სი ისე არ ჩა­ივ­ლის, ბავ­შვებს ია­რა­ღი და ფორ­მა არ და­ვა­ჭე­რი­ნოთ... სულ ვი­ღა­ცას ვებ­რძვით, ვხო­ცავთ, ვა­მარ­ცხებთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, სა­კუ­თარ თავს, ჩვენს მო­მა­ვალს ვა­მარ­ცხებთ. ვას­წავ­ლოთ ძა­ლა­დო­ბა აბა რა, ასე უფრო "გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჰუ­მა­ნუ­რე­ბი" იქ­ნე­ბი­ან. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ასე­თი რამ სხვა­გან არ­სად ხდე­ბა", - წერს ნა­ტა­ლია კა­ში­ნა.

"ეს არის ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სახე. ახლა ვი­ღაც ერ­თზე, თუნ­დაც დი­რექ­ტორ­ზე გა­და­ტყდე­ბა ჯოხი და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, რად­გან თურ­მე მისი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი... არა­და, მთე­ლი ქვეყ­ნის იდე­ო­ლო­გია ძა­ლა­დო­ბა­ზეა აწყო­ბი­ლი. ჩუმი სა­ში­ნე­ლე­ბა. იმე­დია, მშობ­ლე­ბი აუხ­სნი­ან იმ სა­ცო­დავ ბავ­შვებს, რომ მხო­ლოდ ისი­ნი ძა­ლა­დო­ბენ, ვი­საც გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს და რა­ხან ხელ­ში ჯოხი უჭი­რავს, თავი ძლი­ე­რი ჰგო­ნია. "და­არ­ტყი ჯო­ხით" აღ­ზრდი­ლი თა­ო­ბა ვართ ჩვენ და იმი­ტომ ვართ ამ დღე­ში, ამ­დე­ნი წე­ლია პუ­ტი­ნი გვმარ­თავს. ერთ დროს ეს მარ­თლა გვე­გო­ნა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სლო­გა­ნი", - წერს ან­დრეი სპიგ­ლა­ზო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკური
13

ისე ხელკეტითა და ფარით აღჭურვილი თოვლის ბაბუის პერფომანსი უფრ საინტერესო იქნებოდა.კარზე ახალი წელია მომდგარი,მაგრამ ამას უფრო,,პრადვინუტი,,სკოლის დირექტორი ჭირდებოდა.არა უშავს მომავალი წელიც მალე მოვა და მერე ნახეთ...ისე ,,სნეგუროჩკას,, რას შესთავაზებდით?ჩემი ფანტაზია ვერ ქაჩავს...

ილიჩი
22

ავადმყოფი ქვეყანა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რუსმა სპეცრაზმელებმა მეხუთე კლასელებს აქციის ხელკეტებით დაშლა "ასწავლეს" -   სკანდალური ვიდეო  და რუსების უმწვავესი გამოხმაურება

რუსმა სპეცრაზმელებმა მეხუთე კლასელებს აქციის ხელკეტებით დაშლა "ასწავლეს" -   სკანდალური ვიდეო  და რუსების უმწვავესი გამოხმაურება

ინტერნეტში სკანდალური ვიდეო ვრცელდება, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ სკოლაშია გადაღებული. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ადგილობრივი სპეცრაზმი ახალ წელს "ულოცავს". სპეცრაზმი "სპეციალურ საახალწლო მილოცვაში" ბავშვებს აქციის ხელკეტებით დაშლის ილეთებს უჩვენებს. შესაბამისი ეკიპირება, ჩაფხუტები, ფარები... და შეძახილები: "ჯოხი ზემოთ! ერთი, ორი! დაარტყი! - ჯოხი ქვემოთ, დაარტყი", - კარნახობს ინსტრუქტორი რუსეთის ფედერაციული ძალების სპეცრაზმელებს, რომლებმაც მეხუთეკლასელებისთვის აქციის დარბევის ჩვენება სკოლაში მოაწყვეს.

შემთხვევა ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ ზლატოუსტში მოხდა. კადრებში ჩანს გაოცებული ბავშვების სახეები, თუმცა, ადგილობრივი ტელევიზიის სიუჟეტის ავტორს ეს სულაც არ უშლის ხელს სკოლის დარბაზში მიმდინარე ჩვენებაზე დეტალურად ისაუბროს. ამის შესახებ სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სწორედ ტელევიზიიდან გაიგეს, ნაწილმა ფაქტი გააპროტესტა, რის შემდეგაც სკოლის დირექტორი მერიაში დაიბარეს.

ადგილობრივი დეპუტატის ოლგა მუხომეტიაროვას თქმით, ფიზიკური ძალის გამოყენებით აქციის დაშლასა და მოქალაქეების ცემას, სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმთან საერთო არ აქვს.

"საინტერესოა, ვის მოაფიქრდა მეხუთეკლასელებისთვის ამის ჩვენება. თან ღონისძიებაზე მშობლები არ მოუწვევიათ", - აცხადებს დეპუტატი.

სკოლაში გამართულ ღონისძიებას რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ "ყველა ძლიერ ქვეყანაში, რომლის უსაფრთხოება მუდმივად დიდი გამოწვევების წინაშეა, ბავშვებს პატარა ასაკიდან ასწავლიან ბრძოლას და სამშობლოს სიყვარულს, ამიტომ ამაში მიუღებელი არაფერია. პირიქით! წაიკითხეთ სამურაების ისტორია".

"ახლა ყველაფერს ფსევდო-ლიბერალები აფასებენ და კანონდარღვევას უწოდებენ, არადა ახალგაზრდული გვარდია, რომლის წევრებიც 8 წლის ბიჭებიც იყვნენ, მამაცურ საქმეებსაც აკეთებდა სამშობლოსთვის", - წერენ სხვები.

არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი პერფორმანსი იყო, სადაც სპეცრაცზმელებმა ბავშვებს გაუაზრებლად აჩვენეს აქციის დაშლა და ამაში ტრაგედია არაფერია, რადგან ისინი ინტერნეტით ბევრად საშიშ რამეებსაც უყურებენ.

ნაწილის თქმით, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, რადგან დაუშვებელია მეხუთეკლასელ ბავშვს ძალადობის იმიტაციას აჩვენებდე.

"აქედანვე აჩვევენ ბავშვებს, რომ პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, ხელკეტი არ ასცდებათ. შიშს უნერგავენ - მეფის წინააღმდეგ ხმას თუ ამოიღებთ, ასე გადაგივლითო. რა კარგია, თავისუფალ თაობას ვზრდით!", - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი ვლადიმერ ლგუნოვი.

"ამის შემდეგ უკვირთ, რატომ არის საზოგადოება ასეთი აგრესიული. ეს ყველაფერი ჩვენი აგრესიული კულტურის დამსახურებაა, რაც სწორედ საბჭოთა მენტალობის სკოლიდან მოდის. არასწორი მეთოდებით აღზრდილ ბავშვებს გარშემო ყველა ეზიზღებათ, ქვეყანაც სძულთ, სადაც ცხოვრობენ... საკუთარი თავისგან გაქცევას ცდილობენ", - მიაჩნია კონსტანტინე სუროვცევს.

"პატარა საქართველოში იმედგაცრუებული მოზარდის მიერ დაწერილ ფრაზას, საზოგადოებისგან ძალიან ჯანსაღი რეაქცია მოჰყვა, ანუ მიხვდნენ, რომ ასე, იმპულსურად გამოხატული საყოველთაო პროტესტით ახალ თაობაში ნიჰილიზმს დათესავდნენ და პროტესტის ფორმა შეცვალეს, ჩვენთან 9 მაისი ისე არ ჩაივლის, ბავშვებს იარაღი და ფორმა არ დავაჭერინოთ... სულ ვიღაცას ვებრძვით, ვხოცავთ, ვამარცხებთ, სინამდვილეში კი, საკუთარ თავს, ჩვენს მომავალს ვამარცხებთ. ვასწავლოთ ძალადობა აბა რა, ასე უფრო "განათლებული და ჰუმანურები" იქნებიან. 21-ე საუკუნეში, ასეთი რამ სხვაგან არსად ხდება", - წერს ნატალია კაშინა.

"ეს არის ჩვენი ხელისუფლების ფსიქოლოგიური სახე. ახლა ვიღაც ერთზე, თუნდაც დირექტორზე გადატყდება ჯოხი და გაათავისუფლებენ, რადგან თურმე მისი ბრალია ყველაფერი... არადა, მთელი ქვეყნის იდეოლოგია ძალადობაზეა აწყობილი. ჩუმი საშინელება. იმედია, მშობლები აუხსნიან იმ საცოდავ ბავშვებს, რომ მხოლოდ ისინი ძალადობენ, ვისაც განათლება არ აქვს და რახან ხელში ჯოხი უჭირავს, თავი ძლიერი ჰგონია. "დაარტყი ჯოხით" აღზრდილი თაობა ვართ ჩვენ და იმიტომ ვართ ამ დღეში, ამდენი წელია პუტინი გვმართავს. ერთ დროს ეს მართლა გვეგონა ჩვენი სამშობლოს სლოგანი", - წერს ანდრეი სპიგლაზოვი.

კორონავირუსის საფრთხის გამო სახლში მყოფი იტალიელები ფანჯრებიდან ჰიმნს მღერიან - ემოციური კადრები

"იზოლირებულები ვართ და ვირუსს არ ვავრცელებთ" - ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის ახალი ფოტო და მიმართვა საზოგადოებას

ბრაზილიელმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტრამპთან ერთად დგას