სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგულ კომპანიაში ხელმძღვანელების ზეწოლის გამო 18-მა თანამშრომელმა თავი მოიკლა - სასამართლომ დირექტორები დამნაშავედ სცნო
ფრანგულ კომპანიაში ხელმძღვანელების ზეწოლის გამო 18-მა თანამშრომელმა თავი მოიკლა - სასამართლომ დირექტორები დამნაშავედ სცნო

ფრან­გულ სა­ტე­ლე­ფო­ნო და ინ­ტერ­ნეტ პრო­ვა­ი­დერ Orange-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და მო­რა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო.

საქ­მე ეხე­ბა 2008-2010 წლე­ბის პე­რი­ოდს, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ას თა­ნამ­შრო­მელ­თა თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის ტალ­ღამ გა­და­უ­ა­რა. მი­ზე­ზად კი Orange-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა სა­ხელ­დე­ბო­და.

ბრალ­დე­ბის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში (2008 წლის აპ­რი­ლი­დან 2010 წლის ივ­ლი­სამ­დე) სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა კომ­პა­ნი­ის 18-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ხოლო 13-მა სუ­ი­ცი­დი სცა­და.

ფრან­გუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კომ­პა­ნია Orange 75 ათა­სი ევ­რო­თი და­ჯა­რიმ­და, ხოლო ყო­ფილ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, დი­დიე ლომ­ბარდს, ერთი წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, ასე­ვე 15 ათას ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბრალ­დე­ბის მხა­რის ცნო­ბით, ზო­გი­ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა თვით­მკვლე­ლო­ბის წინ წე­რი­ლიც და­ტო­ვა, სა­დაც ისი­ნი ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზად კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ასა­ხე­ლებ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა კომ­პა­ნი­ა­ში თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბო­და, მას France telecom ერ­ქვა, ხოლო შემ­დეგ სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და Orange და­არ­ქვეს.

კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს პრობ­ლე­მე­ბი მას შემ­დეგ და­ე­წყოთ, რაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია გა­და­წყვი­ტა. რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში 22 000 თა­ნამ­შრომ­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა, ხოლო 10 000 თა­ნამ­შრომ­ლის­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბის შეც­ვლა იგეგ­მე­ბო­და. ბრალ­დე­ბის მხა­რე, ასე­ვე საფ­რან­გე­თის შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ას "პა­თო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით“ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მუ­ქა­რის, და­ში­ნე­ბის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის გზით აი­ძუ­ლებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბას, უფრო და­ბა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბას, სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­დაჰ­ყავთ სხვა ქა­ლა­ქებ­ში სა­მუ­შა­ოდ.

სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბით Orange-ში 22 ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი უკა­ნო­ნოდ შე­ამ­ცი­რეს.

კომ­პა­ნი­ა­ში აღი­ა­რე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს, თუმ­ცა დას­ძე­ნენ, რომ თა­ნამ­შრო­მელ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა მათ გეგ­მებ­ში არ შე­დი­ო­და.

დი­დიე ლომ­ბარ­დის თქმით, თა­ნამ­შრომ­ლებს არ მოს­წონ­დათ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია, თუმ­ცა ის არ აღი­ა­რებს, რომ ეს პრო­ცე­სი გახ­და თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის მი­ზე­ზი.

Orange-ის კი­დევ სამი ყო­ფი­ლი აღმსრუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე მო­რა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში, თუმ­ცა ისი­ნი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ, არ იღე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ამ­ბო­ბენ, რომ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის გეგ­მა კომ­პა­ნი­ა­ში შექ­მნი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რო­გორც France24 წერს, კომ­პა­ნი­ა­ში ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი მოხ­და, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მე აღ­მოჩ­ნდა ის, რომ ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა თავი ოფის­ში­ვე მო­იკ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააა ეს რა მომხდარაააა
0

გადადგეს ღარიბაშვილი !!!

z
50

იქაც არიან ქოცები? აბა დაერხათ ფრანგებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ფრანგულ კომპანიაში ხელმძღვანელების ზეწოლის გამო 18-მა თანამშრომელმა თავი მოიკლა - სასამართლომ დირექტორები დამნაშავედ სცნო

ფრანგულ კომპანიაში ხელმძღვანელების ზეწოლის გამო 18-მა თანამშრომელმა თავი მოიკლა - სასამართლომ დირექტორები დამნაშავედ სცნო

ფრანგულ სატელეფონო და ინტერნეტ პროვაიდერ Orange-ის ხელმძღვანელობა თანამშრომლებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

საქმე ეხება 2008-2010 წლების პერიოდს, როდესაც კომპანიას თანამშრომელთა თვითმკვლელობების ტალღამ გადაუარა. მიზეზად კი Orange-ის ხელმძღვანელობის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა სახელდებოდა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში (2008 წლის აპრილიდან 2010 წლის ივლისამდე) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა კომპანიის 18-მა თანამშრომელმა, ხოლო 13-მა სუიციდი სცადა.

ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია Orange 75 ათასი ევროთი დაჯარიმდა, ხოლო ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დიდიე ლომბარდს, ერთი წლით პატიმრობა შეეფარდა, ასევე 15 ათას ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

საქმეზე სასამართლო განხილვა 2019 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. ბრალდების მხარის ცნობით, ზოგიერთმა თანამშრომელმა თვითმკვლელობის წინ წერილიც დატოვა, სადაც ისინი ყველაფრის მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ასახელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როცა კომპანიაში თვითმკვლელობების შემთხვევები ხდებოდა, მას France telecom ერქვა, ხოლო შემდეგ სახელი შეუცვალეს და Orange დაარქვეს.

კომპანიაში დასაქმებულებს პრობლემები მას შემდეგ დაეწყოთ, რაც ხელმძღვანელობამ რესტრუქტურიზაცია გადაწყვიტა. რესტრუქტურიზაციის ფარგლებში 22 000 თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება, ხოლო 10 000 თანამშრომლისთვის თანამდებობის შეცვლა იგეგმებოდა. ბრალდების მხარე, ასევე საფრანგეთის შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რესტრუქტურიზაციას "პათოლოგიური მეთოდებით“ ახორციელებდნენ.

ხელმძღვანელები მუქარის, დაშინების, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულებდნენ ადამიანებს სამსახურის დატოვებას, უფრო დაბალი თანამდებობის დაკავებას, სურვილის საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ სხვა ქალაქებში სამუშაოდ.

სასამართლოს დადგენილებით Orange-ში 22 ათასი სამუშაო ადგილი უკანონოდ შეამცირეს.

კომპანიაში აღიარებენ, რომ შესაძლოა, რესტრუქტურიზაციის პროცესში შეცდომები დაუშვეს, თუმცა დასძენენ, რომ თანამშრომელთა ფსიქოლოგიური შევიწროება მათ გეგმებში არ შედიოდა.

დიდიე ლომბარდის თქმით, თანამშრომლებს არ მოსწონდათ რესტრუქტურიზაცია, თუმცა ის არ აღიარებს, რომ ეს პროცესი გახდა თვითმკვლელობების მიზეზი.

Orange-ის კიდევ სამი ყოფილი აღმსრულებელი დირექტორია დადანაშაულებული თანამშრომლებზე მორალურ ძალადობაში, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ, არ იღებენ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ რესტრუქტურიზაციის გეგმა კომპანიაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული.

როგორც France24 წერს, კომპანიაში ძალიან მძიმე შემთხვევები მოხდა, მათ შორის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი ოფისშივე მოიკლა.