პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტს "ქართველი მეფეები" კიდევ 12 ტომი დაემატება
პროექტს "ქართველი მეფეები" კიდევ 12 ტომი დაემატება

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა პრო­ექტ "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" გაგ­რძე­ლე­ბა და მე­ფე­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის მეტ-ნაკ­ლე­ბად სრუ­ლი ვერ­სი­ის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. ამ­ჟა­მად, პრო­ექ­ტის 24 ტო­მია შექ­მნი­ლი, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე - ორი ქარ­თვე­ლი მე­ფის ბი­ოგ­რა­ფი­ით. თუმ­ცა პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, გა­მოჩ­ნდა, რომ მკი­თხველს ქარ­თველ მე­ფე­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის უფრო სრუ­ლი სიის ნახ­ვა სურს, რის გა­მოც პრო­ექტს კი­დევ 12 ტომი და­ე­მა­ტე­ბა იმ ქარ­თველ­მე­ფე­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბით, ვის მი­მარ­თაც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი დი­დია. სა­ბო­ლო­ოდ, სე­რია 36 ტომს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, 25-ე ტომი კი 23 დე­კემ­ბერს გა­მო­ვა. გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტო­რი, ის­ტო­რი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი ჯაბა სა­მუ­შია.

- ყვე­ლამ ვი­ცით, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას სა­სი­ქა­დუ­ლო ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი სწავ­ლობ­დნენ. ამ შრო­მე­ბის ტო­მე­უ­ლე­ბიც არ­სე­ბობს. მათ შო­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი, რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სია. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვენ ჩვე­ნი წარ­სუ­ლის შრე­ე­ბის უფრო ღრმად შე­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ვინც, რე­ა­ლუ­რად, შექ­მნეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. ესე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბი არი­ან - ის ხალ­ხი, ვინც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის იღ­ვწო­და.

ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პა­რა­ლელს ავ­ლებს მო­მავ­ლის თუ დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის.

პრო­ექ­ტის შექ­მნა გა­ნა­პი­რო­ბა ერ­თმა გა­რე­მო­ე­ბა­მაც, რის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რმა ნაკ­ლე­ბად იცის: საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­ში შეგ­ნე­ბუ­ლად იკ­რძა­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა. ეს იდე­ო­ლო­გია მე­ფე­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას არ უშ­ვებ­და. მარ­თა­ლია, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი მა­ინც იკ­ვლევ­და ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბის ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ კვლე­ვე­ბი შე­ე­ნიღ­ბათ, სრუ­ლი­ად სხვა სა­ხე­ლებს არ­ქმევ­დნენ თა­ვი­ანთ წიგ­ნებს, რომ­ლებ­შიც ქარ­თველ მე­ფე­თა ცხოვ­რე­ბა იყო ასა­ხუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ნაკ­ლე­ბად იცო­და, სად უნდა წა­ე­კი­თხა მე­ფე­თა ცხოვ­რე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბილ­მა ის­ტო­რი­კოს­მა მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­სა და მის ეპო­ქა­ზე გა­მო­ცე­მულ თა­ვის წიგნს "ქარ­თლი V სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში" და­არ­ქვა, ხოლო ვაჟა კიკ­ნა­ძემ გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე­ზე და­წე­რილ მო­ნოგ­რა­ფი­ას, "სა­ქარ­თვე­ლო XIV სა­უ­კუ­ნე­ში". ცენ­ზუ­რის ერ­თგვა­რად შერ­ბი­ლე­ბა იმ მე­ფე­ებ­ზე მოქ­მე­დებ­და, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, მა­გა­ლი­თად, მეფე არ­ჩი­ლი ან ვახ­ტანგ VI. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ის­ტო­რი­კოს როინ მეტ­რე­ვე­ლის წიგ­ნე­ბი და­ვით IV აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა და თა­მარ მე­ფე­ზე. რო­დე­საც ამ წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რამ შე­ი­ტყო, 1972 წელს ბა­ტო­ნი რო­ი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ძა­ხეს და ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის გაღ­ვი­ვე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

- ძა­ლი­ან კარ­გია, პრო­ექ­ტით "სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ე­ბი" ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის თეთ­რი ლა­ქე­ბი რომ ივ­სე­ბა...

- პრო­ექ­ტის მი­მართ მა­ღა­ლი ნდო­ბის­თვის სა­მუ­შა­ოდ მხო­ლოდ ის მეც­ნი­ე­რე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ, რო­მელ­თაც კონ­კრე­ტუ­ლად მო­ცე­მულ ეპო­ქა­ზე ჰქონ­დათ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ 10 მე­ფე­ზე გვქონ­და უკვე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი მა­სა­ლე­ბი, და­ნარ­ჩენ 14 მე­ფე­ზე ნაშ­რო­მე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­ი­წე­რა, მათ შო­რის არი­ან: ფარსმან I და ფარსმან II , მეფე მი­რი­ა­ნი, აშოტ კუ­რა­პა­ლა­ტი, ბაგ­რატ IV, მეფე ლაშა-გი­ორ­გი, გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე და ა.შ. მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც

ეს წიგ­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ვი­და, მკი­თხველს გა­უჩ­ნდა უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდა: პრო­ექ­ტში იმ ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა-მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვეს, ვინც პრო­ექტს აკ­ლდნენ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი შე­ას­რუ­ლეს.

- სა­მარ­თლი­ა­ნი გან­ცდაა.

- სწო­რედ ამი­ტო­მაც ემა­ტე­ბა სე­რი­ას 12 ტომი.ზო­გი­ერ­თი მე­ფის ბი­ოგ­რა­ფი­ის და­წე­რის დროს ბეწ­ვის ხიდ­ზე მოგ­ვიხ­და გავ­ლა, რად­გა­ნაც მწი­რი ცნო­ბე­ბი გვქონ­და. მა­გა­ლი­თად, "აფხაზ­თა სა­მე­ფოს" და­მა­არ­სე­ბელ ლეონII II აფხაზ­თა მე­ფეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზოგ მე­ფე­ზე კი იმ­დე­ნად მწი­რია ცნო­ბე­ბი, ვწუხ­ვართ, რომ სე­რი­ა­ში ვერც შე­ვი­და. მა­გა­ლი­თად, ბაგ­რატ V დიდი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ 2-3 ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი. და­სა­ნა­ნია, რომ მას­ზე ვე­რა­ფერს ვწერთ, ცხა­დია, მე­ფეს ხალ­ხი დიდს არ უწო­დებ­და, თუ არ იმ­სა­ხუ­რებ­და.

- ძა­ლი­ან დიდი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი ამ პრო­ექ­ტში. ად­ვი­ლი რო­დია ამ­დე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს მო­პო­ვე­ბა და მერე ნაშ­რო­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

- მარ­თლაც დიდი შრო­მა გავ­წი­ეთ. შე­ვე­ცა­დეთ, ის ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სულს ქმნიდ­ნენ, სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნუ­რი ნი­უ­ან­სე­ბი­თაც, ოჯა­ხის წევ­რე­ბის თუ ხა­სი­ა­თის ჩათ­ვლით.

- ამას­თა­ნა­ვე, პო­პუ­ლა­რულ, ყვე­ლას­თვის გა­სა­გებ ენა­ზეც...

- მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა - სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით გად­მო­ცე­მა მას ღირ­სე­ბას არ უკარ­გავს. პი­რი­ქით, მა­გა­ლი­თად, XX სა­უ­კუ­ნის დიდი ფრან­გი ის­ტო­რი­კო­სის, ნამ­დვი­ლი გრან­დის, ჟან ლე გო­ფის ნაშ­რო­მი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო საფ­რან­გე­თის მეფე ლუი X-ზე, რო­მე­ლიც რო­მა­ნი­ვით იკი­თხე­ბა. ამით იმის თქმა მინ­და, რომ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბის მსგავს ენა­ზე გად­მო­ცე­მა ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის მო­მავ­ლად მე­სა­ხე­ბა. ის­ტო­რია უნდა იწე­რე­ბო­დეს ხალ­ხის­თვის და არა მარ­ტო მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პროექტს "ქართველი მეფეები" კიდევ 12 ტომი დაემატება

პროექტს "ქართველი მეფეები" კიდევ 12 ტომი დაემატება

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პროექტ "ქართველი მეფეების" გაგრძელება და მეფეთა ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად სრული ვერსიის შექმნა გადაწყვიტა. ამჟამად, პროექტის 24 ტომია შექმნილი, მათ შორის რამდენიმე - ორი ქართველი მეფის ბიოგრაფიით. თუმცა პროექტის მიმდინარეობისას, გამოჩნდა, რომ მკითხველს ქართველ მეფეთა ბიოგრაფიების უფრო სრული სიის ნახვა სურს, რის გამოც პროექტს კიდევ 12 ტომი დაემატება იმ ქართველმეფეთა ბიოგრაფიებით, ვის მიმართაც ქართველი საზოგადოების ინტერესი დიდია. საბოლოოდ, სერია 36 ტომს გააერთიანებს, 25-ე ტომი კი 23 დეკემბერს გამოვა. გვესაუბრება პროექტის იდეის ავტორი, ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია.

- ყველამ ვიცით, საქართველოს ისტორიას სასიქადულო ქართველი ისტორიკოსები სწავლობდნენ. ამ შრომების ტომეულებიც არსებობს. მათ შორის გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, რომელზეც საზოგადოების დიდი ინტერესია. ამის პარალელურად, ჩვენ ჩვენი წარსულის შრეების უფრო ღრმად შეხება გადავწყვიტეთ იმ ადამიანების კვალდაკვალ, ვინც, რეალურად, შექმნეს საქართველოს ისტორია. ესენი საქართველოს მეფეები არიან - ის ხალხი, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის იღვწოდა.

ქართველი მეფეები ჩვენი ისტორიის ის პოლიტიკოსები არიან, რომელთა ცხოვრების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვან პარალელს ავლებს მომავლის თუ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციებისთვის.

პროექტის შექმნა განაპირობა ერთმა გარემოებამაც, რის შესახებაც ბევრმა ნაკლებად იცის: საბჭოთა სახელმწიფოში შეგნებულად იკრძალებოდა საქართველოს მეფეების ისტორიის სწავლება. ეს იდეოლოგია მეფეების პოპულარიზაციას არ უშვებდა. მართალია, ამის მიუხედავად, ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი მაინც იკვლევდა ჩვენი მეფეების ცხოვრებას, მაგრამ ისინი იძულებული იყვნენ კვლევები შეენიღბათ, სრულიად სხვა სახელებს არქმევდნენ თავიანთ წიგნებს, რომლებშიც ქართველ მეფეთა ცხოვრება იყო ასახული. შესაბამისად, ქართველმა საზოგადოებამაც ნაკლებად იცოდა, სად უნდა წაეკითხა მეფეთა ცხოვრებაზე. მაგალითად, ცნობილმა ისტორიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ ვახტანგ გორგასალსა და მის ეპოქაზე გამოცემულ თავის წიგნს "ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში" დაარქვა, ხოლო ვაჟა კიკნაძემ გიორგი ბრწყინვალეზე დაწერილ მონოგრაფიას, "საქართველო XIV საუკუნეში". ცენზურის ერთგვარად შერბილება იმ მეფეებზე მოქმედებდა, რომლებიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში იყვნენ ჩართული, მაგალითად, მეფე არჩილი ან ვახტანგ VI. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნათელი მაგალითია ისტორიკოს როინ მეტრეველის წიგნები დავით IV აღმაშენებელსა და თამარ მეფეზე. როდესაც ამ წიგნების შესახებ საბჭოთა ცენზურამ შეიტყო, 1972 წელს ბატონი როინი ხელისუფლებაში გამოიძახეს და ნაციონალიზმის გაღვივებაში დასდეს ბრალი.

- ძალიან კარგია, პროექტით "საქართველოს მეფეები" ჩვენი ისტორიის თეთრი ლაქები რომ ივსება...

- პროექტის მიმართ მაღალი ნდობისთვის სამუშაოდ მხოლოდ ის მეცნიერები შევიკრიბეთ, რომელთაც კონკრეტულად მოცემულ ეპოქაზე ჰქონდათ სამეცნიერო ნაშრომები.

თავდაპირველად მხოლოდ 10 მეფეზე გვქონდა უკვე დამუშავებული, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელი მასალები, დანარჩენ 14 მეფეზე ნაშრომები ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში დაიწერა, მათ შორის არიან: ფარსმან I და ფარსმან II , მეფე მირიანი, აშოტ კურაპალატი, ბაგრატ IV, მეფე ლაშა-გიორგი, გიორგი ბრწყინვალე და ა.შ. მაგრამ მაშინ, როდესაც

ეს წიგნები საზოგადოებამდე მივიდა, მკითხველს გაუჩნდა უკმარისობის განცდა: პროექტში იმ ქართველი მეფეების ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის დამატება მოითხოვეს, ვინც პროექტს აკლდნენ და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.

- სამართლიანი განცდაა.

- სწორედ ამიტომაც ემატება სერიას 12 ტომი.ზოგიერთი მეფის ბიოგრაფიის დაწერის დროს ბეწვის ხიდზე მოგვიხდა გავლა, რადგანაც მწირი ცნობები გვქონდა. მაგალითად, "აფხაზთა სამეფოს" დამაარსებელ ლეონII II აფხაზთა მეფესთან დაკავშირებით, ზოგ მეფეზე კი იმდენად მწირია ცნობები, ვწუხვართ, რომ სერიაში ვერც შევიდა. მაგალითად, ბაგრატ V დიდი, რომელზეც მხოლოდ 2-3 ფაქტია ცნობილი. დასანანია, რომ მასზე ვერაფერს ვწერთ, ცხადია, მეფეს ხალხი დიდს არ უწოდებდა, თუ არ იმსახურებდა.

- ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ამ პროექტში. ადვილი როდია ამდენი ისტორიული წყაროს მოპოვება და მერე ნაშრომად ჩამოყალიბება.

- მართლაც დიდი შრომა გავწიეთ. შევეცადეთ, ის ისტორიული პირები, ვინც საქართველოს წარსულს ქმნიდნენ, სრულყოფილად წარმოგვედგინა, მათ შორის ადამიანური ნიუანსებითაც, ოჯახის წევრების თუ ხასიათის ჩათვლით.

- ამასთანავე, პოპულარულ, ყველასთვის გასაგებ ენაზეც...

- მინდა ხაზგასმით ვთქვა - სამეცნიერო ნაშრომის პოპულარული ენით გადმოცემა მას ღირსებას არ უკარგავს. პირიქით, მაგალითად, XX საუკუნის დიდი ფრანგი ისტორიკოსის, ნამდვილი გრანდის, ჟან ლე გოფის ნაშრომი მინდა მოვიყვანო საფრანგეთის მეფე ლუი X-ზე, რომელიც რომანივით იკითხება. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამეცნიერო ნაშრომების მსგავს ენაზე გადმოცემა ქართული ისტორიოგრაფიის მომავლად მესახება. ისტორია უნდა იწერებოდეს ხალხისთვის და არა მარტო მეცნიერებისთვის.

რა საჩუქრების შერჩევა შეგვიძლია 50%-მდე ფასდაკლებით?- საახალწლო აქცია „ბიბლუსში“ უკვე დაიწყო

19 დეკემბერს რამაზ გიგაურის „წარმატების 365 გასაღების“ მეოთხე ტომი გამოვა

"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი