პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში წარმოებული მედიკამენტები სომხეთშიც კი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან" - ექსპერტი ხსნის, რა შემთხვევაში გაიაფდება წამლები
"საქართველოში წარმოებული მედიკამენტები სომხეთშიც კი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან" - ექსპერტი ხსნის, რა შემთხვევაში გაიაფდება წამლები

ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წამ­ლე­ბის ფასი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. მი­ზეზ­თა შო­რის ხში­რად ლა­რის კურ­სი სა­ხელ­დე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში უმე­ტეს­წი­ლად იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი შე­მო­დის და რაც აქ იწარ­მო­ე­ბა, ხში­რად ისიც უცხო­ეთ­ში ნა­ყი­დი ნედ­ლე­უ­ლით.

თუმ­ცა, ზოგ მე­დი­კა­მენტზე ფასი ხუთ­ჯერ მე­ტად გა­ი­ზარ­და, ვიდ­რე ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მთე­ლი წლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო. ექ­სპერ­ტე­ბი ამის მი­ზე­ზად ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ ოლი­გო­პო­ლი­ა­სა და კომ­პა­ნი­ებს შო­რის კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბებს ასა­ხე­ლე­ბენ.

ლა­პა­რა­კია, რომ საქ­მე გვაქვს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ალი­ანსთან, რაც ხე­ლოვ­ნუ­რად ზრდის ფა­სებს და ჭარ­ბი, ხში­რად პა­ცი­ენ­ტის­თვის არა­სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს.

მა­რი­ნა ბე­რა­ძე, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი, და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა კლუ­ბის წევ­რი და ორ­გა­ნი­ზა­ცია "გვახ­სოვ­დეს ჰი­პოკ­რა­ტეს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ლა­რის კურ­სი, მაგ­რამ არა ფა­სე­ბის ზრდის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­მა­ცი­ის სფე­რო უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, დე­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მამ, რო­მე­ლიც 30 წლის წინ შე­და­რე­ბით მცი­რე იყო, უფრო დიდი მას­შტა­ბი შე­ი­ძი­ნა და მას­თან ბრძო­ლაც უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სექ­ტო­რის მო­წეს­რი­გე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ის არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა მი­ი­ღოს. თუ ეს პი­რო­ბა არ შეს­რულ­და, ჯან­დაც­ვის არც ერთ რე­ფორ­მას აზრი არ ექ­ნე­ბა. ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორს ძლი­ე­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა უნდა არე­გუ­ლი­რებ­დეს, რად­გან ეს არ არის მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი, არა­მედ მეც­ნი­ე­რე­ბა­ცაა.

მა­გა­ლი­თად, რე­ცეპტს, რო­მელ­საც ექი­მი გვი­წერს, რამ­დე­ნი­მე და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს: ეს არის სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი და ასა­ხავს წამ­ლის დო­ზა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის რე­ჟიმს; ეს აგ­რეთ­ვე არის იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რე­ცეპ­ტის გა­მომ­წე­რი იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ზე, მის შე­დე­გებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე; რე­ცეპ­ტი არის სა­მე­დი­ცი­ნო სტა­ტის­ტი­კის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­სტრუ­მენ­ტი, რისი წარ­მო­ე­ბაც ჩვენ­თან სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა.

ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ფარ­მა­ცია არ არის წმინ­და წყლის ბიზ­ნე­სი და არ შე­იძ­ლე­ბა მას "იყი­დე-გა­ყი­დეს" პრინ­ცი­პით მი­ვუდ­გეთ

სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რომ ექიმ­მა რე­ცეპ­ტში წამ­ლის გე­ნე­რი­კუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა მი­უ­თი­თოს და არა მისი სა­ვაჭ­რო სა­ხელ­წო­დე­ბა. სხვა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვლე­ბო­და, ჩვენ­თან კი მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რაც ხელს უწყობს ორი მან­კი­ე­რე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას - წამ­ლის გაძ­ვი­რე­ბას ექიმ­ზე ან ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ა­ზე ბო­ნუ­სის გა­ცე­მის მიზ­ნით და პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, რად­გან მას თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეს­პო­ბა - აირ­ჩი­ოს პრე­პა­რა­ტი თა­ვად რე­ცეპ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ხედ­ვით.

არ­სე­ბობს ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­შიც არის ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­დაც აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და არა მათ სა­ვაჭ­რო და­სა­ხე­ლე­ბა­ზე. ეს კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს, რომ რე­ცეპ­ტში მე­დი­კა­მენ­ტი მისი აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბით უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი.

ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია, ერთი სუ­ბი­ექ­ტის ხელ­ში იყოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა, სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო რე­ა­ლი­ზა­ცია, ხოლო ის, რომ იმა­ვე ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექტს ჰქონ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­აც, ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ჩვენ­თან კი ამ ჩა­მო­ნათ­ვალს ბან­კე­ბი და სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სიც ემა­ტე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი ჰოლ­დინ­გუ­რი კომ­პა­ნი­ის ქოლ­გის ქვეშ იყ­რის თავს. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბით სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვად შე­უ­წყო ხელი მო­ნო­პო­ლი­უ­რი მონ­სტრე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მელ­თა წი­ნა­შეც პა­ცი­ენ­ტი უფ­ლე­ბა­აყ­რი­ლია.

ექი­მი, რო­მე­ლიც ამ ბიზ­ნეს­მონ­სტრზე მუ­შა­ობს, ვალ­დე­ბუ­ლია მისი დამ­ქი­რა­ვებ­ლის ინ­ტე­რე­სი გა­ა­ტა­როს და არა პა­ცი­ენ­ტის. ასე რომ, ლარი-დო­ლა­რის კურ­სის გარ­და, ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რია, რაც წამ­ლის გაძ­ვი­რე­ბას იწ­ვევს და რად­გან ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კი არ სურთ მა­ვანთ, ყვე­ლა­ფერს დო­ლა­რის კურსს აბ­რა­ლე­ბენ. თუ მხო­ლოდ ეს არის წამ­ლე­ბის გაძ­ვი­რე­ბის მი­ზე­ზი, რა­ტომ არ იაფ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მა­შინ, როცა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა მყარ­დე­ბა?

- იმას, რომ ჩვენ­თან ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ზე­მო­გე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ, და­დას­ტუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. გვაქვს ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, რომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ?

- არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა დროს მო­წყო­ბი­ლი არა­ერ­თი კვლე­ვა, წამ­ლე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი უმე­ტე­სად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კერ­ძო პი­რე­ბი ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან. ყვე­ლა ეს კვლე­ვა და კი­დევ ბევ­რი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს, რომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ზე­მო­გე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარს სწავ­ლობს და მათ შო­რის, წამ­ლე­ბის ფას­წარ­მოქ­მნის სა­კი­თხსაც. ეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­აც იყო. ვე­ლო­დე­ბით კვლე­ვის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ კვლე­ვა ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, და­დას­ტურ­დე­ბა ყვე­ლა ის ფაქ­ტი, რა­ზეც წლე­ბია ვლა­პა­რა­კობთ.

არა მხო­ლოდ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც კი მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში უფრო იაფი ღირს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან იქ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სექ­ტო­რი რე­გუ­ლირ­დე­ბა და კა­ნო­ნით ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნუ­ლია სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო ფა­სე­ბი.

ბოლო დროს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თურ­ქეთ­ში გა­და­დი­ან წამ­ლის სა­ყიდ­ლად, რად­გან იქ ზოგ­ჯერ ოთხ-ხუთ­ჯერ უფრო ია­ფია. ცოტა ხნის წინ მაც­ნო­ბეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო­ზე თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნილ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე კერ­ძო პი­რებს ფას­თა სხვა­ო­ბას ახ­დე­ვი­ნე­ბენ. ეს კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს, რომ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბიზ­ნეს­მონ­სტრე­ბი ყვე­ლა ხერ­ხს იყე­ნე­ბენ, რათა არ მის­ცენ გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
1

ფული, ფული და ფილიიი!!! 

მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუ ჩემი ჯიბე მიბრძანებს ამას!

გია
0

გასაოცარი დემოკრატიაა,ღირდა ლოდინი 8 წელი....მეტის ღირსები ვართ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"საქართველოში წარმოებული მედიკამენტები სომხეთშიც კი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან" - ექსპერტი ხსნის, რა შემთხვევაში გაიაფდება წამლები

"საქართველოში წარმოებული მედიკამენტები სომხეთშიც კი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან" - ექსპერტი ხსნის, რა შემთხვევაში გაიაფდება წამლები

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიზეზთა შორის ხშირად ლარის კურსი სახელდება, რადგან საქართველოში უმეტესწილად იმპორტირებული მედიკამენტები შემოდის და რაც აქ იწარმოება, ხშირად ისიც უცხოეთში ნაყიდი ნედლეულით.

თუმცა, ზოგ მედიკამენტზე ფასი ხუთჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე ლარის გაუფასურების მთელი წლის მაჩვენებელი იყო. ექსპერტები ამის მიზეზად ფარმაცევტულ სექტორში არსებულ ოლიგოპოლიასა და კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს ასახელებენ.

ლაპარაკია, რომ საქმე გვაქვს ფარმაცევტული კომპანიებისა და სამკურნალო დაწესებულებების ალიანსთან, რაც ხელოვნურად ზრდის ფასებს და ჭარბი, ხშირად პაციენტისთვის არასაჭირო მედიკამენტის რეალიზაციას უწყობს ხელს.

მარინა ბერაძე, ჯანდაცვის ექსპერტი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი და ორგანიზაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი:

- მედიკამენტების ფასების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ლარის კურსი, მაგრამ არა ფასების ზრდის ერთადერთი მიზეზი. საქართველოში ფარმაციის სფერო უკვე რამდენიმე ათეული წელია, ფაქტობრივად, დერეგულირებულია. შესაბამისად, პრობლემამ, რომელიც 30 წლის წინ შედარებით მცირე იყო, უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა და მასთან ბრძოლაც უფრო რთული იქნება.

ფარმაცევტული სექტორის მოწესრიგების მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები უნდა მიიღოს. თუ ეს პირობა არ შესრულდა, ჯანდაცვის არც ერთ რეფორმას აზრი არ ექნება. ფარმაცევტულ სექტორს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა უნდა არეგულირებდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, არამედ მეცნიერებაცაა.

მაგალითად, რეცეპტს, რომელსაც ექიმი გვიწერს, რამდენიმე დანიშნულება აქვს: ეს არის სამედიცინო დანიშნულების დოკუმენტი და ასახავს წამლის დოზასა და მკურნალობის რეჟიმს; ეს აგრეთვე არის იურიდიული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რეცეპტის გამომწერი იღებს პასუხისმგებლობას მკურნალობის პროცესზე, მის შედეგებსა და მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე; რეცეპტი არის სამედიცინო სტატისტიკისთვის ინფორმაციის შეგროვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რისი წარმოებაც ჩვენთან საერთოდ არ ხდება.

ყველა ეს ფაქტორი მიანიშნებს, რომ ფარმაცია არ არის წმინდა წყლის ბიზნესი და არ შეიძლება მას "იყიდე-გაყიდეს" პრინციპით მივუდგეთ

საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს, რომ ექიმმა რეცეპტში წამლის გენერიკული დასახელება მიუთითოს და არა მისი სავაჭრო სახელწოდება. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ეს კანონდარღვევად ჩაითვლებოდა, ჩვენთან კი მიღებული პრაქტიკაა, რაც ხელს უწყობს ორი მანკიერების დაკანონებას - წამლის გაძვირებას ექიმზე ან ფარმაცევტულ კომპანიაზე ბონუსის გაცემის მიზნით და პაციენტის უფლებების დარღვევას, რადგან მას თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა ესპობა - აირჩიოს პრეპარატი თავად რეცეპტში მითითებული აქტიური ნივთიერების მიხედვით.

არსებობს ერთმანეთთან შეუთავსებელი მედიკამენტების სახელმძღვანელოები, ინტერნეტსივრცეშიც არის ამ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა, სადაც აქტიური ნივთიერებების ურთიერთქმედებაზეა საუბარი და არა მათ სავაჭრო დასახელებაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეცეპტში მედიკამენტი მისი აქტიური ნივთიერების სახელწოდებით უნდა იყოს მითითებული.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია, ერთი სუბიექტის ხელში იყოს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია, ხოლო ის, რომ იმავე ბიზნესსუბიექტს ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულება და სადაზღვევო კომპანიაც, ხომ წარმოუდგენელია.

ჩვენთან კი ამ ჩამონათვალს ბანკები და სამშენებლო ბიზნესიც ემატება და ეს ყველაფერი ერთი ჰოლდინგური კომპანიის ქოლგის ქვეშ იყრის თავს. რეგულაციების არარსებობით სახელმწიფომ თავად შეუწყო ხელი მონოპოლიური მონსტრების ჩამოყალიბებას, რომელთა წინაშეც პაციენტი უფლებააყრილია.

ექიმი, რომელიც ამ ბიზნესმონსტრზე მუშაობს, ვალდებულია მისი დამქირავებლის ინტერესი გაატაროს და არა პაციენტის. ასე რომ, ლარი-დოლარის კურსის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორია, რაც წამლის გაძვირებას იწვევს და რადგან ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე ლაპარაკი არ სურთ მავანთ, ყველაფერს დოლარის კურსს აბრალებენ. თუ მხოლოდ ეს არის წამლების გაძვირების მიზეზი, რატომ არ იაფდება მედიკამენტები მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება?

- იმას, რომ ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, დადასტურება სჭირდება. გვაქვს ხელჩასაჭიდი, რომ ფარმაცევტული კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში დავადანაშაულოთ?

- არსებობს სხვადასხვა დროს მოწყობილი არაერთი კვლევა, წამლების საკონტროლო შესყიდვა, რომლის ავტორები უმეტესად დაინტერესებული კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ყველა ეს კვლევა და კიდევ ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ.

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს და მათ შორის, წამლების ფასწარმოქმნის საკითხსაც. ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ველოდებით კვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას. დარწმუნებული ვარ, თუ კვლევა ობიექტური იქნება, დადასტურდება ყველა ის ფაქტი, რაზეც წლებია ვლაპარაკობთ.

არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, რადგან იქ ფარმაცევტული სექტორი რეგულირდება და კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია საცალო და საბითუმო ფასები.

ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები თურქეთში გადადიან წამლის საყიდლად, რადგან იქ ზოგჯერ ოთხ-ხუთჯერ უფრო იაფია. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ საქართველოს საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე კერძო პირებს ფასთა სხვაობას ახდევინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფარმაცევტული ბიზნესმონსტრები ყველა ხერხს იყენებენ, რათა არ მისცენ განვითარების შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს წაიკითხეთ ვრცლად

დღის ფოტო: აქტივისტებმა შსს-სთან სკოლის მერხი მიიტანეს

გრიპის შემთხვევები იმატებს - პაატა იმნაძე ვირუსის გავრცელების შესახებ და რეკომენდაციები მოქალაქეებს

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებები გააუქმა