კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც გა­მო­კი­თხვის და­წყე­ბამ­დე საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ბექა კვი­ცი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, წარ­მო­ე­ბა­შია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, 2010-2013 წლებ­ში, გიგა ბო­კე­რია იყო ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ძი­ე­ბას კი­თხვე­ბი აქვს მის მი­მართ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბექა კვი­ცი­ა­ნის თქმით, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და, რო­მელ­თა შე­დე­გა­დაც გიგა ბო­კე­რი­ას­თვის და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბის დას­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ ისა­უბ­რა იმ მი­ზე­ზით, რომ საქ­მეს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო.

"საქ­მე არის საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი და გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. გიგა ბო­კე­რი­ას გა­მო­კი­თხვის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა, და­ეს­მე­ბა კი­თხვე­ბი. ზო­გა­დად, გე­უბ­ნე­ბით, რომ ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გა­დაც დად­გა გიგა ბო­კე­რი­ას გა­მო­კი­თხვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად, რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და, რო­დის ჩა­ტარ­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ საქ­მეს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო, დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალ",-გა­ნა­ცხა­და კვი­ცი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nini
4

ახლაც თუ კოჰაბიტირებულად მისცეს პასუხისგებაში ამათი საშველი არ ყოფილა

?!!
3

აქამდე სად იყავით კი მარა?!!!!

ავტორი:

საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც გამოკითხვის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ბექა კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, 2010-2013 წლებში, გიგა ბოკერია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, გამოძიებას კითხვები აქვს მის მიმართ ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ბექა კვიციანის თქმით, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომელთა შედეგადაც გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა დადგა. სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე პროკურორმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა იმ მიზეზით, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.

"საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და გამოძიება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გიგა ბოკერიას გამოკითხვის საჭიროება დადგა, დაესმება კითხვები. ზოგადად, გეუბნებით, რომ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიას გამოკითხვის აუცილებლობა. კონკრეტულად, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, როდის ჩატარდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო, დეტალებში ვერ შევალ",-განაცხადა კვიციანმა.

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში