"ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს. აქცია "სამოქალაქო მოძრაობის" მიერ არის ორგანიზებული. მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის დეპუტატობისთვის შეუფერებილია.
საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ "იდიოტებს“ უწოდებს. როგორც კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.
"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სწორედ ასეთმა მოღალატეებმა ჩამოაყალიბეს 1921 წელს ალტერნატიული მთავრობა შულავერში და შემდეგ წითელ არმიას შემოუძღვნენ თბილისში, რის შემდეგაც საქართველოს ისტორიაში შავბნელი 70 წლიანი პერიოდი დაიწყო.
ასეთი ადამიანების პოლიტიკასთან გაკარება ძალიან საშიშია.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლება ზოგიერთ ჯგუფებს სულ არ აწყობს. ზოგისთვის ეს გართობაა..