კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა
ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის კონ­კურ­სანტს, ინ­გლი­სე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ყო­ფილ სა­ცო­ლეს, ამა­ნი ნურს ტე­რო­რის­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

21 წლის ნური 18 წლის ასაკ­ში "ლი­ვერ­პუ­ლის" ფეხ­ბურ­თელს, შეი ოჯოს ხვდე­ბო­და (ის ამ­ჟა­მად შოტ­ლან­დი­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­ში, "რე­ინ­ჯერსში" თა­მა­შობს).

.

სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლე გან­მარ­ტავს, რომ მას შემ­დეგ, რაც თა­ვის ფეხ­ბურ­თელ ბო­იფ­რენ­დს და­შორ­და, რე­ლი­გი­ა­ზე კონ­ცენ­ტრირ­და, მი­ი­ღო ის­ლა­მი, შე­იც­ვა­ლა ჩაც­მის სტი­ლიც და ახლა ისე იც­ვამს, რო­გორც ის­ლა­მი მო­ი­თხოვს. ის ის­ლა­მისტ მებ­რძოლ­ზე, ჰა­კიმ ნურ­ზე "სკა­ი­პით" და­ქორ­წინ­და და სი­რი­ა­ში წას­ვლაც და­გეგ­მა.

ქალ­მა ის­ლა­მისტ ქმარს 34 ათა­სი ფუნ­ტი გა­და­უ­რი­ცხა, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მტკი­ცე­ბით, ჯი­ჰა­დის­ტე­ბის­თვის ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად იყო გან­კუთ­ვნი­ლი. გარ­და ამი­სა, ახალ­გაზ­რდა ქალს ტე­რო­რის­ტე­ბის ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში მხარ­და­ჭე­რა­სა და შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც BBC წერს, ფეხ­ბურ­თე­ლის ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და გან­მარ­ტა, რომ ფიქ­რობ­და, ეს თან­ხა სი­რი­ე­ლი ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის საკ­ვე­ბის­თვის ირი­ცხე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პო­ლი­ცი­ამ ლი­ვერ­პულ­ში მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი იპო­ვა - ახალ­გაზ­რდა ქალი თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავ­და. ნური ამ­ბობს, რომ ქმარ­თან წას­ვლას აპი­რებ­და, რო­მელ­საც ის სი­რი­ელ და­მო­უ­კი­დე­ბელ მებ­რძოლს უწო­დებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ნურ­მა დიდი ალ­ბა­თო­ბით იცო­და, რომ ფულს ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად რი­ცხავ­და.

ამა­ნი ნურს პი­რო­ბი­თი აქვს მის­ჯი­ლი, სა­სა­მარ­თლო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 20 დე­კემ­ბერს მი­ი­ღებს.

tktr
0

ისლამი არ მიუღია ისედაც მუსულმანი იყო, არაბია

ავტორი:

ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა

ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა

დიდ ბრიტანეთში თინეიჯერების სილამაზის კონკურსის კონკურსანტს, ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს, ამანი ნურს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

21 წლის ნური 18 წლის ასაკში "ლივერპულის" ფეხბურთელს, შეი ოჯოს ხვდებოდა (ის ამჟამად შოტლანდიის საფეხბურთო კლუბში, "რეინჯერსში" თამაშობს).

.

სილამაზის კონკურსის ყოფილი მონაწილე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც თავის ფეხბურთელ ბოიფრენდს დაშორდა, რელიგიაზე კონცენტრირდა, მიიღო ისლამი, შეიცვალა ჩაცმის სტილიც და ახლა ისე იცვამს, როგორც ისლამი მოითხოვს. ის ისლამისტ მებრძოლზე, ჰაკიმ ნურზე "სკაიპით" დაქორწინდა და სირიაში წასვლაც დაგეგმა.

ქალმა ისლამისტ ქმარს 34 ათასი ფუნტი გადაურიცხა, რაც სამართალდამცველთა მტკიცებით, ჯიჰადისტებისთვის იარაღის შესაძენად იყო განკუთვნილი. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქალს ტერორისტების ძალადობრივ ქმედებებში მხარდაჭერასა და შარიათის კანონების მიღებაში ადანაშაულებენ.

როგორც BBC წერს, ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ ფიქრობდა, ეს თანხა სირიელი ქალებისა და ბავშვების საკვებისთვის ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ლივერპულში მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ავიაბილეთები იპოვა - ახალგაზრდა ქალი თურქეთის მიმართულებით გამგზავრებას გეგმავდა. ნური ამბობს, რომ ქმართან წასვლას აპირებდა, რომელსაც ის სირიელ დამოუკიდებელ მებრძოლს უწოდებს.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ ნურმა დიდი ალბათობით იცოდა, რომ ფულს ტერორისტებისთვის იარაღის შესაძენად რიცხავდა.

ამანი ნურს პირობითი აქვს მისჯილი, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 20 დეკემბერს მიიღებს.

"მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ვიცე-პრემიერად 24 აპრილს დაინიშნოს" - რას წერს "უკრაინსკაია პრავდა"

შოტლანდიაში, დღენაკლულმა ჩვილმა COVID-19 დაამარცხა - "ჩემი პატარას ცრემლები პირველად ვნახე"

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა