საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს დაუჭირა მხარი - მათ შორის თადუმაძე და მიქაუტაძე არიან
იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს დაუჭირა მხარი - მათ შორის თადუმაძე და მიქაუტაძე არიან

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტებს კენ­ჭი უყა­რა. დე­პუ­ტა­ტებ­მა წარ­მოდ­გე­ნი­ლი 20 კან­დი­და­ტი­დან მხა­რი 14 მათ­განს და­უ­ჭი­რეს, მათ შო­რის არი­ან გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე და მისი მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ვა­სა­ძე.

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის შემ­დეგ კან­დი­და­ტებს და­უ­ჭი­რა:

  • მე­რაბ გა­ბი­ნაშ­ვი­ლი - 7 ხმა
  • მი­რან­და ერე­მა­ძე - 6 ხმა
  • მა­მუ­კა ვა­სა­ძე - 7 ხმა
  • მაია ვა­ჩა­ძე - 7 ხმა
  • თა­მარ ზამ­ბა­ხი­ძე - 8 ხმა
  • შალ­ვა თა­დუ­მა­ძე - 8 ხმა
  • ვლა­დი­მერ კა­კა­ბა­ძე - 6 ხმა
  • ლე­ვან მი­ქა­ბე­რი­ძე - 6 ხმა
  • გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე - 8 ხმა
  • ნუგ­ზარ სხირტლა­ძე - 6 ხმა
  • ლალი ფა­ფი­აშ­ვი­ლი - 7 ხმა
  • ნინო ქა­და­გი­ძე - 7 ხმა
  • ქე­თე­ვან ცინ­ცა­ძე - 6 ხმა
  • ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძე - 6 ხმა

ამის შემ­დეგ, კან­დი­და­ტებს კენ­ჭი პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე უნდა უყა­რონ. კო­მი­ტე­ტის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მათი მო­თხოვ­ნა იყო, რომ მხა­რი არ­ცერ­თი კან­დი­და­ტის­თვის არ და­ე­ჭი­რათ, რად­გან მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, მხარ­და­ჭე­რი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ­ნი არი­ან.

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა ხმა­უ­რის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა. ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­საც. კო­მი­ტეტ­ზე ხმა­უ­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ უმ­რავ­ლე­სო­ბას „მო­ნე­ბი“ უწო­და, ხოლო დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს სთხოვ­და, მის­თვის გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი­დევ ერთხელ მი­ე­ცა, უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი ტრი­ბუ­ნა­ზე, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის ად­გილ­თან ავი­და.

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ტექ­ნი­კუ­რი შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, მან­და­ტუ­რებ­მა კი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სცა­დეს. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა კვლავ გა­ნახ­ლდა, რის შემ­დე­გაც კენ­ჭისყრა გა­ი­მარ­თა.

წა­ი­კი­თხეთ: უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ო­ბის 20 კან­დი­და­ტი და მათი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი - იცო­დეთ, ვის ირ­ჩევს პარ­ლა­მენ­ტი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mia
0

მე რომ დიპლომი არ მქონოდა, მეც ხომ ვიქნებოდი ახლა მათ შორის.

geo
0

ძალა აღმართსა ხნავს, სამშობლო არავის ახსოვს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს დაუჭირა მხარი - მათ შორის თადუმაძე და მიქაუტაძე არიან

იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს დაუჭირა მხარი - მათ შორის თადუმაძე და მიქაუტაძე არიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა:

  • მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა
  • მირანდა ერემაძე - 6 ხმა
  • მამუკა ვასაძე - 7 ხმა
  • მაია ვაჩაძე - 7 ხმა
  • თამარ ზამბახიძე - 8 ხმა
  • შალვა თადუმაძე - 8 ხმა
  • ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა
  • ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა
  • გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა
  • ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა
  • ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა
  • ნინო ქადაგიძე - 7 ხმა
  • ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა
  • ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა

ამის შემდეგ, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატები აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა იყო, რომ მხარი არცერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ, რადგან მათივე შეფასებით, მხარდაჭერილი მოსამართლეები პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან.

კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. კომიტეტზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობას „მონები“ უწოდა, ხოლო დეპუტატი ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვდა, მისთვის განცხადების გაკეთების საშუალება კიდევ ერთხელ მიეცა, უარის მიღების შემდეგ კი ტრიბუნაზე, ანრი ოხანაშვილის ადგილთან ავიდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მანდატურებმა კი მედიის წარმომადგენლების დარბაზიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს. რამდენიმე წუთში კი კომიტეტის სხდომა კვლავ განახლდა, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა.

წაიკითხეთ: უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატი და მათი გახმაურებული საქმეები - იცოდეთ, ვის ირჩევს პარლამენტი

"დავინახეთ ორი ქალბატონი "ევროპული ნაციონალური მოძრაობიდან", ერთს შალის ქვეშ და მეორეს ჯიბეში ჰქონდა ჩამალული, რაღაც" - კობახიძე

პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, მოსამართლედ დაამტკიცა

ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატი აღარ არის