კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ინარჩუნებენ იდეალურ ფორმას ცნობილი ქართველი ქალები - ყველა მათგანი მრავალშვილიანი დედაა
როგორ ინარჩუნებენ იდეალურ ფორმას ცნობილი ქართველი ქალები - ყველა მათგანი მრავალშვილიანი დედაა

იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ქალს ყვე­ლა­ზე მე­ტად შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ უჭირს, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კი­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის წყა­ლო­ბით, ჩვენს გარ­შე­მო უამ­რავ მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დას შეხ­ვდე­ბით, რომ­ლე­ბიც იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში არი­ან.

34 წლის ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუსა ჩა­ჩუა იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია. რუსა ოთხი შვი­ლის დე­დაა, ორი შვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ხოლო ორი - მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. რუსა მთელ დროს შვი­ლე­ბის აღ­ზრდას უთ­მობს, თუმ­ცა არც სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა ავი­წყდე­ბა. ის მუდ­მი­ვად ფორ­მა­შია და ვარ­ჯი­შობს კი­დეც.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ყო­ფი­ლი მო­დე­ლი თიკა ფა­ცა­ცია ჯერ კი­დევ პა­ტა­რა გო­გო­ნა იყო, რო­დე­საც ტე­ლე­ე­თერ­ში გა­მოჩ­ნდა და თა­ვი­დან­ვე მი­ი­პყრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. თიკა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და ახლა სამი ვა­ჟის დე­დაა. ბიზ­ნეს­მენ და­ვით ან­თე­ლი­ძეს და თიკა ფა­ცა­ცი­ას წყვი­ლი მუდ­მი­ვად იქ­ცევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას, მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ვით ან­თე­ლი­ძეს სა­ხალ­ხოდ გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს. თიკა მუდ­მი­ვად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­შია, თუმ­ცა მის გა­და­ცე­მებ­ში ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს ხში­რად ებ­რძვის. რო­გორც მან „სხვა შუ­ა­დღის“ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, წო­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ადრე მკაცრ დი­ე­ტებს მი­მარ­თავ­და, თუმ­ცა ეს უშე­დე­გო მცდე­ლო­ბე­ბი იყო. ის ვარ­ჯი­შობს და სწო­რად იკ­ვე­ბე­ბა, ალ­ბათ სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს სამი ვა­ჟის დე­დის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში ყოფ­ნას.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო „ლუქ მო­დელ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. ნი­ნოს ორი ვაჟი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი უკვე მსოფ­ლი­ოს პო­დი­უ­მებს იპყრობს, თუმ­ცა ქა­ლიშ­ვილს გა­რეგ­ნო­ბით დე­დაც არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

ლიკა შენ­გე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბის წინ პო­დი­უმ­ზე გა­იც­ნო. ის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო „ნა­ტა­ლის“ წამ­ყვა­ნი მო­დე­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ 38 წლის ასაკ­ში ლიკა შენ­გე­ლია 5 შვი­ლის დედა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბი­აა. ბევ­რი შვი­ლის და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ლიკა შენ­გე­ლია ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მისი ქა­ლიშ­ვი­ლია უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი და მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე ქეთი ჟღენ­ტი, რომ­ლის სი­ლა­მა­ზე ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ გო­გო­ნას შე­შურ­დე­ბა.

ლიკა კვა­რა­ცხე­ლია ორი გო­გო­ნას და ერთი ვა­ჟის დე­დაა, თუმ­ცა ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­შია. ლი­კას დახ­ვე­წი­ლი გა­რეგ­ნო­ბა აქვს და მუდ­მი­ვად გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბა. მას და მის ბიზ­ნეს­მენ მე­უღ­ლეს, მურ­თაზ შე­ლი­ას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი აქვთ. ლი­კას უფ­როს ქა­ლიშ­ვილს, ანა შე­ლი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, ის „ეტა­მის“ რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია. ანა შე­ლია მო­რაგ­ბე ლაშა ლო­მი­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

ყველანი ძალიან კარგები არიან. რაც მთავარია ბუნებრივები

გია
41

საშუალოზე დაბალი დონეები,გარდა ნაცვლიშვილებისა....

ავტორი:

როგორ ინარჩუნებენ იდეალურ ფორმას ცნობილი ქართველი ქალები - ყველა მათგანი მრავალშვილიანი დედაა

როგორ ინარჩუნებენ იდეალურ ფორმას ცნობილი ქართველი ქალები - ყველა მათგანი მრავალშვილიანი დედაა

იდეალური ფორმების შენარჩუნება ქალს ყველაზე მეტად შვილის გაჩენის შემდეგ უჭირს, თუმცა გენეტიკისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წყალობით, ჩვენს გარშემო უამრავ მრავალშვილიან დედას შეხვდებით, რომლებიც იდეალურ ფორმაში არიან.

34 წლის ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა იდეალურ ფორმაშია. რუსა ოთხი შვილის დედაა, ორი შვილი პირველი ქორწინებიდან, ხოლო ორი - მეორე ქორწინებიდან ჰყავს. რუსა მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობს, თუმცა არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ავიწყდება. ის მუდმივად ფორმაშია და ვარჯიშობს კიდეც.

ტელეწამყვანი და ყოფილი მოდელი თიკა ფაცაცია ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც ტელეეთერში გამოჩნდა და თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. თიკა ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ახლა სამი ვაჟის დედაა. ბიზნესმენ დავით ანთელიძეს და თიკა ფაცაციას წყვილი მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას, მეუღლისგან განსხვავებით, დავით ანთელიძეს სახალხოდ გამოჩენა არ უყვარს. თიკა მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა მის გადაცემებში ხშირად აღნიშნავს, რომ ზედმეტ კილოგრამებს ხშირად ებრძვის. როგორც მან „სხვა შუადღის“ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, წონის შესანარჩუნებლად ადრე მკაცრ დიეტებს მიმართავდა, თუმცა ეს უშედეგო მცდელობები იყო. ის ვარჯიშობს და სწორად იკვებება, ალბათ სწორედ ეს განაპირობებს სამი ვაჟის დედის არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას.

ყოფილი მოდელი და სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი მრავალშვილიანი დედაა. ნინოს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს. მისი ქალიშვილი, უმშვენიერესი თაკო ნაცვლიშვილი უკვე მსოფლიოს პოდიუმებს იპყრობს, თუმცა ქალიშვილს გარეგნობით დედაც არ ჩამოუვარდება.

ლიკა შენგელია საზოგადოებამ წლების წინ პოდიუმზე გაიცნო. ის სამოდელო სააგენტო „ნატალის“ წამყვანი მოდელი იყო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 38 წლის ასაკში ლიკა შენგელია 5 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ბევრი შვილის და შვილიშვილების მიუხედავად, ლიკა შენგელია ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. მისი ქალიშვილია უმშვენიერესი ქართველი მოდელი და მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლე ქეთი ჟღენტი, რომლის სილამაზე ალბათ ნებისმიერ გოგონას შეშურდება.

ლიკა კვარაცხელია ორი გოგონას და ერთი ვაჟის დედაა, თუმცა ის არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლიკას დახვეწილი გარეგნობა აქვს და მუდმივად გემოვნებით იმოსება. მას და მის ბიზნესმენ მეუღლეს, მურთაზ შელიას არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ. ლიკას უფროს ქალიშვილს, ანა შელიას საზოგადოება კარგად იცნობს, ის „ეტამის“ რჩეული ქართველი მოდელია. ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული.