სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
"ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა არის შე­უ­რა­ცხყო­ფა ათე­უ­ლო­ბით ათა­სი მოქ­მე­დი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­სი და ასე­ვე უამ­რა­ვი ვე­ტე­რა­ნის" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ჯარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არის „ღია გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმი­სა, რა­საც ფიქ­რობს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რაც უნდა ივა­ნიშ­ვილს და რაც უნდა რუ­სეთს“.

"გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ თავ­სმოხ­ვე­ულ­მა თო­ჯი­ნამ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ა­კე­თა უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბა და თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს არც ჯარი და არც ია­რა­ღი.

ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად პირ­და­პი­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა რაც უნდა ივა­ნიშ­ვილს და რაც უნდა რუ­სეთს. ეს არის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბი­სა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჩვენს ჯა­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც ჩა­მო­აგ­დეს ცა­მე­ტი თუ თო­თხმე­ტი საფ­რე­ნი აპა­რა­ტი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, რაც ავ­ღა­ნე­თის ომის შემ­დეგ არ გა­უ­კე­თე­ბია არა­ვის.

ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბა იმ ქარ­თველ ოფიც­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში იცა­ვენ ჩვენ ქვე­ყა­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს. ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა ათე­უ­ლო­ბით ათა­სი მოქ­მე­დი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­სი და ასე­ვე ასო­ბით ათა­სი ვე­ტე­რა­ნის სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის.

ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის და შინ­დი­სის გმი­რე­ბის. რას ნიშ­ნავს არა გვაქვს ია­რა­ღი?! სა­ქარ­თვე­ლო აწარ­მო­ებ­და სა­წარ­მო DELTA-ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ია­რაღს თა­ვის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

ეს ის ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია, რომ­ლის პატ­რონ­მა ამას წი­ნად აფ­რი­ნა ჰა­ა­გა­ში მი­ნის­ტრი წუ­ლუ­კი­ა­ნი ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნით, რომ და­აჩ­ქა­როს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­და­ცე­მა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ, იმ ყალ­ბი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც გა­დას­ცა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით სუს­მა და წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბამ. ეს ხალ­ხი არის სა­ქარ­თვე­ლოს შეგ­ნე­ბუ­ლი მტე­რი! სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­თენ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც ია­რა­ღი და არც გვექ­ნე­ბა, არც ის დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს, რომ რე­გი­ო­ნი და­ვი­პყროთ, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს ის ძლი­ე­რი ია­რა­ღი, რა­საც ჰქვია ცოდ­ნა, მეც­ნი­ე­რე­ბა, კულ­ტუ­რა“.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nazi
75

უფრო დიდი შეურაცხყოფაა, როცა ომს იწყებ, მეომრებს ბრძოლის ველზე ტოვებ, მიცვალებულებს კი ტურების საჯიჯგნად და შენ ზეიმებს მართავ და ყველაზე ძვირადღირებული მასაჟისტები მოგყავს. რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს მისი გაჭირვება ეყოფა.

ნია
74

გამოჩნდა მიშა,,,იმედი გადადის საგანგებოზე....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

"ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე უამრავი ვეტერანის" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჯართან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის „ღია გამოხატულება იმისა, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი, რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს“.

"გაყალბებული არჩევნების შედეგად ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულმა თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს არც ჯარი და არც იარაღი.

ეს არის აბსოლუტურად პირდაპირი გამოხატულება რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს. ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე, რომლებმაც ჩამოაგდეს ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არ გაუკეთებია არავის.

ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს. ეს არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების.

ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების. რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი?! საქართველო აწარმოებდა საწარმო DELTA-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში.

ეს ის ზურაბიშვილია, რომლის პატრონმა ამას წინად აფრინა ჰააგაში მინისტრი წულუკიანი ერთადერთი თხოვნით, რომ დააჩქაროს ქართველი სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში საერთაშორისო სასამართლომ, იმ ყალბი მასალების საფუძველზე, რომელიც გადასცა ივანიშვილის დავალებით სუსმა და წულუკიანის უწყებამ. ეს ხალხი არის საქართველოს შეგნებული მტერი! საქართველოში აუცილებლად გათენდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.