მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება
რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

ამ­ბო­ბენ, რომ მშობ­ლი­სა და შვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი უპი­რო­ბო და ყვე­ლა­ზე სუფ­თა რა­მაა ამ­ქვეყ­ნად. სიყ­ვა­რულს მშობ­ლე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ. ზო­გი­ერ­თი კი თა­ვის პა­ტა­რას ტუ­ჩებ­შიც ჰკოც­ნის, მაგ­რამ რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ყო­ვე­ლი­ვე ბავ­შვის­თვის? ამ თე­მა­ზე ხში­რად წა­ა­წყდე­ბით დის­კუ­სი­ას დე­დე­ბის ჯგუ­ფებ­ში, თუმ­ცა სა­ერ­თო აზ­რამ­დე, ცხა­დია, ვერ მი­დი­ან.

ალ­ბათ, "ინ­სტაგ­რამ­ზეც" გი­ნა­ხავთ რო­გორც კოც­ნი­ან ტუ­ჩებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ შვი­ლებს. მათ შო­რის არი­ან დე­ვიდ და ვიქ­ტო­რია ბეკ­ჰე­მე­ბი, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ და სხვე­ბი.

რო­გორც ბავ­შვთა ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი, შარ­ლო­ტა რეზ­ნი­კი ამ­ბობს, ბავ­შვის ტუ­ჩებ­ში კოც­ნა სუ­ლაც არ არის კარ­გი იდეა. შარ­ლო­ტა გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არ უნდა აკო­ცოთ შვილს ტუ­ჩებ­ში:

ეს შე­იძ­ლე­ბა არ­ღვევ­დეს ბავ­შვის პი­რად სივ­რცეს, მის სა­ზღვრებს - რო­დე­საც ბავ­შვს ტუ­ჩებ­ში ჰკოც­ნით, ამით მას უჩ­ნდე­ბა გან­ცდა, რომ შე­იძ­ლე­ბა ტუ­ჩებ­ში სხვებ­მაც აკო­ცონ და რომ ეს ნორ­მა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. მო­მა­ვალ­ში, ზრდას­რულ ასაკ­ში ასეთ ბავ­შვებს უჭირთ „არას“ თქმა, თვლი­ან, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვთ მათი შე­ხე­ბის, მათი სა­ზღვრე­ბის დარ­ღვე­ვის უფ­ლე­ბა. ასეთ ბავ­შვებს ზრდას­რულ ასაკ­ში უჭირთ პი­რა­დი სივ­რცის დაც­ვა.

თუ შვილს ტუ­ჩებ­ში ჰკოც­ნით, ეს არა­ჰი­გი­ე­ნუ­რია და მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე­ში აგ­დებთ - სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი, ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ში უამ­რა­ვი მიკ­რო­ბია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ზრდას­რუ­ლის­თვის სა­ხი­ფა­თო არ იყოს, თუმ­ცა სა­ხი­ფა­თოა მო­ზარ­დის­თვის და სა­ნამ ბავ­შვის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­შია და სუს­ტია, ტუ­ჩებ­ში კოც­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნდეს. შარ­ლო­ტა რეზ­ნი­კის თქმით, შე­საძ­ლოა, პა­ტა­რას ორ­გა­ნიზ­მში მშობ­ლის პი­რის ღრუ­დან სა­ხი­ფა­თო ინ­ფექ­ცი­ე­ბი მოხ­ვდეს.

ბავ­შვმა შე­იძ­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აკო­ცოს ტუ­ჩებ­ში სიმ­პა­თი­ის გა­მო­სა­ხა­ტად - ფსი­ქო­ლო­გის თქმით, სა­ერ­თოდ, ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც სახ­ლში, მშობ­ლის­გან სწავ­ლობს. ის მშობ­ლის­გან ყვე­ლა­ფერს ის­რუ­ტავს. ამი­ტომ, თუ ტუ­ჩებ­ში ჰკოც­ნით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სხვა ბავ­შვებს, ან ზრდას­რუ­ლებს სიმ­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვის ნიშ­ნად, ტუ­ჩებ­ში აკო­ცებს. ფსი­ქო­ლო­გი ამ­ბობს, რომ მშობ­ლი­სა და შვი­ლის ტუ­ჩებ­ში კოც­ნა უცოდ­ვე­ლი ჟეს­ტია, მაგ­რამ როცა პა­ტა­რა სხვა ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც იგი­ვეს იმე­ო­რებს, ის ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ქმე­დე­ბის ინ­ტი­მუ­რო­ბას და და­უც­ვე­ლია.

ფსი­ქო­ლო­გი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს მშობ­ლებს, რომ ბავ­შვს მხო­ლოდ ლო­ყა­ზე, ან შუბ­ლზე აკო­ცონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

რა საჭიროა ტუჩებზე კოცნა თავზეც მშვენივრად ვკოცნი

მანო
0

ვეთანხმები ფსიქოლოგს ყველაფერი მართალია 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

ამბობენ, რომ მშობლისა და შვილის სიყვარული უპირობო და ყველაზე სუფთა რამაა ამქვეყნად. სიყვარულს მშობლები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ზოგიერთი კი თავის პატარას ტუჩებშიც ჰკოცნის, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ყოველივე ბავშვისთვის? ამ თემაზე ხშირად წააწყდებით დისკუსიას დედების ჯგუფებში, თუმცა საერთო აზრამდე, ცხადია, ვერ მიდიან.

ალბათ, "ინსტაგრამზეც" გინახავთ როგორც კოცნიან ტუჩებში პოპულარული ადამიანები თავიანთ შვილებს. მათ შორის არიან დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები.

როგორც ბავშვთა ამერიკელი ფსიქოლოგი, შარლოტა რეზნიკი ამბობს, ბავშვის ტუჩებში კოცნა სულაც არ არის კარგი იდეა. შარლოტა განმარტავს, თუ რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში:

ეს შეიძლება არღვევდეს ბავშვის პირად სივრცეს, მის საზღვრებს - როდესაც ბავშვს ტუჩებში ჰკოცნით, ამით მას უჩნდება განცდა, რომ შეიძლება ტუჩებში სხვებმაც აკოცონ და რომ ეს ნორმა, ჩვეულებრივი ამბავია. მომავალში, ზრდასრულ ასაკში ასეთ ბავშვებს უჭირთ „არას“ თქმა, თვლიან, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვთ მათი შეხების, მათი საზღვრების დარღვევის უფლება. ასეთ ბავშვებს ზრდასრულ ასაკში უჭირთ პირადი სივრცის დაცვა.

თუ შვილს ტუჩებში ჰკოცნით, ეს არაჰიგიენურია და მის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებთ - სტომატოლოგები, ამბობენ, რომ პირში უამრავი მიკრობია, რომელიც შეიძლება ზრდასრულისთვის სახიფათო არ იყოს, თუმცა სახიფათოა მოზარდისთვის და სანამ ბავშვის იმუნური სისტემა განვითარების პროცესშია და სუსტია, ტუჩებში კოცნა ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. შარლოტა რეზნიკის თქმით, შესაძლოა, პატარას ორგანიზმში მშობლის პირის ღრუდან სახიფათო ინფექციები მოხვდეს.

ბავშვმა შეიძლება სხვა ადამიანებსაც აკოცოს ტუჩებში სიმპათიის გამოსახატად - ფსიქოლოგის თქმით, საერთოდ, ბავშვი საზოგადოებაში ისე იქცევა, როგორც სახლში, მშობლისგან სწავლობს. ის მშობლისგან ყველაფერს ისრუტავს. ამიტომ, თუ ტუჩებში ჰკოცნით, დიდი ალბათობით, სხვა ბავშვებს, ან ზრდასრულებს სიმპათიის გამოხატვის ნიშნად, ტუჩებში აკოცებს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მშობლისა და შვილის ტუჩებში კოცნა უცოდველი ჟესტია, მაგრამ როცა პატარა სხვა ადამიანებთანაც იგივეს იმეორებს, ის ვერ აცნობიერებს ქმედების ინტიმურობას და დაუცველია.

ფსიქოლოგი რეკომენდაციას უწევს მშობლებს, რომ ბავშვს მხოლოდ ლოყაზე, ან შუბლზე აკოცონ.