სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ ცოცხლად... ჩვენ კი ძალიან გვიან ვიღებთ ხმას" - რას წერს გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძეზე
"მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ ცოცხლად... ჩვენ კი ძალიან გვიან ვიღებთ ხმას" - რას წერს გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძეზე

სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია გარ­დაც­ვლი­ლი რე­ჟი­სო­რის, ზაზა ურუ­შა­ძის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს წერს.

კა­ლან­დი­ას თქმით, ახალ­გაზ­რდა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი მო­შურ­ნე­ებ­მა შე­ი­წი­რეს, მის და­სა­ცა­ვად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

"რომ არ და­მე­წე­რა არ შე­მეძ­ლო! გუ­შინ სა­ღა­მოს ზაზა ურუ­შა­ძის პა­ნაშ­ვიდ­ზე ვი­ყა­ვი - ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სუ­რი კორ­პუ­სი, გაც­ვე­თი­ლი ლა­მი­ნა­ტი, გა­უ­რე­მონ­ტე­ბე­ლი კედ­ლე­ბი, იმ სევ­დი­ან ატ­მოს­ფე­როს კი­დევ უფრო მძი­მეს ხდი­და ის მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ღა­რი­ბი გა­რე­მო, რო­მელ­შიც ამ გა­მორ­ჩე­ულ­მა ადა­მი­ან­მა იცხოვ­რა...

დიახ, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, "ოს­კარ­ზე" და "ოქ­როს გლო­ბუს­ზე" ნო­მი­ნი­რე­ბულ კაცს ჭა­მენ და გლე­ჯენ ცო­ცხლად ისი­ნი, ვი­საც კო­ლექ­ტი­უ­რი სა­ხე­ლი „კოლ­ტი“ და „ქაჯ­თა რემა“ შე­გიძ­ლია უწო­დო. ჩვენ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა (თუ კი ვართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა) მხო­ლოდ მა­შინ ვი­ღებთ ხმას, როცა ძა­ლი­ან გვი­ა­ნია, როცა ჩვე­ნი ვიშ­ვი­ში და მოთ­ქმა მხო­ლოდ ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბია!

არა­სო­დეს, არა­სო­დეს შეგ­ვწევს უნა­რი შე­ვა­ჩე­როთ ეს „კო­ლექ­ტი­უ­რი კოლ­ტი“ და „ქაჯ­თა რემა“ და ვუ­თხრათ „არა“, არა ღვარ­ძლის­თვის, ტა­ლა­ხის­თვის, ბუ­ლინ­გის­თვის!

მახ­სენ­დე­ბა ერთი შემ­თხვე­ვა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე დავ­დე ჩემს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში და­ცულ გვირ­გვი­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ზე და ამა­ვე გვერ­დის მომ­ხმა­რე­ბელს ჩემი ფილ­მის ყუ­რე­ბა მო­ვუ­წო­დე, უცებ ერთი ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ძმის­შვი­ლი თუ დის­შვი­ლი „გა­მოხ­ტა“ და მო­მი­წო­და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის არ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა მუ­ზე­უ­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი, ჰოდა და­ი­წყო... ატყდა ვა­ი­უშ­ვე­ლე­ბე­ლი, ლან­ძღვა, გი­ნე­ბა, ბუ­ლინ­გი და ა.შ. ვუცქერ­დი ამ ვა­კხა­ნა­ლი­ას და ვხდე­ბო­დი რომ ამ „კო­ლექ­ტი­ურ კოლტსა“ და „ქაჯ­თა რე­მას“ ძა­ლუძს უბ­რა­ლოდ მოგ­კლას, ან მი­ნი­მუმ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა შეგ­ძი­ნოს!

და მა­შინ სა­კუ­თარ თავს მტკი­ცედ ვუ­თხა­რი რომ ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას მათ არა­სო­დეს მი­ვა­ნი­ჭებ­დი, მათ გამო არა­სო­დეს ავიშ­ლი­დი ნერ­ვებს....

დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა იყო მტკი­ცე ვი­თარ­ცა რკი­ნა და „უში­ში ვი­თარ­ცა უხორ­ცო“, რად­გან როცა უსა­ფუძ­ვლოდ გლან­ძღა­ვენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ისუ­სე­ბი­ან, ან სე­ირს უყუ­რე­ბენ, ან სუ­ლაც ხა­ლი­სო­ბენ, უმე­ტე­სო­ბას თა­ვის ატ­კი­ე­ბა არ სურს და არც შა­რი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბას ლა­მობს.

ჰოდა, იზ­რდე­ბა და ფუვ­დე­ბა ეს კო­ლექ­ტი­უ­რი კოლ­ტი და ქაჯ­თა რემა, ასე­ვე ყვა­ვი­ან და ხა­ლი­სო­ბენ ისი­ნი, ვინც წარ­მო­ად­გე­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი კლა­ნებს, საძ­მო­ებს, ჯიგ­რულ სა­და­ქა­ლო-საძ­მა­კა­ცო­ებს. ღმერ­თმა არ ქნას მათ რა­ი­მე გა­დაც­დო­მა­ზე, და­ნა­შა­ულ­ზე ან ხარ­ვეზ­ზე მი­უ­თი­თო, მა­შინ­ვე და­გე­სე­ვა მთე­ლი კლა­ნი, რემა და კოლ­ტი. შენ კი ინ­დი­ვი­დი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ხარ, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და ჯა­ფით, პატ­რო­ნე­ბი­სა და მფარ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე გზა გა­იკ­ვლიე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ენ­დო­ბი, თუმ­ცა ბო­ლოს ხვდე­ბი რომ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ და­სა­მარ­და, როცა ილი­ამ „ყვე­ლას მუნ­ჯი და ყვე­ლას უტყვი“ უწო­და!

ძვირ­ფა­სო ზაზა, შენ­თან ერ­თად დავ­ტი­რი ჩვენს გარ­დაც­ვლილ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­მაც სა­უ­ბე­დუ­როდ სა­კუ­თა­რი სა­უ­კე­თე­სო შვი­ლე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა, მოვ­ლა და უბ­რა­ლოდ და­ფა­სე­ბა არ იცის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის კი­ნო­სად­მი მი­ძღვნი­ლი არ­ქივ­თა აღ­წე­რი­ლო­ბის მე-9 ტომი შენ ხსოვ­ნას მი­ვუ­ძღვე­ნით, ნიშ­ნად იმი­სა, რომ ამ ბედ­რკულ ქვე­ყა­ნა­ში, ჯერ კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი, რო­მელ­საც სიკ­ვდი­ლი არ სურ­და და ჯან­სა­ღი სი­ცო­ცხლი­სა­კენ მი­ის­წრა­ფო­და... მა­რად შენი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია" - წერს კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი.

რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე 7 დე­კემ­ბერს, 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გული სა­ხელ­დე­ბა. ზაზა ურუ­შა­ძე ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც შე­უძ­ლოდ გახ­და, ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯფუფ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო...

ზაზა ურუ­შა­ძე დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რია ფილ­მე­ბისა: "მათ­თვის, ვინც მა­მამ მი­ა­ტო­ვა" (1989), "აქ თენ­დე­ბა" (1998), "სამი სახ­ლი" (2008), "დარ­ჩი ჩემ­თან" (2011), "ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბა" (2012), "მან­და­რი­ნე­ბი" (2013); გა­და­ღე­ბუ­ლია ფილმში: "მე მო­ვე­დი" (1981).

რე­ჟი­სორს 12 დე­კემ­ბერს, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაიტანეთ გრენლანდია
7

ყველაფერში დავეთანხმებოდი კალანდიას ერთი "უმნიშვნელო" დეტალი რომ არა. როდესაც ადამიანებზე ლაპარაკობ ვინც ურუშაძეს დევნიდა და ავიწროვებდა (ამაზე კი უკვე ყველა საუბრობს) გვარები და სახელებიც უნდა თქვა. სხვანაირად სწორედაც იმ უპრინციპო კონფორმისტების რიგში ხარ, "თავის ატკივება" რომ არ უნდათ

muamar kadafi
24

ისინი, ვინც ეს დიდი პიროვნება შეიწირა, ახლა ქუჩის საპროტესტო აქციებიდან დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს გვასწავლიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ ცოცხლად... ჩვენ კი ძალიან გვიან ვიღებთ ხმას" - რას წერს გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძეზე

"მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ ცოცხლად... ჩვენ კი ძალიან გვიან ვიღებთ ხმას" - რას წერს გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძეზე

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია გარდაცვლილი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის შესახებ ემოციურ პოსტს წერს.

კალანდიას თქმით, ახალგაზრდა, წარმატებული რეჟისორი მოშურნეებმა შეიწირეს, მის დასაცავად კი საზოგადოებამ არაფერი გააკეთა.

"რომ არ დამეწერა არ შემეძლო! გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი - ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა...

დიახ, მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" და "ოქროს გლობუსზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო. ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას, როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვიში და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია!

არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის!

მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემს მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე, უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, ჰოდა დაიწყო... ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს!

და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს....

დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე ვითარცა რკინა და „უშიში ვითარცა უხორცო“, რადგან როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს.

ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა!

ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენ ხსოვნას მივუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედრკულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ მიისწრაფოდა... მარად შენი მეგობარი გიორგი კალანდია" - წერს კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 7 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გული სახელდება. ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯფუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო...

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).

რეჟისორს 12 დეკემბერს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

"ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა... ზუსტად 12 წლის შემდეგ, მეც მივდივარ პოლიტიკური ველიდან" - რას წერს ლუკა კურტანიძე

"ინგლისში, ეს ტაძარი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა... ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!" - ბიძინა კულუმბეგოვის პოსტი და მწვავე გამოხმაურება კომენტარებში

ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"