კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები
ვინ არიან ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები

ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში, ბაგ­რა­მის ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­სთან მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­შავ­დნენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორმა თავ­დამ­სხმელ­მა ბა­ზის სამ­ხრეთ შე­სას­ვლელ­თან მდე­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტთან, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი აა­ფეთ­ქა, ხუთ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა კი - ცე­ცხლი გახ­სნა.

„რო­ი­ტერ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია 1 და და­შა­ვე­ბუ­ლია 60-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ავ­ღა­ნეთ­ში ნატო-ს მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თავ­დას­ხმა სწრა­ფად შე­ა­ჩე­რეს და მო­ი­გე­რი­ეს“.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფის 5 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­შავ­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მსუ­ბუ­ქად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლი.

რი­გი­თი: ილია თა­ყა­ძე

"მე-12 ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის, კაპ­რა­ლე­ბის: გოჩა მუ­რა­დაშ­ვი­ლის, სოსო კვი­ნი­კა­ძის და რო­მან გი­უ­ნაშ­ვი­ლის, რი­გი­თი ილია თა­ყა­ძის და უფ­რო­სი სერ­ჟან­ტის და­ვით ბა­ხუ­რა­უ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სა­ჭი­რო არ გამ­ხდა­რა.

კაპ­რა­ლი: სოსო კვი­ნი­კა­ძე

მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ტე­რო­რის­ტე­ბის წმენ­დი­სა და სა­ლიკ­ვი­და­ციო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კო­ა­ლი­ცი­ურ ძა­ლებ­თან ერ­თად“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

კაპ­რა­ლი: გოჩა მუ­რა­დაშ­ვი­ლი

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი გა­და­სუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. სი­ტუ­ა­ცი­ურ ოთახ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია იმ­ყო­ფე­ბი­ან და პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე-12 ბა­ტა­ლი­ო­ნი „მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის“ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ას ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე ნო­ემ­ბრი­დან ას­რუ­ლებს.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არც ერთ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ აუ­ღია, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ორი დაჯ­გუ­ფე­ბა - "თა­ლი­ბა­ნი" და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" მოქ­მე­დებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა-შ
1

ღმერთო, ყველა ჯარისკაცი მშვიდობით დაუბრუნე ოჯახებს!

ნუნუკა
1

მადლობა ღმერთს, რომ გადარჩნენ. ჯანმრთელობას და მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ ყველას.

ავტორი:

ვინ არიან ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები

ვინ არიან ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის ამერიკულ სამხედრო ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად ქართველი სამხედროები დაშავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა თავდამსხმელმა ბაზის სამხრეთ შესასვლელთან მდებარე სამედიცინო პუნქტთან, ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა, ხუთმა შეიარაღებულმა პირმა კი - ცეცხლი გახსნა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავღანეთის ხელისუფლებასა და ნატო-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ავღანეთში ნატო-ს მისიის ინფორმაციით, „თავდასხმა სწრაფად შეაჩერეს და მოიგერიეს“.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეები მსუბუქად არიან დაშავებული.

რიგითი: ილია თაყაძე

"მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების: გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

კაპრალი: სოსო კვინიკაძე

მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კაპრალი: გოჩა მურადაშვილი

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

ჯერჯერობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიებზე ორი დაჯგუფება - "თალიბანი" და "ისლამური სახელმწიფო" მოქმედებს.

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო