სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

1 აშშ დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.9089 ლარი გახ­და. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, დღე­ვან­დე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 2.9089 ლარი შე­ად­გი­ნა. კურ­სი, რო­მე­ლიც დღეს მოქ­მე­დებ­და, 2.9446 ლარი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, დო­ლა­რის ცვლი­ლე­ბამ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას­თან მი­მარ­თე­ბა­ში 0.0357 შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­როს, მისი კურ­სი 3.2210 ლა­რია. მა­შინ, როცა დღეს მოქ­მე­დი კურ­სი 3.2606 ლარს შე­ად­გენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ევ­როს ცვლი­ლე­ბამ 0.0396 ლარი შე­ად­გი­ნა.

დღე­ვან­დე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი კურ­სე­ბი ძა­ლა­ში ხვალ შევა.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს და მთავ­რო­ბას სატ­რა­ბა­ხო არა­ფე­რი აქვს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ფი­ნან­სის­ტი ზვი­ად ხორ­გუ­აშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ლა­რის გამ­ყა­რე­ბა მთავ­რო­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია.

რო­გორც ხორ­გუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, მთავ­რო­ბას ლა­რის გა­სამ­ყა­რებ­ლად ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯიც არ გა­და­უდ­გამს.

“იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუს­ტი ვა­ლუ­ტა გვაქვს, ლა­რის კურსს ახა­სი­ა­თებს მკვეთ­რი რყე­ვე­ბი. გამ­ყა­რე­ბა და­დე­ბი­თი მო­მენ­ტია, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია ამის მი­ზე­ზებ­ზე ვიმ­სჯე­ლოთ გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის გა­რე­შე. გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა კი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო სუ­რათს გვაძ­ლევს. ბოლო წლის განმვლო­ბა­ში ლა­რის კურ­სი მკვეთ­რად გა­უ­ფა­სურ­და. ბევ­რჯერ გვი­ნა­ხავს მთავ­რო­ბის მხრი­დან ტრა­ბა­ხი, რო­დე­საც ლარი მცი­რე­დით გამ­ყარ­დე­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ ისიც გვი­ნა­ხავს, არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად რომ გა­უ­ფა­სურ­დე­ბა ლარი და მომ­ხდა­რა სხვა ფაქ­ტო­რებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა. როცა ლარი მყარ­დე­ბა, სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ მათი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია, ხოლო ყო­ველ სხვა ჯერ­ზე, როცა ვა­ლუ­ტა უფა­სურ­დე­ბა, ამას სხვა რა­მეს აბ­რა­ლე­ბენ.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს და მთავ­რო­ბას სატ­რა­ბა­ხო არა­ფე­რი აქვს არც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და არც გრძელ­ვა­დი­ა­ნი თვალ­საზ­რი­სით. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათი გა­დად­გმუ­ლი არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი არ არის ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის, რო­მე­ლიც კურსს გა­ამ­ყა­რებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ აქვთ ტრა­ბა­ხის სა­ფუძ­ვე­ლი ორი მი­ზე­ზის გამო: ეკო­ნო­მი­კის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი თვალ­საზ­რი­სით კურ­სის შე­ფა­სე­ბა არას­წო­რია. ლა­რის კურ­სის მოკ­ლე­ვა­დი­ან გამ­ყა­რე­ბა­ში იმე­დის სა­ფუძ­ველს ვერ ვხე­დავ. უნდა და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და კურსს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­ვაკ­ვირ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და ხორ­გუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ხორ­გუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თუ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას შევ­ხე­დავთ, არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი მსხვი­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კას სტი­მულს მის­ცემ­და გარ­და მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის რე­ფორ­მი­სა, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ნა­წი­ლობ­რივ გან­ხორ­ცი­ელ­და.

„კუ­რი­სის გამ­ყა­რე­ბა­სა და გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე მოქ­მე­დებს დო­ლა­რის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დი­ნე­ბა. რი­ცხვე­ბი რომ ვნა­ხოთ, მარ­თლა სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. 2018 წელს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი 35%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი და 2019 წელ­საც მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მთავ­რო­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კა არას­წო­რია. იმა­ზე ტრა­ბა­ხი, რომ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კამ მიგ­ვიყ­ვა­ნა ლა­რის რამ­დე­ნი­მე თეთ­რით გამ­ყა­რე­ბამ­დე, ეს არის მო­სახ­ლე­ობს და­ცინ­ვა. თუ მთავ­რო­ბა დაგ­ვი­სა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რა­მაც ლა­რის გამ­ყა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, მა­შინ მსჯე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ეს სწო­რი პო­ლი­ტი­კა არის თუ არა. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მთავ­რო­ბა ამ მი­ზე­ზებს ვერ ასა­ხე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ხორ­გუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალი
5

ამ "ექსპერტების" მოსაწონი ხომ არაფერი ხდება ქვეყანაში!

ალექს
1

საინვესტიციო პოლიტიკა უდრის სახელმწიფო პოლიტიკური მოწყობისა და საგადასახადო ,ადმინისტრაციული და სამართლის სისტემის წარმოებულს და ინტეგრირდება იმპორტი უდრის სამ ექსპორტს ტოლობასთან ! ამოხსნა ერთია: საქრთველო მინუს ნაცქოცმოქკავშირი(ადრეული კომკავშირი, იაგივე კომპარტია და ბოლშევიკები) სატელიტებიანად უდრის საყოველთაო კეთილდღეობას!უნდა ახლა ამას კომაროვი ?არა ! მიხვიდე უნდა საარჩევნო ყუთთან,თუ არ დგას ,დაადგმევინე და ხმა აღარ მისცე ნაცქოცმოქკავშირს და სატელიტებს!

ავტორი:

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9089 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0357 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2210 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2606 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0396 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას სატრაბახო არაფერი აქვს, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლარის გამყარება მთავრობის კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

როგორც ხორგუაშვილი ამბობს, მთავრობას ლარის გასამყარებლად ერთი კონკრეტული ნაბიჯიც არ გადაუდგამს.

“იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სუსტი ვალუტა გვაქვს, ლარის კურსს ახასიათებს მკვეთრი რყევები. გამყარება დადებითი მომენტია, მაგრამ შეუძლებელია ამის მიზეზებზე ვიმსჯელოთ გრძელვადიან პერიოდზე დაკვირვების გარეშე. გრძელვადიან პერიოდზე დაკვირვება კი სრულიად საპირისპირო სურათს გვაძლევს. ბოლო წლის განმვლობაში ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. ბევრჯერ გვინახავს მთავრობის მხრიდან ტრაბახი, როდესაც ლარი მცირედით გამყარდება, მაგრამ შემდეგ ისიც გვინახავს, არასწორი პოლიტიკის შედეგად რომ გაუფასურდება ლარი და მომხდარა სხვა ფაქტორებზე გადაბრალება. როცა ლარი მყარდება, საუბრობენ იმაზე, რომ მათი პოლიტიკის შედეგია, ხოლო ყოველ სხვა ჯერზე, როცა ვალუტა უფასურდება, ამას სხვა რამეს აბრალებენ.

ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას სატრაბახო არაფერი აქვს არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი თვალსაზრისით. იქედან გამომდინარე, რომ მათი გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ არის ისეთი მნიშვნელობის, რომელიც კურსს გაამყარებდა. შესაბამისად, მათ არ აქვთ ტრაბახის საფუძველი ორი მიზეზის გამო: ეკონომიკის მასტიმულირებელი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და მოკლევადიანი თვალსაზრისით კურსის შეფასება არასწორია. ლარის კურსის მოკლევადიან გამყარებაში იმედის საფუძველს ვერ ვხედავ. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და კურსს გრძელვადიან პერსპექტივაში დავაკვირდეთ“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.

ამასთან, ხორგუაშვილი ამბობს, რომ თუ მთავრობის პოლიტიკას შევხედავთ, არ არსებობს არცერთი მსხვილი ნაბიჯი, რომელიც ეკონომიკას სტიმულს მისცემდა გარდა მოგების გადასახადის რეფორმისა, რომელიც, მისივე შეფასებით, ნაწილობრივ განხორციელდა.

„კურისის გამყარებასა და გაუფასურებაზე მოქმედებს დოლარის ქვეყანაში შემოდინება. რიცხვები რომ ვნახოთ, მართლა საგანგაშო მდგომარეობაა. 2018 წელს ინვესტიციები 35%-ით არის შემცირებული და 2019 წელსაც მკვეთრი შემცირება გრძელდება. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა არასწორია. იმაზე ტრაბახი, რომ მთავრობის პოლიტიკამ მიგვიყვანა ლარის რამდენიმე თეთრით გამყარებამდე, ეს არის მოსახლეობს დაცინვა. თუ მთავრობა დაგვისახელებს კონკრეტულ მიმართულებას, რამაც ლარის გამყარება გამოიწვია, მაშინ მსჯელობა შეიძლება ეს სწორი პოლიტიკა არის თუ არა. მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობა ამ მიზეზებს ვერ ასახელებს“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.

10 მოცემულობა, რაც ლარს აუფასურებს - ეკონომისტის ანალიზი

1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2537 ლარი გახდა - ხვალ ეროვნული ბანკი 40 მილიონი დოლარის გაყიდვას გეგმავს

5 პროდუქტი, რასაც ვყიდით რუსეთში - ასევე ნახეთ, რას ვყიდულობთ რუსეთისგან