სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალების ხელფასი ბიზნეს სექტორში, კაცების ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია - დასაქმებისა და ანაზღაურების უახლესი სტატისტიკა
ქალების ხელფასი ბიზნეს სექტორში, კაცების ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია - დასაქმებისა და ანაზღაურების უახლესი სტატისტიკა

“საქსტა­ტის” მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წლის III კვარ­ტალ­ში ქა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში 979.8 ლა­რია, რაც 577 ლა­რით ნაკ­ლე­ბია კა­ცე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფას­ზე, რო­მე­ლიც 1557.2 ლარს შე­ად­გენს.

“საქსტა­ტი” სა­წარ­მო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2019 წლის III კვარ­ტალ­ში და­საქ­მე­ბულ­თა მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 64%-ს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი ასაქ­მებს. კერ­ძოდ, 36.3 პრო­ცენ­ტი მსხვილ ბიზ­ნეს­ზე მო­დის, 22.2 პრო­ცენ­ტი - სა­შუ­ა­ლო­ზე, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი 41.5 პრო­ცენ­ტი - მცი­რე ბიზ­ნეს­ზე.

და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა 696.0 ათა­სი კა­ცით გა­ნი­სა­ზღვრა, რაც გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელს 4.6 პრო­ცენ­ტით აღე­მა­ტე­ბა. და­საქ­მე­ბულ­თა მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბი­დან 40.9 პრო­ცენ­ტი ქა­ლია, ხოლო 59.1 პრო­ცენ­ტი - კაცი.

და­ქი­რა­ვე­ბულ­თა მთლი­ან­მა რა­ო­დე­ნო­ბამ 652.2 ათა­სი კაცი შე­ად­გი­ნა (გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით - 3.9 პრო­ცენ­ტით მეტი). სა­წარ­მო­თა მთლი­ა­ნი და­ნა­ხარ­ჯე­ბი პერ­სო­ნალ­ზე - 2 632.6 მლნ. ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა (გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 16.9 პრო­ცენ­ტით მეტი). 2019 წლის III კვარ­ტალ­ში სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში 1 316.2 ლარს გა­უ­ტოლ­და (გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია 129.5 ლა­რით), მათ შო­რის ქა­ლე­ბის ხელ­ფას­მა შე­ად­გი­ნა - 979.8 ლარი (გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და 87.2 ლა­რით). სა­წარ­მო­თა ზო­მის მი­ხედ­ვით სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი შემ­დეგ­ნა­ი­რია: მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი – 1 281.1 ლარი, სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი – 1 463.6 ლარი, მცი­რე ბიზ­ნე­სი – 1 260.2 ლარი.

ამას­თან, 2019 წლის III კვარ­ტალ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში ვაჭ­რო­ბის (სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა; ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და მო­ტო­ციკ­ლე­ბის რე­მონ­ტი), და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის დარ­გე­ბი ლი­დე­რო­ბენ (შე­სა­ბა­მი­სად 26.2 პრო­ცენ­ტი, 12.9 პრო­ცენ­ტი და 10.3 პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლე­ბით). თუმ­ცა, სტრუქ­ტუ­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წილი მო­დის ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის (10.3 პრო­ცენ­ტი), ტრან­სპორ­ტი­სა და და­სა­წყო­ბე­ბის (8.1 პრო­ცენ­ტი) და გან­თავ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის დარ­გის სა­წარ­მო­ებ­ზეც (5.8 პრო­ცენ­ტი).

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

სადაც მიმუშავია ქალებს ყოველთვის ჩემზე მეტი ქონდათ ხელფასი ერთი და იგივე პოზიციაზე.

XXX
0

რაოო 1557,2 ლარიი, კარგით რა სირცხვილია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქალების ხელფასი ბიზნეს სექტორში, კაცების ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია - დასაქმებისა და ანაზღაურების უახლესი სტატისტიკა

ქალების ხელფასი ბიზნეს სექტორში, კაცების ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია - დასაქმებისა და ანაზღაურების უახლესი სტატისტიკა

“საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 979.8 ლარია, რაც 577 ლარით ნაკლებია კაცების საშუალო ხელფასზე, რომელიც 1557.2 ლარს შეადგენს.

“საქსტატი” საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 64%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს. კერძოდ, 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3.9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 632.6 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მეტი). 2019 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 316.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 129.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 979.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 87.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი.

ამასთან, 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.9 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.3 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.8 პროცენტი).

"შეთანხმებას მივაღწიეთ" - კახა კალაძის კომენტარი იმის შესახებ, გაძვირდება თუ არა "მარშრუტკებით" მგზავრობა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"