საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?

ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის ნა­წილს, ალ­ბათ, ჰქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა მა­ღა­ზი­ა­ში რა­ი­მე ნივ­თი ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვის გა­რე­შე და­ა­ზი­ა­ნა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ბრა­ლი არ იყო, სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მო­უხ­და.

ხში­რია ისე­თი ფაქ­ტე­ბიც, როცა მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი არა მომ­ხმა­რე­ბელს, არა­მედ კონ­სულ­ტან­ტებს ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას მა­შინ, როცა მათი ბრა­ლი არ იკ­ვე­თე­ბა.

მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უყ­ვე­ბი­ან:

თა­მარ არ­ვე­ლა­ძე: "ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში 2 წლის შვილ­თან ერ­თად შე­ვე­დი. სა­ნამ კონ­სულ­ტანტს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, ბავ­შვმა თა­რო­დან საჭ­მლის ბოთ­ლი გად­მო­აგ­დო და გა­ტე­ხა. და­ახ­ლო­ე­ბით, 8 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის იყო და თან­ხა გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. არ მი­ფიქ­რია, რომ არ უნდა გა­და­მე­ხა­და, თუმ­ცა ხომ შე­იძ­ლე­ბო­და იმ წუ­თას ფული არ მქო­ნო­და?! რა უნდა მექ­ნა?! ეს ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­იჩ­ნია ყვე­ლამ, კონ­სულ­ტან­ტებ­მა, მე­ნე­ჯერ­მა.“

მა­რი­ამ წე­რო­ძე: "ჭურ­ჭლის მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ვიწ­რო იყო, ვა­ზას გა­მო­ვე­დე, და­იმ­სხვრა და თან­ხა გა­და­ვი­ხა­დე. კი­დევ კარ­გი, ძვი­რი არ ღირ­და. მე­ნე­ჯე­რი გა­მო­ვი­და და მი­თხრა, რომ მე არ გა­და­მე­ხა­და, კონ­სულ­ტან­ტი გა­და­იხ­დის თან­ხა­სო.

ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და ის გოგო, მისი ბრა­ლი არა­ფე­რი არ იყო. მა­ღა­ზია ვიწ­რო იყო ისე­დაც და სხვაგ­ვა­რად ვერ და­დებ­და. ბევ­რი აღარ ვი­ჩხუ­ბე და გა­და­ვი­ხა­დე, თუმ­ცა ვთვლი, რომ არ ვი­ყა­ვი დამ­ნა­შა­ვე. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან არც მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბია და­ცუ­ლი და არც და­საქ­მე­ბუ­ლის".

თეა ბეჟა­ნი­ძე: "ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ღვი­ნის ბოთ­ლი გა­მი­ტყდა. არ ვიცი რო­გორ გა­მო­ვე­დე. მო­ვი­და მე­ნე­ჯე­რი, ამო­ი­ღეს კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი და მი­იჩ­ნი­ეს, რომ ჩემი ბრა­ლი არ იყო. მე­ნე­ჯე­რი მე­უბ­ნე­ბა, თქვენ არ უნდა გა­და­ი­ხა­დოთ, კონ­სულ­ტან­ტი გა­და­იხ­დის, ბოთ­ლი წინ იყო გა­მო­წე­უ­ლიო, არას­წო­რად იდოო. არ ვიცი, მე იმ კონ­სულ­ტან­ტსაც ვერ და­ვაბ­რა­ლებ, ბოთ­ლე­ბი იქ სულ ეგრე დევს. გავ­გიჟ­დი კი­ნა­ღამ, რას ნიშ­ნავს კონ­სულ­ტან­ტი გა­და­იხ­დის, ისე­დაც რა ხელ­ფა­სებ­ზე მუ­შა­ო­ბენ­მეთ­ქი.სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­ვი­ხა­დე მე“.

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, ვახ­ტანგ კო­ბა­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ თუ მა­ღა­ზი­ა­ში ისეა გან­თავ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, რომ შე­საძ­ლოა, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ის შემ­თხვე­ვით და­ა­ზი­ა­ნოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­სუფ­ლდე­ბა გა­და­სა­ხა­დის­გან და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სა­სა­მარ­თლო­ში და­ვაც შე­უძ­ლია:

"თუ ნივ­თი მომ­ხმა­რებ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბით და­ზი­ან­და, რა თქმა უნდა, მან ეს უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს, მაგ­რამ თუ თვლის, რომ მისი ბრა­ლი არ იყო, შე­უძ­ლია, არ გა­და­ი­ხა­დოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე­წარ­მემ სა­სა­მარ­თლო­ში უნდა და­ამ­ტკი­ცოს მომ­ხმა­რებ­ლის ბრა­ლი. ბრა­ლის, ასე­ვე უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ორი­ვე მხა­რეს უნდა ჰქონ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონს, არ არის დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რი­ლი, რა შემ­თხვე­ვა­ში და­ე­კის­რე­ბა სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მომ­ხმა­რე­ბელს და რა შემ­თხვე­ვა­ში - არა. მაგ­რამ ზო­გა­დად, თუ გან­ზრახ, ან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით და­ზი­ან­და ნივ­თი, ზა­რა­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, თუ რო­გორ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ებ­ში პრო­დუქ­ტი, ნივ­თე­ბი, ანუ ისე უნდა იყოს გან­ლა­გე­ბუ­ლი, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა შემ­თხვე­ვით ვერ და­ა­ზი­ა­ნოს

თუკი ეს პი­რო­ბა არ არის და­ცუ­ლი, მა­შინ მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან და ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია იდა­ვოს" - ამ­ბობს კო­ბა­ლა­ძე.

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მე­წარ­მე, მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე მომ­ხმა­რებ­ლის მიერ ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას კონ­სულ­ტანტს ავალ­დე­ბუ­ლებს.

რო­გორც "სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლის" იუ­რის­ტი, და­ვით ომ­სა­რაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, ეს და­საქ­მე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა.

"რო­დე­საც და­საქ­მე­ბუ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა და მას თან­ხის გა­დახ­დას ავალ­დე­ბუ­ლებ, ჯა­რი­მას აკის­რებ, ცალ­სა­ხად არას­წო­რია. რა თქმა უნდა, ეს არის შრო­მის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა.

პირ­ველ რიგ­ში, რო­დე­საც რა­ღაც სან­ქცია წეს­დე­ბა, უნდა გა­აფრ­თხი­ლონ კონ­სულ­ტან­ტი, უნდა გა­მო­ი­ცეს რა­ღაც შიდა დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც აეხ­სნე­ბა, თუ რა სან­ქცია დად­გა მის მი­მართ. სან­ქცი­ის და­კის­რე­ბამ­დე დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია მო­უს­მი­ნოს და­საქ­მე­ბულს და ჩა­მო­არ­თვას ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა და­საქ­მე­ბულს, რომ თავი იმარ­თლოს.

თუ ეს შე­დეგს ვერ მო­ი­ტანს, მა­შინ და­საქ­მე­ბულს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ა­სა­ჩივ­როს სა­სა­მარ­თლო­ში ნე­ბის­მი­ე­რი სან­ქცია. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და­საქ­მე­ბუ­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სამ­სა­ხუ­რი­დან და მხო­ლოდ მას შემ­დეგ წა­ვი­დეს სა­სა­მარ­თლო­ში.

და­საქ­მე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს, მო­ი­თხო­ვოს დამ­საქ­მებ­ლის­გან ინ­ფორ­მა­ცია და ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტა­ცია რის სა­ფუძ­ველ­ზეც მას თან­ხის გა­დახ­და, ან ესა თუ ის სან­ქცია და­ე­კის­რა და თუ არ ეთან­ხმე­ბა, შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს.

შრო­მის კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს და­საქ­მე­ბულ­სა და დამ­საქ­მე­ბელს შო­რის წა­მოჭ­რილ და­ვას - ერთი შემ­თხვე­ვა არის, რო­დე­საც საქ­მე გვაქვს კერ­ძო და­ვას­თან, ანუ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი და­საქ­მე­ბუ­ლი ედა­ვე­ბა დამ­საქ­მე­ბელს და ამას­თა­ნა­ვე, არ­სე­ბობს კო­ლექ­ტი­უ­რი დავა, რაც ნიშ­ნავს შემ­დეგს: და­საქ­მე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნიტრს მის­წე­რონ (ეს არ არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი) და მო­ი­თხო­ვონ მე­დი­ა­ცია. ასეთ დროს სა­მი­ნის­ტრო კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტზე მე­დი­ა­ტორს ავ­ლენს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, რომ დავა მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით მო­აგ­ვა­როს. თუ ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბას არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ აქვს, მა­შინ და­საქ­მე­ბუ­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ, გა­ი­ფიც­ნონ.

თვი­თონ დამ­საქ­მებ­ლე­ბი ხში­რად მო­რა­ლუ­რად ზე­მოქ­მე­დე­ბენ და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე, უწო­დე­ბენ ინ­ტრი­განს და ა.შ. ცდი­ლო­ბენ, რომ კუ­ლუ­ა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ ფონს, რაც არას­წო­რია. რო­გორც კი და­საქ­მე­ბუ­ლი და­ი­წყებს მის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მი­მარ­თავს დამ­საქ­მე­ბელს, ის უფრო მო­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, ამი­ტომ სჯობს, რომ და­საქ­მე­ბულ­მა დავა ყო­ველ­თვის გა­ა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­როს“, - ამ­ბობს და­ვით ომ­სა­რაშ­ვი­ლი.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა და ეს პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს აწუ­ხებს. მა­გა­ლი­თად, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, თუ ხან­ძრის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი­ზა­ცია ჩა­ირ­თო და ამ დროს სიჩ­ქა­რე­ში რა­ი­მეს წა­მო­ე­დე, და­ა­ზი­ა­ნე, ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გე­კის­რე­ბა.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში თუ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივთს და­ა­ზი­ა­ნებთ, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში გაძ­ლევთ კა­ნო­ნი უფ­ლე­ბას, რომ იდა­ვოთ თქვენს ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე, ხოლო ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი ფასი უნდა გა­და­ი­ხა­დოთ. "თუ და­ა­ზი­ა­ნებ ნივთს, ის უნდა იყი­დო კი­დეც" - ამ­ბო­ბენ ბრი­ტა­ნე­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალიი
6

ნივთი შეიძლება განგებ იდოს ისე რომ ადვილად გატყდეს. გაყიდვის მიზნით რაა.. :)

gela
3

მე ერთხელ ჰენესის 630 ლარიანი კონიაკი გამიტყდა სუპერ მარკეტში, კონსულტანტები შორს იყვნენ და ვერ გაიგეს. მის მერე აღარ შევსულვარ მაგ სუპერმარკეტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?

ჩვენი მკითხველის ნაწილს, ალბათ, ჰქონია შემთხვევა, როცა მაღაზიაში რაიმე ნივთი ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე დააზიანა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი არ იყო, საფასურის გადახდა მოუხდა.

ხშირია ისეთი ფაქტებიც, როცა მაღაზიის მფლობელები არა მომხმარებელს, არამედ კონსულტანტებს ავალდებულებენ ზარალის ანაზღაურებას მაშინ, როცა მათი ბრალი არ იკვეთება.

მსგავსი ფაქტების შესახებ AMBEBI.GE-ს მოქალაქეები უყვებიან:

თამარ არველაძე: "ერთ-ერთ აფთიაქში 2 წლის შვილთან ერთად შევედი. სანამ კონსულტანტს ვესაუბრებოდი, ბავშვმა თაროდან საჭმლის ბოთლი გადმოაგდო და გატეხა. დაახლოებით, 8 ლარის ღირებულების იყო და თანხა გადამახდევინეს. არ მიფიქრია, რომ არ უნდა გადამეხადა, თუმცა ხომ შეიძლებოდა იმ წუთას ფული არ მქონოდა?! რა უნდა მექნა?! ეს ძალიან ჩვეულებრივ ამბად მიიჩნია ყველამ, კონსულტანტებმა, მენეჯერმა.“

მარიამ წეროძე: "ჭურჭლის მაღაზიაში, რომელიც ძალიან ვიწრო იყო, ვაზას გამოვედე, დაიმსხვრა და თანხა გადავიხადე. კიდევ კარგი, ძვირი არ ღირდა. მენეჯერი გამოვიდა და მითხრა, რომ მე არ გადამეხადა, კონსულტანტი გადაიხდის თანხასო.

ძალიან შემეცოდა ის გოგო, მისი ბრალი არაფერი არ იყო. მაღაზია ვიწრო იყო ისედაც და სხვაგვარად ვერ დადებდა. ბევრი აღარ ვიჩხუბე და გადავიხადე, თუმცა ვთვლი, რომ არ ვიყავი დამნაშავე. სამწუხაროდ, ჩვენთან არც მომხმარებლის უფლებებია დაცული და არც დასაქმებულის".

თეა ბეჟანიძე: "ერთ-ერთ მაღაზიაში ღვინის ბოთლი გამიტყდა. არ ვიცი როგორ გამოვედე. მოვიდა მენეჯერი, ამოიღეს კამერით გადაღებული კადრები და მიიჩნიეს, რომ ჩემი ბრალი არ იყო. მენეჯერი მეუბნება, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ, კონსულტანტი გადაიხდის, ბოთლი წინ იყო გამოწეულიო, არასწორად იდოო. არ ვიცი, მე იმ კონსულტანტსაც ვერ დავაბრალებ, ბოთლები იქ სულ ეგრე დევს. გავგიჟდი კინაღამ, რას ნიშნავს კონსულტანტი გადაიხდის, ისედაც რა ხელფასებზე მუშაობენმეთქი.საბოლოოდ, გადავიხადე მე“.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ თუ მაღაზიაში ისეა განთავსებული ნივთები, რომ შესაძლოა, მომხმარებელმა ის შემთხვევით დააზიანოს, ამ შემთხვევაში, თავისუფლდება გადასახადისგან და უდანაშაულობის დასამტკიცებლად სასამართლოში დავაც შეუძლია:

"თუ ნივთი მომხმარებლის ბრალეულობით დაზიანდა, რა თქმა უნდა, მან ეს უნდა აანაზღაუროს, მაგრამ თუ თვლის, რომ მისი ბრალი არ იყო, შეუძლია, არ გადაიხადოს ღირებულება და ამ შემთხვევაში, მეწარმემ სასამართლოში უნდა დაამტკიცოს მომხმარებლის ბრალი. ბრალის, ასევე უდანაშაულობის დასამტკიცებლად მტკიცებულებები ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება კანონს, არ არის დეტალურად გაწერილი, რა შემთხვევაში დაეკისრება საფასურის გადახდა მომხმარებელს და რა შემთხვევაში - არა. მაგრამ ზოგადად, თუ განზრახ, ან გაუფრთხილებლობით დაზიანდა ნივთი, ზარალი მომხმარებელმა უნდა აანაზღაუროს.

გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ იყო განთავსებული მაღაზიებში პროდუქტი, ნივთები, ანუ ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მომხმარებელმა შემთხვევით ვერ დააზიანოს

თუკი ეს პირობა არ არის დაცული, მაშინ მომხმარებელი თავისუფალია პასუხისმგებლობისგან და ამ შემთხვევაში შეუძლია იდავოს" - ამბობს კობალაძე.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მეწარმე, მაღაზიის მეპატრონე მომხმარებლის მიერ ნივთის დაზიანების შემთხვევაში, საფასურის გადახდას კონსულტანტს ავალდებულებს.

როგორც "სოლიდარობის ქსელის" იურისტი, დავით ომსარაშვილი გვეუბნება, ეს დასაქმებულის უფლებების დარღვევაა.

"როდესაც დასაქმებულის ბრალეულობა არ იკვეთება და მას თანხის გადახდას ავალდებულებ, ჯარიმას აკისრებ, ცალსახად არასწორია. რა თქმა უნდა, ეს არის შრომის უფლებების დარღვევა.

პირველ რიგში, როდესაც რაღაც სანქცია წესდება, უნდა გააფრთხილონ კონსულტანტი, უნდა გამოიცეს რაღაც შიდა დოკუმენტი, რომლითაც აეხსნება, თუ რა სანქცია დადგა მის მიმართ. სანქციის დაკისრებამდე დამსაქმებელი ვალდებულია მოუსმინოს დასაქმებულს და ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მისცეს საშუალება დასაქმებულს, რომ თავი იმართლოს.

თუ ეს შედეგს ვერ მოიტანს, მაშინ დასაქმებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გაასაჩივროს სასამართლოში ნებისმიერი სანქცია. არ არის აუცილებელი დასაქმებული გაათავისუფლონ სამსახურიდან და მხოლოდ მას შემდეგ წავიდეს სასამართლოში.

დასაქმებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დამსაქმებლისგან ინფორმაცია და ყველა დოკუმენტაცია რის საფუძველზეც მას თანხის გადახდა, ან ესა თუ ის სანქცია დაეკისრა და თუ არ ეთანხმება, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს.

შრომის კოდექსი ითვალისწინებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წამოჭრილ დავას - ერთი შემთხვევა არის, როდესაც საქმე გვაქვს კერძო დავასთან, ანუ ერთი კონკრეტული დასაქმებული ედავება დამსაქმებელს და ამასთანავე, არსებობს კოლექტიური დავა, რაც ნიშნავს შემდეგს: დასაქმებულებს შეუძლიათ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიტრს მისწერონ (ეს არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული) და მოითხოვონ მედიაცია. ასეთ დროს სამინისტრო კონკრეტულ ობიექტზე მედიატორს ავლენს, რომელიც ცდილობს, რომ დავა მოლაპარაკების გზით მოაგვაროს. თუ ამ მოლაპარაკებას არანაირი შედეგი არ აქვს, მაშინ დასაქმებულებს უფლება აქვთ, გაიფიცნონ.

თვითონ დამსაქმებლები ხშირად მორალურად ზემოქმედებენ დასაქმებულებზე, უწოდებენ ინტრიგანს და ა.შ. ცდილობენ, რომ კულუარული მოლაპარაკებებით გავიდნენ ფონს, რაც არასწორია. როგორც კი დასაქმებული დაიწყებს მისთვის სამართლებრივად მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას, ოფიციალური დოკუმენტით, ოფიციალური წერილით მიმართავს დამსაქმებელს, ის უფრო მოდის მოლაპარაკებებზე, ამიტომ სჯობს, რომ დასაქმებულმა დავა ყოველთვის გააოფიციალუროს“, - ამბობს დავით ომსარაშვილი.

მსგავსი შემთხვევები მხოლოდ საქართველოში არ ხდება და ეს პრობლემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს აწუხებს. მაგალითად, ახალ ზელანდიაში, კანონის თანახმად, თუ ხანძრის მანიშნებელი სიგნალიზაცია ჩაირთო და ამ დროს სიჩქარეში რაიმეს წამოედე, დააზიანე, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ გეკისრება.

დიდ ბრიტანეთში თუ ძვირადღირებულ ნივთს დააზიანებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაძლევთ კანონი უფლებას, რომ იდავოთ თქვენს ბრალეულობაზე, ხოლო იაფფასიანი ნივთის დაზიანების შემთხვევაში, მისი ფასი უნდა გადაიხადოთ. "თუ დააზიანებ ნივთს, ის უნდა იყიდო კიდეც" - ამბობენ ბრიტანელები.

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი

12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი სამება ღია იქნება - რას აღნიშნავენ მორწმუნეები