კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძე - კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას
მამუკა ხაზარაძე - კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას

4 კომ­პა­ნი­ის წლე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი თქვე­ნი 3 ბრი­ფინ­გით და­ან­გრი­ეთ. ეს იყო ჩვე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე დი­ვერ­სია. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად გა­მოგ­ვა­ცხა­დეს, ყველ­გან წა­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, ორი მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­აო, - ამის შე­სა­ხებ "თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან სა­კუ­თარ სი­ტყვა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ თან­ხებ­ზე, რომ­ლის მო­ძი­ე­ბაც მათ 11 წლის წინ დას­ჭირ­დათ. ამას­თან, მან ავ­თან­დილ წე­რე­თელს ბო­დი­შიც მო­უ­ხა­და და მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და იმის გამო, რომ ამ საქ­მე­ში "არა­ფერ შუ­ა­შია".

ხა­ზა­რა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ საქ­მე­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აქვს.

"ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, უსა­ფუძ­ვლო, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის არმ­ქო­ნე საქ­მე და გთხოვთ, ეს საქ­მე შე­წყვი­ტოთ", - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ამას­თან, მან იმ მუ­ქა­რის წე­რილ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე თქმით, მას შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­უგ­ზავ­ნა.

"აქ ყვე­ლა­ზე დიდი ტყუ­ი­ლი რა­საც 1 წე­ლია ვის­მენთ, არის ის, რომ 17 მი­ლი­ონ­ზე არის სა­უ­ბა­რი და არა 80 მი­ლი­ონ­ზე. 2007 წელს ჯა­მუ­რად 80 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ვი­სეს­ხეთ, რად­გან "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გამო ბან­კი იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, განა იმის გამო, რომ რამე და­ვა­შა­ვეთ, სწრა­ფად ვიზ­რდე­ბო­დით და ამის გამო გაგ­ვა­ჩე­რეს, გვი­თხრეს კა­პი­ტალს თუ სას­წრა­ფოდ არ გაზ­რდით, გა­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­თო.

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ, წამ­ყვან ბანკს მი­ვა­დე­ქით, ვი­სეს­ხეთ 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, 20 მი­ლი­ო­ნი გვაკ­ლდე­ბო­და, 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი „ბორ­ჯო­მის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის­გან ვი­სეს­ხეთ, 17 მი­ლი­ო­ნი დაგ­ვრჩა, ჰო­ლან­დი­ელ პარტნი­ო­რებ­თან წა­ვე­დით და ვთხო­ვეთ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ გვაქვს და გვთხოვთ 6-თვი­ა­ნი კრე­დი­ტი გვა­სეს­ხოთ, რათა ამ კა­პი­ტალ­ში ჩავ­დოთ. გვა­სეს­ხეს 30%-იანი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სეს­ხი. ამ რის­კზე წა­ვე­დით. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში, პირ­და­პირ წე­რია, რომ ეს ფული უნდა მოხ­მარ­დეს მხო­ლოდ ბან­კის კა­პი­ტალ­ში ჩა­დე­ბულ ფულს. ირ­ლან­დი­ურ­მა ბან­კმა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტრან­ზაქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა გვთხო­ვა. კრე­დი­ტის მო­ძი­ე­ბა დაგ­ვჭირ­და, რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას ვთხო­ვეთ 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სეს­ხე­ბა, რათა ირ­ლან­დი­ურ ბანკთან გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა გაგ­ვე­ფორ­მე­ბი­ნა. ერთ-ერთი ასე­თი ადა­მი­ა­ნი ავთო წე­რე­თე­ლი იყო. მას მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა და ბო­დი­ში, ის არა­ფერ შუ­ა­შია დე­და­მი­წის ზურ­გზე ამ ამ­ბავ­ში.

ავთო წე­რეთ­ლის­გან 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ვი­სეს­ხეთ, ჩვენ­თვის რომ ესეს­ხე­ბი­ნა, თან­ხა ლარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, მერე ჩვენ ისევ დო­ლარ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და ირ­ლან­დი­ე­ლებ­თან თან­ხა და­ვუბ­რუ­ნეთ. ავთო წე­რე­თელ­თან 6-თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ.

ეს იყო ჩვე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე დი­ვერ­სია. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად გა­მოგ­ვა­ცხა­დეს, ყველ­გან წა­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია ორი მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­აო. გა­ხა­რი­ას წე­რი­ლი მი­ვი­ღე-მეთ­ქი გი­თხა­რით და საქ­მე არ აღ­ძა­რით. პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, კრი­მი­ნალ გა­ხა­რა­ი­ა­ზე საქ­მე უნდა აღიძ­რას. თქვენ არ ჩათ­ვა­ლეთ, რომ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­და წე­რი­ლი.

იმა­ში, რომ შს მი­ნის­ტრი გე­მუქ­რე­ბა და გე­უბ­ნე­ბა რომ ტე­ლე­ვი­ზია გა­ა­ჩე­როს, ესე­ნი და­ნა­შა­ულს ვერ ხე­და­ვენ. 11 წლის წი­ნან­დელ საქ­მე­ში კი, სა­დაც არც მომ­ჩი­ვა­ნია და არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ხე­და­ვენ", - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
26

კრიმინალი შენ ხარ, გასაცოდავებული ხალხი 90 იანებს გამოვლილი სახლებიდან გამოყარე და ამ დროს შენ მილიონერი გახდი.. ვინ არის ეხლა კრიმინალი?

ერთი ანეკდოტი გამახსენდა
14

სომეხ საქმოსანს ობეჰე მიადგება სახლში და "ტუმბოჩკაში " დიდ თანხას უპოვნიან.ეკითხებიან: საიდან ამდენი ფულიო? ესეც პასუხობს: ტუმბოჩკიდანო. ტუმბოჩკაში ვინ ჩადოო? ცოლმა ჩადოო. ცოლს საიდანო? მე მივეციო. და ამდენი ფული საიდანო? ტუმბოჩკიდანო და ა. შ. 

ავტორი:

მამუკა ხაზარაძე - კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას

მამუკა ხაზარაძე - კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას

4 კომპანიის წლების ნამუშევარი თქვენი 3 ბრიფინგით დაანგრიეთ. ეს იყო ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია, ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მან საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმ თანხებზე, რომლის მოძიებაც მათ 11 წლის წინ დასჭირდათ. ამასთან, მან ავთანდილ წერეთელს ბოდიშიც მოუხადა და მადლობაც გადაუხადა იმის გამო, რომ ამ საქმეში "არაფერ შუაშია".

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეში დაინტერესება ბიძინა ივანიშვილს აქვს.

"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, უსაფუძვლო, დაზარალებულის არმქონე საქმე და გთხოვთ, ეს საქმე შეწყვიტოთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მან იმ მუქარის წერილზეც ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, მას შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

"აქ ყველაზე დიდი ტყუილი რასაც 1 წელია ვისმენთ, არის ის, რომ 17 მილიონზე არის საუბარი და არა 80 მილიონზე. 2007 წელს ჯამურად 80 მილიონი დოლარი ვისესხეთ, რადგან "ნაცმოძრაობის" გამო ბანკი იყო გაჩერებული, განა იმის გამო, რომ რამე დავაშავეთ, სწრაფად ვიზრდებოდით და ამის გამო გაგვაჩერეს, გვითხრეს კაპიტალს თუ სასწრაფოდ არ გაზრდით, გაჩერებული იქნებითო.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, წამყვან ბანკს მივადექით, ვისესხეთ 60 მილიონი დოლარი, 20 მილიონი გვაკლდებოდა, 3 მილიონი დოლარი „ბორჯომის“ გენერალური დირექტორისგან ვისესხეთ, 17 მილიონი დაგვრჩა, ჰოლანდიელ პარტნიორებთან წავედით და ვთხოვეთ, უზრუნველყოფა არ გვაქვს და გვთხოვთ 6-თვიანი კრედიტი გვასესხოთ, რათა ამ კაპიტალში ჩავდოთ. გვასესხეს 30%-იანი მოკლევადიანი სესხი. ამ რისკზე წავედით. ამ ხელშეკრულებებში, პირდაპირ წერია, რომ ეს ფული უნდა მოხმარდეს მხოლოდ ბანკის კაპიტალში ჩადებულ ფულს. ირლანდიურმა ბანკმა რამდენიმე თვეში ტრანზაქციის დასრულება გვთხოვა. კრედიტის მოძიება დაგვჭირდა, რამდენიმე კომპანიას ვთხოვეთ 17 მილიონი დოლარის სესხება, რათა ირლანდიურ ბანკთან გაფორმებული შეთანხმება გაგვეფორმებინა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ავთო წერეთელი იყო. მას მადლობა მინდა ვუთხრა და ბოდიში, ის არაფერ შუაშია დედამიწის ზურგზე ამ ამბავში.

ავთო წერეთლისგან 17 მილიონი დოლარი ვისესხეთ, ჩვენთვის რომ ესესხებინა, თანხა ლარში გადაიყვანა, მერე ჩვენ ისევ დოლარში გადავიყვანეთ და ირლანდიელებთან თანხა დავუბრუნეთ. ავთო წერეთელთან 6-თვიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ.

ეს იყო ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო. გახარიას წერილი მივიღე-მეთქი გითხარით და საქმე არ აღძარით. პირდაპირ გეუბნებით, კრიმინალ გახარაიაზე საქმე უნდა აღიძრას. თქვენ არ ჩათვალეთ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა წერილი.

იმაში, რომ შს მინისტრი გემუქრება და გეუბნება რომ ტელევიზია გააჩეროს, ესენი დანაშაულს ვერ ხედავენ. 11 წლის წინანდელ საქმეში კი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული, დანაშაულის ნიშნებს ხედავენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"-ი

საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმარულებით სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება, ფრენები მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა - საგარეო უწყება

"ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა