კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 წესი, რომელიც ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ
7 წესი, რომელიც ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ

სა­ა­ხალ­წლო ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სე­ზო­ნი ახ­ლოვ­დე­ბა და ალ­ბათ, ონ­ლა­ინ-შო­პინ­გის­თვის უკვე ემ­ზა­დე­ბით. თუმ­ცა ამ დღე­ე­ბის­თვის არა­ნაკ­ლებ აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან ინ­ტერ­ნეტ-თაღ­ლი­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც სე­ი­ლის ნაც­ვლად თქვენს შეც­დო­მებს და­რა­ჯო­ბენ. იმის­თვის, რომ სა­შო­პინ­გო კა­ლა­თის გავ­სე­ბის მა­გივ­რად თქვე­ნი ან­გა­რი­ში არ და­ცა­რი­ელ­დეს, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­ტივ წე­სებს გთა­ვა­ზობთ:

  • იყი­დეთ ნივ­თე­ბი სან­დო online-მა­ღა­ზი­ებ­ში

ეცა­დეთ ისეთ ქარ­თულ თუ უცხო­ურ ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზი­ებ­ში იშო­პინ­გოთ, რომ­ლებ­საც უკვე აქვთ რე­პუ­ტა­ცია და მომ­ხმა­რებ­ლის ნდო­ბა. მათი გა­დახ­დის სის­ტე­მა რო­გორც წესი, და­ცუ­ლი და უსაფრ­თხოა. თუ ახალ ვებგ­ვერ­დზე შეს­ვლას გა­და­წყვეტთ, წი­ნას­წარ მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­ტი­სა და რე­ა­ლი­ზა­ტო­რის შე­სა­ხებ. გა­ე­ცა­ნით სხვა მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბას. არ გახ­სნათ ისე­თი ვებგ­ვერ­დის ლინ­კი, რო­მე­ლიც ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­ეჭ­ვო გზავ­ნი­ლებ­ში, (Spam-ში) შე­მო­ვი­და რეკ­ლა­მის სა­ხით, რად­გან შე­საძ­ლოა გახ­დეთ ე.წ „phishing“-ის მსხვერ­პლი: შე­გი­ტყუ­ონ ყალბ ვებგ­ვერ­დზე, შე­გაყ­ვა­ნი­ნონ ან­გა­რი­შის ნო­მე­რი CVC კოდი, პა­რო­ლი და სხვა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, შემ­დეგ კი ისი­ნი სხვა­დას­ხვა მიზ­ნის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ბოქ­ლო­მის და HTTPS://-ს ნი­შანს

ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნეთ ისე­თი ვებგ­ვერ­დე­ბი­დან, რომ­ლებ­საც მი­სა­მარ­თის ველ­ში თან ერ­თვის ბოქ­ლო­მის სიმ­ბო­ლო, რაც მი­უ­თი­თებსტრან­ზაქ­ცი­ე­ბის და­ცუ­ლო­ბა­ზე. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ბოქ­ლო­მის სიმ­ბო­ლოს­თან ერ­თად მი­სა­მარ­თის პა­ნე­ლი უნდა იწყე­ბო­დე­სა­სე: HTTPS:// და არა ასე: HTTP://ამ შემ­თხვე­ვა­ში S-ი (secure) სა­ი­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ნი­შა­ნია.

  • გა­მო­ი­ყე­ნეთ ფუ­ლა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის უსაფრ­თხო მე­თო­დე­ბი

ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით ან­გა­რიშს­წო­რე­ბაა, რად­გან თუ პრო­დუქ­ცია არ გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ან არას­წორ ნივთს მო­გი­ტა­ნენ, თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ. ინ­ტერ­ნეტ შეს­ყიდ­ვე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლია, გქონ­დეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი თან­ხაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი რომც მოგ­პა­რონ, მხო­ლოდ მცი­რე თან­ხას წა­ი­ღე­ბენ და არა მთელ და­ნა­ზოგს ან ხელ­ფასს. კარ­გი იდე­აა ბა­რა­თის და­ზღვე­ვაც. ასე­ვე, გახ­სოვ­დეთ, რომ არა­სო­დეს უნდა გას­ცეთ თქვე­ნი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. არა­სა­სურ­ვე­ლია ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ვებგ­ვერ­დზე ასე­თი პუნ­ქტის მო­ნიშ­ვნაც: "და­ი­მახ­სოვ­რე ჩემი ბა­რა­თი მო­მა­ვა­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის­თვის" (remember my card)

  • ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის პა­რო­ლი რთუ­ლი უნდა იყოს

ონ­ლა­ინ შო­პინ­გის დროს და ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლია გა­მო­ი­ყე­ნოთ უნი­კა­ლუ­რი და რთუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კომ­ბი­ნა­ცი­ის­გან შემ­დგა­რი პა­რო­ლი. რთუ­ლი პა­რო­ლი ნიშ­ნავს სულ ცოტა 8-დან 12-მდე სიმ­ბო­ლოს, ციფ­რებს, სხვა­დას­ხვა ნი­შანს, დიდ და პა­ტა­რა ასო­ებს. გვეს­მის, რომ ასე­თი პა­რო­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა თუ მარ­ტივ და ერ­თსა და იმა­ვე პა­როლს გა­მო­ი­ყე­ნებთ, ერთ ან­გა­რიშ­ზე უნე­ბარ­თვო წვდო­მა საფრ­თხე­ში ჩა­აგ­დებს თქვენს სხვა ან­გა­რი­შებ­საც. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის პა­რო­ლი თქვენს გარ­და არა­ვინ უნდა იცო­დეს!

  • აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი

ხში­რად შე­ა­მოწ­მეთ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი და დარ­წმუნ­დით, რომ თქვე­ნი ბა­რა­თი­დან ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი მხო­ლოდ თქვე­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი თაღ­ლი­თებ­მა თქვე­ნი ან­გა­რი­ში­დან თან­ხა ერ­თბა­შად კი არა, ეტა­პობ­რი­ვად, პა­ტარ-პა­ტა­რა თან­ხე­ბით წა­ი­ღონ, რაც გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი შე­სამ­ჩნე­ვია. თუ იპო­ვეთ ტრან­ზაქ­ცია, რო­მე­ლიც თქვე­ნი არ არის, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­კავ­შირ­დით ბანკს.

  • ეცა­დეთ online შო­პინ­გი­სას არ გა­მო­ყე­ნოთ Public Wi-Fi

არ გირ­ჩევთ სა­ჯა­რო უსა­დე­ნო ინ­ტერ­ნეტ ქსე­ლის (Wi-Fi) გა­მო­ყე­ნე­ბით თქვენ ან­გა­რიშ­ზე შეს­ვლას და ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ასეთ დროს თქვე­ნი ან­გა­რი­შის და­ცუ­ლო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია. ასე­ვე, ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვი­სას სა­სურ­ვე­ლია არ ისარ­გებ­ლოთ სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის კომ­პი­უ­ტე­რით. ამ­შემ­თხვე­ვა­ში სის­ტე­მა იმახ­სოვ­რებს თქვენ მიერ ინ­ტერ­ნეტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს და ვინ იცის, ვინ დაჯ­დე­ბა ამ კომ­პი­უ­ტერ­თან თქვენს შემ­დეგ. თუ მა­ინც მო­გი­წი­ათ public Wi-Fi-ს ან უცხო კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, პა­რო­ლე­ბი უნდა შეც­ვა­ლოთ.

  • აკონ­ტრო­ლეთ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ცე­მა

ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დით, რა სა­ხის პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხოვს ვებგ­ვერ­დი ტრან­ზაქ­ცი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად. რო­გორც წესი, ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას არ სჭირ­დე­ბა ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გო­რი­ცაა თქვე­ნი პი­რა­დი ნო­მე­რი, თუმ­ცა ესა­ჭი­რო­ე­ბა მი­სა­მარ­თი და სა­ბან­კო ბა­რა­თის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი. გა­ე­ცა­ნით მა­ღა­ზი­ის მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის წე­სებს, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, მო­ცე­მუ­ლია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტში (Privacy Policy). და თუ მათ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში ეჭვი შე­გე­პა­რე­ბათ, კარ­გად და­ფიქ­რდით, ღირს თუ არა ესა თუ ის ნივ­თი უა­რის თქმად სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

ავტორი:

7 წესი, რომელიც ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ

7 წესი, რომელიც ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ

საახალწლო ფასდაკლებების სეზონი ახლოვდება და ალბათ, ონლაინ-შოპინგისთვის უკვე ემზადებით. თუმცა ამ დღეებისთვის არანაკლებ აქტიურად ემზადებიან ინტერნეტ-თაღლითებიც, რომლებიც სეილის ნაცვლად თქვენს შეცდომებს დარაჯობენ. იმისთვის, რომ საშოპინგო კალათის გავსების მაგივრად თქვენი ანგარიში არ დაცარიელდეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უსაფრთხოების მარტივ წესებს გთავაზობთ:

  • იყიდეთ ნივთები სანდო online-მაღაზიებში

ეცადეთ ისეთ ქართულ თუ უცხოურ ონლაინ-მაღაზიებში იშოპინგოთ, რომლებსაც უკვე აქვთ რეპუტაცია და მომხმარებლის ნდობა. მათი გადახდის სისტემა როგორც წესი, დაცული და უსაფრთხოა. თუ ახალ ვებგვერდზე შესვლას გადაწყვეტთ, წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია საიტისა და რეალიზატორის შესახებ. გაეცანით სხვა მომხმარებელთა შეფასებას და გამოცდილებას. არ გახსნათ ისეთი ვებგვერდის ლინკი, რომელიც ელექტრონული ფოსტის საეჭვო გზავნილებში, (Spam-ში) შემოვიდა რეკლამის სახით, რადგან შესაძლოა გახდეთ ე.წ „phishing“-ის მსხვერპლი: შეგიტყუონ ყალბ ვებგვერდზე, შეგაყვანინონ ანგარიშის ნომერი CVC კოდი, პაროლი და სხვა პერსონალური მონაცემები, შემდეგ კი ისინი სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენონ.

  • ყურადღება მიაქციეთ ბოქლომის და HTTPS://-ს ნიშანს

ნივთები შეიძინეთ ისეთი ვებგვერდებიდან, რომლებსაც მისამართის ველში თან ერთვის ბოქლომის სიმბოლო, რაც მიუთითებსტრანზაქციების დაცულობაზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბოქლომის სიმბოლოსთან ერთად მისამართის პანელი უნდა იწყებოდესასე: HTTPS:// და არა ასე: HTTP://ამ შემთხვევაში S-ი (secure) საიტის უსაფრთხოების ნიშანია.

  • გამოიყენეთ ფულადი ანგარიშსწორების უსაფრთხო მეთოდები

ყველაზე უსაფრთხო პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორებაა, რადგან თუ პროდუქცია არ გამოიგზავნება დანიშნულების ადგილზე ან არასწორ ნივთს მოგიტანენ, თანხის დაბრუნების შესაძლებლობა გექნებათ. ინტერნეტ შესყიდვებისთვის სასურველია, გქონდეთ სპეციალური საკრედიტო ბარათი, რომელზეც მხოლოდ ლიმიტირებული თანხაა ხელმისაწვდომი. ასეთ შემთხვევაში ბარათის მონაცემები რომც მოგპარონ, მხოლოდ მცირე თანხას წაიღებენ და არა მთელ დანაზოგს ან ხელფასს. კარგი იდეაა ბარათის დაზღვევაც. ასევე, გახსოვდეთ, რომ არასოდეს უნდა გასცეთ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემები ელექტრონული ფოსტის საშუალებით. არასასურველია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე ასეთი პუნქტის მონიშვნაც: "დაიმახსოვრე ჩემი ბარათი მომავალი შესყიდვებისთვის" (remember my card)

  • ინტერნეტბანკის პაროლი რთული უნდა იყოს

ონლაინ შოპინგის დროს და ყველა სხვა შემთხვევაში, სასურველია გამოიყენოთ უნიკალური და რთული, მრავალფეროვანი კომბინაციისგან შემდგარი პაროლი. რთული პაროლი ნიშნავს სულ ცოტა 8-დან 12-მდე სიმბოლოს, ციფრებს, სხვადასხვა ნიშანს, დიდ და პატარა ასოებს. გვესმის, რომ ასეთი პაროლების დამახსოვრება რთულია, თუმცა თუ მარტივ და ერთსა და იმავე პაროლს გამოიყენებთ, ერთ ანგარიშზე უნებართვო წვდომა საფრთხეში ჩააგდებს თქვენს სხვა ანგარიშებსაც. თავისთავად ცხადია, რომ ინტერნეტბანკის პაროლი თქვენს გარდა არავინ უნდა იცოდეს!

  • აკონტროლეთ თქვენი ტრანზაქციები

ხშირად შეამოწმეთ საბანკო ანგარიშები და დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათიდან ტრანზაქციები მხოლოდ თქვენი განხორციელებულია. არ არის გამორიცხული თაღლითებმა თქვენი ანგარიშიდან თანხა ერთბაშად კი არა, ეტაპობრივად, პატარ-პატარა თანხებით წაიღონ, რაც გაცილებით რთული შესამჩნევია. თუ იპოვეთ ტრანზაქცია, რომელიც თქვენი არ არის, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ბანკს.

  • ეცადეთ online შოპინგისას არ გამოყენოთ Public Wi-Fi

არ გირჩევთ საჯარო უსადენო ინტერნეტ ქსელის (Wi-Fi) გამოყენებით თქვენ ანგარიშზე შესვლას და ტრანზაქციების განხორციელებას. ჩათვალეთ, რომ ასეთ დროს თქვენი ანგარიშის დაცულობა მინიმალურია. ასევე, ონლაინ შესყიდვისას სასურველია არ ისარგებლოთ საერთო მოხმარების კომპიუტერით. ამშემთხვევაში სისტემა იმახსოვრებს თქვენ მიერ ინტერნეტში განხორციელებულ ქმედებებს და ვინ იცის, ვინ დაჯდება ამ კომპიუტერთან თქვენს შემდეგ. თუ მაინც მოგიწიათ public Wi-Fi-ს ან უცხო კომპიუტერის გამოყენება, პაროლები უნდა შეცვალოთ.

  • აკონტროლეთ პერსონალური მონაცემების გაცემა

ყურადღებით დააკვირდით, რა სახის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს ვებგვერდი ტრანზაქციის დასასრულებლად. როგორც წესი, ონლაინ მაღაზიას არ სჭირდება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი პირადი ნომერი, თუმცა ესაჭიროება მისამართი და საბანკო ბარათის რეკვიზიტები. გაეცანით მაღაზიის მონაცემთა დამუშავების წესებს, რომელიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტში (Privacy Policy). და თუ მათ კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეგეპარებათ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ესა თუ ის ნივთი უარის თქმად საკუთარ უსაფრთხოებაზე.

გორში 16 წლის მოზარდი გაზით მოიწამლა

შეიძინეთ ბინა 50 000 ლარიანი ფასდაკლებით m2 ის კომპლექსში

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა