კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსზე მონაწილეების მიღებას იწყებს
„პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსზე მონაწილეების მიღებას იწყებს

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის კურსს იწყებს. პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტრა­ცია უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია.

კურ­სის მსმე­ნე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის გან­ხილ­ვის შე­დე­გად, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­ის­წავ­ლონ და თა­ვად­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

გა­მოც­დი­ლი ტრე­ნე­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით, კურ­სის მო­ნა­წი­ლე შეძ­ლებს, სა­შუ­ა­ლო და დიდი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცია სწრა­ფად და­ა­მუ­შა­ოს; ასე­ვე, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მარ­კე­ტინ­გუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

გარ­და ამი­სა, მას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, გან­სა­ზღვროს კამ­პა­ნი­ე­ბის სა­რეკ­ლა­მო წყა­რო­ე­ბი და ორ­გა­ნუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ტრა­ფი­კის ანა­ლი­ზის შე­დე­გად, მათი ოპ­ტი­მი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნოს.

კურ­სის ტრე­ნე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „ბიბ­ლუ­სის“ ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, ტემ­პუ­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტ LMPH-ის მკვლე­ვა­რი- ბიზ­ნეს ანა­ლი­ტი­კო­სი და­ვით ნო­ზა­ძე, SEO აუ­დი­ტო­რი, ციფ­რუ­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი რე­თარ­გე­თინ­გის სის­ტე­მის შემ­ქმნე­ლი, „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი გოგა ბი­ბი­ლუ­რი.

კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრე­ნე­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ებს შე­ას­წავ­ლი­ან Email Marketing-ს, CRM-ის მნიშ­ვნე­ლო­ბას, Social Media Bots-ის არსს (ბოტი, რო­გორც მარ­კე­ტინ­გუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი, ბო­ტის და­გეგ­მვის პრო­ცე­სი, ბო­ტის ტექ­ნი­კუ­რი პლატ­ფორ­მე­ბის მი­მო­ხილ­ვა, ბო­ტის და­გეგ­მვა, აწყო­ბა).

ასე­ვე, კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან, რა არის „ტრა­ფი­კი“, 4P ციფ­რულ მარ­კე­ტინ­გში, სეგ­მენ­ტა­ცია და Buyer Personas, ანა­ლი­ტი­კა. გარ­და ამი­სა, ტრე­ნე­რე­ბის­გან მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას SEO-სა და ციფ­რულ მარ­კე­ტინ­გში არ­სე­ბუ­ლი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­სა­წყო­ე­ბის შე­სა­ხებ. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ რეკ­ლა­მის ტი­პე­ბი, „დისფლეი“ და სა­ძი­ე­ბო რეკ­ლა­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კურ­სი არამ­ხო­ლოდ თე­ო­რი­ულ, არა­მედ პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ზეც არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. იმას, რა­საც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თე­ო­რი­უ­ლად შე­ის­წავ­ლი­ან, პრაქ­ტი­კა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და ამ გზით სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა სრულ­ყონ.

დღეს, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სფე­როა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სულ უფრო და უფრო მეტი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ჯერ­ჯე­რო­ბით, სფე­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის, ამი­ტომ „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ კურ­სი ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ახალ უნა­რებს და­ე­უფ­ლონ და ამ მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ით და­საქმდნენ.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც 2014 წელს და­ფუძნ­და. მისი კონ­ცეფ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა­სა და მათი და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი მო­ი­ცავს რო­გორც თე­ო­რი­ულ, ისე პრაქ­ტი­კულ კურ­სებს. „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რო­გორც კომ­პლექ­სუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, ისე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბი.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლი ტრე­ნე­რე­ბის მდი­დარ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც მო­ი­ცავს.

ავტორი:

„პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსზე მონაწილეების მიღებას იწყებს

„პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსზე მონაწილეების მიღებას იწყებს

„პრაქტიკული აკადემია“ ციფრული მარკეტინგის კურსს იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და რეალური ისტორიების განხილვის შედეგად, ციფრული მარკეტინგული აქტივობები შეისწავლონ და თავადვე განახორციელონ.

გამოცდილი ტრენერებისგან მიღებული ცოდნით, კურსის მონაწილე შეძლებს, საშუალო და დიდი მოცულობის ინფორმაცია სწრაფად დაამუშაოს; ასევე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმოს და განახორციელოს მარკეტინგული აქტივობები.

გარდა ამისა, მას საშუალება ექნება, განსაზღვროს კამპანიების სარეკლამო წყაროები და ორგანულად მიღებული ტრაფიკის ანალიზის შედეგად, მათი ოპტიმიზაცია მოახდინოს.

კურსის ტრენერები იქნებიან წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ტემპუსის საგანმანათლებლო პროექტ LMPH-ის მკვლევარი- ბიზნეს ანალიტიკოსი დავით ნოზაძე, SEO აუდიტორი, ციფრული ანალიტიკოსი, საქართველოში პირველი რეთარგეთინგის სისტემის შემქმნელი, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი გოგა ბიბილური.

კურსის განმავლობაში ტრენერები მონაწილეებს შეასწავლიან Email Marketing-ს, CRM-ის მნიშვნელობას, Social Media Bots-ის არსს (ბოტი, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი, ბოტის დაგეგმვის პროცესი, ბოტის ტექნიკური პლატფორმების მიმოხილვა, ბოტის დაგეგმვა, აწყობა).

ასევე, კურსის მონაწილეები შეისწავლიან, რა არის „ტრაფიკი“, 4P ციფრულ მარკეტინგში, სეგმენტაცია და Buyer Personas, ანალიტიკა. გარდა ამისა, ტრენერებისგან მიიღებენ ინფორმაციას SEO-სა და ციფრულ მარკეტინგში არსებული სხვა მნიშვნელოვანი ხელსაწყოების შესახებ. მათ საშუალება ექნებათ, გააანალიზონ რეკლამის ტიპები, „დისფლეი“ და საძიებო რეკლამა.

აღსანიშნავია, რომ კურსი არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ნაწილზეც არის ორიენტირებული. იმას, რასაც მონაწილეები თეორიულად შეისწავლიან, პრაქტიკაში განახორციელებენ და ამ გზით საშუალება მიეცემათ, თავიანთი ცოდნა სრულყონ.

დღეს, ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. ჯერჯერობით, სფერო სპეციალისტების დეფიციტს განიცდის, ამიტომ „პრაქტიკული აკადემიის“ კურსი ციფრული მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის კარგი საშუალებაა, ახალ უნარებს დაეუფლონ და ამ მოთხოვნადი პროფესიით დასაქმდნენ.

„პრაქტიკული აკადემია“ სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. „პრაქტიკულ აკადემიაში“ ფუნქციონირებს როგორც კომპლექსური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები.

„პრაქტიკული აკადემიის“ პროფესიული გადამზადების პროგრამები მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზეა დაფუძნებული და ქართველი ტრენერების მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მოიცავს.

Jeep-ის ცენტრში საახალწლო აქცია დაიწყო

შავი პარასკევის ფასები მეგატექნიკაში! - საუკეთესო ფასები ტექნიკაზე!

SS.ge-ს მისამართების ბაზას 6268 სოფელი, ქალაქი და ქუჩა დაემატა, იპოვე უძრავი ქონება მთელ საქართველოში უფრო მარტივად