სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი კაფეს ბიჭი და რამდენიმე ახალი წიგნი ზამთრის მარაგისთვის
ჩემი კაფეს ბიჭი და რამდენიმე ახალი წიგნი ზამთრის მარაგისთვის

პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი მე­გო­ნა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იჯდა კა­ფეს ბო­ლო­ში და ჩვე­უ­ლებ­რივ მა­გი­დას დას­ცქე­რო­და. მე­ო­რე დი­ლით, როცა იმა­ვე დროს, სამ­სა­ხურ­ში მის­ვლამ­დე,კა­ფეს ისევ ჩა­ვუ­ა­რე, ის კვლავ იქ დამ­ხვდა. მთე­ლი შემ­დე­გი თვე კა­ფე­ში ყო­ველ დი­ლით მჯდა­რი ბიჭი გა­ა­რაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­და - და­ვი­ზე­პი­რე.

კა­ფეს ბო­ლო­ში მჯდა­რი ბიჭი უნდა იყოს მხატ­ვა­რი, უნდა ჰქონ­დეს თა­ვის­ზე ორი ზო­მით დიდი ამ­ბი­ცია. მისი თვა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­დროს მი­ნა­ხავს, რად­გან ყო­ველ­თვის მა­გი­დას დაჰ­ყუ­რებს, იქ­ნე­ბა ნუ­შის ფორ­მის _ მწვა­ნე. ღი­მი­ლის დროს, ლო­ყებ­ზე ნა­კე­ცე­ბი უჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ გრძელ წვერ­ში ახლა არა­ფე­რი ეტყო­ბა. მხატ­ვარ ბიჭს ხე­ლებ­ზე სა­ღე­ბა­ვის ლა­ქე­ბი უნდა ემ­ჩნე­ო­დეს, თუმ­ცა ეს მის­თვის სუ­ლერ­თია, ისე­ვე, რო­გორც სუ­ლერ­თი ვარ მე.

ყო­ველ დი­ლით, ის და მე და­ახ­ლო­ე­ბით ათი წამი ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩნდე­ბით, გამ­ყო­ფი მხო­ლოდ კა­ფეს მი­ნაა და სა­ნამ ფე­ხებ უკან დარ­ჩე­ნი­ლი ბოლო უი­მე­დო ნა­ბიჯ­საც გა­დავ­დგამ, ჩა­ვუვ­ლი, ვე­ლო­დე­ბი, რომ შე­მომ­ხე­დავს. თუ ეს მოხ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვიგ­რძნობ გამ­ჭოლ მზე­რას გვერ­დი­დან ან ზურ­გი­დან­და გავ­ხე­დავ „შემ­თხვე­ვით“. თუმ­ცა დღე­ე­ბი კვი­რებს, კვი­რე­ბი თვეს მიჰ­ყვე­ბა, მე კი ქუ­ჩას და არა­ფე­რი ხდე­ბა შემ­თხვე­ვით - სახ­ლი­დან ზუს­ტად 9:36-ზე გავ­დი­ვარ, რად­გან კა­ფეს ბიჭი ად­გილს ათ სა­ათ­ზე ტო­ვებს. სა­ნამ გზას გა­დავ­ჭრი, ვუ­ყუ­რებ მის სი­ლუ­ეტს და არ მჯე­რა, რომ მისი თვა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ იყოს მწვა­ნე ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კა­ფეს ბო­ლო­ში მჯდა­რი ბიჭი არ იყოს მხატ­ვა­რი. მერე რა, თუ მის მა­გი­და­ზე არას­დროს და­მი­ნა­ხავს ფან­ქა­რი და ფურ­ცე­ლი.

ერთხე­ლაც, მხატ­ვა­რი ბიჭი თა­ვის ად­გილ­ზე აღარ ზის. კა­ფეს ბო­ლო­ში ვი­ღაც ქალი მხვდე­ბა და ვე­რაფ­რით გა­უ­გია, რა­ტომ გავ­ჩერ­დი მის წინ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი სა­ხით. მე ისევ იმ დროს გა­მოვ­დი­ვარ სახ­ლი­დან, მაგ­რამ კა­ფეს ბიჭი კა­ფე­ში აღარ მხვდე­ბა. სამ­სა­ხუ­რი­დან ში­ნის­კენ სი­ა­რულს კა­ფეს გავ­ლით ვი­წყებ - იქ­ნებ ახლა სა­ღა­მო­ო­ბით მი­დის იქ. არა, მის ად­გილ­ზე სხვე­ბი სხე­დან. სულ სხვა­დას­ხვა ხალ­ხი და არ­ცერ­თი არ ჰგავს მხატ­ვარს.

გა­დის კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე და კა­ფეს ბიჭს, კა­ფეს­თან ახ­ლოს, „ბიბ­ლუს­ში“ ვხვდე­ბი. ზურ­გით ვცნობ. დგას ჩემი კა­ფეს ბიჭი შუ­ა­გულ მა­ღა­ზი­ა­ში და სა­უბ­რობს წიგ­ნებ­ზე. სხვა­ნა­ი­რი ხმა წარ­მო­მედ­გი­ნა. ამ­ჯე­რად, ის გრძნობს გამ­ჭოლ მზე­რას ზურ­გი­დან და ტრი­ალ­დე­ბა.

-შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­როთ?

კა­ფეს ბიჭს შავი თვა­ლე­ბი ჰქო­ნია,ჰქვია ნიკა და კა­ფე­სი კი არა, „ბიბ­ლუ­სის“ ბიჭი ყო­ფი­ლა.

-დიახ, მე მინ­და რამე ახა­ლი. სულ ახა­ლი. რამე მხატ­ვრებ­ზე - ვამ­ბობ და მა­ინც არ ვკარ­გავ იმედს, რომ მის პრო­ფე­სი­ას მი­ვა­გე­ნი - ან უბ­რა­ლოდ რა­ი­მე მხატ­ვრუ­ლი - ვნებ­დე­ბი.

-დიახ, "პა­ლიტ­რა L-ის" ახა­ლი სე­რი­ის წიგ­ნე­ბი შე­მიძ­ლია შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. ეს წიგ­ნე­ბი ქარ­თუ­ლად პირ­ვე­ლად ითარ­გმნა - ამ­ბობს და ხე­ლით დახ­ლის­კენ მი­მი­თი­თებს (მისი თი­თე­ბი, თურ­მე, სა­ერ­თოდ არაა სა­ღე­ბა­ვი­ა­ნი) აი, თუ რე­მარ­კი გიყ­ვართ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ „აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში“. წიგ­ნი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებ­ზეა, რომ­ლე­ბიც ომს ამე­რი­კა­ში გა­ექ­ცნენ და და­კარ­გეს ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი. ასე­ვე, გვაქვს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მწერ­ლის, ელიფ შა­ფა­ქის „ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი“. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ჩამ­თრევ­თან ერ­თად ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი­ა­ცაა. მას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა თურ­ქეთ­ში, სა­დაც ავ­ტო­რი ერი­სა და რე­ლი­გი­ის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ჰოო... კი­დევ გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რე­ბის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ტონი მო­რი­სო­ნის „ქე­ბა­თა ქება სო­ლო­მო­ნი­სა“. თუ მის­ტი­კა გი­ტა­ცებთ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად მო­გე­წო­ნე­ბათ.

-და თქვენ უფრო რა ჟან­რი გა­ინ­ტე­რესბთ?

უცებ მივ­ხვდი, რომ გა­უნ­ძრევ­ლად ვუს­მენ­დი მის შთა­მა­გო­ნე­ბელ სა­უ­ბარს და თან ჩემს გა­მო­გო­ნილ ბიჭს რე­ა­ლურს ვა­და­რებ­დი.

- გვაქვს იში­გუ­როს „როცა ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით“. აქ მო­თხრო­ბი­ლია ამ­ბა­ვი ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც ელი­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას და ნუ­ლი­დან კა­რი­ე­რის აწყო­ბას ცდი­ლობს. მას დიდი დრო სჭრ­დე­ბა ამ ორს შო­რის ოქ­როს შუ­ა­ლე­დის სა­პოვ­ნე­ლად.

აი, აქ მივ­ხვდი, რომ ეს ნამ­დვი­ლად სა­ჩე­მო წიგ­ნი იყო. მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით, კი­დევ 2 წიგ­ნი ავარ­ჩიე . დავ­პირ­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბო­დი, როცა სე­რია „ლი­ტე­რე­ინ­ვენ­ტეს“ სხვა წიგ­ნე­ბიც გა­მო­ვი­დო­და. სა­ლა­როს­კენ წა­ვე­დი. დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა არ გა­და­მიხ­დია. განა რო­გორ უნდა მეთ­ქვა მად­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­მაც ერ­თი­ა­ნად ამ­დე­ნი იმე­დი გა­მიც­რუა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ჩემი კაფეს ბიჭი და რამდენიმე ახალი წიგნი ზამთრის მარაგისთვის

ჩემი კაფეს ბიჭი და რამდენიმე ახალი წიგნი ზამთრის მარაგისთვის

პირველად რომ დავინახე, ჩვეულებრივი ბიჭი მეგონა. ჩვეულებრივად იჯდა კაფეს ბოლოში და ჩვეულებრივ მაგიდას დასცქეროდა. მეორე დილით, როცა იმავე დროს, სამსახურში მისვლამდე,კაფეს ისევ ჩავუარე, ის კვლავ იქ დამხვდა. მთელი შემდეგი თვე კაფეში ყოველ დილით მჯდარი ბიჭი გაარაჩვეულებრივდა - დავიზეპირე.

კაფეს ბოლოში მჯდარი ბიჭი უნდა იყოს მხატვარი, უნდა ჰქონდეს თავისზე ორი ზომით დიდი ამბიცია. მისი თვალები, რომლებიც არასდროს მინახავს, რადგან ყოველთვის მაგიდას დაჰყურებს, იქნება ნუშის ფორმის _ მწვანე. ღიმილის დროს, ლოყებზე ნაკეცები უჩნდება, მაგრამ გრძელ წვერში ახლა არაფერი ეტყობა. მხატვარ ბიჭს ხელებზე საღებავის ლაქები უნდა ემჩნეოდეს, თუმცა ეს მისთვის სულერთია, ისევე, როგორც სულერთი ვარ მე.

ყოველ დილით, ის და მე დაახლოებით ათი წამი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდებით, გამყოფი მხოლოდ კაფეს მინაა და სანამ ფეხებ უკან დარჩენილი ბოლო უიმედო ნაბიჯსაც გადავდგამ, ჩავუვლი, ველოდები, რომ შემომხედავს. თუ ეს მოხდება, აუცილებლად ვიგრძნობ გამჭოლ მზერას გვერდიდან ან ზურგიდანდა გავხედავ „შემთხვევით“. თუმცა დღეები კვირებს, კვირები თვეს მიჰყვება, მე კი ქუჩას და არაფერი ხდება შემთხვევით - სახლიდან ზუსტად 9:36-ზე გავდივარ, რადგან კაფეს ბიჭი ადგილს ათ საათზე ტოვებს. სანამ გზას გადავჭრი, ვუყურებ მის სილუეტს და არ მჯერა, რომ მისი თვალები შეიძლება სულაც არ იყოს მწვანე ან როგორ შეიძლება, კაფეს ბოლოში მჯდარი ბიჭი არ იყოს მხატვარი. მერე რა, თუ მის მაგიდაზე არასდროს დამინახავს ფანქარი და ფურცელი.

ერთხელაც, მხატვარი ბიჭი თავის ადგილზე აღარ ზის. კაფეს ბოლოში ვიღაც ქალი მხვდება და ვერაფრით გაუგია, რატომ გავჩერდი მის წინ იმედგაცრუებული სახით. მე ისევ იმ დროს გამოვდივარ სახლიდან, მაგრამ კაფეს ბიჭი კაფეში აღარ მხვდება. სამსახურიდან შინისკენ სიარულს კაფეს გავლით ვიწყებ - იქნებ ახლა საღამოობით მიდის იქ. არა, მის ადგილზე სხვები სხედან. სულ სხვადასხვა ხალხი და არცერთი არ ჰგავს მხატვარს.

გადის კიდევ რამდენიმე დღე და კაფეს ბიჭს, კაფესთან ახლოს, „ბიბლუსში“ ვხვდები. ზურგით ვცნობ. დგას ჩემი კაფეს ბიჭი შუაგულ მაღაზიაში და საუბრობს წიგნებზე. სხვანაირი ხმა წარმომედგინა. ამჯერად, ის გრძნობს გამჭოლ მზერას ზურგიდან და ტრიალდება.

-შემიძლია დაგეხმაროთ?

კაფეს ბიჭს შავი თვალები ჰქონია,ჰქვია ნიკა და კაფესი კი არა, „ბიბლუსის“ ბიჭი ყოფილა.

-დიახ, მე მინდა რამე ახალი. სულ ახალი. რამე მხატვრებზე - ვამბობ და მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ მის პროფესიას მივაგენი - ან უბრალოდ რაიმე მხატვრული - ვნებდები.

-დიახ, "პალიტრა L-ის" ახალი სერიის წიგნები შემიძლია შემოგთავაზოთ. ეს წიგნები ქართულად პირველად ითარგმნა - ამბობს და ხელით დახლისკენ მიმითითებს (მისი თითები, თურმე, საერთოდ არაა საღებავიანი) აი, თუ რემარკი გიყვართ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ „აჩრდილები სამოთხეში“. წიგნი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზეა, რომლებიც ომს ამერიკაში გაექცნენ და დაკარგეს ოჯახი, მეგობრები და ნათესავები. ასევე, გვაქვს ცნობილი თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის „ევას სამი ქალიშვილი“. სხვათა შორის, ძალიან ჩამთრევთან ერთად ინფორმაციულიაცაა. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთში, სადაც ავტორი ერისა და რელიგიის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ჰოო... კიდევ გვაქვს საქართველოში ნაკლებად ცნობილი ავტორების პირველი ქართული თარგმანები. მაგალითად, ტონი მორისონის „ქებათა ქება სოლომონისა“. თუ მისტიკა გიტაცებთ, ეს აუცილებლად მოგეწონებათ.

-და თქვენ უფრო რა ჟანრი გაინტერესბთ?

უცებ მივხვდი, რომ გაუნძრევლად ვუსმენდი მის შთამაგონებელ საუბარს და თან ჩემს გამოგონილ ბიჭს რეალურს ვადარებდი.

- გვაქვს იშიგუროს „როცა ობლები ვიყავით“. აქ მოთხრობილია ამბავი ადამიანზე, რომელიც ელიტურ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და ნულიდან კარიერის აწყობას ცდილობს. მას დიდი დრო სჭრდება ამ ორს შორის ოქროს შუალედის საპოვნელად.

აი, აქ მივხვდი, რომ ეს ნამდვილად საჩემო წიგნი იყო. მისი რეკომენდაციით, კიდევ 2 წიგნი ავარჩიე . დავპირდი, რომ აუცილებლად ვესტუმრებოდი, როცა სერია „ლიტერეინვენტეს“ სხვა წიგნებიც გამოვიდოდა. სალაროსკენ წავედი. დახმარებისთვის მადლობა არ გადამიხდია. განა როგორ უნდა მეთქვა მადლობა ადამიანისთვის, რომელმაც ერთიანად ამდენი იმედი გამიცრუა?!

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

„შავ პარასკევს“ გამომცემლობა „პალიტრა L“  რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი

"პალიტრა L" თბილისის წიგნის ფესტივალზე ბევრი სიახლითა და დიდი ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი