კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან
ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან

აივ­ნე­ბი­ან სახ­ლებს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში შეხ­ვდე­ბით, მაგ­რამ ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის­თვის ასეთ აივ­ნებს ბევ­რად მეტი დატ­ვირ­თვა აქვს, ვიდ­რე სხვა­გან. აი­ვა­ნი ზა­ფხულ­სა და თბილ - შე­მოდ­გო­მა-გა­ზა­ფხულ­ზე იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია დრო­ის ჰა­ერ­ზე გა­სა­ტა­რებ­ლად - ში­ნი­დან გას­ვლის გა­რე­შე.

ხან­და­ხან აი­ვან­ზე ვი­ღებთ სტუმ­რებ­საც, ყვა­ვი­ლე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. არა­ფე­რი სჯობს დი­ლის სა­სი­ა­მოვ­ნო სიგ­რი­ლე­ში აი­ვან­ზე მირ­თმე­უ­ლი ყა­ვით დღის და­წყე­ბას, მით უფრო თუ აი­ვა­ნი ზღვას­თან ახ­ლო­საა.

გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მაზ აივ­ნებს ბა­თუმ­ში მე­მედ აბა­ში­ძის, რუს­თა­ვე­ლი­სა და ახ­მედ მე­ლაშ­ვი­ლის (ყო­ფი­ლი კა­მოს) ქუ­ჩებ­ზე შეხ­ვდე­ბით.

ჩვენ ის­ტო­რი­უ­ლი სახ­ლე­ბის აივ­ნებ­თან შევ­ჩერ­დით. ეს სახ­ლე­ბი დღემ­დე დგას და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა XIX-XX სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი. გაქ­რნენ აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ არ­სად ქრე­ბა ამ­ბე­ბი, რაც ძვე­ლი სახ­ლე­ბის კედ­ლებს ახ­სოვთ.

რუს­თა­ვე­ლის 39/26 მა­ი­სის 5

რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს ულა­მა­ზე­სი აი­ვა­ნი? იმით, რომ ბა­თუმ­ში მცხოვ­რებ­თა ალ­ბათ ნა­ხე­ვა­რი მა­ინც აქაა და­ბა­დე­ბუ­ლი. ბევ­რი ბა­თუ­მე­ლი გე­ტყვით, რომ ეს მათ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი და ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი შე­ნო­ბაა. ან თა­ვად და­ბა­დე­ბუ­ლან აქ ან ახალ­შო­ბი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ერთხელ მა­ინც მი­სუ­ლან ამ შე­ნო­ბა­ში.

თუმ­ცა სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი მხო­ლოდ 1952 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სახ­ლის ის­ტო­რია ნავ­თობ­მაგ­ნა­ტის, როტ­შილ­დის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა და სწო­რედ მის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო თავ­და­პირ­ვე­ლად. XIX-XX სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბულ სახ­ლში როტ­შილ­დის "კას­პია-შავი ზღვის სა­აქ­ციო სა­წარ­მოს ნავ­თობ­სამ­რეწ­ვე­ლო და სა­ვაჭ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა" იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

1921 წელს შე­ნო­ბა­ში 17 მარტს შექ­მნი­ლი ბა­თუ­მის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კო­მი­ტე­ტი და­ბი­ნავ­და და აქვე გა­მო­ცხად­და აჭა­რის საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც.

ნი­ნოშ­ვი­ლის 27 - თა­ვად ნა­კა­ში­ძის სახ­ლი

XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შე­უ­ლე­სა­ვი აგუ­რით ნა­შე­ნი ეს სახ­ლი ნი­ნოშ­ვი­ლი­სა და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­შია. გარ­და სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა, სახ­ლი და მისი პა­ტა­რა, თით­ქმის სხვენ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი აი­ვა­ნი ურ­ბა­ნუ­ლი ლე­გენ­დი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. რო­გორც კი­ნო­რე­ჟი­სო­რი შოთა გუ­ჯა­ბი­ძე გვიყ­ვე­ბა, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი მას უამ­ბობ­და, თუ რო­გორ ხა­ტავ­და ზღვის სცე­ნებს ამ აივ­ნი­დან მა­რი­ნის­ტი ივა­ნე აი­ვა­ზოვ­სკი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად მარ­თლაც სტუმ­რობ­და ბა­თუმს.სახ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­თუ­მის სა­თათ­ბი­როს ხმო­სანს (1898 - 1902წწ.), თა­ვად მი­ხე­ილ ნა­კა­ში­ძეს ეკუთ­ვნო­და.მი­ხე­ი­ლი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ბა­ბუა იყო და ამ უკა­ნას­კნე­ლის გად­მო­ცე­მით, სახ­ლს ხში­რად სტუმ­რობ­და ბა­თუმ­ში ჩა­მოს­ვლი­სას ილია, აკა­კი და მა­შინ­დე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ბევ­რი სხვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სახ­ლის მე­პატ­რო­ნე, მი­ხე­ილ ნა­კა­ში­ძე 1912 წლი­დან უშ­ვებ­და ჩაის, სა­მარ­კო სა­ხე­ლით: "Чай Князя М. М. Накашидзе". სახ­ლში ახლა რეს­ტო­რა­ნი "ფან­ფა­ნია" გან­თავ­სე­ბუ­ლი. სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­თან" ახ­ლოს, ბულ­ვარ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ნამ­დვი­ლად ღირს შე­ჩერ­დეთ ამ სახ­ლის აი­ვან­თან.

კო­მა­ხი­ძის 4 - აი­ვა­ნი ფილ­მი­დან "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა"

"რა დღეა დღეს ბიჭო?- ორ­შა­ბა­თი.- ესე იგი დღეს სპექ­ტაკ­ლი არა მაქვს, სა­მა­გი­ე­როდ მაქვს იდეა!"ვი­საც "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" უნა­ხავს, არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა სცე­ნა ფილ­მი­დან - უზარ­მა­ზა­რი დოდო აბა­ში­ძე მო­უ­ხერ­ხებ­ლად დგას პა­ტა­რა აი­ვან­ზე - ჰან­ტე­ლე­ბით ხელ­ში. ეს პა­ტა­რა აი­ვა­ნი ბა­თუმ­შია. მარ­თა­ლია, რეს­ტავ­რა­ცი­ის შემ­დეგ ზუს­ტად იგი­ვე დე­კო­რი არ აქვს, რო­გორც ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას ჰქონ­და, მაგ­რამ შე­ნო­ბა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნას" ნამ­დვი­ლად გა­გახ­სე­ნებთ.ბა­თუმ­ში ამ შე­ნო­ბას "სახლ-გემს" უწო­დე­ბენ - სარ­თუ­ლე­ბი მარ­თლაც გემ­ბა­ნი­ვი­თაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა 1907 წელს აა­გეს და მისი მე­პატ­რო­ნე გვა­რად სა­რი­ა­ნი იყო. შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­ო­რე­ზე სახ­ლის მე­პატ­რო­ნე ცხოვ­რობ­და. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში შე­ნო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია მოხ­და და ოთა­ხე­ბი ხალ­ხს გადსცეს. კო­მა­ხი­ძის ქუჩა, სა­დაც ეს ის­ტო­რი­უ­ლი აი­ვა­ნი და "სახ­ლი-გემი" შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის და­სა­წყის­თან და მა­ღა­ზია "ვა­ი­კი­კის­თა­ნაა" ახ­ლოს. "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" ერ­თა­დერ­თი ფილ­მი არაა, რო­მე­ლიც ამ სახ­ლში გა­და­ი­ღეს.

კო­მა­ხი­ძის 4 - ვარ­ლამ არა­ვი­ძის ტრი­ბუ­ნა "მო­ნა­ნი­ე­ბი­დან"

"სახლ-გე­მის" აი­ვან­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი ასე­ვე სცე­ნა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მი­დან "მო­ნა­ნი­ე­ბა" - ვარ­ლამ არა­ვი­ძის ტრი­ბუ­ნა სწო­რედ ამა­ვე სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის აი­ვან­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.ბა­თუმ­შია ასე­ვე გა­და­ღე­ბუ­ლი "მო­ნა­ნი­ე­ბის" არა­ერ­თი სცე­ნა, კერ­ძოდ: აბელ არა­ვი­ძის სახ­ლის სცე­ნა - ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბა­ში, სან­დრო ბა­რა­თე­ლის სახ­ლი - ფარ­ნა­ვაზ მე­ფის #51-ში და პერ­სო­ნა­ჟის სიზ­მა­რი - კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში.

მ. აბა­ში­ძის, მა­რი­ინ­სკის 13 - "ჯა­შუშ" ბრომ­ბერ­გის სახ­ლი

მ. აბა­ში­ძის, იგი­ვე მა­რი­ინ­სკის ქუ­ჩის #13-ში მდე­ბა­რე სახ­ლის აივ­ნე­ბი ლი­თო­ნის აჟუ­რუ­ლი მო­ა­ჯი­რე­ბი­თა და თა­ღე­ბი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ლი­თო­ნის ფაქ­ტუ­რი­სა, აი­ვა­ნი სიმ­სუ­ბუ­ქის და სი­სა­და­ვის ნი­მუ­შია. აბა­ში­ძი­სა და მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ში, კუ­თხის ამ სახ­ლს იდუ­მა­ლი და დახ­ლარ­თუ­ლი ის­ტო­რია აქვს.

XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აგე­ბუ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი თურ­მე ეკუთ­ვნო­და ბრომ­ბერგს და სახ­ლის 22 ოთა­ხი იტა­ლი­ის სა­კონ­სუ­ლოს ეთ­მო­ბო­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ლი­ნურ სი­ებ­ში იძებ­ნე­ბა 1890 წელს "საქჩა­ის" და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი იუ­სუპ (იო­სე­ბი) მი­ხე­ი­ლის ძე ბრომ­ბერ­გი. ბრომ­ბერ­გი ბა­თუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლა 1890 წელს. 1937 წლის აპ­რილ­ში და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ და სტა­ლი­ნის ხელ­მო­წე­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­უხვრე­ტი­ათ ამა­ვე წლის 13 სექ­ტემ­ბერს. "თავი დამ­ნა­შა­ვედ ცნო და აღი­ა­რა, რომ აგ­რო­ვებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­გლი­სის­თვის, იტა­ლი­ის­თვის, პო­ლო­ნე­თი­სა და ამე­რი­კის­თვის" - წე­რია სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ლი­ნურ სი­ა­ში. აქვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ბრომ­ბერ­გი რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია 1952 წელს, საქ­მე­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის არ­ქო­ნის გამო.

მ.აბა­ში­ძის #9 - მე­მედ აბა­ში­ძის სახ­ლი

ეს სახ­ლიც ულა­მა­ზე­სი, აჟუ­რუ­ლი, თეთ­რი აივ­ნით იქ­ცევს გამ­ვლე­ლის ყუ­რა­დღე­ბას. ზღვას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე იო­სე­ბი­დის სახ­ლი თა­ვი­დან სას­ტუმ­რო "რი­ვი­ე­რა" ყო­ფი­ლა და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ბა­თუმ­ში ჩა­მო­სულ სტუმ­რებს მას­პინ­ძლობ­და. სახ­ლს 17 ოთა­ხი აქვს და სხვა­დას­ხვა დროს შე­ნო­ბა­ას სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცია ჰქო­ნია: პირ­ველ სარ­თულ­ზე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი ყო­ფი­ლა, 1918 - 1921 წლებ­ში აქ ცხოვ­რობ­და მე­მედ აბა­ში­ძე, 1936 წლი­დან სახ­ლი მხატ­ვარ­თა კავ­შირს ეთ­მო­ბო­და, 1992 წელს კი მე­მედ აბა­ში­ძის სახ­ლმუ­ზე­უ­მად გა­და­კეთ­და. ბა­თუმ­ში კი­დევ უამ­რა­ვი აი­ვა­ნია, რო­მელ­თა ის­ტო­რი­ე­ბიც თა­ვა­დაც შე­გიძ­ლი­ათ და­ძებ­ნოთ, ჩვენ მი­სა­მარ­თებს გე­ტყვით. ეს ძი­ე­ბა დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს. თუ სახ­ლე­ბის ამ­ბებს ჩა­ვე­ძი­ე­ბით, ძვე­ლი სახ­ლე­ბი ცო­ცხლდე­ბა და კედ­ლე­ბიც შენ­თვის აღა­რაა ყრუ და მდუ­მა­რე, ქა­ლა­ქი კი ადა­მი­ა­ნი­ვით იწყებს ლა­პა­რაკს.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან

ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან

აივნებიან სახლებს ყველა ქალაქში შეხვდებით, მაგრამ ზღვისპირა ქალაქისთვის ასეთ აივნებს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვაგან. აივანი ზაფხულსა და თბილ - შემოდგომა-გაზაფხულზე იდეალური ადგილია დროის ჰაერზე გასატარებლად - შინიდან გასვლის გარეშე.

ხანდახან აივანზე ვიღებთ სტუმრებსაც, ყვავილების, მცენარეების გარემოცვაში. არაფერი სჯობს დილის სასიამოვნო სიგრილეში აივანზე მირთმეული ყავით დღის დაწყებას, მით უფრო თუ აივანი ზღვასთან ახლოსაა.

განსაკუთრებით ლამაზ აივნებს ბათუმში მემედ აბაშიძის, რუსთაველისა და ახმედ მელაშვილის (ყოფილი კამოს) ქუჩებზე შეხვდებით.

ჩვენ ისტორიული სახლების აივნებთან შევჩერდით. ეს სახლები დღემდე დგას და მათი უმრავლესობა XIX-XX საუკუნეშია აგებული. გაქრნენ აქ მცხოვრები ადამიანები, მაგრამ არსად ქრება ამბები, რაც ძველი სახლების კედლებს ახსოვთ.

რუსთაველის 39/26 მაისის 5

რით არის გამორჩეული ეს ულამაზესი აივანი? იმით, რომ ბათუმში მცხოვრებთა ალბათ ნახევარი მაინც აქაა დაბადებული. ბევრი ბათუმელი გეტყვით, რომ ეს მათთვის უსაყვარლესი და ძალიან ახლობელი შენობაა. ან თავად დაბადებულან აქ ან ახალშობილების სანახავად ერთხელ მაინც მისულან ამ შენობაში.

თუმცა სამშობიარო სახლი მხოლოდ 1952 წლიდან ფუნქციონირებს, სახლის ისტორია ნავთობმაგნატის, როტშილდის სახელს უკავშირდება და სწორედ მის საკუთრებაში იყო თავდაპირველად. XIX-XX საუკუნით დათარიღებულ სახლში როტშილდის "კასპია-შავი ზღვის სააქციო საწარმოს ნავთობსამრეწველო და სავაჭრო საზოგადოება" იყო განთავსებული.

1921 წელს შენობაში 17 მარტს შექმნილი ბათუმის რევოლუციური კომიტეტი დაბინავდა და აქვე გამოცხადდა აჭარის საბჭოთა ხელისუფლებაც.

ნინოშვილის 27 - თავად ნაკაშიძის სახლი

XX საუკუნის დასაწყისში შეულესავი აგურით ნაშენი ეს სახლი ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაშია. გარდა საინტერესო არქიტექტურისა, სახლი და მისი პატარა, თითქმის სხვენში განთავსებული აივანი ურბანული ლეგენდითაცაა გამორჩეული. როგორც კინორეჟისორი შოთა გუჯაბიძე გვიყვება, ჭაბუა ამირეჯიბი მას უამბობდა, თუ როგორ ხატავდა ზღვის სცენებს ამ აივნიდან მარინისტი ივანე აივაზოვსკი, რომელიც პერიოდულად მართლაც სტუმრობდა ბათუმს.სახლი თავდაპირველად ბათუმის სათათბიროს ხმოსანს (1898 - 1902წწ.), თავად მიხეილ ნაკაშიძეს ეკუთვნოდა.მიხეილი ჭაბუა ამირეჯიბის ბაბუა იყო და ამ უკანასკნელის გადმოცემით, სახლს ხშირად სტუმრობდა ბათუმში ჩამოსვლისას ილია, აკაკი და მაშინდელი ინტელიგენციის ბევრი სხვა წარმომადგენელი. სახლის მეპატრონე, მიხეილ ნაკაშიძე 1912 წლიდან უშვებდა ჩაის, სამარკო სახელით: "Чай Князя М. М. Накашидзе". სახლში ახლა რესტორანი "ფანფანია" განთავსებული. სასტუმრო "შერატონთან" ახლოს, ბულვარში სეირნობისას ნამდვილად ღირს შეჩერდეთ ამ სახლის აივანთან.

კომახიძის 4 - აივანი ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა"

"რა დღეა დღეს ბიჭო?- ორშაბათი.- ესე იგი დღეს სპექტაკლი არა მაქვს, სამაგიეროდ მაქვს იდეა!"ვისაც "არაჩვეულებრივი გამოფენა" უნახავს, არასდროს დაავიწყდება სცენა ფილმიდან - უზარმაზარი დოდო აბაშიძე მოუხერხებლად დგას პატარა აივანზე - ჰანტელებით ხელში. ეს პატარა აივანი ბათუმშია. მართალია, რესტავრაციის შემდეგ ზუსტად იგივე დეკორი არ აქვს, როგორც ფილმის გადაღებისას ჰქონდა, მაგრამ შენობა "არაჩვეულებრივ გამოფენას" ნამდვილად გაგახსენებთ.ბათუმში ამ შენობას "სახლ-გემს" უწოდებენ - სართულები მართლაც გემბანივითაა განლაგებული. სამსართულიანი შენობა 1907 წელს ააგეს და მისი მეპატრონე გვარად სარიანი იყო. შენობის პირველ სართულზე სახელოსნოები იყო განთავსებული, მეორეზე სახლის მეპატრონე ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოდში შენობის ნაციონალიზაცია მოხდა და ოთახები ხალხს გადსცეს. კომახიძის ქუჩა, სადაც ეს ისტორიული აივანი და "სახლი-გემი" შეგიძლიათ ნახოთ ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და მაღაზია "ვაიკიკისთანაა" ახლოს. "არაჩვეულებრივი გამოფენა" ერთადერთი ფილმი არაა, რომელიც ამ სახლში გადაიღეს.

კომახიძის 4 - ვარლამ არავიძის ტრიბუნა "მონანიებიდან"

"სახლ-გემის" აივანზეა გადაღებული ასევე სცენა თენგიზ აბულაძის ფილმიდან "მონანიება" - ვარლამ არავიძის ტრიბუნა სწორედ ამავე სახლის მეორე სართულის აივანზეა გადაღებული.ბათუმშია ასევე გადაღებული "მონანიების" არაერთი სცენა, კერძოდ: აბელ არავიძის სახლის სცენა - ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის შენობაში, სანდრო ბარათელის სახლი - ფარნავაზ მეფის #51-ში და პერსონაჟის სიზმარი - კათოლიკურ ეკლესიაში.

მ. აბაშიძის, მარიინსკის 13 - "ჯაშუშ" ბრომბერგის სახლი

მ. აბაშიძის, იგივე მარიინსკის ქუჩის #13-ში მდებარე სახლის აივნები ლითონის აჟურული მოაჯირებითა და თაღებითაა გამორჩეული, მიუხედავად ლითონის ფაქტურისა, აივანი სიმსუბუქის და სისადავის ნიმუშია. აბაშიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, კუთხის ამ სახლს იდუმალი და დახლართული ისტორია აქვს.

XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი სახლი თურმე ეკუთვნოდა ბრომბერგს და სახლის 22 ოთახი იტალიის საკონსულოს ეთმობოდა.

საინტერესოა, რომ საქართველოს სტალინურ სიებში იძებნება 1890 წელს "საქჩაის" დასასვენებელი სახლის ყოფილი დირექტორი იუსუპ (იოსები) მიხეილის ძე ბრომბერგი. ბრომბერგი ბათუმში დაბადებულა 1890 წელს. 1937 წლის აპრილში დაუპატიმრებიათ და სტალინის ხელმოწერის საფუძველზე დაუხვრეტიათ ამავე წლის 13 სექტემბერს. "თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ აგროვებდა ინფორმაციას ინგლისისთვის, იტალიისთვის, პოლონეთისა და ამერიკისთვის" - წერია საქართველოს სტალინურ სიაში. აქვე ვკითხულობთ, რომ ბრომბერგი რეაბილიტირებულია 1952 წელს, საქმეში დანაშაულის ნიშნების არქონის გამო.

მ.აბაშიძის #9 - მემედ აბაშიძის სახლი

ეს სახლიც ულამაზესი, აჟურული, თეთრი აივნით იქცევს გამვლელის ყურადღებას. ზღვასთან ახლოს მდებარე იოსებიდის სახლი თავიდან სასტუმრო "რივიერა" ყოფილა და XX საუკუნის დასაწყისში ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა. სახლს 17 ოთახი აქვს და სხვადასხვა დროს შენობაას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონია: პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები ყოფილა, 1918 - 1921 წლებში აქ ცხოვრობდა მემედ აბაშიძე, 1936 წლიდან სახლი მხატვართა კავშირს ეთმობოდა, 1992 წელს კი მემედ აბაშიძის სახლმუზეუმად გადაკეთდა. ბათუმში კიდევ უამრავი აივანია, რომელთა ისტორიებიც თავადაც შეგიძლიათ დაძებნოთ, ჩვენ მისამართებს გეტყვით. ეს ძიება დროში მოგზაურობას ჰგავს. თუ სახლების ამბებს ჩავეძიებით, ძველი სახლები ცოცხლდება და კედლებიც შენთვის აღარაა ყრუ და მდუმარე, ქალაქი კი ადამიანივით იწყებს ლაპარაკს.

NS

„თბილისი პავილიონი“ - ავეჯის ყველაზე მრავალფეროვანი პავილიონი საქართველოში

კომპანია ბორუსან კატმა თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლა

აჭარაში გიდებისთვის საინტერესო ტრენინგები იწყება