სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამ მთავრობამ, პირადი შურისძიების მიზნით, გააკოტრა და მოსპო უამრავი ბიზნესი - ფადი ასლის უმწვავესი წერილი პრემიერს
ამ მთავრობამ, პირადი შურისძიების მიზნით, გააკოტრა და მოსპო უამრავი ბიზნესი - ფადი ასლის უმწვავესი წერილი პრემიერს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში (ICC) ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს ხვა­ლინ­დელ სხდო­მას არ და­ეს­წრე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რის ფადი ას­ლის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ­ლის ად­რე­სა­ტიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან.

“პა­ტივ­ცე­მუ­ლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო და ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბო, 2002 წელს მისი და­არ­სე­ბის დღი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში (ICC) ყო­ველ­თვის იყო გუ­ლახ­დი­ლი და პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ბიზ­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან; ჩვენ არას­დროს გვე­რი­დე­ბო­და გვე­სა­უბ­რა პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის წინ იდგა, ყო­ველ­თვის ვაჟ­ღე­რებ­დით ჩვენს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო ბიზ­ნეს და სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტი. ICC ერ­თგუ­ლი იყო ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბი­სა დღი­დან მისი შექ­მნი­სა; ჩვენ რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მოვ­ხა­ტავ­დით ჩვენს შეშ­ფო­თე­ბას, რო­დე­საც მთავ­რო­ბა არაპ­რო­დუქ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებ­და ან ღე­ბუ­ლობ­და ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს; ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს ოქ­მე­ბი სავ­სეა ჩვე­ნი შე­ნიშ­ვნე­ბით, რჩე­ვე­ბით, გაფრ­თხი­ლე­ბე­ბით თუ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმ ათე­უ­ლო­ბით წე­რი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­ზავ­ნი­ლი გვაქვს მთავ­რო­ბის მა­ღალ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან, თხოვ­ნით, გა­და­ი­ხე­დოს ესა თუ ის კა­ნო­ნი ან რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც ვნებს ეკო­ნო­მი­კას. მთავ­რო­ბას დღი­დან ჩვე­ნი პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა რომ მო­ეს­მი­ნა, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა არ გა­უ­ფა­სურ­დე­ბო­და, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ და­ვი­დო­და 2006 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე დაბ­ლა, ხოლო ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ნო­მი­ნა­ლუ­რი მშპ წელს არ გახ­დე­ბო­და 2012 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ნაკ­ლე­ბი; ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მისი მო­სახ­ლე­ო­ბა დღეს უფრო ღა­რი­ბია, ვიდ­რე შვი­დი წლის წინ.

აქვე ფრჩხი­ლებს გავ­ხსნით და ვი­ტყვით, რომ ისე­თი მცი­რე ეკო­ნო­მი­კის­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­სია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მშპ უნდა ყო­ველ­თვის იზო­მე­ბო­დეს ნო­მი­ნა­ლუ­რი ციფ­რე­ბით და არა მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რის პა­რი­ტე­ტის ციფ­რე­ბით, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თი მთავ­რო­ბის „ექ­სპერ­ტი“ აკე­თებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ხინ­ჯებს ფაქ­ტებს და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. 2013 წლის შემ­დეგ ამ მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა იყო, რომ უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი­დან, არ და­ეშ­ვათ ბა­ზარ­ზე; ხან უკან აბ­რუ­ნებ­დნენ სა­ზღვრი­დან, ან უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა­ზე, თუნ­დაც მოკ­ლე­ვა­დი­ან­ზე, ან არ აღ­მო­უ­ჩენ­დნენ მათ დახ­მა­რე­ბას ისე­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რად იქ­მნე­ბო­და, რომ ინ­ვეს­ტო­რებს იმე­დი გაც­რუ­ე­ბო­დათ ბიზ­ნე­სის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. მოკ­ლედ, ამ მთავ­რო­ბამ ძლი­ერ შე­არ­ყია სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცია, რო­გორც ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა, და ICC-ს ნამ­დვი­ლად აქვს უფ­ლე­ბა გა­მოთ­ქვას ამა­ზე აზრი, ვი­ნა­ი­დან პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ჩვენ მოგ­ვმარ­თა­ვენ ხოლ­მე უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ის­წავ­ლი­ან ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ ასე­ვე მოგ­ვმარ­თა­ვე­ნიმ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად, რო­მელ­საც ისი­ნი აწყდე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, მთავ­რო­ბამ გა­ა­კოტ­რა მრა­ვა­ლი ბიზ­ნე­სი, რომ­ლებ­საც ბრა­ლად ედე­ბო­დათ წინა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან სი­ახ­ლო­ვე ან მე­გობ­რო­ბა; მთავ­რო­ბამ ასე­ვე მოს­პო ან წნე­ხის ქვეშ გა­ა­ტა­რა ბევ­რი ბიზ­ნე­სი პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბის ან პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო“, - აცხა­დებს ფადი ასლი.

ამას­თან, ფადი ასლი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ TBC ბან­კის და ანაკ­ლი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­ზე მთავ­რო­ბის მხრი­დან უმი­ზე­ზო თავ­დას­ხმის მი­ზე­ზით, ყვე­ლა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზეა კვო­ტი­რე­ბუ­ლი, და­კარ­გა ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, ხოლო ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია სა­ბო­ლო­ოდ შე­ირ­ყა უცხო­ე­თის ინ­ვეს­ტორ­თა წრე­ებ­ში.

„პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ხა­რი­ამ კარ­გად იცის, რა­ზეც ვლა­პა­რა­კობთ; რო­დე­საც იგი იყო ბიზ­ნეს ომ­ბუდსმე­ნი, ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი იყო, ჩვენ მრა­ვა­ლი ამ­გვა­რი და სხვა სა­კი­თხი დაგ­ვი­ყე­ნე­ბია მის წინ. შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი წე­სე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ზედ­მე­ტად გა­არ­თუ­ლა, და­ამ­ძი­მა და შე­ა­ფერ­ხა ბიზ­ნე­სი და ბიზ­ნეს­გა­რე­მო, რი­თაც და­ი­კარ­გა ქვეყ­ნის, რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბა­დი ბაზ­რის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა. ზოგი რე­გუ­ლა­ცია და­ი­წე­რა იმის­თვის, რომ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით DCFTA-ს ნორ­მებ­თან და ჩვენს ეკო­ნო­მი­კას ეს ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და;

ჩვე­ნი შე­კი­თხვა შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: რა აზრი აქვს DCFTA-ს, თუკი უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს არ ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ბიზ­ნე­სი აწარ­მო­ონ ქვე­ყა­ნა­ში? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბით ვი­ყი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ლი­მუ­ზი­ნი, მაგ­რამ იგი ჩავ­კე­ტეთ ფა­რეხ­ში, არ ვი­ყე­ნებთ მას კო­მერ­ცი­უ­ლად და არც სხვას ვაძ­ლევთ მისი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ტექ­ნი­კუ­რად, სწო­რედ იგი­ვე ხდე­ბა DCFTA-სთან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ მას­ში მი­უ­ღებ­ლად მა­ღალ ფასს ვიხ­დით, მაგ­რამ ინ­ვეს­ტო­რებს არ ვაძ­ლევღ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქვე­ყა­ნა­ში იმუ­შა­ვონ და ისარ­გებ­ლონ იმ მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით, რათა გან­ვი­თარ­დეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა და შემ­სუ­ბუქ­დეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო შე­სა­ბა­მი­სო­ბის ტვირ­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

ამას­თან, ას­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ინ­ვეს­ტო­რე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან“ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს გახ­და ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტო­რი ქვე­ყა­ნა­ში, რაც გვკარ­ნა­ხობს, რომ ვახ­სე­ნოთ სა­უბ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვრცელ­დე­ბა მისი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ, შე­ის­ყი­დოს მთავ­რო­ბის­გან წყალ­ტუ­ბოს კომ­პლექ­სი კერ­ძო პი­რა­დი ბიზ­ნე­სი­სათ­ვის“.

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე და არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა­ნა­ი­რად შე­ფუ­თავს მთავ­რო­ბა ამ ტრან­ზაქ­ცი­ას ან რა შაქ­რით და­ატ­კბობს მას, ეთი­კის, ეფექ­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის და გამჭვირ­ვა­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით, ეს მა­ინც იქ­ნე­ბა თვალ­სა­ჩი­ნო შემ­თხვე­ვა აშ­კა­რა ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი­სა და კო­რუფ­ცი­ი­სა;

ნე­ბის­მი­ე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, რო­მე­ლიც მხარს და­უ­ჭერს ან შე­უ­წყობს ამ ტრან­ზაქ­ცი­ას, გახ­დე­ბა კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის ნა­წი­ლი და იქო­ნი­ებს შე­დე­გებს მო­მა­ვალ­ში. და ბო­ლოს, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ხა­რი­ამ მი­იწ­ვია ბიზ­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბულ შეხ­ვედ­რა­ზე, დღე­ვან­დელ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და ქვეყ­ნის ყვე­ლა ბიზ­ნეს ორ­გა­ნი­ზა­ცია, უდი­დე­სი­დან უმ­ცი­რე­სამ­დე. არა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის დას­წრე­ბა, რო­მე­ლიც არის მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ბიზ­ნეს ორ­გა­ნი­ზა­ცია, არ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი სა­ჭი­როდ. ეს ჩვენ­თვის არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ვი­ნა­ი­დან 2013 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ICC-ს სის­ტე­მა­ტუ­რად არი­დებ­დნენ სამ­თავ­რო­ბო შეხ­ვედ­რებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებს და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს; ისე, ამ­ბის­თვის, ვი­ტყვით, რომ შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ICC არც ერთხელ არ იქნა მიწ­ვე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. ასე­თი ქცე­ვით მთავ­რო­ბა არა ICC-ს იზო­ლი­რე­ბას ახ­დენს, არა­მედ თა­ვი­სი თა­ვი­სას; ICC მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი ბიზ­ნეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობს 140 ქვე­ყა­ნა­ში. გან­სხვა­ვე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან, ICC-ს დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბი არ ღე­ბუ­ლო­ბენ ხელ­ფასს ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე საზ­რუნ­ვე­ლად, ჩვენ ამას ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ვა­კე­თებთ; სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვენ პი­რად ფი­ნან­სებს და დროს ვხარ­ჯავთ, რათა წინ წავ­წი­ოთ ქვე­ყა­ნა; ჩვენ­თვის ეს საქ­მე არის არა სა­მუ­შაო, არა­მედ მი­სი­აა, რათა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა და ამის­თვის ჩვენ ხში­რად გაგ­ვი­ღია მსხვერ­პლად ჩვე­ნი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი და საფრ­თხის წი­ნა­შე დაგ­ვი­ყე­ნე­ბია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ICC-ს დი­რექ­ტო­რებს არ გა­აჩ­ნი­ათ სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გი, ჩვენ არ მი­ვილ­ტვით თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის­კენ მთავ­რო­ბა­ში თუ პარ­ლა­მენ­ტში, არ ვცდი­ლობთ გა­ვიკ­ვა­ლოთ გზა იერ­არ­ქი­ა­ში; ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი დღის წეს­რი­გი არის ქვეყ­ნის აყ­ვა­ვე­ბა და მისი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა; მაგ­რამ ჩვენ გვეს­მის, რომ ხან­და­ხან ჩვე­ნი დღის წეს­რი­გი კონ­ფლიქ­ტში მო­დის ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, რო­მელ­თა უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნია გავ­ლე­ნის და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის გაზ­რდა ქვეყ­ნის და ხალ­ხის ხარ­ჯზე“, - აღ­ნიშ­ნავს ფადი ასლი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მთავ­რო­ბა არ თვლის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ითა­ნამ­შრომ­ლოს ჩვენ­თან, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, არ და­ვეს­წროთ ინ­ვეს­ტორ­თა საბ­ჭოს 26 ნო­ემ­ბრის სხდო­მას და გა­ვაგ­რძე­ლებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მთავ­რო­ბას­თან ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

„მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გას ბიზ­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც არი­ან საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჯერ არ და­უ­კარ­გავთ იმე­დი, რომ­ლე­ბიც ჩვენს გვერ­დით იბ­რძოდ­ნენ ბიზ­ნეს გა­რე­მოს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბის­თვის; მსურს ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა პა­ტი­ო­სან და თავ­და­დე­ბულ მთავ­რო­ბის თუ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, ყო­ფილს თუ მოქ­მედს, რომ­ლებ­მაც გა­სუ­ლი შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ ან აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რომ წინ წა­წი­ონ ქვე­ყა­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უაზ­რო ბრძა­ნე­ბე­ბი­სა და ხუშ­ტუ­რე­ბი­სა. ბოლო სი­ტყვე­ბი ეხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გა­ხა­რი­ას, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა და შეც­ვა­ლოს არას­წო­რი პო­ლი­ტი­კა ჩვენ­თვის ნა­თე­ლია. ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, გუ­ლახ­დი­ლად მჯე­რა, რომ იმ მიღ­წე­ვებს, რომ­ლებ­საც თქვენ მი­ი­ღებთ მო­მა­ვალ თვე­ებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით, არ გა­და­იყ­რე­ბა ერთ დღეს ფან­ჯა­რა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ. პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ვი­თხოვ საბ­ჭოს მდივ­ნის­გან, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რი­ლი და­ერ­თოს სხდო­მის ოქმს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფადი ას­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონიკო
23

აი ოცნებავ თქვენი კიდევ ერთი ლაფსუსი !!!!!!!! ამ აფერისტ კაცს ამდენს რომ ალაპარაკებთ და არ დაუდეთ ის მასალები როგორ გადააგდო და ვინ გადააგდო სანამ ბიზნესმენი გახდებოდა !!!!!!!! და ამ აფერისტის სალაპარაკო რომ გახდით ღირსები ხართ

ზურაბ
26

ამ კაცს ვინ ეკითხება საქართველოს საქმეები. თავის დროზე ქართველი ხალხის გაჭირვებაზე დიდი ფული იშოვნა.

ავტორი:

ამ მთავრობამ, პირადი შურისძიების მიზნით, გააკოტრა და მოსპო უამრავი ბიზნესი - ფადი ასლის უმწვავესი წერილი პრემიერს

ამ მთავრობამ, პირადი შურისძიების მიზნით, გააკოტრა და მოსპო უამრავი ბიზნესი - ფადი ასლის უმწვავესი წერილი პრემიერს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC) ინვესტორთა საბჭოს ხვალინდელ სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის წერილშია აღნიშნული, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინვესტორთა საბჭოს გენერალური მდივანი და ინვესტორთა საბჭოს წევრები არიან.

“პატივცემულო პრემიერ-მინისტრო და ინვესტორთა საბჭოს წევრებო, 2002 წელს მისი დაარსების დღიდან, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC) ყოველთვის იყო გულახდილი და პირდაპირი კომუნიკაციაში ხელისუფლებასთან, ბიზნეს საზოგადოებასთან და ზოგადად, საქართველოს საზოგადოებასთან; ჩვენ არასდროს გვერიდებოდა გვესაუბრა პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინ იდგა, ყოველთვის ვაჟღერებდით ჩვენს რეკომენდაციებს, რათა საქართველოში გაუმჯობესებულიყო ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი. ICC ერთგული იყო ინვესტორთა საბჭოს საქმიანობისა დღიდან მისი შექმნისა; ჩვენ რეგულარულად გამოვხატავდით ჩვენს შეშფოთებას, როდესაც მთავრობა არაპროდუქტიულ პოლიტიკას ახორციელებდა ან ღებულობდა ასეთ გადაწყვეტილებებს; ინვესტორთა საბჭოს ოქმები სავსეა ჩვენი შენიშვნებით, რჩევებით, გაფრთხილებებით თუ რეკომენდაციებით, რომ არაფერი ვთქვათ იმ ათეულობით წერილებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაგზავნილი გვაქვს მთავრობის მაღალ ოფიციალურ პირებთან, თხოვნით, გადაიხედოს ესა თუ ის კანონი ან რეგულაცია, რომელიც ვნებს ეკონომიკას. მთავრობას დღიდან ჩვენი პირველი რეკომენდაციებისა რომ მოესმინა, ჩვენი ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდებოდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ დავიდოდა 2006 წლის მაჩვენებელზე დაბლა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ წელს არ გახდებოდა 2012 წლის მაჩვენებელზე ნაკლები; ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა დღეს უფრო ღარიბია, ვიდრე შვიდი წლის წინ.

აქვე ფრჩხილებს გავხსნით და ვიტყვით, რომ ისეთი მცირე ეკონომიკისთვის, როგორც საქართველოსია, რომელიც ძირითადად საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უნდა ყოველთვის იზომებოდეს ნომინალური ციფრებით და არა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ციფრებით, როგორც ამას ზოგიერთი მთავრობის „ექსპერტი“ აკეთებს და, შესაბამისად, ამახინჯებს ფაქტებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. 2013 წლის შემდეგ ამ მთავრობის პოლიტიკა იყო, რომ უცხოელი ინვესტორები, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებიდან, არ დაეშვათ ბაზარზე; ხან უკან აბრუნებდნენ საზღვრიდან, ან უარს ეუბნებოდნენ ბინადრობის ნებართვაზე, თუნდაც მოკლევადიანზე, ან არ აღმოუჩენდნენ მათ დახმარებას ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც ხელოვნურად იქმნებოდა, რომ ინვესტორებს იმედი გაცრუებოდათ ბიზნესის გასაგრძელებლად. მოკლედ, ამ მთავრობამ ძლიერ შეარყია საქართველოს რეპუტაცია, როგორც ინვესტიციების მეგობრული ქვეყანა, და ICC-ს ნამდვილად აქვს უფლება გამოთქვას ამაზე აზრი, ვინაიდან პირველ რიგში სწორედ ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე უცხოელი ინვესტორები, რომლებიც შეისწავლიან ქვეყანას, მაგრამ ასევე მოგვმართავენიმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელსაც ისინი აწყდებიან. გარდა ამისა, მთავრობამ გააკოტრა მრავალი ბიზნესი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ წინა ადმინისტრაციასთან სიახლოვე ან მეგობრობა; მთავრობამ ასევე მოსპო ან წნეხის ქვეშ გაატარა ბევრი ბიზნესი პირადი შურისძიების ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო“, - აცხადებს ფადი ასლი.

ამასთან, ფადი ასლი წერილში აღნიშნავს, რომ TBC ბანკის და ანაკლიის დამფუძნებლებზე მთავრობის მხრიდან უმიზეზო თავდასხმის მიზეზით, ყველა ქართულმა კომპანიამ, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა კვოტირებული, დაკარგა ასეულობით მილიონი დოლარი, ხოლო ქვეყნის რეპუტაცია საბოლოოდ შეირყა უცხოეთის ინვესტორთა წრეებში.

„პრემიერ-მინისტრმა გახარიამ კარგად იცის, რაზეც ვლაპარაკობთ; როდესაც იგი იყო ბიზნეს ომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი ან მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრი იყო, ჩვენ მრავალი ამგვარი და სხვა საკითხი დაგვიყენებია მის წინ. შვიდი წლის განმავლობაში მთავრობამ მიიღო მრავალრიცხოვანი წესები და რეგულაციები, რომლებმაც ზედმეტად გაართულა, დაამძიმა და შეაფერხა ბიზნესი და ბიზნესგარემო, რითაც დაიკარგა ქვეყნის, როგორც განვითარებადი ბაზრის კონკურენტუნარიანი უპირატესობა. ზოგი რეგულაცია დაიწერა იმისთვის, რომ შესაბამისობაში ვყოფილიყავით DCFTA-ს ნორმებთან და ჩვენს ეკონომიკას ეს ასობით მილიონი დოლარი დაუჯდა;

ჩვენი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა აზრი აქვს DCFTA-ს, თუკი უცხოელ ინვესტორებს არ ეძლევათ საშუალება, ბიზნესი აწარმოონ ქვეყანაში? წარმოიდგინეთ, რომ კომერციული მიზნებით ვიყიდეთ ძვირად ღირებული ლიმუზინი, მაგრამ იგი ჩავკეტეთ ფარეხში, არ ვიყენებთ მას კომერციულად და არც სხვას ვაძლევთ მისი გამოყენების საშუალებას. ტექნიკურად, სწორედ იგივე ხდება DCFTA-სთან დაკავშირებით. ჩვენ მასში მიუღებლად მაღალ ფასს ვიხდით, მაგრამ ინვესტორებს არ ვაძლევღ შესაძლებლობას ქვეყანაში იმუშავონ და ისარგებლონ იმ მისი უპირატესობებით, რათა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და შემსუბუქდეს საკანონმდებლო შესაბამისობის ტვირთის ეკონომიკური ღირებულება“, - ნათქვამია მიმართვაში.

ამასთან, ასლის განცხადებით, „ინვესტორები არ დაიშვებიან“ პოლიტიკის შედეგად, ბიძინა ივანიშვილი დღეს გახდა ერთადერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაში, რაც გვკარნახობს, რომ ვახსენოთ საუბრები, რომლებიც ვრცელდება მისი გეგმების შესახებ, შეისყიდოს მთავრობისგან წყალტუბოს კომპლექსი კერძო პირადი ბიზნესისათვის“.

„ბიძინა ივანიშვილი არის დე ფაქტო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არა აქვს მნიშვნელობა, რანაირად შეფუთავს მთავრობა ამ ტრანზაქციას ან რა შაქრით დაატკბობს მას, ეთიკის, ეფექტური მმართველობის და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებით, ეს მაინც იქნება თვალსაჩინო შემთხვევა აშკარა ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციისა;

ნებისმიერი ოფიციალური პირი, რომელიც მხარს დაუჭერს ან შეუწყობს ამ ტრანზაქციას, გახდება კორუფციული სქემის ნაწილი და იქონიებს შედეგებს მომავალში. და ბოლოს, დაახლოებით ერთი თვის წინ, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მიიწვია ბიზნეს საზოგადოება გაფართოებულ შეხვედრაზე, დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასაუბროდ. შეხვედრას ესწრებოდა ქვეყნის ყველა ბიზნეს ორგანიზაცია, უდიდესიდან უმცირესამდე. არადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის დასწრება, რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი ბიზნეს ორგანიზაცია, არ იქნა მიჩნეული საჭიროდ. ეს ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, ვინაიდან 2013 წლიდან დაწყებული, ICC-ს სისტემატურად არიდებდნენ სამთავრობო შეხვედრებს, კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს; ისე, ამბისთვის, ვიტყვით, რომ შვიდი წლის განმავლობაში ICC არც ერთხელ არ იქნა მიწვეული საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად. ასეთი ქცევით მთავრობა არა ICC-ს იზოლირებას ახდენს, არამედ თავისი თავისას; ICC მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციაა, გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც აქტიურად საქმიანობს 140 ქვეყანაში. განსხვავებით ოფიციალური პირებისგან, ICC-ს დირექტორთა საბჭოს წევრები არ ღებულობენ ხელფასს ქვეყნის კეთილდღეობაზე საზრუნველად, ჩვენ ამას ანაზღაურების გარეშე ვაკეთებთ; სინამდვილეში, ჩვენ პირად ფინანსებს და დროს ვხარჯავთ, რათა წინ წავწიოთ ქვეყანა; ჩვენთვის ეს საქმე არის არა სამუშაო, არამედ მისიაა, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და ამისთვის ჩვენ ხშირად გაგვიღია მსხვერპლად ჩვენი ბიზნეს ინტერესები და საფრთხის წინაშე დაგვიყენებია ჩვენი ცხოვრება. ICC-ს დირექტორებს არ გააჩნიათ საკუთარი დღის წესრიგი, ჩვენ არ მივილტვით თანამდებობებისკენ მთავრობაში თუ პარლამენტში, არ ვცდილობთ გავიკვალოთ გზა იერარქიაში; ჩვენი ერთადერთი დღის წესრიგი არის ქვეყნის აყვავება და მისი ხალხის კეთილდღეობა; მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ხანდახან ჩვენი დღის წესრიგი კონფლიქტში მოდის ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებთან, რომელთა უპირველესი მიზანია გავლენის და პრივილეგიების შენარჩუნება, პირადი გამორჩენის გაზრდა ქვეყნის და ხალხის ხარჯზე“, - აღნიშნავს ფადი ასლი.

მისივე განცხადებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა არ თვლის მნიშვნელოვნად ითანამშრომლოს ჩვენთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავესწროთ ინვესტორთა საბჭოს 26 ნოემბრის სხდომას და გავაგრძელებთ კომუნიკაციას მთავრობასთან ქვეყნის სხვადასხვა მედიის მეშვეობით.

„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას ბიზნეს საზოგადოებიდან, რომლებიც არიან საბჭოს წევრები, რომლებსაც ჯერ არ დაუკარგავთ იმედი, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად და საქართველოს წარმატებისთვის; მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ყველა პატიოსან და თავდადებულ მთავრობის თუ პარლამენტის წევრს, ყოფილს თუ მოქმედს, რომლებმაც გასული შვიდი წლის განმავლობაში აკეთებდნენ ან აკეთებენ ყველაფერს, რომ წინ წაწიონ ქვეყანა, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის უაზრო ბრძანებებისა და ხუშტურებისა. ბოლო სიტყვები ეხება პრემიერ-მინისტრ გახარიას, რომლის გადაწყვეტილება, გააუმჯობესოს მდგომარეობა და შეცვალოს არასწორი პოლიტიკა ჩვენთვის ნათელია. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გულახდილად მჯერა, რომ იმ მიღწევებს, რომლებსაც თქვენ მიიღებთ მომავალ თვეებში, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ ცარიელი ენთუზიაზმით, არ გადაიყრება ერთ დღეს ფანჯარაში ივანიშვილის მიერ. პატივისცემით მოვითხოვ საბჭოს მდივნისგან, რომ წინამდებარე წერილი დაერთოს სხდომის ოქმს“, - აღნიშნულია ფადი ასლის განცხადებაში.

გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა - თბილისში, ჩემს სახლში ვარ

ხმაური და ბოთლების სროლა მცხეთაში - რა ხდება აქციაზე, სადაც ერთმანეთს "ოცნების" და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

"გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება წყალი სიცივეშიო - ახლა ვცდილობთ, გავათბოთ" - ვახტანგ გომელაური აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე