რა ადვილია, გაუკეთო ქალს საჩუქარი და რა რთულია, შეურჩიო ის მამაკაცს! მამაკაცები ყოველთვის, ყველაფერში ეძებენ ქვეტექსტებს. საჩუქარი მათ სტატუსს და გემოვნებას უნდა უსვამდეს ხაზს.
საბედნიეროდ, არსებობს უნივერსალური საჩუქარი, რომელიც ნებისმიერი სტატუსისა და გემოვნების მქონე მამაკაცს გაუხარდება! - ეს არის სასმელი, მაგრამ მის შერჩევასაც დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.
ტრადიციულ მამაკაცებს საჩუქრად ელიტურ, მაგარ სასმელს ჩუქნიან, თუმცაღა, ერთი ბოთლი ხარისხიანი ღვინო ან კონიაკიც არ იქნება ურიგო. ყველაზე პოპულარული „სასაჩუქრე“ სასმელი არის ვისკი და კონიაკი, თუმცა ბევრმა იცის, რომ სახელწოდება „კონიაკი“ უნდა ერქვას მხოლოდ იმ სასმელს, რომელიც საფრანგეთის რეგიონ შარანტაშია დამზადებული. სხვა დანარჩენი - ეს ბრენდია. ვისკი არსებობს რამდენიმე სახის: ალაოს, მარცვლეულის, შერეული და სიმინდის (ბურბონი). ჯობს, უპირატესობა მიანიჭოთ შერეულ ვისკის, მაგრამ თუ საჩუქარს ვისკის გურმანისთვის არჩევთ, შეგიძლიათ ალაოს ვისკი იყიდოთ, რომლის გემო ყველასთვის გასაგები არ არის...
ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ხარისხიანი არაყიც. ის ვისკისა და კონიაკზე ცოტა იაფი ჯდება, მაგრამ ხარისხით არ ჩამორჩება. არაყი ბევრნაირი არსებობს. ყველასათვის ცნობილი ხორბლის არყის გარდა, არსებობს ასევე ბრინჯის, ყურძნის, ჭვავის არაყიც. ხარისხიანი არყით სხვადასხვა კოქტეილის დამზადებაც შესაძლებელია. ამიტომ აჩუქეთ ის ისეთ მამაკაცს, რომელსაც უყვარს ბარში ტრიალი და გურმანია. ულტრა ლაქშერი არაყი კარგი არჩევანი იქნება კრეატიული, მხიარული მამაკაცისთვის.
ღვინო
გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს წითელ, მშრალ ღვინოებს. თუმცა ადრესატის გემოვნება აუცილებლად გაითვალისწინეთ. თეთრი მშრალი ქვევრის ღვინო და მუკადო, საფერავი - მწვანე გაუფილტრავი წითელი მშრალი ღვინო საინტერესო არჩევანია ისეთი მამაკაცისთვის, რომელსაც უყვარს ოჯახური ვახშმის მოწყობა ან მეგობრებთან ერთად დროის გატარება.
ნუ, რას არ გაიგებ კაცი... თურმე ქალისთვის საჩუქრის შერჩევა უმარტივესი ამბავი ყოფილა, კაცისთვის კი - ურთულესი... ამ ბაჯაღლო შეშმარიტებას ახსნაც იქვე მოჰყვება - კაცი ყველაფერში ქვეტექსტს ეძებს, შესაბამისად - ქალების აბსოლიტური უმრავლესობისთვის ეს ტერმინი, ალბათ, საერთოდ უცხო უნდა იყოს... საჩუქარი კაცის სტატუსსა და გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდეს თურმე, ხოლო საბრალო ქალებს კი სტატუსიც არ გააჩნიათ, გემოვნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ... და ამ ყოველივეს ფონზე ნამდვილად ღვთით მოვლენილ სასწაულად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ თურმე იმგვარი უნივერსალური საჩუქარიც არსებულა, რომელიც ნებისმიერი სტატუსის, გემოვნებისა თუ ქვეტექსტის მაძიებელი მამაკაცის ახირებას, მის ღვიძლს, თირკმელებსა თუ პათოლოგიურ გადახრებს დააკმაყოფილებს და ეს პანაცეა, არც მეტი, არც ნაკლები, მაქსიმალურად მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი ყოფილა... რეკლამაც ასეთი უნდა... მარიხუანაზეც გეცადათ,- წესით, ურიგოდ არ უნდა გამოგივიდეთ....