მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაბი პრინცესა გაუჩინარდა - ბასმას თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცეს
არაბი პრინცესა გაუჩინარდა - ბასმას თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცეს

სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ცნო­ბი­ლი წევ­რი, პრინ­ცე­სა ბას­მა ბინტ საუდ ბინ აბ­დუ­ლა­ზი­ზი გა­უ­ჩი­ნარ­და - „დო­ი­ჩე ვე­ლეს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის, შე­საძ­ლოა, რი­ად­ში, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს.

პრინ­ცე­სა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს უჭერ­და სა­მე­ფო­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას.

გა­მო­ცე­მის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრინ­ცე­სა ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სამ­კურ­ნა­ლოდ შვე­ი­ცა­რი­ა­ში წას­ვლას გეგ­მავ­და. ის გა­სულ წელს 18 დე­კემ­ბერს უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო - ბას­მას შვე­ი­ცა­რი­ელ­მა ექიმ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ურ­ჩია. გამ­გზავ­რე­ბა­ში ამე­რი­კა­ში მყო­ფი ად­ვო­კა­ტი, ლე­ო­ნარდ ბე­ნე­ტი ეხ­მა­რე­ბო­და, რო­მელ­მაც „დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან“ გა­ნა­ცხა­და, რომ პრინ­ცე­სას თვითმფრი­ნავს აფ­რე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აე­რო­პორ­ტი­დან არ მის­ცეს.

შემ­თხვე­ვი­დან ორი თვის შემ­დეგ ბას­მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ად­ვო­კატ­მა ვერ შეძ­ლო, არა­ვინ იცო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. უამ­რა­ვი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ბე­ნეტ­მა შეძ­ლო პრინ­ცე­სას­თან სა­უ­ბა­რი და ად­ვო­კატს დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბას­მა ტყვედ იმ­ყო­ფე­ბო­და.

პრინ­ცე­სას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­მე­ფო ოჯახ­ში მისი გამ­გზავ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის გა­მო­ძი­ე­ბა სურ­დათ. მათ და­ად­გი­ნეს,რომ ბას­მას ნამ­დვი­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად სურ­და გამ­გზავ­რე­ბა, თუმ­ცა პრინ­ცე­სა ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლია. წყა­რო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბას­მას პა­ტიმ­რო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი აქვს.

პრინ­ცე­სას ხუთი შვი­ლი ჰყავს. 2006 წლი­დან ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის­თვის პუბ­ლი­კა­ცი­ებს წერ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი წა­მო­ი­წყო და რე­ფორ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხში­რად სა­უბ­რობ­და, რაც ყო­ველ­თვის მი­სა­ღე­ბი არ იყო ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლე­ბის­თვის.

ქმარ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ 2010-2011 წლებ­ში ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ხში­რად ჩნდე­ბო­და სა­ჯა­როდ - მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ში, სა­უბ­რობ­და კო­რუფ­ცი­ა­ზე, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზის­ზე. ხაზს უს­ვამ­და რე­ფორ­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დავ­და რე­ლი­გი­უ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი გა­იზ­რდე­ბო­და.

სა­უ­დის არა­ბეთ­ში 2015 წელს დაბ­რუნ­და, თუმ­ცა სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებს კვლავ გა­ნაგ­რძობ­და. ბას­მა მე­დი­ა­ში ბო­ლოს 2018 წელს გა­მოჩ­ნდა, არა­ბულ BBC-სთან მან ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და, იე­მენ­ში ომი შე­ე­წყვი­ტა.

ად­ვო­კა­ტი და ბას­მას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ პრინ­ცე­სას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი­ყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
7

ესეც ჩვენ ვიდარდოთ?

გუჯა
6

ისე, ოჯახის რესურს რომ გამოიყენებ და მერე იქით შეუტევ, აბა რა ვიცი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

არაბი პრინცესა გაუჩინარდა - ბასმას თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცეს

არაბი პრინცესა გაუჩინარდა - ბასმას თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცეს

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ცნობილი წევრი, პრინცესა ბასმა ბინტ საუდ ბინ აბდულაზიზი გაუჩინარდა - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ის, შესაძლოა, რიადში, შინაპატიმრობაში იმყოფებოდეს.

პრინცესა დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა სამეფოში საკონსტიტუციო რეფორმასა და მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პრინცესა ქალიშვილთან ერთად სამკურნალოდ შვეიცარიაში წასვლას გეგმავდა. ის გასულ წელს 18 დეკემბერს უნდა გაფრენილიყო - ბასმას შვეიცარიელმა ექიმმა დაუყოვნებლივი გამოკვლევების ჩატარება ურჩია. გამგზავრებაში ამერიკაში მყოფი ადვოკატი, ლეონარდ ბენეტი ეხმარებოდა, რომელმაც „დოიჩე ველესთან“ განაცხადა, რომ პრინცესას თვითმფრინავს აფრენის საშუალება აეროპორტიდან არ მისცეს.

შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ ბასმასთან დაკავშირება ადვოკატმა ვერ შეძლო, არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. უამრავი მცდელობის შემდეგ ბენეტმა შეძლო პრინცესასთან საუბარი და ადვოკატს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბასმა ტყვედ იმყოფებოდა.

პრინცესასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ სამეფო ოჯახში მისი გამგზავრების რეალური მიზეზის გამოძიება სურდათ. მათ დაადგინეს,რომ ბასმას ნამდვილად სამედიცინო დახმარების მისაღებად სურდა გამგზავრება, თუმცა პრინცესა ამ დრომდე დაკავებულია. წყარო დარწმუნებულია, რომ ბასმას პატიმრობას პოლიტიკური სარჩული აქვს.

პრინცესას ხუთი შვილი ჰყავს. 2006 წლიდან ადგილობრივი მედიისთვის პუბლიკაციებს წერდა, მოგვიანებით კი ბიზნესსაქმიანობები წამოიწყო და რეფორმების აუცილებლობის შესახებ ხშირად საუბრობდა, რაც ყოველთვის მისაღები არ იყო ქვეყნის მმართველებისთვის.

ქმართან დაშორების შემდეგ 2010-2011 წლებში ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ - მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში, საუბრობდა კორუფციაზე, ჰუმანიტარულ კრიზისზე. ხაზს უსვამდა რეფორმების საჭიროებას, რომელიც შეზღუდავდა რელიგიური პოლიციის უფლებამოსილებას და ქალების უფლებები გაიზრდებოდა.

საუდის არაბეთში 2015 წელს დაბრუნდა, თუმცა საჯარო გამოსვლებს კვლავ განაგრძობდა. ბასმა მედიაში ბოლოს 2018 წელს გამოჩნდა, არაბულ BBC-სთან მან ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, იემენში ომი შეეწყვიტა.

ადვოკატი და ბასმას ოჯახის წევრები შიშობენ, რომ პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაუარესებულიყო.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სახლებს დაეცა - კონგოში მსხვერპლის რაოდენობის დაზუსტება უჭირთ

კიმ ჩენ ინი და სიხარულისგან ატირებული ქალები - დიქტატორმა სამხედრო პუნქტი მოინახულა

სამოაში წითელას ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა - გარდაცვლილთა უმრავლესობა 5 წლამდე ბავშვია