კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად
ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

ათო­ნელ­ზე მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ავე­ჯი­სა და ინ­ტე­რი­რე­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნა­ზე 1 199 558 ლარი და­ი­ხარ­ჯა, 255 000 ლარი რეს­ტავ­რა­ცი­ას, ხოლო 720 225 ლარი - თა­ნა­მედ­რო­ვე ავე­ჯის, სა­ნა­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ფარ­დე­ბის შეს­ყიდ­ვას მოხ­მარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი“ (IDFI) ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის­გან, სსიპ სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს­გან, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლი სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­გან გა­მო­ი­თხო­ვეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი:

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ავე­ჯის, სა­ნა­თი სა­შუ­ლე­ბე­ბის და ინ­ტე­რი­ე­რის სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რის შეს­ყიდ­ვის­თვის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­ი­ყო 2 800 000 ლარი;
  • სულ გა­ი­ხარ­ჯა 2 174 783 ლარი, სა­ი­და­ნაც 1 199 558 ლარი მოხ­მარ­და ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ავე­ჯის და ინ­ტე­რი­ე­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნას, 255 000 ლარი მათ რეს­ტავ­რა­ცი­ას, ხოლო 720 225 ლარი - თა­ნა­მედ­რო­ვე ავე­ჯის, სა­ნა­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ფარ­დე­ბის შეს­ყიდ­ვას;
  • ოქ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა ორ დღე­ში ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლა 58 ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თი და მათი ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­რე­ბით გან­სა­ზღვრა მათი შეს­ყიდ­ვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა;
  • კო­მი­სი­ის თან­ხმო­ბით სულ შეს­ყი­დუ­ლია 47 ოქ­მის მი­ხედ­ვით შე­ფა­სე­ბუ­ლი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის: 10 გარ­ნი­ტუ­რი/სა­მე­უ­ლი, 7 ბული/ბი­უ­რო მარ­კეტ­რი, 7 ჭაღი, 5 მა­გი­და, 3 ბუხ­რის სა­ა­თი, 3 სარ­კე, 3 შან­და­ლი, 2 ხა­ლი­ჩა და სხვა;
  • ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის­თვის შეს­ყი­დულ ან­ტიკ­ვა­რულ ნივ­თებს შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო ქარ­ხა­ნა­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი XIX სა­უ­კუ­ნის ჭაღი - 59 000 აშშ დო­ლა­რი; ოთხ ან­ტიკ­ვა­რულ ჭაღ­ში - ჯამ­ში 133 410 აშშ დო­ლა­რი/391 112 ლარი და­ი­ხარ­ჯა;
  • შე­ძე­ნილ ან­ტიკ­ვა­რულ ნივ­თებს შო­რის, ვხდე­ბით სხვა­დას­ხვა ძვი­რა­დღი­რე­ბულ ინ­ტე­რი­ე­რის აქ­სე­სუ­ა­რებს. მა­გა­ლი­თად, 8 500 აშშ დო­ლა­რად შეს­ყი­დუ­ლია შვი­დი ირა­ნუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტილო, 4 310 აშშ დო­ლა­რად - ირა­ნუ­ლი მამ­ლის ფი­გუ­რე­ბის წყვი­ლი, 3 წყვი­ლი შან­და­ლი - თი­თო­ე­უ­ლის ფასი 3000 დან 8000 აშშ დო­ლა­რამ­დე, 3 ბუხ­რის სა­ა­თი - თი­თო­ე­უ­ლის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დო­ლა­რამ­დე, შუა აზი­უ­რი ორი ხა­ლი­ჩა - თი­თო­ე­უ­ლის სა­წყი­სი ფასი 5000 დან 7000 აშშ დო­ლა­რამ­დე და სხვა;
  • შეს­ყი­დულ ან­ტიკ­ვა­რულ ნივ­თებს შო­რის არ­ცერ­თი არ არის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის. 25 ერ­თე­ულ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა, 11 ერ­თე­უ­ლი - ფრან­გუ­ლი, 6 ერ­თე­უ­ლი - რუ­სუ­ლი, 3 ერ­თე­უ­ლი ირა­ნუ­ლი, ხოლო 2 ერ­თე­უ­ლი - შუა აზი­უ­რი;
  • პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბის გარ­და, ტენ­დე­რის გა­რე­შე და­მა­ტე­ბით შეს­ყი­დუ­ლია 111 ერ­თე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის თა­ნა­მედ­რო­ვე ავე­ჯი (1 ბიბ­ლი­ო­თე­კის კე­დე­ლი, 2 ტახ­ტი, 13 მა­გი­და, 60 სკა­მი/სა­ვარ­ძე­ლი, 22 კონ­სო­ლი, 5 ტუმ­ბო/დე­საო, 8 პე­დეს­ტა­ლი);
  • შეს­ყი­დუ­ლი 17 თა­ნა­მედ­რო­ვე ჭა­ღი­დან თი­თო­ე­უ­ლის ფასი 1900-დან 6 000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, 38 ტორ­შე­რი­დან თი­თო­ე­უ­ლის ფასი - 300-დან 4 000 ლა­რამ­დე, 49 ბრი­დან - თი­თო­ე­უ­ლის ფასი - 700- დან 2700 ლა­რამ­დე, 9 მა­გი­დის ლამ­პი­დან - თი­თო­ე­უ­ლის ფასი 1100-დან 1 500 ლა­რამ­დე, 7 ნა­თუ­რა - თი­თო­ე­უ­ლის ფასი 41,9 ევრო“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
76

ამას სახლში ხომ არ წაიღებს, დარჩება საშვილიშვილოდ. მთავარია, შემდეგი პრეზიდენტი რომ მოვა იმანაც ახალი შენობა არ უნდა მოაწყოს და კანონით უნდა დარეგლირდეს სად იქნება პრეზიდენტი.

მაკა
12

ვავა, ვავა! საცოდავო საქართველო! როდესმე გვეღირსება, არა საკუთარი ინტერესების, არამედ, ქვეყნის ინტერესების დამცველი ან პრეზიდენტი ან მთავრობა?!

ავტორი:

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერირერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა, 255 000 ლარი რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებებისა და ფარდების შესყიდვას მოხმარდა.

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის დახარჯული სახელმწიფო რესურსის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან, სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსგან, საქართველოს ეროვნული მუზეუმისგან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსგან გამოითხოვეს.

აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;
  • სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;
  • ოქმების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალირებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;
  • კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;
  • ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი; ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა;
  • შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად - ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი - თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი - თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა - თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;
  • შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული - ფრანგული, 6 ერთეული - რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული - შუა აზიური;
  • პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);
  • შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი - 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან - თითოეულის ფასი - 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "დღის ნიუსრუმი"

"დაფინანსებას ემიგრანტების შემოწირული თანხებით ვიღებთ, საუბარია რამდენიმე ათასზე... გახდება საჯარო" - ვარლამ გოლეთიანი

"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ..." - პოლონეთის პრეზიდენტის ემოციური მიმართვა