საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩამოცვენილი ფოთლების დაწვით წარმოქმნილი კვამლი, შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს ადამიანის ჯამრთელობისთვის
ჩამოცვენილი ფოთლების დაწვით წარმოქმნილი კვამლი, შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს ადამიანის ჯამრთელობისთვის

მა­შინ როცა ბევ­რი მის­ტი­რის ზა­ფხუ­ლის დას­რუ­ლე­ბას, შე­მოდ­გო­მა­საც თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს - თბი­ლი სვიტ­რე­ბი, ცხე­ლი ჩაის სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი და რა თქმა უნდა, ნაირ-ნა­ი­რი შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბი ჩვენს პე­ი­ზაჟ­ში. ხე­ე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან ზამ­თრის­თვის, წი­თელ-ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი კი ჩვენს ეზო­ებ­სა და ბა­ღებ­ში აფა­რე­ბენ თავს. ეს მშვე­ნი­ე­რია, მაგ­რამ ხში­რად იძუ­ლე­ბულ­ნი ვართ გავ­წმინ­დოთ ჩვე­ნი ბა­ღე­ბი და ეზო­ე­ბი ამ აბე­ზა­რა ფოთ­ლე­ბის­გან, ამის­თვით­ვის კი, ყვე­ლა­ზე ხში­რად ვაგ­რო­ვებთ მათ და ვწვავთ. თუმ­ცა ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს ფოთ­ლე­ბის დაწ­ვას ჩვე­ნი ჯამ­რთე­ლო­ბის­თვის და გა­რე­მოს­თვის ზო­გა­დად. ფოთ­ლე­ბის დაწ­ვის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი კვამ­ლი იწ­ვევს ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას, ადა­მი­ა­ნებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს და შე­საძ­ლოა გახ­დეს ხან­ძრის მი­ზე­ზიც კი.

რა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ფოთ­ლე­ბის წვის შე­დე­გად?

ფოთ­ლე­ბის ღიად წვის დროს წარ­მო­იქ­მნე­ბა კვამ­ლი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს მცი­რე ზო­მის მყარ ნა­წი­ლა­კებს და ნახ­შირ­წყალ­ბა­დებს, მათ შო­რის ტოქ­სი­კურ გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლებს და ასე­ვე პო­ტენ­ცი­ურ კან­ცე­რო­გე­ნებს, რო­გო­რი­ცაა ბენ­ზო(ა)პი­რე­ნი, ფოთ­ლე­ბის კვამლში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა ასე­ვე ნახ­შირ­ჟან­გი.

რა არის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი და რა­ტომ არი­ან ისი­ნი სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის?

ფოთ­ლე­ბის კვამ­ლი შე­ი­ცავს მცი­რე ზო­მის მყარ ნა­წი­ლა­კებს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის­გან. თუკი ჩა­ვი­სუნ­თქავთ კვამლს, ეს მიკ­როს­კო­პუ­ლი მა­წი­ლა­კე­ბი აღ­წე­ვენ ღრმად სა­სუნ­თქ ორ­გა­ნო­ებ­ში და შე­საძ­ლოა თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­ნარ­ჩუნ­დეს ფილ­ტვებ­ში. ასე­თი ნა­წი­ლა­კე­ბის შე­სუნ­თქვამ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, გა­მო­იწ­ვი­ოს შე­სუნ­თქუ­ლი ჰა­ე­რის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა და ზე­მოქ­მე­დე­ბა იქო­ნი­ოს ფილ­ტვე­ბის უნარ­ზე გა­მო­ი­ყე­ნოს ეს ჰა­ე­რი. მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის შე­სუნ­თქვამ ასე­ვე შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ას­თმუ­რი შე­ტე­ვე­ბი ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში.

რა არის ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბი და რა­ტომ არი­ან ისი­ნი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი ადა­მი­ა­ნის ჯამ­რთე­ლო­ბის­თვის?

ნო­ტიო ფოთ­ლე­ბი ხში­რად ცუ­დად იწ­ვი­ან და წარ­მოქ­მნი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს (ნახ­შირ­წყალ­ბა­დებს). ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, რო­გო­რი­ცაა ალ­დე­ჰი­დე­ბი და კე­ტო­ნე­ბი იწ­ვე­ვენ თვა­ლე­ბის, ცხვი­რის და ყე­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. ფოთ­ლე­ბის კვამლში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ასე­ვე არო­მა­ტუ­ლი ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც ცნო­ბი­ლი კან­ცე­რო­გე­ნე­ბია.

რა არის ნახ­შირ­ჟან­გი და რა ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ის ადა­მი­ა­ნის ჯამ­რთე­ლო­ბა­ზე?

ნახ­შირ­ჟან­გი არის უფე­რო გაზი, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა არას­რუ­ლი წვის შე­დე­გად. ფოთ­ლე­ბის წვას ხში­რად თან ახ­ლავს ნახ­შირ­ჟან­გის წარ­მოქ­მნა. კვამ­ლის შე­სუნ­თქვის გზით იგი ხვდე­ბა სის­ხლძარ­ღვებ­ში ფილ­ტვე­ბის გავ­ლით და უერ­თდე­ბა სის­ხლის წი­თელ უჯრე­დებს. ეს ამ­ცი­რებს ჟანგბა­დის რა­ო­დე­ნო­ბას სის­ხლში და შე­სა­ბა­მი­სად სხე­ულ­ში ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას. მუც­ლად­მყო­ფი ნა­ყო­ფი, ჩვი­ლე­ბი, მწე­ვე­ლე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი გუ­ლი­სა და ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით არი­ან უფრო მო­წყვლა­დი ნახ­შირ­ჟან­გის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სად­მი.

არის თუ არა უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ფოთ­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის­თვის?

რა თქმა უნდა არის!

ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ფოთ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გარ­დავ­ქმნათ კარგ კომ­პოს­ტად!

კომ­პოს­ტი­რე­ბა არის უსაფრ­თხო და გა­რე­მოს­თვის უვ­ნე­ბე­ლი მე­თო­დი ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ფოთ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. ის არ იწ­ვევს ჯამ­რთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს და არც ხან­ძრის სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მოქ­მნის. პი­რი­ქით, სა­სარ­გებ­ლოც კია.

კომ­პოს­ტი­რე­ბა არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი, რაც გუ­ლის­ხმობს ფოთ­ლე­ბის და სხვა ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის მო­თავ­სე­ბას ყუთ­ში ან გრო­ვად. კომ­პოს­ტის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის ყუთ­ში ან გრო­ვა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს ტე­ნი­ა­ნო­ბა და ხში­რად ავუ­რი­ოთ მასა რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მისი ჰა­ერ­თან შე­რე­ვა. მიკ­რო­ო­გა­ნიზ­მე­ბი თან­და­თა­ნო­ბით შლი­ან ორ­გა­ნულ მა­სას და გარ­დაქ­მნი­ან ჰუ­მუ­სის მსგავს მა­სად, რო­მელ­საც ქვია კომ­პოს­ტი.

კომ­პოს­ტი არის ორ­გა­ნუ­ლი მასა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­თავ­სდეს ნი­ა­დაგ­ში მცე­ნა­რე­თა ზრდის და­სახ­მა­რებ­ლად.

მულ­ჩი­რე­ბა ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ფოთ­ლე­ბის დაწ­ვის ნაც­ვლად!

მულ­ჩი­რე­ბა არის კი­დევ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა ფოთ­ლე­ბის დაწ­ვის ნაც­ვლად ვაქ­ცი­ოთ სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტად ბა­ღის მცე­ნა­რე­ე­ბის და­სა­ცა­ვად. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა ფოთ­ლე­ბი გან­ვა­თავ­სოდ 3-5 სან­ტი­მეტ­რის სის­ქის ფე­ნად აქ­ტი­უ­რად მზარ­დი მცე­ნა­რე­ე­ბის გარ­შე­მო. სა­სურ­ვე­ლია ფოთ­ლე­ბის წი­ნას­წარ და­ქუც­მა­ცე­ბა, რათა მათ ხელი არ შე­უ­შა­ლონ ჰა­ე­რის მოძ­რა­ო­ბას მცე­ნა­რის ფეს­ვე­ბის­კენ. მულ­ჩი­რე­ბას აქვს ბევ­რი სარ­გე­ბე­ლი თქვე­ნი ბა­ღის მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის მათ შო­რის ის აკა­ვებს სა­რე­ვე­ლას, ხელს უწყობს ნი­ა­დაგ­ში ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­კა­ვე­ბას და ტემ­პე­რა­ტუ­რის ზო­მი­ე­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ვგიჟდები შემოდგომაზე,

ana
5

nu igonebt ciculelebs ra\

ავტორი:

ჩამოცვენილი ფოთლების დაწვით წარმოქმნილი კვამლი, შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს ადამიანის ჯამრთელობისთვის

ჩამოცვენილი ფოთლების დაწვით წარმოქმნილი კვამლი, შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს ადამიანის ჯამრთელობისთვის

მაშინ როცა ბევრი მისტირის ზაფხულის დასრულებას, შემოდგომასაც თავისი ხიბლი აქვს - თბილი სვიტრები, ცხელი ჩაის საოცარი სურნელი და რა თქმა უნდა, ნაირ-ნაირი შემოდგომის ფოთლები ჩვენს პეიზაჟში. ხეები ემზადებიან ზამთრისთვის, წითელ-ყვითელი ფოთლები კი ჩვენს ეზოებსა და ბაღებში აფარებენ თავს. ეს მშვენიერია, მაგრამ ხშირად იძულებულნი ვართ გავწმინდოთ ჩვენი ბაღები და ეზოები ამ აბეზარა ფოთლებისგან, ამისთვითვის კი, ყველაზე ხშირად ვაგროვებთ მათ და ვწვავთ. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის რა საფრთხე შეიძლება ახლდეს ფოთლების დაწვას ჩვენი ჯამრთელობისთვის და გარემოსთვის ზოგადად. ფოთლების დაწვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი იწვევს ჰაერის დაბინძურებას, ადამიანებში ჯანმრთელობის პრობლემებს და შესაძლოა გახდეს ხანძრის მიზეზიც კი.

რა დამაბინძურებლები წარმოიქმნება ჩამოცვენილი ფოთლების წვის შედეგად?

ფოთლების ღიად წვის დროს წარმოიქმნება კვამლი, რომელიც შეიცავს მცირე ზომის მყარ ნაწილაკებს და ნახშირწყალბადებს, მათ შორის ტოქსიკურ გამაღიზიანებლებს და ასევე პოტენციურ კანცეროგენებს, როგორიცაა ბენზო(ა)პირენი, ფოთლების კვამლში გავრცელებული ნივთიერებაა ასევე ნახშირჟანგი.

რა არის მყარი ნაწილაკები და რატომ არიან ისინი საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

ფოთლების კვამლი შეიცავს მცირე ზომის მყარ ნაწილაკებს, რომელიც შედგება სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან. თუკი ჩავისუნთქავთ კვამლს, ეს მიკროსკოპული მაწილაკები აღწევენ ღრმად სასუნთქ ორგანოებში და შესაძლოა თვეების მანძილზე შენარჩუნდეს ფილტვებში. ასეთი ნაწილაკების შესუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ინფექციები, გამოიწვიოს შესუნთქული ჰაერის რაოდენობის შემცირება და ზემოქმედება იქონიოს ფილტვების უნარზე გამოიყენოს ეს ჰაერი. მყარი ნაწილაკების შესუნთქვამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ასთმური შეტევები ზოგიერთ ადამიანში.

რა არის ნახშირწყალბადები და რატომ არიან ისინი ზიანის მომტანი ადამიანის ჯამრთელობისთვის?

ნოტიო ფოთლები ხშირად ცუდად იწვიან და წარმოქმნიან დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს (ნახშირწყალბადებს). ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ალდეჰიდები და კეტონები იწვევენ თვალების, ცხვირის და ყელის გაღიზიანებას. ფოთლების კვამლში გავრცელებულია ასევე არომატული ნახშირწყალბადები, რომელთა ნაწილიც ცნობილი კანცეროგენებია.

რა არის ნახშირჟანგი და რა ზემოქმედებას ახდენს ის ადამიანის ჯამრთელობაზე?

ნახშირჟანგი არის უფერო გაზი, რომელიც წარმოიქმნება არასრული წვის შედეგად. ფოთლების წვას ხშირად თან ახლავს ნახშირჟანგის წარმოქმნა. კვამლის შესუნთქვის გზით იგი ხვდება სისხლძარღვებში ფილტვების გავლით და უერთდება სისხლის წითელ უჯრედებს. ეს ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას სისხლში და შესაბამისად სხეულში ჟანგბადის მიწოდებას. მუცლადმყოფი ნაყოფი, ჩვილები, მწეველები, მოხუცები, ასევე ადამიანები გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებებით არიან უფრო მოწყვლადი ნახშირჟანგის მავნე ზემოქმედებისადმი.

არის თუ არა უკეთესი ალტერნატივა ჩამოცვენილი ფოთლების განთავსებისთვის?

რა თქმა უნდა არის!

ჩამოცვენილი ფოთლები შეიძლება გარდავქმნათ კარგ კომპოსტად!

კომპოსტირება არის უსაფრთხო და გარემოსთვის უვნებელი მეთოდი ჩამოცვენილი ფოთლების გამოყენებისთვის. ის არ იწვევს ჯამრთელობის პრობლემებს და არც ხანძრის საშიშროებას წარმოქმნის. პირიქით, სასარგებლოც კია.

კომპოსტირება არის მარტივი პროცესი, რაც გულისხმობს ფოთლების და სხვა ორგანული ნარჩენების მოთავსებას ყუთში ან გროვად. კომპოსტის მისაღებად აუცილებელია ორგანული ნარჩენების ყუთში ან გროვაში შენარჩუნებული იყოს ტენიანობა და ხშირად ავურიოთ მასა რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჰაერთან შერევა. მიკროოგანიზმები თანდათანობით შლიან ორგანულ მასას და გარდაქმნიან ჰუმუსის მსგავს მასად, რომელსაც ქვია კომპოსტი.

კომპოსტი არის ორგანული მასა, რომელიც შესაძლებელია, განთავსდეს ნიადაგში მცენარეთა ზრდის დასახმარებლად.

მულჩირება ჩამოცვენილი ფოთლების დაწვის ნაცვლად!

მულჩირება არის კიდევ ერთი საშუალება ფოთლების დაწვის ნაცვლად ვაქციოთ სასარგებლო პროდუქტად ბაღის მცენარეების დასაცავად. ამისათვის საჭიროა ფოთლები განვათავსოდ 3-5 სანტიმეტრის სისქის ფენად აქტიურად მზარდი მცენარეების გარშემო. სასურველია ფოთლების წინასწარ დაქუცმაცება, რათა მათ ხელი არ შეუშალონ ჰაერის მოძრაობას მცენარის ფესვებისკენ. მულჩირებას აქვს ბევრი სარგებელი თქვენი ბაღის მცენარეებისთვის მათ შორის ის აკავებს სარეველას, ხელს უწყობს ნიადაგში ტენიანობის შეკავებას და ტემპერატურის ზომიერების შენარჩუნებას.

R

Mastercard და Wolt უფასო მიტანის კამპანიას იწყებს !

უფასო ვიდეო რჩევა REDMED -ის ექიმებისგან

არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის