პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თეთრი და შავი პური“, რომელს აქვს სასარგებლო თვისებები და რომელი უნდა გამოვიყენოთ დიეტების, ანუ სწორი კვების დროს
„თეთრი და შავი პური“, რომელს აქვს სასარგებლო თვისებები და რომელი უნდა გამოვიყენოთ დიეტების, ანუ სწორი კვების დროს

პური ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტია. პუ­რის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­დის და მას შემ­დეგ მისი წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გია არა­ერ­თხელ შე­იც­ვა­ლა. პირ­ვე­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი პური რა თქმა უნდა ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა იმ პუ­რის­გან, რო­მელ­საც დღეს ჩვენ მი­ვირ­თმევთ. პური ძი­რი­თა­დად ხორ­ბლის­გან ცხვე­ბა, ხორ­ბლის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ამ კი პუ­რის საკ­ვე­ბი ფა­სე­უ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა.ხორ­ბლის მარ­ცვა­ლი – შე­მად­გენ­ლო­ბის მი­ხედ­ვით უამ­რავ ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს: A, E, F, B ჯგუ­ფის და სხვა; აგ­რეთ­ვე ხორ­ბა­ლი შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნე­რა­ლებს: სპი­ლენ­ძი, სე­ლე­ნი, მაგ­ნი­უ­მი, კო­ბალ­ტი, თუ­თია, ნატ­რი­უ­მი, სი­ლი­ცი­უ­მი, მარ­გა­ნე­ცი, კა­ლი­უ­მი, იოდი და ა.შ. სწო­რედ ამი­ტო­მაა ხორ­ბა­ლი მიჩ­ნე­უ­ლი უნი­კა­ლურ პრო­დუქ­ტად. ცნო­ბი­ლია, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი თავ­მოყ­რი­ლია ხორ­ბლის მარ­ცვლის გარსში და ჩა­ნა­სახ­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, მარ­ცვლის ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი ნა­წი­ლი ნარ­ჩე­ნებ­ში მი­დის, რჩე­ბა მხო­ლოდ კა­ლო­რი­ე­ბი და სა­ხა­მე­ბე­ლი, რომ­ლის­გა­ნაც შედ­გე­ბა „უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლი“. ამ ფქვი­ლის­გან კი აცხო­ბენ თეთრ პურს, ასე­ვე ფუნ­თუ­შებს და სხვა­დას­ხვა სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმს. წარ­წე­რა ეტი­კეტ­ზე: დამ­ზა­დე­ბუ­ლია „უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლი“ - სა­გან სი­ნამ­დვი­ლე­ში სუ­ლაც არ ნიშ­ნავს ამ პრო­დუქ­ტის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის შემ­ფა­სე­ბელს. ეს უფრო მე­ტად მი­უ­თი­თებს, თუ რამ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლად იქნა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­წყი­სი ხორ­ბლის მარ­ცვა­ლი. თა­ვად მარ­ცვლის ხა­რის­ხი კი აქ არა­ნა­ირ როლს არ თა­მა­შობს. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლის კა­ლო­რი­უ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, მაგ­რამ მას არა­ნა­ი­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფა­სე­უ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია – ის მხო­ლოდ წარ­მო­ად­გენს მა­ღალ­კა­ლო­რი­ულ პრო­დუქტს, მაგ­რამ მას­ში აღა­რაა არც ცი­ლე­ბი, არც ვი­ტა­მი­ნე­ბი და არც მი­ნე­რა­ლე­ბი.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­მუ­შა­ვე­ბის დროს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლის მი­სა­ღე­ბად მარ­ცვა­ლი ჯერ იფ­ქვე­ბა, შემ­დეგ იც­რე­ბა. მარ­ცვლის წვრი­ლად დაფ­ქვა კი იწ­ვევს მას­ში შე­მა­ვალ ვი­ტა­მი­ნებს, მი­ნე­რა­ლებს, ასე­ვე უჯრე­დი­სის შემ­ცველ გარ­სის გა­ნად­გუ­რე­ბას. ამ და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ რჩე­ბა მხო­ლოდ სა­ხა­მე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა უხე­შად დაფ­ქვილ მარ­ცვალს მას­ში 2,3% უჯრე­დი­სია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვილ­ში კი 0,1%. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გად ჩანს სხვა­ო­ბა ამ ორი სა­ხე­ო­ბის ფქვი­ლი­დან გა­მომ­ცხვარ პურს შო­რის.

ექი­მე­ბის და დი­ე­ტო­ლო­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა თვლის, რომ ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს თეთ­რი პუ­რი­სა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ხში­რი და ჭარ­ბი გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბულ ჩვენს კვე­ბით ჩვე­ვას, იმას რომ მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ ყვე­ლაფ­რის პურ­თან ერ­თად ჭა­მას და თეთ­რი ფუმ­ფუ­ლა და ცხე­ლი პური ხში­რია ჩვენს საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში, ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბია რას ეფუძ­ნე­ბა მო­საზ­რე­ბა პუ­რის მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ცნო­ბი­ლია, რომ ადა­მი­ა­ნებს (ზრდას­რუ­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი), რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად იყე­ნებ­დნენ ყუ­ველ­დღი­ურ საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში თეთრ პურს, ან უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლი­სა­გან დამ­ზა­დე­ბულ სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმს, ხში­რად აქვთ გულ-სის­ხლძარ­ღვთა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ასე­ვე ხში­რია ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ში ჭარ­ბი წონა და შაქ­რა­ნი დი­ა­ბე­ტი

არ­სე­ბობს ჭვა­ვის, ხორ­ბლის და შე­რე­უ­ლი (ჭვა­ვი-ხორ­ბლის) ტი­პის პური. გან­ვი­ხი­ლოთ თი­თე­უ­ლი მათ­გა­ნი:

ჭვა­ვის პურს აცხო­ბენ ჭვა­ვის ფქვი­ლის­გან, მას აქვს მუქი გარ­სი და უფრო მუქი, წე­ბო­ვა­ნი და ნაკ­ლე­ბად ფო­რო­ვა­ნია პუ­რის გული, ვიდ­რე ხორ­ბლის პურს. ჭვა­ვის პური დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უჯრე­დისს, მი­ნე­რა­ლებ­სა და ვი­ტა­მი­ნებს შე­ი­ცავს. ას­ვევ ჭვა­ვის ფქვი­ლი შე­ი­ცავს ორ­ჯერ მეტ მაგ­ნი­უმს და კა­ლი­უმს, ვიდ­რე ხორ­ბლის. ხორ­ბლის პური ქა­ტო­თი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პუ­რია. ქა­ტოს აქვს თვი­სე­ბა შთან­თქოს ტოქ­სი­ნე­ბი და ალერ­გე­ნე­ბი, ის ორ­გა­ნიზმს უჯრე­დი­სით, ცი­ლე­ბით და ვი­ტა­მი­ნე­ბით ამა­რა­გებს. ასე­ვე ეს პური შე­ი­ცავს საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით ნი­კო­ტინმჟა­ვას (ნი­ა­ცი­ნი), რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა ორ­გა­ნიზმს ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის.

თეთ­რი პუ­რის ად­ვი­ლად ათ­ვი­სე­ბად ნახ­შირ­წყლებს შე­ი­ცავს. ისი­ნი ორ­გა­ნიზმს ენერ­გი­ას მა­ტე­ბენ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კა­ლო­რი­ებს, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს რომ და­საშ­ვე­ბი იყოს რომ მი­ირ­თვან სპორ­ტსმე­ნებ­მა და ბავ­შვებ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებს, მინ­და ორი­ო­დე სი­ტყვით მა­თაც შე­ვე­ხო:

მშობ­ლე­ბის­თვის ალ­ბათ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ გემ­რი­ე­ლი ფუნ­თუ­შე­ბი, ნამ­ცხვრე­ბი და სა­ფუ­ა­რით აფუ­ე­ბუ­ლი პური შე­იძ­ლე­ბა არ­ცთუ სა­სარ­გებ­ლო იყოს ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის­თვის. უკვე არა­ერ­თი ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რე­ბი და ექი­მე­ბი მო­მა­ვალ დე­დებ­სა და მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის რა­ცი­ონ­ში ჭვა­ვის პური შე­დი­ო­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით 3 წლის ასა­კი­დან, რო­დე­საც ბავ­შვის რა­ცი­ო­ნი შე­და­რე­ბით ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვია. ჭვა­ვის პური პა­ტა­რას ჯან­სა­ღი კვე­ბის ჩვე­ვას გა­მო­უ­მუ­შა­ვებს და მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის­გან და­ი­ცავს. შე­უც­ვლე­ლია, თუ ბავ­შვს სიმ­სუქ­ნის­კენ აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა.

სა­სურ­ვე­ლია ბავ­შვს უარი ვუ­თხრათ ახ­ლად გა­მომ­ცხვარ ცხელ პურ­ზე. სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი მცი­რე ულუ­ფე­ბით შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე გა­მოჩ­ნდეს ბავ­შვის კვე­ბა­ში სამი წლის ასა­კი­დან. სა­კა­მა­თო არა­ვის­თვის არაა, რომ ტკბი­ლი ფუნ­თუ­შა ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია და მოს­წონს ბავ­შვს, მაგ­რამ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია. უმ­ჯო­ბე­სია ბავ­შვის­თვის პუ­რის ყიდ­ვის დროს შე­არ­ჩი­ოთ პრო­დუქ­ტი პა­კეტ­ში და, რა თქმა უნდა, აკონ­ტრო­ლეთ ბავ­შვე­ბის მე­ნი­უ­ში პუ­რის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბის ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის და ჭარ­ბი წო­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. და­ი­წყეთ პუ­რის მი­ცე­მა მცი­რე ულუ­ფე­ბით - 5 გრა­მით, პური აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვებ­ში ღეჭ­ვი­თი რეფ­ლექ­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის. 1 წლის ასა­კი­დან შე­გიძ­ლი­ათ გა­უ­ორ­მა­გოთ პორ­ცია, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ უკვე მის­ცით 1 ნა­ჭე­რი (20-25 გრა­მი), 1,5-დან 2 წლამ­დე - ორი ნა­ჭე­რი, ორი წლის შემ­დეგ - სამი ნა­ჭე­რი პური დღე­ში. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეს არის პუ­რის დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნი და არა ერთ კვე­ბა­ზე მი­სა­ცე­მი რა­ო­დე­ნო­ბა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ბავ­შვთა ასა­კის სიმ­სუქ­ნე ძა­ლი­ან გახ­შირ­და და უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყობს ხელს. ამი­ტომ ბავ­შო­ბი­დან უნდა იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კვე­ბის კულ­ტუ­რა, პორ­ცი­ე­ბი და კვე­ბის სა­ა­თე­ბი. ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის სა­უზ­მის გა­რე­შე პირ­და­პირ სა­დილ­ზე კვე­ბის და­წყე­ბა არაა ჯან­სა­ღი. დღე­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია 4 ჯე­რა­დი კვე­ბა (სა­უზ­მე, სამ­ხა­რი, სა­დი­ლი და ვახ­შა­მი). ზრდას­რულ ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს და იმ პა­ცი­ენ­ტებს ვი­საც აქვს ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე, არ­ტრე­ი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, შაქ­რი­ნი დი­ა­ბე­ტი ვურ­ჩევ­დი საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ არა თეთ­რი, არა­მედ რუხი, ჭვა­ვის ან ქა­ტოს პური. ამით ისი­ნი აი­რი­დე­ბენ სხვა­დას­ხვა გარ­თულ­ბებს, და­ა­კო­რექ­ტი­რე­ბენ წო­ნას და გა­ი­ხან­გრძლი­ვე­ბენ სი­ცო­ცხლეს.

ექი­მი ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ-დი­ე­ტო­ლო­გი­მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი- ნინო ესა­კია

ნინა
0

თუ არის ნამდვილად,მაგ. ქატოს პური ქატოსგან დამზადებული ან ჭვავის და სხვა. საქართველოში არაფრის კონტრილი არ არსებობს,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

„თეთრი და შავი პური“, რომელს აქვს სასარგებლო თვისებები და რომელი უნდა გამოვიყენოთ დიეტების, ანუ სწორი კვების დროს

„თეთრი და შავი პური“, რომელს აქვს სასარგებლო თვისებები და რომელი უნდა გამოვიყენოთ დიეტების, ანუ სწორი კვების დროს

პური ერთერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული საკვები პროდუქტია. პურის წარმოშობის ისტორია უძველესი დროიდან მოდის და მას შემდეგ მისი წარმოების ტექნოლოგია არაერთხელ შეიცვალა. პირველად დამზადებული პური რა თქმა უნდა ძალიან განსხვავდება იმ პურისგან, რომელსაც დღეს ჩვენ მივირთმევთ. პური ძირითადად ხორბლისგან ცხვება, ხორბლის დამუშავების ტექნოლოგიამ კი პურის საკვები ფასეულობა მნიშვნელოვნად შეცვალა.ხორბლის მარცვალი – შემადგენლობის მიხედვით უამრავ ვიტამინს შეიცავს: A, E, F, B ჯგუფის და სხვა; აგრეთვე ხორბალი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს: სპილენძი, სელენი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია, ნატრიუმი, სილიციუმი, მარგანეცი, კალიუმი, იოდი და ა.შ. სწორედ ამიტომაა ხორბალი მიჩნეული უნიკალურ პროდუქტად. ცნობილია, რომ ეს აუცილებელი ნივთიერებები თავმოყრილია ხორბლის მარცვლის გარსში და ჩანასახში. თანამედროვე დამუშავების პროცესში, მარცვლის ყველაზე ფასეული ნაწილი ნარჩენებში მიდის, რჩება მხოლოდ კალორიები და სახამებელი, რომლისგანაც შედგება „უმაღლესი ხარისხის ფქვილი“. ამ ფქვილისგან კი აცხობენ თეთრ პურს, ასევე ფუნთუშებს და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს. წარწერა ეტიკეტზე: დამზადებულია „უმაღლესი ხარისხის ფქვილი“ - საგან სინამდვილეში სულაც არ ნიშნავს ამ პროდუქტის სარგებლიანობის შემფასებელს. ეს უფრო მეტად მიუთითებს, თუ რამდენად აგრესიულად იქნა დამუშავებული საწყისი ხორბლის მარცვალი. თავად მარცვლის ხარისხი კი აქ არანაირ როლს არ თამაშობს. უმაღლესი ხარისხის ფქვილის კალორიულობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ მას არანაირი ბიოლოგიური ფასეულობა არ გააჩნია – ის მხოლოდ წარმოადგენს მაღალკალორიულ პროდუქტს, მაგრამ მასში აღარაა არც ცილები, არც ვიტამინები და არც მინერალები.

ცნობილი ფაქტია, რომ ტექნოლოგიებით დამუშავების დროს უმაღლესი ხარისხის ფქვილის მისაღებად მარცვალი ჯერ იფქვება, შემდეგ იცრება. მარცვლის წვრილად დაფქვა კი იწვევს მასში შემავალ ვიტამინებს, მინერალებს, ასევე უჯრედისის შემცველ გარსის განადგურებას. ამ დამუშავების შემდეგ რჩება მხოლოდ სახამებელი. რაც შეეხება უხეშად დაფქვილ მარცვალს მასში 2,3% უჯრედისია შენარჩუნებული, უმაღლესი ხარისხის ფქვილში კი 0,1%. აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს სხვაობა ამ ორი სახეობის ფქვილიდან გამომცხვარ პურს შორის.

ექიმების და დიეტოლოგების უმეტესობა თვლის, რომ ბევრი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს თეთრი პურისა და უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან დამზადებული პროდუქტების ხშირი და ჭარბი გამოყენება საკვებ რაციონში. თუ გავითვალისწინებთ დღესდღეობით არსებულ ჩვენს კვებით ჩვევას, იმას რომ მიჩვეულები ვართ ყველაფრის პურთან ერთად ჭამას და თეთრი ფუმფულა და ცხელი პური ხშირია ჩვენს საკვებ რაციონში, ადვილი გასაგებია რას ეფუძნება მოსაზრება პურის მავნებლობის შესახებ. ცნობილია, რომ ადამიანებს (ზრდასრულებზეა საუბარი), რომლებიც მუდმივად იყენებდნენ ყუველდღიურ საკვებ რაციონში თეთრ პურს, ან უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს, ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინული და ონკოლოგიური დაავადებები. ასევე ხშირია ასეთ ადამიანებში ჭარბი წონა და შაქრანი დიაბეტი

არსებობს ჭვავის, ხორბლის და შერეული (ჭვავი-ხორბლის) ტიპის პური. განვიხილოთ თითეული მათგანი:

ჭვავის პურს აცხობენ ჭვავის ფქვილისგან, მას აქვს მუქი გარსი და უფრო მუქი, წებოვანი და ნაკლებად ფოროვანია პურის გული, ვიდრე ხორბლის პურს. ჭვავის პური დიდი რაოდენობით უჯრედისს, მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს. ასვევ ჭვავის ფქვილი შეიცავს ორჯერ მეტ მაგნიუმს და კალიუმს, ვიდრე ხორბლის. ხორბლის პური ქატოთი ყველაზე სასარგებლო პურია. ქატოს აქვს თვისება შთანთქოს ტოქსინები და ალერგენები, ის ორგანიზმს უჯრედისით, ცილებით და ვიტამინებით ამარაგებს. ასევე ეს პური შეიცავს საკმაო რაოდენობით ნიკოტინმჟავას (ნიაცინი), რომელიც სჭირდება ორგანიზმს ათეროსკლეროზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

თეთრი პურის ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს შეიცავს. ისინი ორგანიზმს ენერგიას მატებენ. ასევე ცნობილია, რომ შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს რომ დასაშვები იყოს რომ მიირთვან სპორტსმენებმა და ბავშვებმა.

რაც შეეხება ბავშვებს, მინდა ორიოდე სიტყვით მათაც შევეხო:

მშობლებისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ გემრიელი ფუნთუშები, ნამცხვრები და საფუარით აფუებული პური შეიძლება არცთუ სასარგებლო იყოს ბავშვის ორგანიზმისთვის. უკვე არაერთი ქვეყნის მეცნიერები და ექიმები მომავალ დედებსა და მშობლებს ურჩევენ, რომ მათი ოჯახის წევრების რაციონში ჭვავის პური შედიოდეს. განსაკუთრებით 3 წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვის რაციონი შედარებით ადვილი სამართავია. ჭვავის პური პატარას ჯანსაღი კვების ჩვევას გამოუმუშავებს და მრავალი დაავადებისგან დაიცავს. შეუცვლელია, თუ ბავშვს სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება.

სასურველია ბავშვს უარი ვუთხრათ ახლად გამომცხვარ ცხელ პურზე. საკონდიტრო ნაწარმი მცირე ულუფებით შეიძლება ასევე გამოჩნდეს ბავშვის კვებაში სამი წლის ასაკიდან. საკამათო არავისთვის არაა, რომ ტკბილი ფუნთუშა ძალიან გემრიელია და მოსწონს ბავშვს, მაგრამ მისი ბიოლოგიური ღირებულება ძალიან დაბალია. უმჯობესია ბავშვისთვის პურის ყიდვის დროს შეარჩიოთ პროდუქტი პაკეტში და, რა თქმა უნდა, აკონტროლეთ ბავშვების მენიუში პურის რაოდენობა. ეს მნიშვნელოვანია კვების ჩვევების ჩამოყალიბებისთვის და ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად. დაიწყეთ პურის მიცემა მცირე ულუფებით - 5 გრამით, პური აუცილებელია ბავშვებში ღეჭვითი რეფლექსის ჩამოყალიბებისთვის. 1 წლის ასაკიდან შეგიძლიათ გაუორმაგოთ პორცია, წელიწადნახევრის შემდეგ შეგიძლიათ უკვე მისცით 1 ნაჭერი (20-25 გრამი), 1,5-დან 2 წლამდე - ორი ნაჭერი, ორი წლის შემდეგ - სამი ნაჭერი პური დღეში. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის პურის დღიური რაციონი და არა ერთ კვებაზე მისაცემი რაოდენობა. 21-ე საუკუნეში ბავშვთა ასაკის სიმსუქნე ძალიან გახშირდა და უამრავი დაავადების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამიტომ ბავშობიდან უნდა იყოს ჩამოყალიბებული კვების კულტურა, პორციები და კვების საათები. ადამიანისათვის საუზმის გარეშე პირდაპირ სადილზე კვების დაწყება არაა ჯანსაღი. დღეში აუცილებელია 4 ჯერადი კვება (საუზმე, სამხარი, სადილი და ვახშამი). ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანებს და იმ პაციენტებს ვისაც აქვს ჭარბი წონა, სიმსუქნე, არტრეიული ჰიპერტენზია, შაქრინი დიაბეტი ვურჩევდი საკვებ რაციონში გამოიყენონ არა თეთრი, არამედ რუხი, ჭვავის ან ქატოს პური. ამით ისინი აირიდებენ სხვადასხვა გართულბებს, დააკორექტირებენ წონას და გაიხანგრძლივებენ სიცოცხლეს.

ექიმი ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგიმედიცინის აკადემიური დოქტორი- ნინო ესაკია

სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ კომპანია „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

რა ისტორია აქვს „შავ პარასკევს“ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ლოდინი აღარ დაგვჭირდეს?