სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი
პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პი­რი გზის მშე­ნებ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო Tass.ru წერს, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, გზის მშე­ნებ­ლო­ბა ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო, თუმ­ცა 1998 წელს ქარ­თულ­მა მხა­რემ პრო­ექ­ტი შე­ა­ჩე­რა.

კა­დი­რო­ვი იმე­დოვ­ნებს, რომ ჩეჩ­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ლო­გის­ტი­კის სა­კი­თხე­ბის და­ლა­გე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებს.

"იტუმ-კა­ლეს რა­ი­ო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლომ­დე 40-50 წუ­თის გზაა, რო­მე­ლიც ადრე მოქ­მე­დებ­და. ეს გზა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს გზა გა­იხ­სნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით, თურ­ქეთ­ში გა­დას­ვლა, იქი­დან კი, ევ­რო­პა­ში მოხ­ვედ­რა შე­ეძ­ლე­ბა. სა­სურ­ვე­ლია გა­იჭ­რას რკი­ნიგ­ზაც, მით უფრო, რომ ეს ორი­ვე მხა­რის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა", - აცხა­დებს კა­დი­რო­ვი.

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი მი­იჩ­ნევს, რომ გზის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ და პრე­ზი­დენ­ტმა უნდა გა­ნი­ხი­ლონ, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ პრო­ექ­ტი გან­ხილ­ვის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა.

"ფაქ­ტია, რომ არის ამ გზის გახ­სნის სა­ჭი­რო­ე­ბა და სურ­ვი­ლი. იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში თან­და­თა­ნო­ბით მიხ­ვდე­ბი­ან, რომ მათი სა­უ­კე­თე­სო მე­ზო­ბე­ლი რუ­სე­თია", - აცხა­დებს კა­დი­რო­ვი.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გზა სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­დის, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზას უწო­დე­ბენ.

რო­გორც Kavkaz-uzel.eu წერს, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი პუ­ტი­ნის­თვის, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ერ­თგუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, "მან, სა­კუ­თა­რი მე­ფის­თვის თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად, კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. კა­დი­რო­ვი ცდი­ლობს, პუ­ტინს აჩ­ვე­ნოს, რომ მხო­ლოდ ჩეჩ­ნე­თის კი არა, მთლი­ა­ნად რუ­სე­თის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავს".

Kavkaz-uzel.eu წერს, რომ ბოლო დროს რუ­სეთ­ში კა­დი­რო­ვი­სა და პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ჩეჩ­ნე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის, გა­ლას ტა­ი­მას­ხა­ნო­ვის თქმით, მოს­კოვ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სე­მი­ნარ­ზე, სა­დაც რუ­სე­თის რე­გი­ო­ნე­ბის შიდა პო­ლი­ტი­კა გა­ნი­ხი­ლეს, ჩეჩ­ნე­თი ეფექ­ტუ­რი შიდა პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის გამო, პირ­ველ ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩეჩ­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს პუ­ტი­ნი­სა და კა­დი­რო­ვის მღა­ლი რე­ი­ტინ­გის არ სჯე­რა. შეხ­ვედ­რა­ზე არა­ფე­რი თქმუ­ლა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს კა­დი­რო­ვის მთავ­რო­ბის წნე­ხის ქვეშ. ისი­ნი გაპ­რო­ტეს­ტე­ბა­საც ვერ ბე­და­ვენ, რად­გან ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ", - წერს გა­მო­ცე­მა.

ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ არც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში არ­სე­ბობს საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბა, რად­გან იცი­ან, რა ელით. სხვე­ბი აზრს ირო­ნი­უ­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ. მათი თქმით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, უბ­რა­ლოდ ჩეჩ­ნე­ბი ამას ვერ ამ­ჩნე­ვენ.

lenta.ru-ს ცნო­ბით, ცოტა ხნის წინ ძა­ლოვ­ნებ­მა გან­მარ­ტეს თუ რაში სჭირ­დე­ბა კა­დი­როვს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მან­ქა­ნის­გან შემ­დგა­რი კორ­ტე­ჟი. და­ღეს­ტნის შსს-ს ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, მა­გო­მედ შა­მი­ლოვ­მა ჩეჩ­ნეთს "ძა­ლი­ან მძი­მე და სა­ხი­ფა­თო" რე­გი­ო­ნი უწო­და. მისი თქმით, რეს­პუბ­ლი­კე­ბის ლი­დერ­თა დაც­ვის სა­კი­თხი რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი და "თუ კა­დი­რო­ვი რუ­სეთ­სა და ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კას სჭირ­დე­ბა, ის და­ცუ­ლიც უნდა იყოს". 5 ნო­ემ­ბერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც რამ­ზან კა­დი­როვს 15 შავი მან­ქა­ნა აცი­ლებს. ინ­ტერ­ნეტ-მოხ­მა­რებ­ლებ­მა ამის გამო კა­დი­რო­ვი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ სი­ნამ­დვილ­ში მას 2-3 ჯერ მეტი მან­ქა­ნის­გან შემ­დგა­რი კორ­ტე­ჟი იცავს", - წერს გა­მო­ცე­მა.

ფაქ­ტია, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რუ­სე­თის კარ­ზე შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს და ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს მსგავ­სი იდე­ე­ბით გა­მო­ვი­დეს, სწო­რედ ამა­ზე მე­ტყვე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­ზან კა­დი­როვ­მა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი ად­რეც გა­ა­კე­თა. 2018 წელს მან გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გზის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან აწარ­მო­ებ­და. 2014 წელს კი კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა მარ­ტო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო, არა­მედ სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზის მშე­ნებ­ლო­ბაც სურ­და, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­ა­კავ­ში­რებ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი სა­მან­ქა­ნო გზის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე გა­მო­ცე­მა OC Media-ს თა­ნახ­მად, გროზ­ნო-შა­ტოი-იტუმ კალე-შა­ტი­ლის 66-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბა ჩეჩ­ნე­თის 2012 წლის სო­ცი­ა­ლურ- ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ში იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რაც 2025 წლამ­დე უნდა შეს­რულ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
8

გზა არა შვანცკი

ბეჟანი
1

ჩრდილოეთ კავკასიისთვის მიშვნელოვანიაო _ ამბობს კადიროვი. ვიცით ბატონო! მაგრამ ჩვენ რა სარგებელს მოგვიტანს ეგ გზა? ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის ფედერაციაა, ხოლო რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწა. ჯერ ოფიციალურად აღიაროს ჩეჩნეთის რესპუბლიკამ, რომ ცხინვალი შიდა ქართლის ნაწილია და როდესაც დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე მერე გავაკეთოთ გზა... მაგრამ ეს პროექტი იმას ემსახურება, რომ ე. წ. "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოელ ოსებს შეუერთონ. შეაგროვებენ პეტიციებს და "სამხრეთ ოსეთს" შეუერთებენ რუსეთის ფედერაციას თუ რაიმე პრეტენზია გვექნება, ამ გატკიცინებული, ახალი გზით 50 წუთში შემოვა რუსეთის სამხედრო ძალა... თანაც ამბობს ქართველები მიხვდებიან, რომ რუსეთი მათი საუკეთესო მეგობარიაო. თურმე ვერ ვხვდებოდით აქამდე... თურმე გაუგებარი ხალხი ვყოფილვართ. ვიცნობთ ჩვენ მაგ "მეგობარს" და თქვენც პუტინის ერთგულო და მისი მიზნების გამტარებელო ბატონო რამზან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი გზის მშენებლობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ რუსული სააგენტო Tass.ru წერს, რომლის ცნობითაც, გზის მშენებლობა ჩეჩნეთის პირველი სამხედრო კამპანიის დასრულების შემდეგ დაიწყო, თუმცა 1998 წელს ქართულმა მხარემ პროექტი შეაჩერა.

კადიროვი იმედოვნებს, რომ ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზა რუსეთს საქართველოსთან ლოგისტიკის საკითხების დალაგებაში დაეხმარება. პროექტის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მის განხორციელებას შეძლებს.

"იტუმ-კალეს რაიონიდან საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, რომელიც ადრე მოქმედებდა. ეს გზა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ეს გზა გაიხსნება, მოსახლეობას, საქართველოს გავლით, თურქეთში გადასვლა, იქიდან კი, ევროპაში მოხვედრა შეეძლება. სასურველია გაიჭრას რკინიგზაც, მით უფრო, რომ ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება", - აცხადებს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ გზის მშენებლობის იდეა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და პრეზიდენტმა უნდა განიხილონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი განხილვისთანავე დაიწყება.

"ფაქტია, რომ არის ამ გზის გახსნის საჭიროება და სურვილი. იმედი მაქვს, საქართველოში თანდათანობით მიხვდებიან, რომ მათი საუკეთესო მეზობელი რუსეთია", - აცხადებს კადიროვი.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ.

როგორც Kavkaz-uzel.eu წერს, ჩეჩნეთის ლიდერი პუტინისთვის, ტრადიციულად, ერთგულების დამტკიცებას ცდილობს. ამ შემთხვევაშიც, "მან, საკუთარი მეფისთვის თავის მოსაწონებლად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. კადიროვი ცდილობს, პუტინს აჩვენოს, რომ მხოლოდ ჩეჩნეთის კი არა, მთლიანად რუსეთის კეთილდღეობაზე ზრუნავს".

Kavkaz-uzel.eu წერს, რომ ბოლო დროს რუსეთში კადიროვისა და პუტინის რეიტინგებზე საუბრობდნენ. ჩეჩნეთის ადმინისტრაციის უფროსის, გალას ტაიმასხანოვის თქმით, მოსკოვში ჩატარებულ სემინარზე, სადაც რუსეთის რეგიონების შიდა პოლიტიკა განიხილეს, ჩეჩნეთი ეფექტური შიდა პოლიტიკის გატარების გამო, პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

"რასაკვირველია, ჩეჩნეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს პუტინისა და კადიროვის მღალი რეიტინგის არ სჯერა. შეხვედრაზე არაფერი თქმულა იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს კადიროვის მთავრობის წნეხის ქვეშ. ისინი გაპროტესტებასაც ვერ ბედავენ, რადგან ხმის ამოღების უფლება არ აქვთ", - წერს გამოცემა.

ინტერნეტ-მომხმარებლები წერენ, რომ არც ჩრდილოეთ კორეაში არსებობს საპროტესტო განწყობა, რადგან იციან, რა ელით. სხვები აზრს ირონიულად გამოხატავენ. მათი თქმით, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ჩეჩნები ამას ვერ ამჩნევენ.

lenta.ru-ს ცნობით, ცოტა ხნის წინ ძალოვნებმა განმარტეს თუ რაში სჭირდება კადიროვს რამდენიმე ათეული მანქანისგან შემდგარი კორტეჟი. დაღესტნის შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, მაგომედ შამილოვმა ჩეჩნეთს "ძალიან მძიმე და სახიფათო" რეგიონი უწოდა. მისი თქმით, რესპუბლიკების ლიდერთა დაცვის საკითხი რუსეთის კანონმდებლობითაა განსაზღვრული და "თუ კადიროვი რუსეთსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას სჭირდება, ის დაცულიც უნდა იყოს". 5 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რამზან კადიროვს 15 შავი მანქანა აცილებს. ინტერნეტ-მოხმარებლებმა ამის გამო კადიროვი მწვავედ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ სინამდვილში მას 2-3 ჯერ მეტი მანქანისგან შემდგარი კორტეჟი იცავს", - წერს გამოცემა.

ფაქტია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რუსეთის კარზე შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს და ის გარემოებაც, რომ თავს უფლებას აძლევს მსგავსი იდეებით გამოვიდეს, სწორედ ამაზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რამზან კადიროვმა მსგავსი განცხადებები ადრეც გააკეთა. 2018 წელს მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავრობასთან აწარმოებდა. 2014 წელს კი კადიროვმა განაცხადა, რომ არა მარტო საავტომობილო, არამედ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც სურდა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ცნობებს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი სამანქანო გზის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, კავკასიის საკითხებზე მომუშავე გამოცემა OC Media-ს თანახმად, გროზნო-შატოი-იტუმ კალე-შატილის 66-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა ჩეჩნეთის 2012 წლის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში იყო გათვალისწინებული, რაც 2025 წლამდე უნდა შესრულდეს.

"აფხაზეთში ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს" - რას წერს ადგილობრივი მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ" - ანატოლი ბიბილოვი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს