კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რატომ მოკლა ნოდარ ცხადაძე და სად არის ბექა კვიციანი?!  - "სადისტურადაა მოკლული, ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს"
ვინ და რატომ მოკლა ნოდარ ცხადაძე და სად არის ბექა კვიციანი?!  - "სადისტურადაა მოკლული, ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს"

"ნო­და­რი მხი­ა­რუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი და მშრო­მე­ლი ბიჭი იყო. აქ მას­ზე ცუდს ვე­რა­ვინ გე­ტყვით. ვინ გა­ი­მე­ტა ასე­თი სა­დის­ტუ­რი მკვლე­ლო­ბის­თვის, ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ჭის სხე­უ­ლი­დან 8 ტყვია ამო­ი­ღეს. ყველ­გან ეძებ­დნენ ეს დღე­ე­ბი, იცი­ან რომ მე­გო­ბარ კვი­ცი­ან­თან ერ­თად იყო, მაგ­რამ მერე რა მოხ­და, არა­ვინ იცის. და­უ­რე­კეს ოჯა­ხის წევ­რებს, რომ ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. და­ი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ა­ში და მერე ამო­საც­ნო­ბად წა­იყ­ვა­ნეს. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ჩვენც, მე­ზობ­ლე­ბი გან­ვიც­დით მომ­ხდარს. ძა­ლი­ან კარ­გი, მშრო­მე­ლი ოჯა­ხი აქვთ. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, დამ­ნა­შა­ვეც და­ის­ჯე­ბა, მაგ­რამ ეს რას უშ­ვე­ლის ნო­დარს და მის გამ­წა­რე­ბულ ოჯახს", - გვი­თხრა ცხა­და­ძე­ე­ბის მე­ზო­ბელ­მა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ნო­და­რი სა­დის­ტუ­რად არის მოკ­ლუ­ლი, მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე 14 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ექ­სპერ­ტებ­მა მისი სხე­უ­ლი­დან 8 ტყვია ამო­ი­ღეს და გა­ირ­კვე­ვა, რა ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ნო­დარ ცხა­და­ძე სახ­ლი­დან ჩვე­უ­ლებ­რივ სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და. მას ისან­ში მდე­ბა­რე მან­ქა­ნე­ბის ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე მა­ღა­ზია ჰქონ­და და იქ ავ­ტო­ნა­წი­ლებს წლე­ბია ყი­დის. იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­ღა­ზი­ა­ში არა­ნა­ი­რი ჩხუ­ბის ხმა არ გა­უ­გი­ათ და არც ის იცი­ან, ვის­თან ერ­თად წა­ვი­და ნო­დარ ცხა­და­ძე. ერთი ვერ­სი­ით, ნო­დარს სამ­სა­ხურ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა და შვი­ლის ნათ­ლი­ამ, ბექა კვი­ცი­ან­მა მი­ა­კი­თხა და ისი­ნი ის­ნი­დან ერ­თად წა­ვიდ­ნენ. ამის შემ­დეგ იკარ­გე­ბა მათი კვა­ლი და ოჯა­ხე­ბი ორი­ვეს 2 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

საქ­მე­ში პო­ლი­ცი­აც ჩა­ერ­თო. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 12 ნო­ემ­ბერს ნო­დარ ცხა­და­ძის ცხე­და­რი თბი­ლი­სი ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ერთი ვერ­სი­ით, ნო­და­რი თბი­ლი­სის ზღვა­ზე საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად აიყ­ვა­ნეს, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოყ­ვა. მე­ო­რე ვერ­სი­ით კი, მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი შემ­დეგ აი­ტა­ნა დამ­ნა­შა­ვემ თბი­ლი­სის ზღვა­ზე და იქ და­ტო­ვა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თით­ქმის მთე­ლი დღე მუ­შა­ობ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და მათ იმის გარ­კვე­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ და­ნა­შა­უ­ლი იქ არის ჩა­დე­ნი­ლი, თუ არა. ამ დრომ­დე ეძე­ბენ ბექა კვი­ცი­ანს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მე­გობ­რებს შო­რის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, მათ შო­რის არ­სე­ბულ კონ­ფლიქტზე მათ არა­ფე­რი იცი­ან, თუმ­ცა ისი­ნი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მკვლე­ლო­ბა ბექა კვი­ცი­ანს ჩა­ე­დე­ნა ან ამ და­ნა­შა­ულ­ში იყოს გა­რე­უ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

!
5

ეჰ ხალხო, ისე კითხულობთ ვინ გაიმეტაო, თითქოს მკვლელობა ამ ქვეყანაში იშვიათად ხდება. ჩვენ მოტივაციისთვის გვაგონებენ განვითრდითო, თორემ ისევ ის დაუნდობელი და გაუნათლებელი ხალხი ვართ რაც ვიყავით და მომავალ თაობასაც არ ვაძლევთ შანსს რამე უკეთესი ისწავლონ. რა სამწუხაროა, რომ ყველა კარგი შანსი ხელიდან გავუშვით და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამას ვერ ვაცნობიერებთ.

ავტორი:

ვინ და რატომ მოკლა ნოდარ ცხადაძე და სად არის ბექა კვიციანი?!  - "სადისტურადაა მოკლული, ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს"

ვინ და რატომ მოკლა ნოდარ ცხადაძე და სად არის ბექა კვიციანი?!  - "სადისტურადაა მოკლული, ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს"

"ნოდარი მხიარული, ენერგიული და მშრომელი ბიჭი იყო. აქ მასზე ცუდს ვერავინ გეტყვით. ვინ გაიმეტა ასეთი სადისტური მკვლელობისთვის, ამბობენ, რომ ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს. ყველგან ეძებდნენ ეს დღეები, იციან რომ მეგობარ კვიციანთან ერთად იყო, მაგრამ მერე რა მოხდა, არავინ იცის. დაურეკეს ოჯახის წევრებს, რომ ცხედარი იყო ნაპოვნი. დაიბარეს პოლიციაში და მერე ამოსაცნობად წაიყვანეს. განადგურებულები არიან და ჩვენც, მეზობლები განვიცდით მომხდარს. ძალიან კარგი, მშრომელი ოჯახი აქვთ. იმედია, ყველაფერი გაირკვევა, დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს რას უშველის ნოდარს და მის გამწარებულ ოჯახს", - გვითხრა ცხადაძეების მეზობელმა.

როგორც ირკვევა, ნოდარი სადისტურად არის მოკლული, მას ცეცხლსასროლი იარაღით სხეულზე 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. ექსპერტებმა მისი სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს და გაირკვევა, რა იარაღიდან გასროლით მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი.

იმ საბედისწერო დღეს ნოდარ ცხადაძე სახლიდან ჩვეულებრივ სამსახურში წავიდა. მას ისანში მდებარე მანქანების ავტობაზრობაზე მაღაზია ჰქონდა და იქ ავტონაწილებს წლებია ყიდის. იქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ მაღაზიაში არანაირი ჩხუბის ხმა არ გაუგიათ და არც ის იციან, ვისთან ერთად წავიდა ნოდარ ცხადაძე. ერთი ვერსიით, ნოდარს სამსახურში მისმა მეგობარმა და შვილის ნათლიამ, ბექა კვიციანმა მიაკითხა და ისინი ისნიდან ერთად წავიდნენ. ამის შემდეგ იკარგება მათი კვალი და ოჯახები ორივეს 2 დღე-ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

საქმეში პოლიციაც ჩაერთო. სამართალდამცავებმა 12 ნოემბერს ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული იპოვეს. ერთი ვერსიით, ნოდარი თბილისის ზღვაზე საქმის გასარჩევად აიყვანეს, რასაც მკვლელობა მოყვა. მეორე ვერსიით კი, მოკლულის ცხედარი შემდეგ აიტანა დამნაშავემ თბილისის ზღვაზე და იქ დატოვა.

შემთხვევის ადგილზე თითქმის მთელი დღე მუშაობდნენ სამართალდამცავები და მათ იმის გარკვევა არ გაუჭირდებათ დანაშაული იქ არის ჩადენილი, თუ არა. ამ დრომდე ეძებენ ბექა კვიციანს, თუმცა ჯერჯერობით მის კვალს ვერსად მიაგნეს. მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ მეგობრებს შორის კარგი ურთიერთობა იყო, მათ შორის არსებულ კონფლიქტზე მათ არაფერი იციან, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა ბექა კვიციანს ჩაედენა ან ამ დანაშაულში იყოს გარეული. წაიკითხეთ სრულად

დაპირისპირება ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

პოლიციამ დააკავა 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოქალაქებს "ფეისბუქი" გაუტეხა და მათ მეგობრებს თანხა მოტყუებით ჩაარიცხინა

"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს