სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანებს ურჩევნიათ დაიჯერონ, რომ რომელიმე პროდუქტი დაიცავთ სიმსივნისგან" - რჩევები შვედეთში მცხოვრები ქართველი კიბოს მკვლევარისგან
"ადამიანებს ურჩევნიათ დაიჯერონ, რომ რომელიმე პროდუქტი დაიცავთ სიმსივნისგან" - რჩევები შვედეთში მცხოვრები ქართველი კიბოს მკვლევარისგან

ნია ხა­ჭა­პუ­რი­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა ის ქალი იც­ნობს, რომ­ლე­ბიც "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე წე­რენ და კი­თხვებს სვა­მენ. მისი პა­სუ­ხე­ბი ყო­ველ­თვის კომ­პე­ტენ­ტუ­რი და ამომ­წუ­რა­ვია, ალ­ბათ ამის გა­მოც, ბევ­რს ის ექი­მი ჰგო­ნია, კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მის­ვლა სურთ, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ნია ხა­ჭა­პუ­რი­ძე შვე­დეთ­ში ცხოვ­რობს და კი­ბოს უჯრე­დებს იკ­ვლევს.

სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჯერ გერ­მა­ნი­ა­ში, გერ­მა­ნი­ის კი­ბოს კვლე­ვის ცენ­ტრში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი შვე­დეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს.

ნია ხა­ჭა­პუ­რი­ძეს AMBEBI.GE შვე­დეთ­ში და­უ­კავ­შირ­და - მისი რჩე­ვე­ბი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს გა­მო­ად­გე­ბა, ვინც კი­ბოს შე­სა­ხებ მი­თე­ბის ტყვე­ო­ბა­შია:

- პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში ხში­რად მწე­რენ ან რჩე­ვას მე­კი­თხე­ბი­ან, კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­წე­რა უნ­დათ და სად მო­ვი­დეო, კი­თხუ­ლო­ბენ. მერე მი­წევს ახ­სნა, რომ ექი­მი არ ვარ.

სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ ექი­მი რომ გერ­ქვას, შემ­დეგ რე­ზი­დენ­ტუ­რა უნდა გა­ი­ა­რო და ლი­ცენ­ზია აიღო. მე დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად ექიმს ვერ ვუ­წო­დებ სა­კუ­თარ თავს. ვსწავ­ლობ შვე­დეთ­ში, უფ­სა­ლას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ვსწავ­ლობ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვას, მო­ლე­კუ­ლურ ონ­კო­ლო­გი­ას - ანუ სიმ­სივ­ნე­ე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს და მკურ­ნა­ლო­ბის გზებს მო­ლე­კუ­ლე­ბის დო­ნე­ზე ვიკ­ვლევთ.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და რო­გორ მოხ­ვდით შვე­დეთ­ში?

- 4 წლის ასა­კი­დან ვი­ცო­დი, რომ ექი­მი გა­მო­ვი­დო­დი. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. სა­მე­დი­ცი­ნოს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ახა­ლი მინ­დო­და მე­დი­ცი­ნას­თან, ონ­კო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. "გუ­გლ­ში" ვი­პო­ვე პროგ­რა­მა, რო­მელ­ზეც ახლა ვსწავ­ლობ - ტრანსლა­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა. ორ­წლი­ა­ნია, ორ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და ორ სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ის­წავ­ლო.

ერთი წელი გერ­მა­ნი­ა­ში, ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მე­ო­რე - შვე­დეთ­ში, უფ­სა­ლა­ში. სა­იტ­ზე ეს წა­ვი­კი­თხე თუ არა, ეგ­რე­ვე მივ­ხვდი, რომ ზუს­ტად ეს მინ­დო­და - მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ცხვი­რის შე­ყო­ფა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რე­ბა და ბევ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა. გავ­გზავ­ნე სა­ბუ­თე­ბი, გა­ვი­ა­რე ინ­ტერ­ვიუ, მი­მი­ღეს და წა­მო­ვე­დი.

მოკ­ლედ, ამ წუ­თას უფ­სა­ლა­ში ვარ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვზი­ვარ და ვა­ა­ნა­ლი­ზებ, ტვი­ნის სიმ­სივ­ნის უჯრე­დებს სხვა­დას­ხვა წამ­ლე­ბით რომ ვმკურ­ნა­ლობთ, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ეს მათ გე­ნებ­ზე და რა ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს უჯრე­დებ­ში.

- სიმ­სივ­ნე 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბაა, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა რომ მის­გან გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და...

- ვმუ­შა­ობთ მა­გა­ზე, მე რა, უამ­რა­ვი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ძა­ლი­ან მა­გა­რი მეც­ნი­ე­რი მუ­შა­ობს. ზოგ სიმ­სივ­ნეს ძა­ლი­ან კარ­გად ვუმკლავ­დე­ბით და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ვკურ­ნავთ კი­დეც. ბავ­შვთა ლე­ი­კე­მი­ებს მა­გა­ლი­თად, ასე­ვე მკერ­დის კი­ბოს - გან­სა­კუთ­რე­ბით თუ დრო­უ­ლად და­ის­ვა დი­აგ­ნო­ზი.

ზოგ სიმ­სივ­ნე­ზე შე­და­რე­ბით ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მაგ­რამ ახლა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფული და ყუ­რა­დღე­ბა სიმ­სივ­ნის კვლე­ვა­ში იდე­ბა და ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალთ იქამ­დე, რომ ან სრუ­ლი­ად განვკურ­ნოთ პა­ცი­ენ­ტე­ბი და ან უბ­რა­ლოდ ქრო­ნი­კულ, კონ­ტრო­ლი­რე­ბად და­ა­ვა­დე­ბად ვაქ­ცი­ოთ - ექიმ­თან რომ მიხ­ვალთ და გა­და­ა­კონ­ტრო­ლებთ ხოლ­მე, ისე­თად.

- ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვკი­თხუ­ლობთ სიმ­სივ­ნის პრე­ვენ­ცი­ა­ზე, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ თავი და­ვიც­ვათ?

- სიმ­სივ­ნე ზუს­ტად რო­გორ ვი­თარ­დე­ბა და სა­ი­დან იწყე­ბა, ეგ ბო­ლომ­დე დად­გე­ნი­ლი არ არის და უამ­რა­ვი მეც­ნი­ე­რი ზუს­ტად მა­გის გა­სა­გე­ბად მუ­შა­ობს. მაგ­რამ არის რა­ღაც სა­კი­თხე­ბი, რაც ზუს­ტად ვი­ცით. მო­წე­ვა რომ კი­ბოს იწ­ვევს (და არა­მარ­ტო ფილ­ტვის) - ზუს­ტად ვი­ცით, დად­გე­ნი­ლია, მაგ­რამ მა­ინც ვე­წე­ვით.

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი რომ იწ­ვევს - ზუს­ტად ვი­ცით, ამ დროს კი თბი­ლის­ში ჰა­ე­რია უკვე თა­ვად ონ­კო­ლო­გი­უ­რი. თან დავ­დი­ვართ, ვსუნ­თქავთ და პრო­ტეს­ტი არ გვიჩ­ნდე­ბა, თან არ გვინ­და, რომ დაგ­ვე­მარ­თოს და ვკი­თხუ­ლობთ, რა ანა­ლი­ზი და კვლე­ვა ჩა­ვი­ტა­რო, რომ ყვე­ლა სიმ­სივ­ნე ერ­თად გა­მო­ი­რი­ცხო­სო. ასე­თი კვლე­ვა არ არ­სე­ბობს და იმა­ზეც შე­თან­ხმდა მეც­ნი­ე­რე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სჯობს.

შე­სა­ბა­მი­სად, ჰა­ე­რის და გა­რე­მოს სი­სუფ­თა­ვის­თვის რომ ვიბ­რძო­დეთ ყვე­ლა ერ­თად მონ­დო­მე­ბით, ჩვენც, ჩვენს შვი­ლებ­საც და შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბად დაგ­ვე­მუქ­რე­ბო­და სიმ­სივ­ნე

არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ტარ­დე­ბა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დრო­უ­ლად აღ­მო­სა­ჩე­ნად და ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე­ვე მო­სა­შო­რებ­ლად. ეს კვლე­ვე­ბი, შე­სა­ბა­მის ასაკ­ში, უფა­სოა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რად­გან ყვე­ლამ შეძ­ლოს მათი ჩა­ტა­რე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ასეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ კვლე­ვებს ეწო­დე­ბა სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს რამ­დე­ნი­მე. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ეს კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, სრუ­ლი­ად ჯან­მრთელ­საც კი, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით.

ქა­ლებ­ში ძუ­ძუს კი­ბოს სკრი­ნინ­გი უფა­სოა 40 წლის შემ­დეგ; საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს სკრი­ნინ­გი უფა­სოა 25 წლის შემ­დეგ; პროს­ტა­ტის კი­ბოს სკრი­ნინ­გი უფა­სოა 50 წლის შემ­დეგ მა­მა­კა­ცებ­ში; მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს სკრი­ნინ­გი უფა­სოა 50 წლის შემ­დეგ - ეს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბია და ამ კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბით მათი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა თუ შევ­ძე­ლით, შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ, რომ ბევ­რად ნაკ­ლე­ბი გვექ­ნე­ბა სიმ­სივ­ნის რის­კი.

- ბავ­შვებ­ში რა შე­იძ­ლე­ბა იწ­ვევ­დეს სიმ­სივ­ნეს, ისი­ნი ხომ ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რო­ბენ?

- ბავ­შვთა სიმ­სივ­ნე­ე­ბი სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა, როცა ზუს­ტად თქმა არ შეგ­ვიძ­ლია, რა იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, რამე კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბიც არ გვაქვს.

ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, ჯან­საღ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მზი­სა და თამ­ბა­ქოს კვამ­ლის (და ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის) მო­რი­დე­ბა არის ის, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ბავ­შვე­ბის და­სა­ცა­ვად. თით­ქოს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და სტან­დარ­ტუ­ლი სიაა, მაგ­რამ ალ­ბათ ძა­ლი­ან ცოტა ბავ­შვი ცხოვ­რობს ასეთ ჯან­საღ გა­რე­მო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

- ხში­რად გაგ­ვი­გია პრო­დუქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახ­დენს კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, კურ­კუ­მა, რო­მე­ლიც უნდა მო­ვა­ყა­როთ თით­ქოს ყვე­ლა საკ­ვებს, გა­ყი­ნუ­ლი ლი­მო­ნი...

- მე პი­რა­დად, ასე­თი "უნი­ვერ­სა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის" არ მჯე­რა, ყვე­ლა სიმ­სივ­ნის პრე­ვენ­ცი­ას რომ ახ­დე­ნენ. ჩემ­თვის სიმ­სივ­ნის პრე­ვენ­ცი­ის რე­ა­ლუ­რი გზა არის ის, რაც მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაა დად­გე­ნი­ლი: ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი!

მას­ში შე­დის ჯან­სა­ღი კვე­ბა - მეტი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ნაკ­ლე­ბი შემ­წვა­რი და შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტი, ნაკ­ლე­ბი შა­ქა­რი და ე.წ. ჯანქ ფუდი, ამა­ში ასე­ვე შე­დის მეტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ოღონდ სპორტდარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი არ იგუ­ლის­ხმე­ბა მა­ინ­ცდა­მი­ანც. დღე­ში მი­ნი­მუმ 30 წუთი სწრა­ფი ნა­ბი­ჯით სი­ა­რუ­ლი უკვე კარ­გია; და ამა­ში შე­დის - ნაკ­ლე­ბი სტრე­სი და მეტი "ბედ­ნი­ე­რე­ბა".

სიმ­სივ­ნის პრე­ვენ­ცი­ის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ია­რა­ღი არის თქვე­ნი სა­კუ­თა­რი იმუ­ნი­ტე­ტი, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე პო­უ­ლობს გა­დაგ­ვა­რე­ბულ უჯრე­დებს და მა­ნამ ანად­გუ­რებს, სა­ნამ გამ­რავ­ლე­ბას მო­ას­წრე­ბენ. ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი კი ჯან­სა­ღი კვე­ბის, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის და ნაკ­ლე­ბი სტრე­სის შე­დე­გია

ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი რჩე­ვე­ბია და ამ დროს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ალ­ბათ ამი­ტო­მაა, ადა­მი­ა­ნებს მოს­წონთ იმის და­ჯე­რე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა აა­ცი­ლებთ სიმ­სივ­ნეს.

მეტი ხილი, მეტი ბოსტნე­უ­ლი და მეტი მოძ­რა­ო­ბა, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ნაკ­ლე­ბი მზე­ზე დაწ­ვა და რუჯი, არა­ნა­ი­რი სო­ლა­რი­უ­მი და არა­ნა­ი­რი მო­წე­ვა - ესაა მთა­ვა­რი.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ უფრო ვრცლად გვე­სა­უბ­როთ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­ზე, რო­მელ­ზეც აზრი ხში­რად იყო­ფა, თით­ქოს აჩ­ქა­რებს პრო­ცესს...

- ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, რა თქმა უნდა, ბევ­რი ნაკ­ლი აქვს. არა­ვინ ამ­ბობს, რომ ად­ვი­ლი გა­და­სა­ტა­ნია ან ორ­გა­ნიზ­მის­თვის ან პა­ცი­ენ­ტის­თვის. სწო­რედ ამი­ტომ გრძელ­დე­ბა ასე აქ­ტი­უ­რად სიმ­სივ­ნის კვლე­ვა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბი შე­იქ­მნას, პირ­და­პირ სიმ­სივ­ნეს რომ ამო­ი­ღე­ბენ მი­ზან­ში და და­ნარ­ჩენ ორ­გა­ნიზმს ნაკ­ლე­ბად და­ა­ზი­ა­ნე­ბენ.

ძნე­ლი გა­და­სა­ტა­ნია, მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს ამ ქვეყ­ნად, ვინც სიმ­სივ­ნე სწო­რედ ამ გზით და­ა­მარ­ცხა და ახლა სრულ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს. სა­ოც­რად გამ­ძლე და უგე­ნი­ა­ლუ­რე­სი მე­ქა­ნიზ­მია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი და ამას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბაც თუ და­ე­მა­ტა და რწმე­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მის დაძ­ლე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ოდეს­მე და იმე­დია საკ­მა­ოდ მალე, აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა უფრო ძლი­ე­რი და უფრო ნაკ­ლე­ბი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის მქო­ნე თე­რა­პი­ე­ბი, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა მა­ინც ისევ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იქ­ნე­ბა. პლა­ცე­ბოს ეფექ­ტი ხომ ყვე­ლას გაგ­ვი­გია? როცა ადა­მი­ანს სჯე­რა, რომ წა­მა­ლი იმუ­შა­ვებს და მარ­თლაც მუ­შა­ობს, სულ რომ პლა­ცე­ბო ანუ აბი გლუ­კო­ზა იყოს. ეს იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ეფექ­ტია, ყვე­ლა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა მისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ტარ­დე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, უნდა გწამ­დეთ თქვე­ნი თა­ვის, თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის, წამ­ლის, ექი­მის და იმის, რომ ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბაც ბევ­რად გა­იზ­რდე­ბა

- და ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე "ოქ­როს რჩე­ვა" მკი­თხველს, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­დე­ბა ამ თე­მა­ზე კომ­პე­ტენ­ტურ აზრს...

- ოქ­როს რჩე­ვა ალ­ბათ ისევ ის იქ­ნე­ბა, რაც ზე­მოთ ვთქვი. თუ მარ­თლა გაქვთ მიზ­ნად ჯან­მრთე­ლო­ბა, მოკ­ლე, შე­მოვ­ლი­თი და მარ­ტი­ვი ხრი­კე­ბის ძებ­ნას ნუ და­ი­წყებთ. ხილ­სა და ბოსტნე­ულს არ ვჭამ, ფი­ზი­კუ­რად არ ვმოძ­რა­ობ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ სო­დას ვსვამ დი­ლა­ო­ბით და ეგ და­მი­ცავს ყვე­ლაფ­რის­გან - ეგრე არ ხდე­ბა. ბუ­ნე­ბას და თქვენს ორ­გა­ნიზმს ჭკუ­ა­ში ვერ აჯო­ბებთ. ჯან­საღ ცხოვ­რე­ბის წესს ეშ­მა­კუ­რი და იოლი ხერ­ხე­ბით ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებთ.

შე­სა­ბა­მი­სად, ახ­რა­მუ­ნეთ მეტი ხილ-ბოსტნე­უ­ლი, შე­ზღუ­დეთ შემ­წვა­რი, შე­ბო­ლი­ლი, და­მა­რი­ლე­ბუ­ლი და ტკბი­ლი საკ­ვე­ბი, ია­რეთ დღე­ში სულ მცი­რე 30 წუთი, მო­ე­რი­დეთ გა­მოს­ხი­ვე­ბას (მათ შო­რის მზის), მო­წე­ვას, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ჯან­სა­ღი წონა და ღვიძ­ლი-თირკმლის ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­და, სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზეც იზ­რუ­ნეთ (ტვი­ნიც ხომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნოა?!).

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, ოღონდ ამა­ში მარ­ტო და­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბის სმა არ იგუ­ლის­ხმე­ბა - ანუ მა­ნამ­დე მი­დით ექიმ­თან და და­ინ­ტე­რეს­დით, ასა­კობ­რი­ვად რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი გი­წევთ, ვიდ­რე რამე გა­მოვ­ლინ­დე­ბო­დეს და სამ­კურ­ნა­ლო გახ­დე­ბო­დეს. ასეა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში და არც იქ ეხა­ლი­სე­ბა არა­ვის, მაგ­რამ სა­ჭი­როა ხან­გრძლი­ვი და ნორ­მა­ლუ­რი ხა­რის­ხის ცხოვ­რე­ბის­თვის.

თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მე­ლიც ერთხელ კი ჩა­გა­ბა­რეს ახა­ლი და აწყო­ბი­ლი, მაგ­რამ ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად ცვდე­ბა, ფუჭ­დე­ბა ნა­წი­ლე­ბი და თქვენ თუ არა, სხვა არა­ვინ მი­ხე­დავს თქვენ ნაც­ვლად...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეკლა
3

გგონიათ ახალი რამე ამცნეთ საზოგადოებას??

თ.
1

warmatebebs gisurvebt chveni qveynis sasiketod. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ადამიანებს ურჩევნიათ დაიჯერონ, რომ რომელიმე პროდუქტი დაიცავთ სიმსივნისგან" - რჩევები შვედეთში მცხოვრები ქართველი კიბოს მკვლევარისგან

"ადამიანებს ურჩევნიათ დაიჯერონ, რომ რომელიმე პროდუქტი დაიცავთ სიმსივნისგან" - რჩევები შვედეთში მცხოვრები ქართველი კიბოს მკვლევარისგან

ნია ხაჭაპურიძეს სოციალურ ქსელში ყველა ის ქალი იცნობს, რომლებიც "ფეისბუქის" სხვადასხვა ჯგუფებში ჯანმრთელობის პრობლემებზე წერენ და კითხვებს სვამენ. მისი პასუხები ყოველთვის კომპეტენტური და ამომწურავია, ალბათ ამის გამოც, ბევრს ის ექიმი ჰგონია, კონსულტაციაზე მისვლა სურთ, თუმცა რეალურად, ნია ხაჭაპურიძე შვედეთში ცხოვრობს და კიბოს უჯრედებს იკვლევს.

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ გერმანიაში, გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრში მუშაობდა, შემდეგ კი შვედეთში გაემგზავრა, სადაც ლაბორატორიაში მუშაობს.

ნია ხაჭაპურიძეს AMBEBI.GE შვედეთში დაუკავშირდა - მისი რჩევები ყველა იმ ადამიანს გამოადგება, ვინც კიბოს შესახებ მითების ტყვეობაშია:

- პირად შეტყობინებებში ხშირად მწერენ ან რჩევას მეკითხებიან, კონსულტაციაზე ჩაწერა უნდათ და სად მოვიდეო, კითხულობენ. მერე მიწევს ახსნა, რომ ექიმი არ ვარ.

სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ექიმი რომ გერქვას, შემდეგ რეზიდენტურა უნდა გაიარო და ლიცენზია აიღო. მე დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა, შესაბამისად ექიმს ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს. ვსწავლობ შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში და ვსწავლობ სამეცნიერო კვლევას, მოლეკულურ ონკოლოგიას - ანუ სიმსივნეების გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის გზებს მოლეკულების დონეზე ვიკვლევთ.

- რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება და როგორ მოხვდით შვედეთში?

- 4 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ექიმი გამოვიდოდი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. სამედიცინოს დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ახალი მინდოდა მედიცინასთან, ონკოლოგიასთან დაკავშირებული. "გუგლში" ვიპოვე პროგრამა, რომელზეც ახლა ვსწავლობ - ტრანსლაციური სამედიცინო კვლევის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა. ორწლიანია, ორ სხვადასხვა ქვეყანაში და ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში უნდა ისწავლო.

ერთი წელი გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და მეორე - შვედეთში, უფსალაში. საიტზე ეს წავიკითხე თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ზუსტად ეს მინდოდა - მეცნიერებაში ცხვირის შეყოფა, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება და ბევრი მოგზაურობა. გავგზავნე საბუთები, გავიარე ინტერვიუ, მიმიღეს და წამოვედი.

მოკლედ, ამ წუთას უფსალაში ვარ, ლაბორატორიაში ვზივარ და ვაანალიზებ, ტვინის სიმსივნის უჯრედებს სხვადასხვა წამლებით რომ ვმკურნალობთ, რა გავლენას ახდენს ეს მათ გენებზე და რა ცვლილებებს იწვევს უჯრედებში.

- სიმსივნე 21-ე საუკუნის ყველაზე ვერაგი დაავადებაა, არსებობს მოსაზრება რომ მისგან განკურნება შეუძლებელია ერთეული შემთხვევების გარდა...

- ვმუშაობთ მაგაზე, მე რა, უამრავი ძალიან ჭკვიანი და ძალიან მაგარი მეცნიერი მუშაობს. ზოგ სიმსივნეს ძალიან კარგად ვუმკლავდებით და შეიძლება ითქვას, ვკურნავთ კიდეც. ბავშვთა ლეიკემიებს მაგალითად, ასევე მკერდის კიბოს - განსაკუთრებით თუ დროულად დაისვა დიაგნოზი.

ზოგ სიმსივნეზე შედარებით ცუდი მდგომარეობაა. მაგრამ ახლა მეცნიერებაში ყველაზე დიდი ფული და ყურადღება სიმსივნის კვლევაში იდება და ოდესმე აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ან სრულიად განვკურნოთ პაციენტები და ან უბრალოდ ქრონიკულ, კონტროლირებად დაავადებად ვაქციოთ - ექიმთან რომ მიხვალთ და გადააკონტროლებთ ხოლმე, ისეთად.

- ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვკითხულობთ სიმსივნის პრევენციაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ?

- სიმსივნე ზუსტად როგორ ვითარდება და საიდან იწყება, ეგ ბოლომდე დადგენილი არ არის და უამრავი მეცნიერი ზუსტად მაგის გასაგებად მუშაობს. მაგრამ არის რაღაც საკითხები, რაც ზუსტად ვიცით. მოწევა რომ კიბოს იწვევს (და არამარტო ფილტვის) - ზუსტად ვიცით, დადგენილია, მაგრამ მაინც ვეწევით.

დაბინძურებული ჰაერი რომ იწვევს - ზუსტად ვიცით, ამ დროს კი თბილისში ჰაერია უკვე თავად ონკოლოგიური. თან დავდივართ, ვსუნთქავთ და პროტესტი არ გვიჩნდება, თან არ გვინდა, რომ დაგვემართოს და ვკითხულობთ, რა ანალიზი და კვლევა ჩავიტარო, რომ ყველა სიმსივნე ერთად გამოირიცხოსო. ასეთი კვლევა არ არსებობს და იმაზეც შეთანხმდა მეცნიერება, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობას თავიდან აცილება სჯობს.

შესაბამისად, ჰაერის და გარემოს სისუფთავისთვის რომ ვიბრძოდეთ ყველა ერთად მონდომებით, ჩვენც, ჩვენს შვილებსაც და შვილიშვილებსაც ბევრად უფრო ნაკლებად დაგვემუქრებოდა სიმსივნე

არსებობს სპეციალური კვლევები, რომლებიც ტარდება ყველაზე გავრცელებული სიმსივნეების დროულად აღმოსაჩენად და ადრეულ სტადიაზევე მოსაშორებლად. ეს კვლევები, შესაბამის ასაკში, უფასოა ადამიანებისთვის, რადგან ყველამ შეძლოს მათი ჩატარება, მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად.

ასეთ პროფილაქტიკურ კვლევებს ეწოდება სკრინინგული კვლევები და საქართველოში გვაქვს რამდენიმე. განვითარებულ ქვეყნებში ეს კვლევები უტარდება ყველა ადამიანს, სრულიად ჯანმრთელსაც კი, პროფილაქტიკის მიზნით.

ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა 40 წლის შემდეგ; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25 წლის შემდეგ; პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოა 50 წლის შემდეგ მამაკაცებში; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოა 50 წლის შემდეგ - ეს ყველაზე გავრცელებული სიმსივნეებია და ამ კვლევების ჩატარებით მათი პროფილაქტიკა თუ შევძელით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბევრად ნაკლები გვექნება სიმსივნის რისკი.

- ბავშვებში რა შეიძლება იწვევდეს სიმსივნეს, ისინი ხომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობენ?

- ბავშვთა სიმსივნეები სწორედ ის შემთხვევაა, როცა ზუსტად თქმა არ შეგვიძლია, რა იწვევს. შესაბამისად, რამე კონკრეტული ნაბიჯები და პრევენციული ზომებიც არ გვაქვს.

ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა, მზისა და თამბაქოს კვამლის (და ნებისმიერი გამონაბოლქვის) მორიდება არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ბავშვების დასაცავად. თითქოს ძალიან მარტივი და სტანდარტული სიაა, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტა ბავშვი ცხოვრობს ასეთ ჯანსაღ გარემოში საქართველოში, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით.

- ხშირად გაგვიგია პროდუქტებზე, რომლებიც ახდენს კიბოს პრევენციას. მაგალითად, კურკუმა, რომელიც უნდა მოვაყაროთ თითქოს ყველა საკვებს, გაყინული ლიმონი...

- მე პირადად, ასეთი "უნივერსალური პროდუქტების" არ მჯერა, ყველა სიმსივნის პრევენციას რომ ახდენენ. ჩემთვის სიმსივნის პრევენციის რეალური გზა არის ის, რაც მეცნიერულადაა დადგენილი: ჯანსაღი ცხოვრების წესი!

მასში შედის ჯანსაღი კვება - მეტი ხილი და ბოსტნეული, ნაკლები შემწვარი და შებოლილი პროდუქტი, ნაკლები შაქარი და ე.წ. ჯანქ ფუდი, ამაში ასევე შედის მეტი ფიზიკური აქტივობა, ოღონდ სპორტდარბაზში სიარული არ იგულისხმება მაინცდამიანც. დღეში მინიმუმ 30 წუთი სწრაფი ნაბიჯით სიარული უკვე კარგია; და ამაში შედის - ნაკლები სტრესი და მეტი "ბედნიერება".

სიმსივნის პრევენციის ყველაზე ძლიერი იარაღი არის თქვენი საკუთარი იმუნიტეტი, იმუნური სისტემა, რომელიც ყოველდღე პოულობს გადაგვარებულ უჯრედებს და მანამ ანადგურებს, სანამ გამრავლებას მოასწრებენ. ძლიერი იმუნიტეტი კი ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის და ნაკლები სტრესის შედეგია

ყველაზე მარტივი რჩევებია და ამ დროს ყველაზე რთული შესასრულებელი. ალბათ ამიტომაა, ადამიანებს მოსწონთ იმის დაჯერება, რომ რომელიმე კონკრეტული პროდუქტის მიღება ააცილებთ სიმსივნეს.

მეტი ხილი, მეტი ბოსტნეული და მეტი მოძრაობა, ზემოთ ჩამოთვლილი სკრინინგული კვლევების ჩატარება, ნაკლები მზეზე დაწვა და რუჯი, არანაირი სოლარიუმი და არანაირი მოწევა - ესაა მთავარი.

- თუ შეგიძლიათ უფრო ვრცლად გვესაუბროთ ქიმიოთერაპიაზე, რომელზეც აზრი ხშირად იყოფა, თითქოს აჩქარებს პროცესს...

- ქიმიოთერაპიას, რა თქმა უნდა, ბევრი ნაკლი აქვს. არავინ ამბობს, რომ ადვილი გადასატანია ან ორგანიზმისთვის ან პაციენტისთვის. სწორედ ამიტომ გრძელდება ასე აქტიურად სიმსივნის კვლევა, რომ მკურნალობის ახალი მეთოდები შეიქმნას, პირდაპირ სიმსივნეს რომ ამოიღებენ მიზანში და დანარჩენ ორგანიზმს ნაკლებად დააზიანებენ.

ძნელი გადასატანია, მაგრამ უამრავი ადამიანი არსებობს ამ ქვეყნად, ვინც სიმსივნე სწორედ ამ გზით დაამარცხა და ახლა სრულყოფილი ცხოვრება აქვს. საოცრად გამძლე და უგენიალურესი მექანიზმია ადამიანის ორგანიზმი და ამას ფსიქოლოგიური განწყობაც თუ დაემატა და რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან ბევრი წარმოუდგენელი რამის დაძლევაა შესაძლებელი.

ოდესმე და იმედია საკმაოდ მალე, აუცილებლად გვექნება უფრო ძლიერი და უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე თერაპიები, მაგრამ ფსიქოლოგიური განწყობა მაინც ისევ უმნიშვნელოვანესი იქნება. პლაცებოს ეფექტი ხომ ყველას გაგვიგია? როცა ადამიანს სჯერა, რომ წამალი იმუშავებს და მართლაც მუშაობს, სულ რომ პლაცებო ანუ აბი გლუკოზა იყოს. ეს იმდენად ძლიერი ეფექტია, ყველა სამეცნიერო კვლევა მისი გათვალისწინებით ტარდება.

შესაბამისად, უნდა გწამდეთ თქვენი თავის, თქვენი ორგანიზმის, წამლის, ექიმის და იმის, რომ ყველაფერი იქნება კარგად და გამოჯანმრთელების ალბათობაც ბევრად გაიზრდება

- და ბოლოს რამდენიმე "ოქროს რჩევა" მკითხველს, რომელიც განსაკუთრებულად ელოდება ამ თემაზე კომპეტენტურ აზრს...

- ოქროს რჩევა ალბათ ისევ ის იქნება, რაც ზემოთ ვთქვი. თუ მართლა გაქვთ მიზნად ჯანმრთელობა, მოკლე, შემოვლითი და მარტივი ხრიკების ძებნას ნუ დაიწყებთ. ხილსა და ბოსტნეულს არ ვჭამ, ფიზიკურად არ ვმოძრაობ, მაგრამ სამაგიეროდ სოდას ვსვამ დილაობით და ეგ დამიცავს ყველაფრისგან - ეგრე არ ხდება. ბუნებას და თქვენს ორგანიზმს ჭკუაში ვერ აჯობებთ. ჯანსაღ ცხოვრების წესს ეშმაკური და იოლი ხერხებით ვერ ჩაანაცვლებთ.

შესაბამისად, ახრამუნეთ მეტი ხილ-ბოსტნეული, შეზღუდეთ შემწვარი, შებოლილი, დამარილებული და ტკბილი საკვები, იარეთ დღეში სულ მცირე 30 წუთი, მოერიდეთ გამოსხივებას (მათ შორის მზის), მოწევას, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და ღვიძლი-თირკმლის ჯანმრთელობის გარდა, საკუთარ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, ბედნიერებაზეც იზრუნეთ (ტვინიც ხომ მნიშვნელოვანი ორგანოა?!).

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ოღონდ ამაში მარტო დანიშნული წამლების სმა არ იგულისხმება - ანუ მანამდე მიდით ექიმთან და დაინტერესდით, ასაკობრივად რომელი დაავადებების პროფილაქტიკური კვლევები გიწევთ, ვიდრე რამე გამოვლინდებოდეს და სამკურნალო გახდებოდეს. ასეა განვითარებულ ქვეყნებში და არც იქ ეხალისება არავის, მაგრამ საჭიროა ხანგრძლივი და ნორმალური ხარისხის ცხოვრებისთვის.

თქვენი ორგანიზმი ფაქტობრივად თქვენი ავტომობილია, რომელიც ერთხელ კი ჩაგაბარეს ახალი და აწყობილი, მაგრამ ათწლეულების მანძილზე ბუნებრივად ცვდება, ფუჭდება ნაწილები და თქვენ თუ არა, სხვა არავინ მიხედავს თქვენ ნაცვლად...