კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები" - მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ახალი წევრები წარადგინა
"თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები" - მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ახალი წევრები წარადგინა

„სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. თო­ხის და გუთ­ნის მენ­ტა­ლი­ტეტ­ში ვართ ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი“, - ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის „ლელო“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახა­ლი წევ­რე­ბის წარ­დგე­ნი­სას „იმე­რე­თი გრი­ნერ­ში” გა­ნა­ცხა­და. მისი შე­ფა­სე­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ამის გა­მოს­წო­რე­ბა ისე­თი სა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

„სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. სა­ვა­ლა­ლო იმ კუ­თხით, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და შე­დე­გად რა მი­ვი­ღეთ? გა­ი­ზარ­და თუ არა გლე­ხის შე­მო­სა­ვა­ლი? შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ რე­ა­ლუ­რი მშპ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში შემ­ცირ­და და შე­სა­ბა­მი­სად, 30%-ით შემ­ცირ­და ნა­თე­სი ფარ­დო­ბე­ბი, 3%-ით შემ­ცირ­და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის სუ­ლა­დო­ბა და 15% - ით შემ­ცირ­და რძის წარ­მო­ე­ბა. ამას ემა­ტე­ბა ის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც უნი­კა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი აქვს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის 1 მლრდ დო­ლა­რის იმ­პორ­ტს ახორ­ცი­ე­ლებს ყო­ველ­წლი­უ­რად. ჩემი აზ­რით, ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ არა­ნა­ირ ეფექ­ტუ­რო­ბას­თან არ გვაქვს საქ­მე და ამას სჭირ­დე­ბა გა­მოს­წო­რე­ბა ისე­თი სა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნით, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ჩვენ დღეს ვართ თო­ხის და გუთ­ნის მენ­ტა­ლი­ტეტ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი. ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვით უნდა და­ვი­წყოთ მოქ­მე­დე­ბა თუ გვინ­და, რომ სწრა­ფად გა­მო­ვი­დეთ იმ სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და უმუ­შევ­რო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია შექ­მნი­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ხა­ზა­რა­ძემ დღეს სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა „იმე­რე­თი გრი­ნერ­ში“ მოძ­რა­ო­ბის კი­დევ 12 ახა­ლი წევ­რი წა­რად­გი­ნა.

„ლე­ლოს“ ახა­ლი წევ­რე­ბი არი­ან:

1. ფრი­დონ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი - ელექტრო ინ­ჟი­ნე­რი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ინ­ჟინ­რის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო შტუტ­გარ­ტში, ჰო­ჰე­ნ­ჰე­ი­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში. ამ­ჟა­მად გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ექ­სპორ­ტის მე­ნე­ჯე­რია.

2. მიტრო­ფა­ნე სტუ­რუა - იუ­რის­ტი. ად­ვო­კა­ტი. სხვა­დას­ხვა დროს იყო პრო­კუ­რო­რი, მო­სა­მარ­თლე და რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე. 2005 წლი­დან ად­ვო­კა­ტია. მო­გე­ბუ­ლი აქვს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში.

3. მა­ნა­ნა ბან­ძე­ლა­ძე - ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბათ ადოქ­ტო­რი. აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი. არის 7 მო­ნოგ­რა­ფი­ი­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო­ნა შრო­მი.

4. და­ვით ჩხე­ი­ძე - პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი, აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე. მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა კერ­ძო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მათ შო­რის ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ­ჟა­მად არის ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი.

5. თა­მარ წა­მა­ლა­ი­ძე - ფსი­ქო­ლო­გი. აქვს არა­ფორ­მა­ლურ ახალ­გაზ­რდულ პროგ­რა­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ბრი­ტა­ნეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში. არის სა­ქარ­თვე­ლოს სკა­უ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქო­უ­ჩი.

6. გია პა­ტა­რი­ძე - სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი. ქი­მი­კო­სი. შპს „ზე­კა­რის­წყა­რო­ე­ბის“ დი­რექ­ტო­რი.

7. გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე - იუ­რის­ტი. ად­ვო­კა­ტი. სის­ხლის სა­მარ­თლის მა­გის­ტრი. ნარ­კო­ტი­კულ და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­მო­ხილ­ვის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

8.ნა­თია ხე­ლა­ია - სა­ბან­კო საქ­მი­სა და ფი­ნან­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი. ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს მა­ას­ტრი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. აქვს ფი­ნან­სურ სფე­რო­ში 15 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე.

9. გი­ორ­გი ბა­კაშ­ვი­ლი - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის მა­გის­ტრი. ერთ-ერთი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი.

10. პა­ა­ტა და­რახვე­ლი­ძე - იუ­რის­ტი. გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს გერ­მა­ნი­ა­ში, ზა­არბრუ­კე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ებ­ზე

11. ლილე მაღ­ლა­ფე­რი­ძე - ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტრი, სა­ბან­კო სექ­ტორ­ში 12 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით. სტარ­ტაპ-სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტით.

12. დი­მიტ­რი აბა­ში­ძე - ინ­ჟი­ნე­რი და ეკო­ნო­მის­ტი. აქვს სა­ბან­კო სექ­ტორ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. სტარ­ტაპ კომ­პა­ნი­ის. „თი-თი-ემ“ ჯგუ­ფის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი. ეს არის სტარ­ტა­პი, რო­მელ­მაც შექ­მნა სიჩ­ქა­რის შემ­ზღუ­და­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
86

აღარ მეგონა ,თუ კიდევ ვინმეს დავუჯერებდი. მამუკამ იმედი აღმიდგინა! ვხედავ, რომ იცის კადრების მნიშვნელობა ! წარმატება ლელოს! იმედი, მაქვს მხარდაჭერა ექნება ხალხისგან! 

რაებსა წერს! აირია მონასტერი.
9

ხალხი ისე გაღლიტა, თოხიც და გუთანიც არ დაუტოვა. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს, დაბლოკავს. აქ უხამსი და უცენზურო არაფერია.

ავტორი:

"თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები" - მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ახალი წევრები წარადგინა

"თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები" - მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ახალი წევრები წარადგინა

„სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს. თოხის და გუთნის მენტალიტეტში ვართ ჩარჩენილები“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელო“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ორგანიზაციის ახალი წევრების წარდგენისას „იმერეთი გრინერში” განაცხადა. მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობა ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამოსწორება ისეთი საწარმოების შექმნით არის შესაძლებელი, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული.

„სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს. სავალალო იმ კუთხით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა სოფლის მეურნეობაში და შედეგად რა მივიღეთ? გაიზარდა თუ არა გლეხის შემოსავალი? შედეგად მივიღეთ ის, რომ რეალური მშპ სოფლის მეურნეობაში შემცირდა და შესაბამისად, 30%-ით შემცირდა ნათესი ფარდობები, 3%-ით შემცირდა მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა და 15% - ით შემცირდა რძის წარმოება. ამას ემატება ის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც უნიკალური რესურსები აქვს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების 1 მლრდ დოლარის იმპორტს ახორციელებს ყოველწლიურად. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ არანაირ ეფექტურობასთან არ გვაქვს საქმე და ამას სჭირდება გამოსწორება ისეთი საწარმოების შექმნით, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური და ექსპორტზე ორიენტირებული.

ჩვენ დღეს ვართ თოხის და გუთნის მენტალიტეტში ჩარჩენილები. ეს უნდა შეიცვალოს და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უნდა დავიწყოთ მოქმედება თუ გვინდა, რომ სწრაფად გამოვიდეთ იმ სოციალური, ეკონომიკური და უმუშევრობის მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ დღეს სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“ მოძრაობის კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა.

„ლელოს“ ახალი წევრები არიან:

1. ფრიდონ გაფრინდაშვილი - ელექტრო ინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრის ხარისხი მიიღო შტუტგარტში, ჰოჰენჰეიმის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სოფლის მეურნეობის სფეროში. ამჟამად გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერია.

2. მიტროფანე სტურუა - იურისტი. ადვოკატი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან ადვოკატია. მოგებული აქვს სასამართლო პროცესი სტრასბურგის სასამართლოში.

3. მანანა ბანძელაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათ ადოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 7 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერონა შრომი.

4. დავით ჩხეიძე - პროფესიით ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამჟამად არის ერთ-ერთი კერძო კომპანიის მენეჯერი.

5. თამარ წამალაიძე - ფსიქოლოგი. აქვს არაფორმალურ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. არის საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წევრი ქოუჩი.

6. გია პატარიძე - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ქიმიკოსი. შპს „ზეკარისწყაროების“ დირექტორი.

7. გიორგი მახარაძე - იურისტი. ადვოკატი. სისხლის სამართლის მაგისტრი. ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვის პროექტის ხელმძღვანელი.

8.ნათია ხელაია - საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი. ბიზნესის განვითარების მიმართულებით განათლება მიღებული აქვს მაასტრიხის უნივერსიტეტში. აქვს ფინანსურ სფეროში 15 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე.

9. გიორგი ბაკაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი. ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კომერციული დირექტორი.

10. პაატა დარახველიძე - იურისტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ზაარბრუკენის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე

11. ლილე მაღლაფერიძე - ეკონომიკის მაგისტრი, საბანკო სექტორში 12 წლიანი გამოცდილებით. სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური იდეის განვითარების პროექტით.

12. დიმიტრი აბაშიძე - ინჟინერი და ეკონომისტი. აქვს საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სტარტაპ კომპანიის. „თი-თი-ემ“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი. ეს არის სტარტაპი, რომელმაც შექმნა სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობა.

კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

თურქეთის ელჩი: "საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია" - როგორ მოიქცევა თურქეთი, თუ ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი ჩაერთვება?