კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან
კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვა­ზე ჯა­რი­მე­ბი იც­ვლე­ბა, სიმ­თვრა­ლე­ზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ და­ჯა­რი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მძღო­ლის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­მო­დის.

შსს-ს მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლი­თაც სიმ­თვრა­ლე­ზე ჯა­რი­მე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა პრომ­ლე­ბის, ანუ სის­ხლში ალ­კოჰო­ლის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ორ ეტა­პი­ა­ნია - რაც უფრო ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა სის­ხლში ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა, ჯა­რი­მაც ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

შს სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­დიო „პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში „საქ­მე“ „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რემ ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა ისა­უბ­რა.

„ნას­ვა­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­კრე­ტუ­ლად ვი­სა­უბ­როთ იმ პრო­მი­ლე­ებ­ზე, რაც ალ­ბათ აინ­ტე­რე­სებთ მო­ქა­ლა­ქე­ებს. ჩვენ არა­ერ­თხელ ვი­თხოვ­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას კონ­კრე­ტუ­ლად ამ დარ­ღვე­ვა­ზე, რად­გან ნას­ვა­მი მძღო­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს, თუ მა­გა­ლი­თად ამ დრომ­დე იყო მხო­ლოდ მარ­თვის მოწ­მო­ბის 1 წლი­ა­ნი ჩა­მორ­თმე­ვა, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მიდ­გო­მე­ბი მკაცრ­დე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ აქამ­დე არ გვქო­ნია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ისეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, თუ ამ 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირი კვლავ ჩა­ი­დენ­და აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულს. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, უკვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი შე­მო­დის. კერ­ძოდ, მე-2 დარ­ღვე­ვა­ზე მძღოლს 3-დან 15 დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბა, ხოლო მე-3 შემ­თხვე­ვა­ზე 10-დან 15 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის თვით­მი­ზა­ნი არ არის ვინ­მეს და­პა­ტიმ­რე­ბა. კა­ნო­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, კონ­კრე­ტუ­ლად ამ და­ნა­შუ­ალს ისე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­ვუდ­გეთ, რო­გორც ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­შია. ხაზ­გა­სას­მე­ლია, ისიც რომ რო­დე­საც ამ ტი­პის ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის კა­ნონ­ში, მძღო­ლე­ბის მხრი­დან ყო­ველ­თვის მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იგ­რძნო­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ ტრან­სპორ­ტის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია:

  • სის­ხლში ეთი­ნო­ლის 0,3 პრო­მი­ლე­დან - 0,7 პრო­მი­ლემ­დე შემ­ცვე­ლო­ბა­ზე - 500 ლარი და 1 წლით მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა; წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
5
ისევ შკოდიანი მძღოლები დარბიან ნასვამი და მაგათ კიდე ვერ დააჯარიმებთ
999
0

კარგი იქნება ეს კანონი თუ იმოქმედებს: პარლამენტარებზეც, შსს-ს თანამშრომლებზეც და ყველაზე კანონი მარტო უბრალო ხალხს არ უნდა სჯიდეს !!!

ავტორი:

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება. უფრო კონკრეტულად, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

„ნასვამობასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტულად ვისაუბროთ იმ პრომილეებზე, რაც ალბათ აინტერესებთ მოქალაქეებს. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით ადმინისტრაციულ პატიმრობას კონკრეტულად ამ დარღვევაზე, რადგან ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია. რაც შეეხება ცვლილებებს, თუ მაგალითად ამ დრომდე იყო მხოლოდ მართვის მოწმობის 1 წლიანი ჩამორთმევა, ცვლილებების მიხედვით, მიდგომები მკაცრდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქამდე არ გვქონია პასუხისმგებლობა ისეთ შემთხვევებზე, თუ ამ 1 წლის განმავლობაში პირი კვლავ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს. ცვლილებების თანახმად, უკვე ადმინისტრაციული სახდელი შემოდის. კერძოდ, მე-2 დარღვევაზე მძღოლს 3-დან 15 დღემდე პატიმრობა, ხოლო მე-3 შემთხვევაზე 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება. კანონი ემსახურება იმას, კონკრეტულად ამ დანაშუალს ისეთი პასუხისმგებლობით მივუდგეთ, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშია. ხაზგასასმელია, ისიც რომ როდესაც ამ ტიპის ცვლილებები შედის კანონში, მძღოლების მხრიდან ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა იგრძნობა,“ - აღნიშნა ლალიაშვილმა.

რაც შეეხება ალკოჰოლური თრობის ქვეშ ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით, კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:

  • სისხლში ეთინოლის 0,3 პრომილედან - 0,7 პრომილემდე შემცველობაზე - 500 ლარი და 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა; წაიკითხეთ სრულად

1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის - "სამწუხაროდ, ამ ობიექტმა დღემდე ვერ იპოვა თავისი ფუნქცია"

რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი, რომელიც ქონების მიუთითებლობის გამო დაჯარიმდა